კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო სამ დღეში კორონავირუსი 18 პატიმარს დაუდასტურდა - რა ვითარებაა ციხეებში
ბოლო სამ დღეში კორონავირუსი 18 პატიმარს დაუდასტურდა - რა ვითარებაა ციხეებში

პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში ბოლო სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­ვიდ 19 18 მსჯავ­რდე­ბულს და­უ­დას­ტურ­და.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

„კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი ერთ-ერთ სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში უტარ­დე­ბათ. ხოლო ის მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ეტაპ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას არ სა­ჭი­რო­ე­ბენ, შემ­დგო­მი დაკ­ვირ­ვე­ბის მიზ­ნით, ამა­ვე კლი­ნი­კის ე.წ. სას­ტუმ­რო ნა­წილ­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი. მათ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლურ სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წე­ვათ“, - აღ­ნიშ­ნეს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცია ქსნის N15 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ კო­ვიდ­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის სიც­რუე, ვი­ნა­ი­დან ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­ვიდ 19-ის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

რო­გორც პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, 26 აგ­ვის­ტოს მდგო­მა­რე­ო­ბით, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მსაჯვრდე­ბულ­თა 66% (6248), ხოლო 55% (5 234) რე­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია.

„პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­შე­წყო­ბით მსჯავ­რდე­ბულ­თა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი 18 მა­ისს და­ი­წყო და ყვე­ლა პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლის დაც­ვით ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­დეს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუკური
0
პატიმრებს ვიღან აინფიცირებს ?
კუკური-ს!
0

ეს პატიმრების ბრალია თუ კორონავირუსის. აბა გამოიცანით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ბოლო სამ დღეში კორონავირუსი 18 პატიმარს დაუდასტურდა - რა ვითარებაა ციხეებში

ბოლო სამ დღეში კორონავირუსი 18 პატიმარს დაუდასტურდა - რა ვითარებაა ციხეებში

პენიტენციურ სისტემაში ბოლო სამი დღის განმავლობაში კოვიდ 19 18 მსჯავრდებულს დაუდასტურდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის კურსი ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში უტარდებათ. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებენ, შემდგომი დაკვირვების მიზნით, ამავე კლინიკის ე.წ. სასტუმრო ნაწილში არიან მოთავსებული. მათთან შემხებლობაში მყოფი სხვა მსჯავრდებულები სპეციალურ საკარანტინე სივრცეში იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ“, - აღნიშნეს პენიტენციურ დაწესებულებაში.

მათივე ინფორმაციით, გავრცელებულ ინფორმაცია ქსნის N15 დაწესებულებაში არსებულ კოვიდვითარებასთან დაკავშირებით არის სიცრუე, ვინაიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში კოვიდ 19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, 26 აგვისტოს მდგომარეობით, ვაქცინირებულია მსაჯვრდებულთა 66% (6248), ხოლო 55% (5 234) რევაქცინირებულია.

„პენიტენციურმა სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს“, - განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.