მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა როლი აქვს საქართველოს ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში? - მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს
რა როლი აქვს საქართველოს ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში? - მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­ღა­ნე­თი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ინ­სტი­ტუ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სას­წრა­ფო ევა­კუ­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს როლ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს, სა­ქარ­თვე­ლომ შე­ას­რუ­ლა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფუნ­ქცია, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და წევ­რი ქვეყ­ნე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ავ­ღა­ნე­თი­დან.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში გან­ლაგ­და ნატო-ს სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო გა­და­ზიდ­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სამ­ხედ­რო-სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რო­მე­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად ას­რუ­ლე­ბენ ფრე­ნებს ქა­ბუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხოლო ქა­ბუ­ლი­დან თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

"სა­ქარ­თვე­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ავ­ღა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ნატო-ს მი­სი­ა­ში. ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ ჯერ ISAF-ის ოპე­რა­ცი­ა­ში, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით RSM-ის მი­სი­ის ფარ­გლებ­ში. უკა­ნას­კნე­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო იყო ავ­ღა­ნეთ­ში ნატო-ს RSM-ის მი­სი­ის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი კონ­ტრი­ბუ­ტო­რი და ას­რუ­ლებ­და ურ­თუ­ლეს სამ­ხედ­რო მი­სი­ას ავ­ღა­ნე­თის ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტი­ლებ­ში. სა­ქარ­თვე­ლომ, ამ ოპე­რა­ცი­ებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბით, რო­გორც ალი­ან­სის მო­მა­ვალ­მა წვერ­მა ქვე­ყა­ნამ, და­ამ­ტკი­ცა, რომ შეს­წევს უნა­რი, ღირ­სე­უ­ლად იტ­ვირ­თოს კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და იყოს გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი.

ავ­ღა­ნეთ­ში, ნატო-ს ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­შიც სა­ქარ­თვე­ლომ შე­ას­რუ­ლა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფუნ­ქცია, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და წევ­რი ქვეყ­ნე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ავ­ღა­ნე­თი­დან.

დღეს, რო­დე­საც ავ­ღა­ნეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ტრა­გი­კულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა დაგ­ვა­ყე­ნა მას­შტა­ბუ­რი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სის საფრ­თხის წი­ნა­შე, სა­ქარ­თვე­ლო კვლავ დგას მისი პარტნი­ო­რე­ბის გვერ­დით და აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და სა­ე­ვა­კუ­ა­ციო პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა­ში. თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში გან­ლაგ­და ნატო-ს სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო გა­და­ზიდ­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სამ­ხედ­რო-სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რო­მე­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად ას­რუ­ლე­ბენ ფრე­ნებს ქა­ბუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ხოლო, ქა­ბუ­ლი­დან თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით (დღე­ის­თვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია 2 000-მდე მგზავ­რის ევა­კუ­ა­ცია). თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში და აე­რო­პორტთან არ­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და რე­გი­ო­ნუ­ლი სატ­რან­ზი­ტო ჰაბი, რომ­ლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს ქარ­თვე­ლი, ნორ­ვე­გი­ე­ლი, შვე­დი და ნატო-ს წევ­რი სხვა ქვეყ­ნე­ბის სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო პერ­სო­ნა­ლი. ასე­ვე სამ­ხედ­რო ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნორ­ვე­გი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ მო­ე­წყო სატ­რან­ზი­ტო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის პუნ­ქტი, რო­მე­ლიც, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ქა­ბულ­ში არ­სე­ბუ­ლი ნორ­ვე­გი­უ­ლი სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლის ევა­კუ­ა­ცი­ი­სას.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და პარტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, ახორ­ცი­ე­ლე­ბენ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სას­წრა­ფო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ევა­კუ­ა­ცი­ას ავ­ღა­ნე­თი­დან. სა­ქარ­თვე­ლომ, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ღირ­სე­ულ­მა წევ­რმა, პარტნი­ო­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩარ­თუ­ლი­ყო ამ პრო­ცეს­ში“, - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­დე­გად, ქარ­თუ­ლი მხა­რე და­თან­ხმდა რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, კერ­ძოდ დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­და­ჭე­რის ეროვ­ნუ­ლი ფონ­დის (NED), სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის (IRI), აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (ADB) სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის (IMF) და მსოფ­ლიო ბან­კის (WB) მო­მარ­თვას, დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნოს მათ თა­ნამ­შრომ­ლებს ევა­კუ­ა­ცი­ის და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დრო­ე­ბი­თი გან­თავ­სე­ბის პრო­ცეს­ში.

მათი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოყ­ვა­ნი­სა და გან­თავ­სე­ბი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია COVID-უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხარ­ჯებს ანა­ზღა­უ­რე­ბენ შე­სა­ბა­მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
0

იქნებ შევიფაროთ ავღანელები და ბარემ.გადავშენდეთ

ss
0

მათ თა­ნამ­შრომ­ლებს - და ვინ არიან ეს მათი თანამშრომლები, ალბათ ავღანელები?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა როლი აქვს საქართველოს ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში? - მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს

რა როლი აქვს საქართველოს ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში? - მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლების სასწრაფო ევაკუაციის პროცესში საქართველოს როლთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველომ შეასრულა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, როდესაც საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით განხორციელდა წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გამოყვანა ავღანეთიდან.

მათივე განმარტებით, თბილისის აეროპორტში განლაგდა ნატო-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომელებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით, ხოლო ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისების საშუალებით.

"საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მისიაში. ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ჩართული იყვნენ ჯერ ISAF-ის ოპერაციაში, ხოლო მოგვიანებით RSM-ის მისიის ფარგლებში. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველო იყო ავღანეთში ნატო-ს RSM-ის მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი და ასრულებდა ურთულეს სამხედრო მისიას ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილებში. საქართველომ, ამ ოპერაციებში ჩართულობით, როგორც ალიანსის მომავალმა წვერმა ქვეყანამ, დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი, ღირსეულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა და იყოს გლობალური უსაფრთხოების მხარდამჭერი.

ავღანეთში, ნატო-ს ოპერაციის დასრულების პროცესშიც საქართველომ შეასრულა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, როდესაც საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით განხორციელდა წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გამოყვანა ავღანეთიდან.

დღეს, როდესაც ავღანეთში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა დაგვაყენა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე, საქართველო კვლავ დგას მისი პარტნიორების გვერდით და აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში. თბილისის აეროპორტში განლაგდა ნატო-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომელებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით. ხოლო, ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისების საშუალებით (დღეისთვის განხორციელებულია 2 000-მდე მგზავრის ევაკუაცია). თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი. ასევე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მიერ მოეწყო სატრანზიტო სამედიცინო დახმარების პუნქტი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ქაბულში არსებული ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტალის ევაკუაციისას.

როგორც ცნობილია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები, ახორციელებენ თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სასწრაფო ჰუმანიტარულ ევაკუაციას ავღანეთიდან. საქართველომ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულმა წევრმა, პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, ჩართულიყო ამ პროცესში“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შედეგად, ქართული მხარე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), აზიის განვითარების ბანკის (ADB) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მომართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების პროცესში.

მათი საქართველოში შემოყვანისა და განთავსებისას გათვალისწინებულია COVID-უსაფრთხოების წესები, ხოლო საქართველოში მათ ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტები.