მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია "ლოქდაუნით" ან არჩევნების გადადებით, იმნაძემ, გამყრელიძემ და ცერცვაძემ ამაზე უნდა ისაუბრონ" - მელია
"თუ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია "ლოქდაუნით" ან არჩევნების გადადებით, იმნაძემ, გამყრელიძემ და ცერცვაძემ ამაზე უნდა ისაუბრონ" - მელია

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვკარ­გავთ 60-მდე ადა­მი­ანს, თუკი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამ სა­საკ­ლა­ოს შე­ჩე­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ „ლო­ქ­და­უ­ნის“ და­წე­სე­ბით ან არ­ჩევ­ნე­ბის გა­და­დე­ბით, იმ­ნა­ძემ, გამ­ყრე­ლი­ძემ და ცერ­ცვა­ძემ ამა­ზე უნდა ისა­უბ­რონ, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა ნიკა მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ნინო ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე.

რო­გორც მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ში შე­მა­ვა­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი­სა და ექი­მე­ბის პო­ზი­ცია და მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ ამ პო­ზი­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი.

„ამ ეტაპ­ზე ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ამო­ცა­ნაა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ში შე­მა­ვალ­მა ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა, ექი­მებ­მა გვი­თხრან, სა­ზო­გა­დო­ე­ბა საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნონ, თუ რო­გო­რია მათი ხედ­ვა, რო­გო­რია მათი პროგ­ნო­ზი კარს მომ­დგა­რი პე­რი­ო­დის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის გამ­ძაფ­რე­ბა თუ არ­გამ­ძაფ­რე­ბა, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია საფრ­თხე, ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით მათ უნდა ისა­უბ­რონ, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს და ამ მი­ზე­ზებ­ზე ჩვენ ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ, თუ რა­ტომ მო­ვე­დით დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სამ­წუ­ხა­როდ იყე­ნებ­და ვი­თა­რე­ბას კო­რო­ნა­ვირუს­თან მი­მარ­თე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის­თვის, პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და არა რე­ა­ლურ ნა­ბი­ჯებს დგამ­და. ამი­ტომ ახლა მარ­თლაც ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ამო­ცა­ნაა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ში შე­მა­ვალ­მა ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა და ექი­მებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას უთხრან, თუ რა გვე­ლო­დე­ბა ჩვენ. ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბით არის სრუ­ლი ვა­კუ­უ­მი და პრაქ­ტი­კუ­ლად სიბ­ნე­ლე­ში დგა­მენ ნა­ბიჯს და ამ სიბ­ნე­ლე­ში ხე­ლე­ბის ფა­თუ­რით დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვკარ­გავთ 60-მდე ადა­მი­ანს, ეს ერთი და მე­ო­რე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - თუკი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამ სა­საკ­ლა­ოს შე­ჩე­რე­ბა არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ შე­საძ­ლე­ბე­ლი „ლო­ქ­და­უ­ნის“ და­წე­სე­ბით ან არ­ჩევ­ნე­ბის გა­და­დე­ბით, ჩვენ ხომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ზე ვსა­უბ­რობთ - ბა­ტონ გამ­ყრე­ლი­ძე­ზე, იმ­ნა­ძე­ზე, ცერ­ცვა­ძე­ზე, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა ისა­უბ­რონ, ვინ თუ არა მათ იცი­ან, ხელი უდევთ პულ­სა­ცი­ა­ზე, თუ რამ­დე­ნად მძი­მეა ვი­თა­რე­ბა, უნდა გა­მო­ვიდ­ნენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვი­თხრან, მათ შო­რის, ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს, თუ რა უნდა გა­კეთ­დეს ხვალ. თუ ეს გა­სა­კე­თე­ბე­ლია და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ვე­ღარ უძ­ლებს წნეხს და ვე­ღარ უძ­ლე­ბენ ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით და არის სე­რი­ო­ზუ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ეპი­დე­მი­ო­ლო­გებს შო­რის, ამის თა­ო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი უნდა გა­იხ­სნას მათი მხრი­დან.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ბუ­ნებ­რი­ვია, რე­ა­ლო­ბას გა­ვუს­წო­რებთ თვალს. ოღონდ ისე არ მოხ­დეს, რო­გორც მოხ­და შარ­შან, როცა დე­კემ­ბრის თვე­ში ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სექ­ტემ­ბრის თვე­ში აჭა­რის რე­გი­ო­ნი მთლი­ა­ნად რომ ჩაგ­ვე­კე­ტა, ბევრ პრობ­ლე­მას თა­ვი­დან ავი­რი­დებ­დი­თო. ეს თქვა დე­კემ­ბერ­ში. აგერ ბა­ტო­ნო, ვართ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში და უნდა გა­მო­ვიდ­ნენ ბა­ტო­ნი გამ­ყრე­ლი­ძე, იმ­ნა­ძე, ცერ­ცვა­ძე და უნდა თქვან, თუ მათ ვინ­მე არ ეთან­ხმე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ამა­საც გა­ვი­გებთ“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბებს, რომ ამ სა­კი­თხის წა­მოჭ­რა რე­ა­ლუ­რად ოპო­ზი­ცი­ის პო­ლი­ტი­კურ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბის წა­გე­ბის ეში­ნი­ათ, მე­ლია აცხა­დებს, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ რე­ა­ლუ­რად 40%-ის აღე­ბის შან­სიც არ აქვს ამ არ­ჩევ­ნებ­ზე.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ საქ­მის კურ­სში არის, თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც კი არ აქვთ 40% - იან ზღვრამ­დე, ჩვენ გვაქვს ყო­ველ­დღი­უ­რად კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და გარ­და ამი­სა, ველ­ზე ვართ აქ­ტი­უ­რად გა­სუ­ლი და ვხე­დავთ რა ვი­თა­რე­ბაა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ შექ­მნი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც მათი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არის. ამი­ტომ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რომ შავ­ზე თეთ­რს იტყვის, ეს არა­ვის აღარ აინ­ტე­რე­სებს, ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის პო­ზი­ცია.

