საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
პოლიტიკა
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამჟამად კლინიკებში 7400 პაციენტია, მათგან 70% არის ჟანგბადდამოკიდებული" - რა ვითარებაა კლინიკებსა და საველე ჰოსპიტლებში
"ამჟამად კლინიკებში 7400 პაციენტია, მათგან 70% არის ჟანგბადდამოკიდებული" - რა ვითარებაა კლინიკებსა და საველე ჰოსპიტლებში

დღეს კლი­ნი­კებ­ში არის 7400 პა­ცი­ენ­ტი. მათი დიდი ნა­წი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 70% არის ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, კლი­ნი­კებ­თან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს რო­გორც ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო, ისე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რათა ჟანგბა­დის მო­წო­დე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან მოხ­დეს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და თურ­ქე­თი ეხ­მა­რე­ბი­ან.

„ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე კლი­ნი­კამ ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ქარ­ხა­ნა და­ი­მა­ტა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბენ. კლი­ნი­კებს ყო­ველ­თვის ვაფრ­თხი­ლებთ, ისე არ მოხ­დეს, რომ ჟანგბა­დის წყა­რო იყოს გახ­სნი­ლი და ის ტყუ­ი­ლად იკარ­გე­ბო­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც გვქონ­და.

სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის. რამ­დე­ნი­მე წყა­რო­დან ვი­ღებთ ჟანგბადს, რათა გა­და­ზღვე­ვა მოხ­დეს და ერთი წყა­როს და­კარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში, დე­ფი­ცი­ტი არ შე­იქ­მნას. ბუ­ნებ­რი­ვია, ამის მნიშ­ვნე­ლო­ბა ყვე­ლას ეს­მის და ძა­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რათა კლი­ნი­კებს ეს პრობ­ლე­ბა არ შე­ექ­მნათ. იმის­თვის, რომ ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნას, მუ­შა­ო­ბის რე­ჟი­მი საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ასე­ვე ისა­უბ­რა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ორი­ვე დო­ზით ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 10.7% - ია.

„ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აც­რე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა უკვე 1 000 000 აჭარ­ბებს, 700 000 - მდე მო­ქა­ლა­ქე აც­რი­ლია 1 დო­ზით და ერთ დო­ზა­საც აქვს გარ­კვე­უ­ლი დამ­ცვე­ლო­ბი­თი ეფექ­ტი. 300 000 - ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე კი უკვე ორი­ვე დო­ზით არის აც­რი­ლი. თუმ­ცა სწო­რედ აც­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი 40 000 ნიშ­ნუ­ლი არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რათა მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე სწრა­ფად მი­ვი­დეთ და უკვე გარ­კვე­უ­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლი და რაც მთა­ვა­რია სტა­ბი­ლუ­რი გარ­და­ტე­ხა შე­ვი­ტა­ნოთ ეპი­დე­მი­ა­ში. ვფიქ­რობთ, სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე 40 000 ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ნიშ­ნუ­ლის მიღ­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, უკვე რე­ა­ლუ­რად მი­ვი­ღებთ დაც­ვის იმგვარ ფონს, რომ უკვე ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში ასეთ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას აღარ უნდა ვე­ლო­დოთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის რე­სურ­სი უკვე ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია, 8000 სა­წო­ლი თა­ვი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სით არის ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­ძებ­ნოთ, ეს რე­სურ­სი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია და კი­დევ და­მა­ტე­ბით ცდი­ლო­ბენ ჰოს­პიტ­ლე­ბი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას".

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გეგ­მუ­რი ჩა­რე­ვე­ბის შე­ჩე­რე­ბა იძ­ლე­ვა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის კო­ვიდ­მიზ­ნე­ბის­თვის გად­მო­მი­სა­მარ­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შე­სა­ბა­მი­სად არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ და­მა­ტე­ბი­თი სივ­რცე­ე­ბი ჰოს­პიტ­ლებ­თან ახ­ლოს მო­ე­წყოს და ჰოს­პიტ­ლი­დან მოხ­დეს პერ­სო­ნა­ლის გა­და­ნა­წი­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან „და­მა­ტე­ბი­თი ნა­კა­დის შე­მო­დი­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ ეტაპ­ზე არ იქ­ნე­ბა“.

