მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"Pfizer Inc-მა დაიწყო Covid-19-ის ანტივირუსული აბის შემუშავება" - რა სიახლეზე წერს ზაზა წერეთელი
"Pfizer Inc-მა დაიწყო Covid-19-ის ანტივირუსული აბის შემუშავება" - რა სიახლეზე წერს ზაზა წერეთელი

ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი, ზაზა წე­რე­თე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეს გვი­ზი­ა­რებს, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია Pfizer-ის მიერ Covid-19-ის ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტის შე­მუ­შა­ვე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"რო­გორც "რო­ი­ტე­რი" იუ­წყე­ბა, Pfizer Inc-მა და­ი­წყო Covid-19-ის პე­რო­რა­ლუ­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტის დო­ზი­რე­ბის გა­მოც­და კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის შუა და გვი­ან სტა­დი­ა­ზე.

პრე­პა­რა­ტი გან­კუთ­ნი­ლია არაჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი, სიმპტო­მუ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის.

კომ­პა­ნია მუ­შა­ობს ან­ტი­ვირუ­სუ­ლი აბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე, PF-07321332, რო­მე­ლიც მი­ი­ღე­ბა და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე.

პრე­პა­რა­ტის გა­მოც­და­ში ამ მო­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს 1,140 მო­ხა­ლი­სე, რო­მე­ლიც ამ პრე­პა­რატ­თან ერ­თად ღე­ბუ­ლობს რი­ტო­ნა­ვი­რის და­ბალ დო­ზას.

რო­გორც იცით, ამ ეტა­პი­სათ­ვის მხო­ლოდ ინ­ტრა­ვე­ნუ­რად შეყ­ვა­ნი­ლი რემ­დე­სი­ვი­რი არის ერ­თა­დერ­თი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მე­ლიც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია აშშ-ში.

Pfizer-მა ივ­ლის­ში გა­ნა­ცხა, რომ თუკი PF-07321332 ტეს­ტი­რე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, იგი მე­ო­თხე კვარ­ტალ­ში შე­ი­ტანს გა­ნა­ცხადს, რათა მი­ი­ღოს ავ­ტო­რი­ზა­ცია ამ პრე­პა­რა­ტის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის.

Merck & Co Inc და პარტნი­ო­რი Ridgeback Biotherapeutics-მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ და­ი­წყეს პა­ცი­ენ­ტე­ბის ჩა­რი­ცხვა მათი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი Covid-19 წამ­ლის მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რის გა­მოც­დის გვი­ან სტა­დი­ა­ზე.

პე­რო­რა­ლუ­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი გა­მო­იც­დე­ბა 1,300-ზე მეტ მო­ნა­წი­ლე­ზე, რათა შე­ფას­დეს - შე­უძ­ლია, თუ არა მას კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ცე­მის პრე­ვენ­ცია. კვლე­ვა­ში ჩარ­თა­ვენ 18 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის მო­ხა­ლი­სე­ებს, რომ­ლე­ბიც სიმპტო­მა­ტუ­რი Covid-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თან ერტად ცხოვ­რო­ბენ.

კომ­პა­ნია "მერკმა" გა­ნა­ცხა­და, რომ ივ­ნის­ში აშშ-ის მთავ­რო­ბა და­თან­ხმდა, გა­და­ი­ხა­დოს და­ახ­ლო­ე­ბით 1,2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რის 1,7 მი­ლი­ო­ნი ერ­თე­უ­ლი კურ­სის­თვის, თუკი დამ­ტკიც­დე­ბა, რომ ის წარ­მა­ტე­ბუ­ლად მუ­შა­ობს და ნე­ბა­დარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა აშშ-ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ", - წერს ზაზა წე­რე­თე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SOS!!!
8

ვაქცინები ჩაუვარდათ და იქნება აბების საშუალებით დასახული მიზანი შესრულონ !!!

არ ვჭამთ !!!

sos- ს
4

არ ჭამ და დარჩები მშიერი დასუსტდები და ვირუსიც იოლად მოგერევა ...ამიტომ უნდა ჭამო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"Pfizer Inc-მა დაიწყო Covid-19-ის ანტივირუსული აბის შემუშავება" - რა სიახლეზე წერს ზაზა წერეთელი

"Pfizer Inc-მა დაიწყო Covid-19-ის ანტივირუსული აბის შემუშავება" - რა სიახლეზე წერს ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სასიამოვნო სიახლეს გვიზიარებს, რომელიც კომპანია Pfizer-ის მიერ Covid-19-ის ანტივირუსული პრეპარატის შემუშავებას უკავშირდება.

"როგორც "როიტერი" იუწყება, Pfizer Inc-მა დაიწყო Covid-19-ის პერორალური ანტივირუსული პრეპარატის დოზირების გამოცდა კლინიკური კვლევების შუა და გვიან სტადიაზე.

პრეპარატი განკუთნილია არაჰოსპიტალიზირებული, სიმპტომური პაციენტებისათვის.

კომპანია მუშაობს ანტივირუსული აბის შემუშავებაზე, PF-07321332, რომელიც მიიღება დაავადების ადრეულ ეტაპზე.

პრეპარატის გამოცდაში ამ მომენტში მონაწილეობს 1,140 მოხალისე, რომელიც ამ პრეპარატთან ერთად ღებულობს რიტონავირის დაბალ დოზას.

როგორც იცით, ამ ეტაპისათვის მხოლოდ ინტრავენურად შეყვანილი რემდესივირი არის ერთადერთი ანტივირუსული მკურნალობა, რომელიც დამტკიცებულია აშშ-ში.

Pfizer-მა ივლისში განაცხა, რომ თუკი PF-07321332 ტესტირება წარმატებული იქნება, იგი მეოთხე კვარტალში შეიტანს განაცხადს, რათა მიიღოს ავტორიზაცია ამ პრეპარატის საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისათვის.

Merck & Co Inc და პარტნიორი Ridgeback Biotherapeutics-მა განაცხადეს, რომ მათ დაიწყეს პაციენტების ჩარიცხვა მათი ექსპერიმენტული Covid-19 წამლის მოლნუპირავირის გამოცდის გვიან სტადიაზე.

პერორალური ანტივირუსული პრეპარატი გამოიცდება 1,300-ზე მეტ მონაწილეზე, რათა შეფასდეს - შეუძლია, თუ არა მას კორონავირუსის გადაცემის პრევენცია. კვლევაში ჩართავენ 18 წელზე უფროსი ასაკის მოხალისეებს, რომლებიც სიმპტომატური Covid-19-ით ინფიცირებულ ადამიანთან ერტად ცხოვრობენ.

კომპანია "მერკმა" განაცხადა, რომ ივნისში აშშ-ის მთავრობა დათანხმდა, გადაიხადოს დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი მოლნუპირავირის 1,7 მილიონი ერთეული კურსისთვის, თუკი დამტკიცდება, რომ ის წარმატებულად მუშაობს და ნებადართული იქნება აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოების მიერ", - წერს ზაზა წერეთელი.