მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს..." - ირაკლი კობახიძე
"ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს..." - ირაკლი კობახიძე

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, „გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვაქვს“, აღარ აქვს ფი­ნან­სუ­რი დატ­ვირ­თვა იმას, მი­ი­ღებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის­გან მაკრო­ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას.

შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, „ყვე­ლა­ფე­რი ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­სა­წყვე­ტია“.

ამას­თან, კო­ბა­ხი­ძემ უპა­სუ­ხა კი­თხვას, რა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სით აპი­რებს მთავ­რო­ბა და­ა­კომ­პენ­სი­როს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მე­ო­რე ტრან­შით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი 75 მი­ლი­ო­ნი, თუკი ევ­რო­კავ­ში­რი ქვე­ყა­ნას მის გა­მო­ყო­ფა­ზე უარს ეტყვის. კო­ბა­ხი­ძის თქმით, მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბი­უ­ჯეტ­ში და­მა­ტე­ბით 1 მლრდ ლა­რამ­დე აკუ­მუ­ლი­რე­ბა მოხ­და.

ამას­თან, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე მი­იჩ­ნევს, რომ თუკი ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს აღ­ნიშ­ნულ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას და­უბ­ლო­კავს, ეს „სან­ქცია“ არ იქ­ნე­ბა.

„ფი­ნან­სუ­რი დატ­ვირ­თვა აღარ აქვს პუნ­ქტს, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ არის 75 მლნ ევ­როს კრე­დი­ტი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ბი­უ­ჯეტ­ში და­მა­ტე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 1 მლრდ ლა­რის აკუ­მუ­ლი­რე­ბა მოხ­და პროგ­ნო­ზი­რე­ბად­თან შე­და­რე­ბით და გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ამას ფი­ნან­სუ­რი დატ­ვირ­თვა აღარ აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ ნა­წილს - ყვე­ლა­ფე­რი ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­სა­წყვე­ტია, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ის მოქ­მე­დებს, პირ­ვე­ლი - ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და მე­ო­რე - ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის ობი­ექ­ტუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

ტერ­მი­ნი სან­ქცია იქ­ნე­ბა სრუ­ლი სპე­კუ­ლა­ცია. ვნა­ხოთ, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე­ბა. ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ამ კრე­დიტ­მა აქ­ტუ­ა­ლო­ბა და­კარ­გა, თუმ­ცა, რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ დატ­ვირ­თვას, ჩვენ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გვაქვს ეს პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, თუმ­ცა სან­ქცი­ებ­ზე ლა­პა­რა­კი არის ცა­რი­ე­ლი სპე­კუ­ლა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ნა­წილ­თან პრობ­ლე­მუ­რი გახ­და“, კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბის ანუ­ლი­რე­ბა ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი იყო.

„ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც აღი­ა­რა ეუთო/ოდირ­მა, რო­გორც კონ­კუ­რენ­ტუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი, ეს იყო მისი შე­ფა­სე­ბა. ასე­თად აღი­ა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ოპო­ზი­ცია გა­და­ვი­და სა­ბო­ტა­ჟის რე­ჟიმ­ზე და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ გვქონ­და ამის, ხელი მო­ვა­წე­რეთ 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბას. ამის შემ­დეგ გა­დის 100 დღე და ოპო­ზი­ცი­ის დიდი ნა­წი­ლი - 8-დან 4 ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი პარ­ტია და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ნა­წი­ლი, კვლავ არ აწერს ხელს დო­კუ­მენტს, რო­მელ­საც ხელი მო­ვა­წე­რეთ რე­ა­ლუ­რად ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ასეთ დროს ერ­თა­დერ­თი ლო­გი­კუ­რი ნა­ბი­ჯი იყო შე­თან­ხმე­ბის ანუ­ლი­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვის სა­კითხს, ეს მოხ­და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ შე­სა­ბა­მის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
0

ორი დღის წინ ბიუჯეტში რეკორდული დეფიციტი გვქონდა და თუ ჯეკ პოტი მოვხსენით, გვითხარით მაინცა, ჩვენც გაგვიხარდება....

gege
0

ვითომ იურისტია. ხელშეკრულება ანულირებული არ არის, ის ჯერ კიდევ მოქმედია, უბრალოდ თქვენი პარტია ხელშეკრულებიდან გამოვიდა. ეს უფრო სწორი ფორმულირებაა. ნუ აბოლებთ ოცნების მხარდამჭერებს და ნუ იქმნით "მაგარი ბიჭების" ფსევდო იმიჯს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს..." - ირაკლი კობახიძე

"ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს..." - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს“, აღარ აქვს ფინანსური დატვირთვა იმას, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებას.

შესაბამისად, როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია“.

ამასთან, კობახიძემ უპასუხა კითხვას, რა ფინანსური რესურსით აპირებს მთავრობა დააკომპენსიროს ფინანსური დახმარების მეორე ტრანშით გათვალისწინებული 75 მილიონი, თუკი ევროკავშირი ქვეყანას მის გამოყოფაზე უარს ეტყვის. კობახიძის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარამდე აკუმულირება მოხდა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თუკი ევროკავშირი საქართველოს აღნიშნულ ფინანსურ დახმარებას დაუბლოკავს, ეს „სანქცია“ არ იქნება.

„ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მლნ ევროს კრედიტი. მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია. ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა პროგნოზირებადთან შედარებით და გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს - ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, მაგრამ რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის მოქმედებს, პირველი - ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და მეორე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად.

ტერმინი სანქცია იქნება სრული სპეკულაცია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება მიიღება. ფინანსური თვალსაზრისით, ამ კრედიტმა აქტუალობა დაკარგა, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ეს პოლიტიკური დატვირთვა, თუმცა სანქციებზე ლაპარაკი არის ცარიელი სპეკულაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ „ქართული ოცნების“ ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორების ნაწილთან პრობლემური გახდა“, კობახიძე ამბობს, რომ ვითარებიდან გამომდინარე შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება ერთადერთი გამოსავალი იყო.

„ჩვენ ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, რომელიც აღიარა ეუთო/ოდირმა, როგორც კონკურენტული და თავისუფალი, ეს იყო მისი შეფასება. ასეთად აღიარებული არჩევნების მიუხედავად, ოპოზიცია გადავიდა საბოტაჟის რეჟიმზე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვქონდა ამის, ხელი მოვაწერეთ 19 აპრილის შეთანხმებას. ამის შემდეგ გადის 100 დღე და ოპოზიციის დიდი ნაწილი - 8-დან 4 ბარიერგადალახული პარტია და ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი, კვლავ არ აწერს ხელს დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ რეალურად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ დროს ერთადერთი ლოგიკური ნაბიჯი იყო შეთანხმების ანულირება.

რაც შეეხება მოსამართლეების არჩევის საკითხს, ეს მოხდა თავიდან ბოლომდე 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ეს ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესაბამის მოლაპარაკებებში“, - განაცხადა კობახიძემ.