"იმ ფონ­ზე, რომ შე­ჩე­რე­ბუ­ლია გეგ­მუ­რი ჩა­რე­ვე­ბი, ესეც იძ­ლე­ვა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის კო­ვიდ­მიზ­ნე­ბის­თვის გად­მო­მი­სა­მარ­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა სივ­რცე­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას, გეგ­მის მი­ხედ­ვით არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ ეს იყოს ჰოს­პიტ­ლებ­თან ახ­ლოს. ჯერ­ჯე­რო­ბით ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში ხდე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ჰოს­პიტ­ლე­ბის ჩარ­თვა, იმის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რომ იქ სა­რე­ზერ­ვო სივ­რცე შე­იქ­მნას, არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა ჰოს­პი­ტალ­თან ახ­ლოს, იმა­ვე პერ­სო­ნა­ლის გად­მო­ნა­წი­ლე­ბის ხარ­ჯზე ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. და­მა­ტე­ბი­თი ნა­კა­დის შე­მო­დი­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ ეტაპ­ზე არ იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, სამ­გო­რის სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში სა­წო­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, თუმ­ცა, მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სია. მისი თქმით, სამ­გო­რის სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი ამ ეტაპ­ზე რჩე­ბა სა­თა­და­რი­გო სი­ა­ში და თუკი სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა, მისი გა­მო­ყე­ნე­ბაც მოხ­დე­ბა.

„სამ­გო­რის სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლის­თვის ტე­რი­ტო­რია შე­ირ­ჩა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან კო­ლე­გე­ბი ამა­ში გვეხ­მა­რე­ბი­ან. იქაც არის გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­რე­ზერ­ვო სა­წო­ლე­ბი, თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სია მთა­ვა­რი, სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა მხო­ლოდ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ მზა­ო­ბას არ ნიშ­ნავს. ამ­დე­ნად, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია იმ პი­რო­ბებ­ში, სა­დაც დღეს არის უკე­თე­სად მოვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­მა­ტე­ბით ერთი სივ­რცე გა­იხ­სნა ქავ­თა­რა­ძე­ზე, ესეც გარ­კვე­ულ­წი­ლად არის ჰო­პი­ტა­ლი, რო­მე­ლიც არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, თუმ­ცა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად სრუ­ლი­ად გა­მარ­თუ­ლია, ამი­ტომ სამ­გო­რის რე­ზერ­ვი ჩა­ა­ნაც­ვლა ქავ­თა­რა­ძის ჰო­პი­ტალ­მა. სამ­გო­რის რე­ზერ­ვი რჩე­ბა სა­თა­და­რი­გო სი­ა­ში და თუკი სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბაც მოხ­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­გო­რის სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყე­ბა, რაც პირ­ვე­ლი ორი სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი სრუ­ლად და­იტ­ვირ­თე­ბა.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბის­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი და მისი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ ამ საქ­მე­ში სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მე­ექ­ვსე კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი (რე­ზი­დენ­ტე­ბი) ჩა­ერ­თონ.

„ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან ეს სა­ჭი­რო გახ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც პირ­ვე­ლი ორი სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი და­იტ­ვირ­თე­ბა, ისი­ნი არ არი­ან სრუ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი, მხო­ლოდ 40-50%-ით დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბენ. ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი ერთ-ერთი მთა­ვა­რია, აქ ჩემი პი­რა­დი რე­კო­მენ­და­ცია არის, რომ აქ­ტი­უ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ფა­კულ­ტე­ტე­ბის მე­ექ­ვსე კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი (რე­ზი­დენ­ტე­ბი). მე­ექ­ვსე კურ­სის სტუ­დენ­ტი თით­ქმის ექი­მია და მზად არის ექიმ­თან ერ­თად იმუ­შა­ოს რო­გორც უმ­ცროს­მა ექიმ­მა და მარ­თოს ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვი­თი გა­მოწ­ვე­ვის დროს პა­ცი­ენ­ტე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე მო­წყო­ბილ სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში ამ დრო­ის­თვის 47 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს. რო­გორც ჰოს­პი­ტა­ლის კო­ვიდ­დე­პარ­ტა­მენ­ტის კუ­რა­ტორ­მა მე­რაბ ჩი­ქო­ვან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, ჰოს­პი­ტალ­ში მყო­ფი ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლია.

