სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში "ფაიზერით" 3 ბავშვია აცრილი - რა შემთხვევაში უნდა ჩაუტარდეთ 12 წლის ზემოთ მოზარდებს ვაქცინაცია და როდის არის კატე - ს გადაღება რეკომენდირებული?
საქართველოში "ფაიზერით" 3 ბავშვია აცრილი - რა შემთხვევაში უნდა ჩაუტარდეთ 12 წლის ზემოთ მოზარდებს ვაქცინაცია და როდის არის კატე - ს გადაღება რეკომენდირებული?

სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვია აც­რი­ლი, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პე­დი­ატრმა თე­მურ მი­ქე­ლა­ძემ ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ა­დას­ტუ­რა. ბავ­შვებს "ფა­ი­ზე­რით" ვაქ­ცი­ნა­ცია მშობ­ლე­ბის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­უ­ტარ­დათ, ამე­რი­კის პე­დი­ატრთა ასო­ცი­ა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით და ასე­ვე ერთ-ერთი ბავ­შვის შემ­თხვე­ვა­ში, გერ­მა­ნე­ლი ექი­მი ითხოვ­და, რომ ამ პა­ცი­ენ­ტის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ვაქ­ცი­ნა­ცია, რად­გან ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მისი სი­ცო­ცხლე რის­კის ქვეშ დამ­დგა­რი­ყო. აც­რილ არას­რულ­წლო­ვა­ნებს თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი ჰქონ­დათ, მათ შო­რის ერთ-ერთი ორ­გა­ნო­გა­და­ნერ­გი­ლი ბავ­შვი იყო.

"აც­რი­ლი ბავ­შვე­ბი­დან ორი მათ­გა­ნი 12 წლის იყო, მე­სა­მე - 15 წლის. ერთ-ერ­თმა უკვე გა­და­ი­ტა­ნა კო­ვი­დი და საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქად, ახლა მე­ო­რე დო­ზი­თაც ავცრით. ზო­გა­დად ბოლო სამი დღეა, ბავ­შვებ­ში მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა შემ­ცირ­და. აქამ­დე დღე­ში 25-30 პა­ცი­ენტს ვი­ღებ­დი და 4-5 შემ­თხვე­ვა­ზე ჩა­მო­ვი­და. ეს, წე­სით, კარ­გი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უნდა იყოს", - ამ­ბობს ექი­მი.

მისი თქმით, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში 12 წლის ზე­ვით ბავ­შვე­ბის აცრა და­ი­წყე­ბა, ეს უნდა მოხ­დეს მხო­ლოდ იმ ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვინც რისკ-ჯგუ­ფებ­ში არი­ან. ესე­ნი არი­ან: ორ­გა­ნო­გა­და­ნერ­გი­ლი ბავ­შვე­ბი, ასე­ვე ვი­საც აქვთ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, გა­დი­ან ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურსს, აქვთ თირკმე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი:

"რე­კო­მენ­და­ცი­ას ვუ­წევ მხო­ლოდ რისკ-ჯგუ­ფე­ბის აც­რას "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნით, რა­მე­თუ ბავ­შვებს მა­ინც მსუ­ბუ­ქად გა­და­აქვთ ავად­მყო­ფო­ბა. კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით 4500-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი ვმარ­თე და აქე­დან მხო­ლოდ 27 ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მქონ­და და არც ერთი ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი. ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც არ აქვთ თან­და­ყო­ლი­ლი ან ქრო­ნი­კუ­ლი პა­თო­ლო­გია, გა­და­აქვთ შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად. ამი­ტომ უნდა აიც­რან ის ბავ­შვე­ბი, ვი­საც ეს პა­თო­ლო­გი­ე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ".

