ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევით, კითხვაზე „დღეს რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ გამოკითხულთა 61.4% ხმას კახა კალაძეს მისცემდა, ხოლო 38.6% ნიკა მელიას.
„გორბის“ მიერ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდოლოგია პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით ჩატარდა.
რესპონდენტთა შესარჩევად გამოყენებული იყო მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. შერჩევის სრული ზომა - 1500 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი - 95% საიმედობისას: +/- 2.5% ქვეყნის მოსახლეობისთვის, +/- 3.5% სავარაუდო ამომრჩეველთა შერჩევისთვის ქვეყნის მასშტაბით, +/- 3.4% თბილისის მოსახლეობისთვის, +/- 4.8% სავარაუდო ამომრჩეველთა შერჩევისთვის.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაცია „გორბის“ მიერ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდოლოგია პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტთა შესარჩევად გამოყენებული იყო მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. შერჩევის სრული ზომა - 1500 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი - 95% საიმედობისას: +/- 2.5% ქვეყნის მოსახლეობისთვის, +/- 3.5% სავარაუდო ამომრჩეველთა შერჩევისთვის ქვეყნის მასშტაბით, +/- 3.4% თბილისის მოსახლეობისთვის, +/- 4.8% სავარაუდო ამომრჩეველთა შერჩევისთვის.
თბილისის მასშტაბით კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო ზრდასრული მოსახლეობა (18 წლის და უფროსი მოსახლეობა), რომელიც ცხროვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და არის რეგისტრირებული ამომრჩეველი იმ უბანზე, სადაც ტარდება მისი ინტერვიუირება. კვლევამ არ მოიცვა მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან იმყოფება პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში, საავადმყოფოებში და სხვა სპეციალურ დაწესებულებებში, მათ შორის ჯარში. წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება „სავარაუდო ამომრჩეველთა“ აზრს. სავარაუდო ამომრჩეველი განისაზღვრება რამდენიმე შეკითხვაზე გაცემული პასუხების საფუძველზე - ორი შეკითხვა სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, თუკი რესპონდენტი უფლებამოსილი იყო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ამის შედეგად გამოპასუხების დონემ შეადგინა 34.9%.
სარგებელი კონსტიტუციისაგან ხალხს უნდა ქონდეს, და არა მმართველ მორიგე ძალას , მორიგე ღმერთი გამიგია და პოლიტიკური ძალა არა ! რას მორიგეობთ მანდ მონაცვლეობით პოზიცია, ოპოზიცია !? რაღაც არ მახსენდება არასაორჭოფოდ აგვერჩიეთ ან პოზიცია, ან ოპოზიცია ამ 30 წელიწადში! კარგად დაიმახსოვრეთ ორივემ, დიდსულოვანია ქართველი ერი, მაგრამ ნახევარზე მეტი არჩევნებზე არ მოვიდა და მოსულთა ნახევარზე მეტმა სწორედ თქვენ ორის წინააღმდეგ მისცა ხმა !რა ნამუსით გვმოძღვრავთ მაქედან ?!
"გორბის" კვლევებს ჩემი მტერი ენდო.