საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედაჩემის კორონა დღითიდღე მძიმდება, ექიმი არ ჰყავს. ადამიანი არ არსებობს, ვინც მისი კოვიდის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს" - რას წერს ჟურნალისტი
"დედაჩემის კორონა დღითიდღე მძიმდება, ექიმი არ ჰყავს. ადამიანი არ არსებობს, ვინც მისი კოვიდის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს" - რას წერს ჟურნალისტი

ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დე­დის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ წერს და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თავს:

"დე­და­ჩე­მის კო­რო­ნა დღი­თი­დღე მძიმ­დე­ბა, მე-8 და ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღეა დღეს, მე ჩემი ცოდ­ნით, ტრა­დი­ცი­უ­ლად ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას შე­წუ­ხე­ბით, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რაც შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ფაქ­ტი ისაა, რომ საკ­მა­ოდ რთულ პა­ცი­ენტს ექი­მი არ ჰყავს. ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს, ვინც მისი კო­ვი­დის მარ­თვა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აი­ღებს.

მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრეა: თუ ჯან­დაც­ვი­დან ოჯა­ხის ექი­მი არ და­რე­კავს, სხვა ექი­მი პა­ცი­ენტს ხელს არ მოჰ­კი­დებს. არა­და, ეს ჯან­დაც­ვის უჩი­ნა­რი ექი­მი არ რე­კავს. უკვე მე-6 დღეა, ჩემი ყო­ვე­ლი დილა იწყე­ბა 1505-ზე და­რეკ­ვით, მპა­სუ­ხო­ბენ, ვკარ­ნა­ხობ, ვუხ­სნი სი­ტუ­ა­ცი­ას და მე­უბ­ნე­ბი­ან - მო­ნი­ტო­რინგს გა­დავ­ცემთ. ასე მო­ნი­ტო­რინგზე გა­და­ცე­მუ­ლი ვართ 6 დღეა, მაგ­რამ რად გინ­და? იმის იქით არა­ფე­რი.1505 და 112, ორი­ვეს ერთი პა­სუ­ხი აქვს - ჩვენ მხო­ლოდ მე­დი­უ­მი ვართ ქალ­ბა­ტო­ნო და მხო­ლოდ გა­და­ცე­მა შეგ­ვიძ­ლია.

კი­ბა­ტო­ნო, გა­ვი­გე, მაგ­რამ გა­და­ცე­მა რომ არა­ფერს შვე­ლის? დღეს აღარ დავ­რე­კავ, რა აზრი აქვს, არა­და, დღე­საა ყვე­ლა­ზე მძი­მე, მე-8 დღე.

ახლა ვინ­მე იტყვის - ჩქა­რა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეო, გა­დაყ­ვა­ნა არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, უფრო რთუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბიც არი­ან, არც ის ადა­მი­ა­ნი ვარ, ვინც უაზ­როდ პა­ნი­კას ტე­ხავს და 37 სი­ცხე­ზე წამ­ლე­ბით და ჰოს­პიტ­ლის მო­თხოვ­ნით დარ­ბის აქეთ-იქით, მე უბ­რა­ლოდ ექი­მი მინ­და, ვინც ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცევს პა­ცი­ენტს, დის­ტან­ცი­უ­რად, ჩა­ი­ბა­რებს მის ის­ტო­რი­ას, მე­ტყვის, რა დროს რა გა­ვა­კე­თო და ხაზ­ზე იქ­ნე­ბა, როცა დამ­ჭირ­დე­ბა.

ჰო, პსრ ტეს­ტი, სის­ხლის და სხვა ანა­ლი­ზე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი კერ­ძოდ გა­ვუ­კე­თე, რად­გან ე.წ "მი­მარ­თვა" არა­ვინ არას­დროს არ დაგ­ვი­წე­რა. კა­ტე­საც ჩე­მით გა­და­ვუ­ღებ, მაგ­რამ ნუთუ ყვე­ლას შე­უძ­ლია კერ­ძო მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის და­ქი­რა­ვე­ბა? მეს­მის, რომ გარ­დაც­ვლილ­თა სტა­ტის­ტი­კის ყუ­რე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ ისიც არა­ნაკ­ლებ რთუ­ლია, უყუ­რო, რო­გორ მი­დის ადა­მი­ა­ნი ამ კონ­დი­ცი­ამ­დე. დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო - რა ვქნათ? და­გირ­ე­კოთ დღე­საც? ისევ მო­ნი­ტო­რინგს გა­დაგ­ვცემთ?