“ამ დრო­ის­თვის სტა­ცი­ო­ნარ­ში 47 პა­ცი­ენ­ტი აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას, ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი არის ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლი, სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის. გუ­შინ ერთი პა­ცი­ენ­ტის გაყ­ვა­ნა მოხ­და სხვა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გორც შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს სტა­ბი­ლუ­რია. პა­ცი­ენ­ტის გა­დაყ­ვა­ნის მი­ზე­ზი ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბა გახ­და. ვაგ­რძე­ლებთ პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბას ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში”, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

გარ­და ამი­სა, დიღ­მის სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში ამ დრო­ის­თვის 91 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა, რე­ვაზ კუ­ჭუ­ხი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ჰოს­პი­ტალ­ში მძი­მე და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან.

დიღ­მის სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა 20 ივ­ლისს და­ი­წყო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ებ­ში მო­მუ­შა­ვე ექი­მე­ბი და რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი მუ­შა­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ამჟამად კლინიკებში 7400 პაციენტია, მათგან 70% არის ჟანგბადდამოკიდებული" - რა ვითარებაა კლინიკებსა და საველე ჰოსპიტლებში

"ამჟამად კლინიკებში 7400 პაციენტია, მათგან 70% არის ჟანგბადდამოკიდებული" - რა ვითარებაა კლინიკებსა და საველე ჰოსპიტლებში

დღეს კლინიკებში არის 7400 პაციენტი. მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით 70% არის ჟანგბადდამოკიდებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკებთან აქტიურად მუშაობს როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რათა ჟანგბადის მოწოდება სხვადასხვა ქვეყნიდან მოხდეს. მისი ინფორმაციით, ამ მხრივ საქართველოს აზერბაიჯანი და თურქეთი ეხმარებიან.

„ასევე, რამდენიმე კლინიკამ ავტონომიური ქარხანა დაიმატა და ამ მიმართულებით სრულიად დამოუკიდებლად მუშაობენ. კლინიკებს ყოველთვის ვაფრთხილებთ, ისე არ მოხდეს, რომ ჟანგბადის წყარო იყოს გახსნილი და ის ტყუილად იკარგებოდეს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც გვქონდა.

საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ არის. რამდენიმე წყაროდან ვიღებთ ჟანგბადს, რათა გადაზღვევა მოხდეს და ერთი წყაროს დაკარგვის შემთხვევაში, დეფიციტი არ შეიქმნას. ბუნებრივია, ამის მნიშვნელობა ყველას ესმის და ძალები მაქსიმალურად არის მობილიზებული, რათა კლინიკებს ეს პრობლება არ შეექმნათ. იმისთვის, რომ ჟანგბადის მიწოდება უზრუნველყოფილ იქნას, მუშაობის რეჟიმი საკმაოდ დატვირთულია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა ვაქცინაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ ორივე დოზით ვაქცინირებული მოზრდილი მოსახლეობის რაოდენობა 10.7% - ია.

„ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ ჩატარებული აცრების საერთო რაოდენობა უკვე 1 000 000 აჭარბებს, 700 000 - მდე მოქალაქე აცრილია 1 დოზით და ერთ დოზასაც აქვს გარკვეული დამცველობითი ეფექტი. 300 000 - ზე მეტი მოქალაქე კი უკვე ორივე დოზით არის აცრილი. თუმცა სწორედ აცრების ყოველდღიური 40 000 ნიშნული არის მნიშვნელოვანი, რათა მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაციამდე სწრაფად მივიდეთ და უკვე გარკვეული, სერიოზული და რაც მთავარია სტაბილური გარდატეხა შევიტანოთ ეპიდემიაში. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლომდე 40 000 ვაქცინაციის ნიშნულის მიღწევის შემთხვევაში, უკვე რეალურად მივიღებთ დაცვის იმგვარ ფონს, რომ უკვე ოქტომბერ-ნოემბერში ასეთ მიმდინარეობას აღარ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ საველე ჰოსპიტლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია, 8000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის ის შესაძლებლობა, რაც შეგვიძლია გამოვძებნოთ, ეს რესურსი მობილიზებულია და კიდევ დამატებით ცდილობენ ჰოსპიტლები რესურსების მობილიზებას".

მისივე ინფორმაციით, გეგმური ჩარევების შეჩერება იძლევა ადამიანური რესურსის კოვიდმიზნებისთვის გადმომისამართების შესაძლებლობას, შესაბამისად არსებობს მოსაზრება, რომ დამატებითი სივრცეები ჰოსპიტლებთან ახლოს მოეწყოს და ჰოსპიტლიდან მოხდეს პერსონალის გადანაწილება, ვინაიდან „დამატებითი ნაკადის შემოდინების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ იქნება“.

