კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის გაფრთხილება საკუთარ მოქალაქეებს, ISIS-ის ლიკვიდირებული "ბოევიკი" და "თალიბანის" გეგმები - განახლებული ინფორმაცია ავღანეთიდან
აშშ-ის გაფრთხილება საკუთარ მოქალაქეებს, ISIS-ის ლიკვიდირებული "ბოევიკი" და "თალიბანის" გეგმები - განახლებული ინფორმაცია ავღანეთიდან

აშშ-მა „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ „ბო­ე­ვი­კის“ ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რო­მე­ლიც ტე­რაქ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და - ინ­ფორ­მა­ცი­ას აშშ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სარ­დლო­ბა ავ­რცე­ლებს.

„აშშ-ის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წი­ნა­აღ­მდეგ. უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტით სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა ავ­ღა­ნე­თის ნან­გარ­ჰა­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში მოხ­და. პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, მოკ­ლუ­ლია სა­მიზ­ნე. ვი­ცით, რომ ოპე­რა­ცი­ას სა­მო­ქა­ლა­ქო მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ცენ­ტრა­ლუ­რი სარ­დლო­ბის პრესს­პი­კერ­მა ბილ ურ­ბან­მა.

რო­გორც CNN-ი წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის წი­ნა­აღ­მდეგ ოპე­რა­ცია ჯო ბა­ი­დე­ნის თან­ხმო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 26 აგ­ვის­ტოს, ქა­ბუ­ლის აე­რო­პორტთან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის სე­რი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო - ხო­რა­სა­ნის“ ფი­ლი­ალ­მა აიღო.

ამას­თან, ავ­ღა­ნეთ­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებს ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტის­თვის თა­ვის არი­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. უსაფრ­თო­ე­ბის რის­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა აშშ-ის სა­ელ­ჩოს ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

„ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტში უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ვურ­ჩევთ აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ებს, მო­ე­რი­დონ აე­რო­პორ­ტის გა­სას­ვლე­ლებს. აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ახლა იმ­ყო­ფე­ბი­ან სხვა­დას­ხვა გა­სას­ვლე­ლებ­თან, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ტო­ვონ ტე­რი­ტო­რია“, - წე­რია სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

აქვე აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ებს ურ­ჩე­ვენ აკონ­ტრო­ლონ მათ გარ­შე­მო ვი­თა­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში, თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­თი­თე­ბებს, ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას, ასე­ვე აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გვერ­დებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის­თვის გეგ­მა იქო­ნი­ონ.

თეთ­რი სახ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 აგ­ვის­ტო­დან დღემ­დე ავ­ღა­ნე­თი­დან 105 000-მდე ადა­მი­ა­ნია გაყ­ვა­ნი­ლი.

ამას­თან, ქა­ბუ­ლის აე­რო­პორტთან მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმე­ბის სე­რი­ის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 170-მდე გა­ი­ზარ­და. ინ­ფორ­მა­ცია CBS News-ს ავ­ღა­ნე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­უ­დას­ტუ­რა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილ­თა დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა ავ­ღა­ნე­ლია.

აშშ 13 ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ადას­ტუ­რებს. თავ­დას­ხმი­სას და­შავ­და მი­ნი­მუმ 18 ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცი. სხვა­დას­ხვა წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პულ­თა შო­რის 32 მა­მა­კა­ცია, სამი ქალი, სამი ბავ­შვი, და­ნარ­ჩე­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა კი დგინ­დე­ბა. „თა­ლი­ბა­ნი“ აცხა­დებს, რომ მომ­ხდარს მათი ათო­ბით მებ­რძო­ლი ემსხვერ­პლა.

„თა­ლი­ბა­ნი“ აცხა­დებს, რომ ავ­ღა­ნეთ­ში დრო­ე­ბი­თი ინ­კლუ­ზი­უ­რი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა იგეგ­მე­ბა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა „ალ-ჯა­ზი­რა“ სან­დო წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

„თა­ლი­ბა­ნის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­მო­ცე­მას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი­სა და ტო­მის წარ­მო­შო­ბის ლი­დე­რე­ბით.

ამას­თან, მა­თი­ვე თქმით, დრო­ე­ბით მთავ­რო­ბას ეყო­ლე­ბა „ამირ-ულ მო­მი­ნი­ნი" (ერ­თგუ­ლე­ბის სარ­და­ლი), რო­მე­ლიც ავ­ღა­ნე­თის ის­ლა­მურ სა­ა­მი­როს უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

ალ-ჯა­ზი­რას წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოწ­ვე­უ­ლია უმაღ­ლე­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის საბ­ჭო იმის­თვის, რომ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­მა­ვა­ლი მთავ­რო­ბის ფორ­მა­სა და მი­ნის­ტრებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ძი­რი­თა­დი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბე­ბია: სა­სა­მარ­თლოს, შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის, თავ­დაც­ვის, სა­გა­რეო საქ­მე­თა, ფი­ნან­სე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ქალ­თა უფ­ლე­ბებს, წყა­რო­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ქა­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, იმუ­შა­ონ სხვა­დას­ხვა სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნო­ებ­ში ისე, რო­გორც წინა მთავ­რო­ბის დროს მუ­შა­ობ­დნენ, ძი­რი­თა­დად ჯან­დაც­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში.

ამას­თან, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის მიზ­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შექ­მნა იგეგ­მე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა-გიორგი
0

"ბოევიკი" ჩვეულებრივი რუსული სიტყვაა და ქართულად ითარგმნება როგორც მებრძოლი!!!

Н
11

როგორ მიატოვა ბედისანაბარა თავისებიც და ავღანელი ხალხიც...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

აშშ-ის გაფრთხილება საკუთარ მოქალაქეებს, ISIS-ის ლიკვიდირებული "ბოევიკი" და "თალიბანის" გეგმები - განახლებული ინფორმაცია ავღანეთიდან

აშშ-ის გაფრთხილება საკუთარ მოქალაქეებს, ISIS-ის ლიკვიდირებული "ბოევიკი" და "თალიბანის" გეგმები - განახლებული ინფორმაცია ავღანეთიდან

აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკის“ ლიკვიდაცია განახორციელა, რომელიც ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობდა - ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

„აშშ-ის სამხედრო ძალებმა კონტრტერორისტული ოპერაცია განახორციელეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო დარტყმა ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. პირველადი მონაცემებით, მოკლულია სამიზნე. ვიცით, რომ ოპერაციას სამოქალაქო მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - განაცხადა ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა ბილ ურბანმა.

როგორც CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, „ისლამური სახელმწიფოს“ ორგანიზატორის წინააღმდეგ ოპერაცია ჯო ბაიდენის თანხმობით განხორციელდა. როგორც ცნობილია, 26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტთან განხორციელებული თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფო - ხორასანის“ ფილიალმა აიღო.

ამასთან, ავღანეთში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდებს. უსაფრთოების რისკებიდან გამომდინარე შესაბამისი განცხადება აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ქაბულის აეროპორტში უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ჩვენ ვურჩევთ აშშ-ის მოქალაქეებს, მოერიდონ აეროპორტის გასასვლელებს. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ახლა იმყოფებიან სხვადასხვა გასასვლელებთან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ტერიტორია“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

აქვე აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევენ აკონტროლონ მათ გარშემო ვითარება, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, თვალყური ადევნონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს, ადგილობრივ მედიას, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდებს სოციალურ ქსელებში და საგანგებო სიტუაციებისთვის გეგმა იქონიონ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, 14 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანია გაყვანილი.

ამასთან, ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. ინფორმაცია CBS News-ს ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაუდასტურა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა დიდი უმრავლესობა ავღანელია.

აშშ 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებას ადასტურებს. თავდასხმისას დაშავდა მინიმუმ 18 ამერიკელი ჯარისკაცი. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 32 მამაკაცია, სამი ქალი, სამი ბავშვი, დანარჩენების ვინაობა კი დგინდება. „თალიბანი“ აცხადებს, რომ მომხდარს მათი ათობით მებრძოლი ემსხვერპლა.

„თალიბანი“ აცხადებს, რომ ავღანეთში დროებითი ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბება იგეგმება, - ინფორმაციას გამოცემა „ალ-ჯაზირა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თალიბანის“ წარმომადგენლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ დროებითი მთავრობა წარმოდგენილი იქნება ყველა ეთნიკური ჯგუფისა და ტომის წარმოშობის ლიდერებით.

ამასთან, მათივე თქმით, დროებით მთავრობას ეყოლება „ამირ-ულ მომინინი" (ერთგულების სარდალი), რომელიც ავღანეთის ისლამურ საამიროს უხელმძღვანელებს.

ალ-ჯაზირას წყაროების ინფორმაციით, მოწვეულია უმაღლესი ხელმძღვანელობის საბჭო იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მომავალი მთავრობის ფორმასა და მინისტრებთან დაკავშირებით.

ძირითადი სამინისტროების დასახელებებია: სასამართლოს, შიდა უსაფრთხოების, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ფინანსებისა და ინფორმაციის სამინისტროები.

რაც შეეხება ქალთა უფლებებს, წყაროებმა განაცხადეს, რომ ქალებს საშუალება ექნებათ, იმუშაონ სხვადასხვა სამთავრობო ორგანოებში ისე, როგორც წინა მთავრობის დროს მუშაობდნენ, ძირითადად ჯანდაცვისა და განათლების სექტორში.

ამასთან, კორუფციასთან ბრძოლის მიზნით სპეციალური სასამართლოების შექმნა იგეგმება.