(აც­რი­ლია 1 სი­ნოფ)".

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ივანე
4

სრული განუკითხაობა და დაუცველობის განცდა.ეკონომიკაშიც იგივე მდგომარეობაა.რაღაც აბსტრაქტულ ციფრებზე ლაპარაკობენ,ეკონომიკურ დოვლათზე,რომლითაც, სინამდვილეში ხალხი ვერ სარგებლობს.

დ გ
0

გამოჯამრთელებას ვუსურვებ ყველაფერი ჩაივლის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დედაჩემის კორონა დღითიდღე მძიმდება, ექიმი არ ჰყავს. ადამიანი არ არსებობს, ვინც მისი კოვიდის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს" - რას წერს ჟურნალისტი

"დედაჩემის კორონა დღითიდღე მძიმდება, ექიმი არ ჰყავს. ადამიანი არ არსებობს, ვინც მისი კოვიდის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს" - რას წერს ჟურნალისტი

ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე კორონავირუსით ინფიცირებული დედის მძიმე მდგომარეობის შესახებ წერს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს:

"დედაჩემის კორონა დღითიდღე მძიმდება, მე-8 და ყველაზე რთული დღეა დღეს, მე ჩემი ცოდნით, ტრადიციულად ალექსანდრე გოგინავას შეწუხებით, ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საკმაოდ რთულ პაციენტს ექიმი არ ჰყავს. ადამიანი არ არსებობს, ვინც მისი კოვიდის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს.

მოჯადოებული წრეა: თუ ჯანდაცვიდან ოჯახის ექიმი არ დარეკავს, სხვა ექიმი პაციენტს ხელს არ მოჰკიდებს. არადა, ეს ჯანდაცვის უჩინარი ექიმი არ რეკავს. უკვე მე-6 დღეა, ჩემი ყოველი დილა იწყება 1505-ზე დარეკვით, მპასუხობენ, ვკარნახობ, ვუხსნი სიტუაციას და მეუბნებიან - მონიტორინგს გადავცემთ. ასე მონიტორინგზე გადაცემული ვართ 6 დღეა, მაგრამ რად გინდა? იმის იქით არაფერი.1505 და 112, ორივეს ერთი პასუხი აქვს - ჩვენ მხოლოდ მედიუმი ვართ ქალბატონო და მხოლოდ გადაცემა შეგვიძლია.

კიბატონო, გავიგე, მაგრამ გადაცემა რომ არაფერს შველის? დღეს აღარ დავრეკავ, რა აზრი აქვს, არადა, დღესაა ყველაზე მძიმე, მე-8 დღე.

ახლა ვინმე იტყვის - ჩქარა კლინიკაში გადაიყვანეო, გადაყვანა არ არის აუცილებელი, უფრო რთული პაციენტებიც არიან, არც ის ადამიანი ვარ, ვინც უაზროდ პანიკას ტეხავს და 37 სიცხეზე წამლებით და ჰოსპიტლის მოთხოვნით დარბის აქეთ-იქით, მე უბრალოდ ექიმი მინდა, ვინც ყურადღებას მიაქცევს პაციენტს, დისტანციურად, ჩაიბარებს მის ისტორიას, მეტყვის, რა დროს რა გავაკეთო და ხაზზე იქნება, როცა დამჭირდება.

ჰო, პსრ ტესტი, სისხლის და სხვა ანალიზები, ეს ყველაფერი კერძოდ გავუკეთე, რადგან ე.წ "მიმართვა" არავინ არასდროს არ დაგვიწერა. კატესაც ჩემით გადავუღებ, მაგრამ ნუთუ ყველას შეუძლია კერძო მომსახურეობის დაქირავება? მესმის, რომ გარდაცვლილთა სტატისტიკის ყურება რთულია, მაგრამ ისიც არანაკლებ რთულია, უყურო, როგორ მიდის ადამიანი ამ კონდიციამდე. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - რა ვქნათ? დაგირეკოთ დღესაც? ისევ მონიტორინგს გადაგვცემთ?

(აცრილია 1 სინოფ)".