"იმ ფონზე, რომ შეჩერებულია გეგმური ჩარევები, ესეც იძლევა ადამიანური რესურსის კოვიდმიზნებისთვის გადმომისამართების შესაძლებლობას. რაც შეეხება სივრცეების მობილიზებას, გეგმის მიხედვით არსებობს გარკვეული მოსაზრება, რომ ეს იყოს ჰოსპიტლებთან ახლოს. ჯერჯერობით ბათუმსა და ქუთაისში ხდება დამატებითი ჰოსპიტლების ჩართვა, იმის აუცილებლობა, რომ იქ სარეზერვო სივრცე შეიქმნას, არ არსებობს, თუმცა თუ ამის საჭიროება იქნება ჰოსპიტალთან ახლოს, იმავე პერსონალის გადმონაწილების ხარჯზე ეს შესაძლებელია. დამატებითი ნაკადის შემოდინების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ იქნება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, სამგორის საველე ჰოსპიტალში საწოლების გარკვეული რაოდენობა მობილიზებულია, თუმცა, მთავარი ადამიანური რესურსია. მისი თქმით, სამგორის საველე ჰოსპიტალი ამ ეტაპზე რჩება სათადარიგო სიაში და თუკი საჭიროება იქნება, მისი გამოყენებაც მოხდება.

„სამგორის საველე ჰოსპიტლისთვის ტერიტორია შეირჩა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და თავდაცვის სამინისტროდან კოლეგები ამაში გვეხმარებიან. იქაც არის გარკვეულწილად მობილიზებული სარეზერვო საწოლები, თუმცა, ადამიანური რესურსია მთავარი, საველე ჰოსპიტლის მობილიზება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ მზაობას არ ნიშნავს. ამდენად, ადამიანური რესურსი კონცენტრირებულია იმ პირობებში, სადაც დღეს არის უკეთესად მოვლის შესაძლებლობა, დამატებით ერთი სივრცე გაიხსნა ქავთარაძეზე, ესეც გარკვეულწილად არის ჰოპიტალი, რომელიც არ ფუნქციონირებდა, თუმცა, ინფრასტრუქტურულად სრულიად გამართულია, ამიტომ სამგორის რეზერვი ჩაანაცვლა ქავთარაძის ჰოპიტალმა. სამგორის რეზერვი რჩება სათადარიგო სიაში და თუკი საჭიროება იქნება მისი გამოყენებაც მოხდება,“ - განაცხადა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამგორის საველე ჰოსპიტლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც პირველი ორი საველე ჰოსპიტალი სრულად დაიტვირთება.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საველე ჰოსპიტლებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსი და მისი რეკომენდაციაა, რომ ამ საქმეში სამედიცინო უნივერსიტეტების მეექვსე კურსის სტუდენტები (რეზიდენტები) ჩაერთონ.

„ჩემი გადმოსახედიდან ეს საჭირო გახდება მას შემდეგ, რაც პირველი ორი საველე ჰოსპიტალი დაიტვირთება, ისინი არ არიან სრულად დატვირთული, მხოლოდ 40-50%-ით დატვირთვით მუშაობენ. ადამიანური რესურსი ერთ-ერთი მთავარია, აქ ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აქტიურად გამოვიყენოთ სამედიცინო უნივერსიტეტების ფაკულტეტების მეექვსე კურსის სტუდენტები (რეზიდენტები). მეექვსე კურსის სტუდენტი თითქმის ექიმია და მზად არის ექიმთან ერთად იმუშაოს როგორც უმცროსმა ექიმმა და მართოს ამ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი გამოწვევის დროს პაციენტები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 47 პაციენტი მკურნალობს. როგორც ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა მერაბ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ჰოსპიტალში მყოფი ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია.

“ამ დროისთვის სტაციონარში 47 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ყველა პაციენტი არის ჟანგბადდამოკიდებული, საშუალო სიმძიმის. გუშინ ერთი პაციენტის გაყვანა მოხდა სხვა სამედიცინო ცენტრში, მისი მდგომარეობა როგორც შეგვატყობინეს სტაბილურია. პაციენტის გადაყვანის მიზეზი ზოგადი მდგომარეობის დამძიმება გახდა. ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას ჩვეულებრივ რეჟიმში”, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გარდა ამისა, დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა, რევაზ კუჭუხიძემ განუცხადა, ჰოსპიტალში მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტები იმყოფებიან.

დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 20 ივლისს დაიწყო. როგორც ცნობილია, საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.