მშობ­ლე­ბი ხში­რად ვერ ან­სხვა­ვე­ბენ კო­რო­ნა­ვირუს­სა და ნაწ­ლა­ვურ ინ­ფექ­ცი­ას, რად­გან ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სიმპტო­მი ფა­ღა­რა­თია. ექი­მი ამ­ბობს, რომ ამას ხში­რად ექი­მე­ბიც ვერ ხვდე­ბი­ან, რად­გან დელ­ტა შტა­მი­სა და ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ის კლი­ნი­კა ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს, ამი­ტომ უნდა მოხ­დეს კო­ვიდ­ზე ტეს­ტი­რე­ბა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მშობ­ლე­ბი ხში­რად გა­მოთ­ქვა­მენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, რომ მათ ბავ­შვს რამ­დე­ნი­მე დღეა სი­ცხე აქვს და ექი­მე­ბი "კა­ტეს“ არ უღე­ბენ.

Ambebi.ge-ს კი­თხვა­ზე, რა შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­და­უ­ღონ ბავ­შვს ფილ­ტვებ­ზე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, პე­დი­ატ­რი ამ­ბობს, რომ ეს მხო­ლოდ ექი­მის გა­და­სა­წყვე­ტია.

"ეს ექიმ­მა უნდა გა­და­წყვი­ტოს, თუ ის მი­იჩ­ნევს სა­ჭი­როდ, მა­შინ უნდა ჩა­ტარ­დეს ეს კვლე­ვა, რად­გან კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ას აქვს ზედ­მე­ტი გა­მოს­ხი­ვე­ბა. სა­ერ­თოდ, ბავ­შვებ­ში ფილ­ტვე­ბის ერთი ან ორ­ქუ­ლი­ა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა არა­ფერს გვაძ­ლევს. პნევ­მო­ნი­ის დროს ყო­ველ­თვის არის რა­ღაც ქუ­ლე­ბი", - გვპა­სუ­ხობს პე­დი­ატ­რი.

ბავ­შვთა ასაკ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ბოლო სტა­ტის­ტი­კა კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა - 14 წლამ­დე ბავ­შვებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 15 პრო­ცენ­ტი, 19 წლამ­დე ახალ­გაზ­რდებ­ში კი - 20 პრო­ცენ­ტი.

ამ ეტაპ­ზე 12 წლი­დან ასა­კის ბავ­შვებ­ში მხო­ლოდ ორ ვაქ­ცი­ნას აქვს მი­ღე­ბუ­ლი მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ავ­ტო­რი­ზა­ცია - ეს არის "ფა­ი­ზე­რი“ და "მო­დერ­ნა“. ბავ­შვებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია და­წყე­ბუ­ლია კა­ნა­და­ში, აშშ-ში, იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და ბელ­გი­ა­ში.

3 წლი­დან "სი­ნო­ვა­კი­თა“ და „სი­ნო­ფარ­მით“ ვაქ­ცი­ნა­ცია დაშ­ვე­ბუ­ლია ჩი­ნეთ­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
5

ბავშვი უტვინო მშობლის ხელში ცოდოა!!!

გიორგი
1

სამწუხაროდ ამისი აღარ დაიჯერება არაფერი.!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

საქართველოში "ფაიზერით" 3 ბავშვია აცრილი - რა შემთხვევაში უნდა ჩაუტარდეთ 12 წლის ზემოთ მოზარდებს ვაქცინაცია და როდის არის კატე - ს გადაღება რეკომენდირებული?

საქართველოში "ფაიზერით" 3 ბავშვია აცრილი - რა შემთხვევაში უნდა ჩაუტარდეთ 12 წლის ზემოთ მოზარდებს ვაქცინაცია და როდის არის კატე - ს გადაღება რეკომენდირებული?

საქართველოში უკვე სამი არასრულწლოვანი ბავშვია აცრილი, - ამის შესახებ ინფორმაცია პედიატრმა თემურ მიქელაძემ ambebi.ge-სთან ინტერვიუში დაადასტურა. ბავშვებს "ფაიზერით" ვაქცინაცია მშობლების მიმართვის საფუძველზე ჩაუტარდათ, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით და ასევე ერთ-ერთი ბავშვის შემთხვევაში, გერმანელი ექიმი ითხოვდა, რომ ამ პაციენტისთვის აუცილებელი იყო ვაქცინაცია, რადგან ინფიცირების შემთხვევაში შეიძლება მისი სიცოცხლე რისკის ქვეშ დამდგარიყო. აცრილ არასრულწლოვანებს თანდაყოლილი პათოლოგიები ჰქონდათ, მათ შორის ერთ-ერთი ორგანოგადანერგილი ბავშვი იყო.