სა­ხალ­ხო დამ­ცველს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს თა­ვი­სი პო­ზი­ცია, რო­მე­ლი­ღაც პო­ლი­ტი­კოსს თა­ვი­სი, ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, მაგ­რამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვი­საც აქვს აღე­ბუ­ლი, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ვგუ­ლის­ხმობ, მათ უნდა თქვან და მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი მათი პო­ზი­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით,“- გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუკა
4

ოპოზიცია გრძნობს, რომ არჩევნების მოგების შანსი დაბალია და ახლა ერთ ხმაში ალაპარაკდნენ რჩევნების გადადებაზე. 

ალექს
1

ჩაატარეთ ონლაინ, ვის არ აქვს მობილური ერთი მაინც, პლანშეტი, ანაც კომპიუტერი ოჯახში, სამეზობლოში ?! წაიმეცადინებთ , არ თქვათ ახლა ეგ ხომ გაყალბდებაო, არ გაგვაცინოთ, ონალინსესხი ხომ არ ყალბდებოადა ? დენის ქვიარი, გაზისა ? სხვა ჯარიმა და საჯაროს შეტყობინებები , ამონაწერები ..... აქამდე ხომ ისეთები იყო არჩევნები (აბა რეფერენდუმი თვალით არ გვინახავს, პლებისციტიო, ეგ რა არის ?!) მკვდარს რომ გაეცინებოდა, ამომრჩეველ მკვდარს ვამბობ, ჰო !

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"თუ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია "ლოქდაუნით" ან არჩევნების გადადებით, იმნაძემ, გამყრელიძემ და ცერცვაძემ ამაზე უნდა ისაუბრონ" - მელია

"თუ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია "ლოქდაუნით" ან არჩევნების გადადებით, იმნაძემ, გამყრელიძემ და ცერცვაძემ ამაზე უნდა ისაუბრონ" - მელია

დღის განმავლობაში ვკარგავთ 60-მდე ადამიანს, თუკი პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ „ლოქდაუნის“ დაწესებით ან არჩევნების გადადებით, იმნაძემ, გამყრელიძემ და ცერცვაძემ ამაზე უნდა ისაუბრონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობის თაობაზე.

როგორც მელიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ეპიდემიოლოგებისა და ექიმების პოზიცია და მთავარი გადაწყვეტილება სწორედ ამ პოზიციის გათვალისწინებით უნდა იქნას მიღებული.

