მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეთაურებმა შემატყობინეს, რომ უახლოეს 24-36 საათში მოსალოდნელია მორიგი ტერორისტული თავდასხმა" - რა ვითარებაა ქაბულში
"მეთაურებმა შემატყობინეს, რომ უახლოეს 24-36 საათში მოსალოდნელია მორიგი ტერორისტული თავდასხმა" - რა ვითარებაა ქაბულში

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რებ­მა მას მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია ქა­ბუ­ლის აე­რო­პორტზე კი­დევ ერთი თავ­დას­ხმა.

„ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა კვლავ უკი­დუ­რე­სად სა­ში­შია და აე­რო­პორტზე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის საფრ­თხე კვლავ მა­ღა­ლია. ჩვენ­მა მე­თა­უ­რებ­მა შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უახ­ლო­ეს 24-36 სა­ათ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მე მათ მივ­მარ­თე, რომ მი­ი­ღონ ყვე­ლა შე­საძ­ლო ზომა ჩვე­ნი ქა­ლე­ბი­სა და მა­მა­კა­ცე­ბის ად­გილ­ზე დაც­ვის მიზ­ნით. მათ და­მარ­წმუ­ნეს, რომ ისი­ნი შეძ­ლე­ბენ ამ ზო­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ჩვე­ნი პერ­სო­ნა­ლის უსაფრ­თხოდ გაყ­ვა­ნას“, - გა­ნა­ხა­და ბა­ი­დენ­მა.

ამას­თან, გუ­შინ ავ­ღა­ნეთ­ში აშშ-ის სა­ელ­ჩომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და უსაფრ­თო­ე­ბის რის­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებს ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის­გან თა­ვის არი­დე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

„ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტში უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ვურ­ჩევთ აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ებს, მო­ე­რი­დონ აე­რო­პორ­ტის გა­სას­ვლე­ლებს. აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ახლა იმ­ყო­ფე­ბი­ან სხვა­დას­ხვა გა­სას­ვლე­ლებ­თან, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ტო­ვონ ტე­რი­ტო­რია“, - წე­რია სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

აშშ-ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ლოიდ ოს­ტი­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 აგ­ვის­ტო­დან, სა­ე­ვა­კუ­ა­ციო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის დღი­დან, აშშ-მა და მის­მა პარტნი­ო­რებ­მა ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტი­დან 111 900-მდე ადა­მი­ა­ნის გაყ­ვა­ნა შეძ­ლეს.

ამას­თან, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დაჯ­გუ­ფე­ბა „თა­ლი­ბა­ნი“ ავ­ღა­ნე­თის ახალ მთავ­რო­ბას მომ­დევ­ნო კვი­რა­ში და­ა­სა­ხე­ლებს. ამის შე­სა­ხებ „თა­ლი­ბა­ნის“ პრეს-სპი­კერ­მა ზი­ბი­უ­ლა მუ­ჯა­ჰიდ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ავ­ღა­ნე­თის ახა­ლი მთავ­რო­ბა ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვას შე­უ­წყობს ხელს. მუ­ჯა­ჰიდ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის სა­მარ­თა­ვად ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი უკვე და­ნიშ­ნუ­ლი არი­ან. ამას­თან, პრეს-სპი­კერ­მა აშშ-ის მიერ „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წი­ნა­აღ­მდეგ ავ­ღა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ავი­ა­ი­ე­რი­ში დაგ­მო.

როგორ დაუშვი..
0

ეს რა ქენი ჯო? პირველივე დღეს გავიფიქრე, რომ უამრავი ხალხი შეეწირებოდა შენს ამ უგნურ გადაწყვეტილებას. იმედია ამერიკა არ გაპატიებს ამდენ უდანაშაულო სისხლს! მესმის , რომ ლიდერობა რთული ხვედრია, მაგრამ ასეთი სიბეცე უდიდესი დანაშაულია და მეტი არაფერი... ეჰ, მანამ არ მოისვენებთ, სანამ პოლიტიკაში არ მომოყვანთ :დ ))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"მეთაურებმა შემატყობინეს, რომ უახლოეს 24-36 საათში მოსალოდნელია მორიგი ტერორისტული თავდასხმა" - რა ვითარებაა ქაბულში

"მეთაურებმა შემატყობინეს, რომ უახლოეს 24-36 საათში მოსალოდნელია მორიგი ტერორისტული თავდასხმა" - რა ვითარებაა ქაბულში

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, სამხედრო მეთაურებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია ქაბულის აეროპორტზე კიდევ ერთი თავდასხმა.

„ადგილზე ვითარება კვლავ უკიდურესად საშიშია და აეროპორტზე ტერორისტული თავდასხმების საფრთხე კვლავ მაღალია. ჩვენმა მეთაურებმა შემატყობინეს, რომ თავდასხმის განხორციელება უახლოეს 24-36 საათშია მოსალოდნელი. მე მათ მივმართე, რომ მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ჩვენი ქალებისა და მამაკაცების ადგილზე დაცვის მიზნით. მათ დამარწმუნეს, რომ ისინი შეძლებენ ამ ზომების განხორციელებას და ჩვენი პერსონალის უსაფრთხოდ გაყვანას“, - განახადა ბაიდენმა.

ამასთან, გუშინ ავღანეთში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და უსაფრთოების რისკებიდან გამომდინარე ამერიკის მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.

„ქაბულის აეროპორტში უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ჩვენ ვურჩევთ აშშ-ის მოქალაქეებს, მოერიდონ აეროპორტის გასასვლელებს. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ახლა იმყოფებიან სხვადასხვა გასასვლელებთან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ტერიტორია“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის ინფორმაციით, 14 აგვისტოდან, საევაკუაციო ოპერაციის დაწყების დღიდან, აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა ქაბულის აეროპორტიდან 111 900-მდე ადამიანის გაყვანა შეძლეს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დაჯგუფება „თალიბანი“ ავღანეთის ახალ მთავრობას მომდევნო კვირაში დაასახელებს. ამის შესახებ „თალიბანის“ პრეს-სპიკერმა ზიბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა.

მისი თქმით, ავღანეთის ახალი მთავრობა ქვეყანაში სტაბილიზაციის დამყარებასა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევას შეუწყობს ხელს. მუჯაჰიდმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სტრუქტურების სამართავად ოფიციალური პირები უკვე დანიშნული არიან. ამასთან, პრეს-სპიკერმა აშშ-ის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავღანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ავიაიერიში დაგმო.