"აცრილი ბავშვებიდან ორი მათგანი 12 წლის იყო, მესამე - 15 წლის. ერთ-ერთმა უკვე გადაიტანა კოვიდი და საკმაოდ მსუბუქად, ახლა მეორე დოზითაც ავცრით. ზოგადად ბოლო სამი დღეა, ბავშვებში მომართვიანობა შემცირდა. აქამდე დღეში 25-30 პაციენტს ვიღებდი და 4-5 შემთხვევაზე ჩამოვიდა. ეს, წესით, კარგი მაჩვენებელი უნდა იყოს", - ამბობს ექიმი.

მისი თქმით, თუ საქართველოში 12 წლის ზევით ბავშვების აცრა დაიწყება, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ბავშვების შემთხვევაში, ვინც რისკ-ჯგუფებში არიან. ესენი არიან: ორგანოგადანერგილი ბავშვები, ასევე ვისაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, გადიან ქიმიოთერაპიის კურსს, აქვთ თირკმელების დაავადებები:

"რეკომენდაციას ვუწევ მხოლოდ რისკ-ჯგუფების აცრას "ფაიზერის" ვაქცინით, რამეთუ ბავშვებს მაინც მსუბუქად გადააქვთ ავადმყოფობა. კორონავირუსული ინფექციით 4500-ზე მეტი პაციენტი ვმართე და აქედან მხოლოდ 27 ჰოსპიტალიზაცია მქონდა და არც ერთი ლეტალური შედეგი. ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ თანდაყოლილი ან ქრონიკული პათოლოგია, გადააქვთ შედარებით მსუბუქად. ამიტომ უნდა აიცრან ის ბავშვები, ვისაც ეს პათოლოგიები აღენიშნებათ".

მშობლები ხშირად ვერ ანსხვავებენ კორონავირუსსა და ნაწლავურ ინფექციას, რადგან ორივე შემთხვევაში დაავადების ერთ-ერთი პირველი სიმპტომი ფაღარათია. ექიმი ამბობს, რომ ამას ხშირად ექიმებიც ვერ ხვდებიან, რადგან დელტა შტამისა და ნაწლავური ინფექციის კლინიკა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამიტომ უნდა მოხდეს კოვიდზე ტესტირება.

სოციალურ ქსელში მშობლები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ მათ ბავშვს რამდენიმე დღეა სიცხე აქვს და ექიმები "კატეს“ არ უღებენ.

Ambebi.ge-ს კითხვაზე, რა შემთხვევაში უნდა გადაუღონ ბავშვს ფილტვებზე კომპიუტერული ტომოგრაფია, პედიატრი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ექიმის გადასაწყვეტია.

"ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ის მიიჩნევს საჭიროდ, მაშინ უნდა ჩატარდეს ეს კვლევა, რადგან კომპიუტერულ ტომოგრაფიას აქვს ზედმეტი გამოსხივება. საერთოდ, ბავშვებში ფილტვების ერთი ან ორქულიანი დაზიანება არაფერს გვაძლევს. პნევმონიის დროს ყოველთვის არის რაღაც ქულები", - გვპასუხობს პედიატრი.

ბავშვთა ასაკში კორონავირუსის ბოლო სტატისტიკა კი ასე გამოიყურება - 14 წლამდე ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელია 15 პროცენტი, 19 წლამდე ახალგაზრდებში კი - 20 პროცენტი.

ამ ეტაპზე 12 წლიდან ასაკის ბავშვებში მხოლოდ ორ ვაქცინას აქვს მიღებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია - ეს არის "ფაიზერი“ და "მოდერნა“. ბავშვებში ვაქცინაცია დაწყებულია კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.

3 წლიდან "სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაშვებულია ჩინეთში.