„ამ ეტაპზე ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა გვითხრან, საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენონ, თუ როგორია მათი ხედვა, როგორია მათი პროგნოზი კარს მომდგარი პერიოდის გათვალისწინებით კორონავირუსის გამძაფრება თუ არგამძაფრება, რამდენად რეალურია საფრთხე, ამ ყველაფერთან დაკავშირებით მათ უნდა ისაუბრონ, თუ რა მდგომარეობა გვაქვს და ამ მიზეზებზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, თუ რატომ მოვედით დღევანდელ მდგომარეობამდე.

ხელისუფლება სამწუხაროდ იყენებდა ვითარებას კორონავირუსთან მიმართებაში პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებდა გადაწყვეტილებას და არა რეალურ ნაბიჯებს დგამდა. ამიტომ ახლა მართლაც ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა საზოგადოებას უთხრან, თუ რა გველოდება ჩვენ. ამ წუთის მდგომარეობით არის სრული ვაკუუმი და პრაქტიკულად სიბნელეში დგამენ ნაბიჯს და ამ სიბნელეში ხელების ფათურით დღის განმავლობაში ვკარგავთ 60-მდე ადამიანს, ეს ერთი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი - თუკი პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი „ლოქდაუნის“ დაწესებით ან არჩევნების გადადებით, ჩვენ ხომ პროფესიონალებზე ვსაუბრობთ - ბატონ გამყრელიძეზე, იმნაძეზე, ცერცვაძეზე, ამ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ, ვინ თუ არა მათ იციან, ხელი უდევთ პულსაციაზე, თუ რამდენად მძიმეა ვითარება, უნდა გამოვიდნენ და საზოგადოებას გვითხრან, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებს, თუ რა უნდა გაკეთდეს ხვალ. თუ ეს გასაკეთებელია და პროფესიონალები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უძლებს წნეხს და ვეღარ უძლებენ ჩვენი ინფორმაციით და არის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა ხელისუფლებას და ეპიდემიოლოგებს შორის, ამის თაობაზე საუბარი უნდა გაიხსნას მათი მხრიდან.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია, რეალობას გავუსწორებთ თვალს. ოღონდ ისე არ მოხდეს, როგორც მოხდა შარშან, როცა დეკემბრის თვეში ერთ-ერთმა მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, რომ სექტემბრის თვეში აჭარის რეგიონი მთლიანად რომ ჩაგვეკეტა, ბევრ პრობლემას თავიდან ავირიდებდითო. ეს თქვა დეკემბერში. აგერ ბატონო, ვართ საარჩევნო პროცესში და უნდა გამოვიდნენ ბატონი გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე და უნდა თქვან, თუ მათ ვინმე არ ეთანხმება ხელისუფლებაში, ამასაც გავიგებთ“, - განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება ხელისუფლების ბრალდებებს, რომ ამ საკითხის წამოჭრა რეალურად ოპოზიციის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რადგან არჩევნების წაგების ეშინიათ, მელია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად 40%-ის აღების შანსიც არ აქვს ამ არჩევნებზე.

„ქართული ოცნება“ საქმის კურსში არის, თეორიული შანსიც კი არ აქვთ 40% - იან ზღვრამდე, ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად კვლევების ჩატარების შესაძლებლობა და გარდა ამისა, ველზე ვართ აქტიურად გასული და ვხედავთ რა ვითარებაა „ქართული ოცნებისთვის“ შექმნილი საზოგადოებაში, რომელიც მათი საწინააღმდეგო არის. ამიტომ, „ქართული ოცნება“ რომ შავზე თეთრს იტყვის, ეს არავის აღარ აინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს პროფესიონალების პოზიცია.

სახალხო დამცველს შეიძლება ჰქონდეს თავისი პოზიცია, რომელიღაც პოლიტიკოსს თავისი, ან არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მაგრამ პასუხისმგებლობა ვისაც აქვს აღებული, საკოორდინაციო საბჭოს ვგულისხმობ, მათ უნდა თქვან და მთავარი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული მათი პოზიციის გათვალისწინებით,“- განაცხადა მელიამ.