მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი კოგ­ნი­ტურ პროგ­რა­მულ აპ­ლი­კა­ცი­ებს უახ­ლე­სი­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და­ა­მუ­შა­ვებს, აღ­ნიშ­ნუ­ლის ბა­ზა­ზე კი ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (CERN) მას­ტერკლა­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია შე­იქ­მნე­ბა, რაც­სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის­სის­ტე­მა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტრი­ბუ­ცია იქ­ნე­ბა. ორ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­მო­რან­დუ­მით გან­მტკიც­და, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ და CERN-ის IPPOG (International Particle Physics Outreach Group) კო­ლა­ბო­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა, პრო­ფე­სო­რებ­მა სტი­ვენ გოლ­დფარბმა და პედ­რო აბ­რუმ მო­ა­წე­რეს ხელი.

კოგ­ნი­ტუ­რი პროგ­რა­მუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვე­რის­ტე­ტის ბირ­თვუ­ლი­ინ­ჟი­ნე­რი­ის ცენ­ტრში და­მუ­შავ­დე­ბა, ხოლო მათ ბა­ზა­ზე შექ­მნი­ლი პროგ­რა­მულ-მე­თო­დუ­რი რე­სურ­სი, სა­მო­მავ­ლოდ, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, CERN-თან და­კავ­ში­რე­ბულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­დე­ბა და და­ი­ნერ­გე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, პრო­ფე­სორ და­ვით გურ­გე­ნი­ძის­გან­ცხა­დე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შო­რის სა­მეც­ნი­ე­რო კო­ლა­ბო­რა­ცია კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დეს და თვი­სობ­რი­ვა­და­ხა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით შე­ივ­სოს. ეს ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა იმი­სა, რომ CERN-ი სა­ქარ­თვე­ლოს­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას მა­ღალ შე­ფა­სე­ბას აძ­ლევს და თა­ვის სრულ­ფა­სო­ვან­პარტნი­ო­რად მო­ი­აზ­რებს.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ CERN-თან ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კო­ლა­ბო­რა­ცი­ის კი­დე­ვერ­თი ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბა დღე­ვან­დე­ლი მე­მო­რან­დუ­მის ხელ­მო­წე­რაა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა­თა­ო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად IPPOG-ის მას­ტერკლა­სე­ბის ახა­ლი­მე­თო­დო­ლო­გი­ის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სწო­რედ მას­ტერკლა­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ამ ახა­ლი­მე­თო­დო­ლო­გი­ის შე­საქ­მნე­ლად ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბირ­თვუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის ცენ­ტრი, უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, კოგ­ნი­ტურ პროგ­რა­მულ აპ­ლი­კა­ცი­ებს და­ა­მუ­შა­ვებს, რა­საც შემ­დგომ­ში გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გია და­ე­ფუძ­ნე­ბა. პრო­ცესს უხელ­მძღვა­ნე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დრე შარ­მა­ზა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც CERN/IPPOG-ში სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

პრო­ექ­ტი მხარ­და­ჭე­რი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს და პი­რა­დად მი­ნის­ტრ მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის მიერ. ეს სო­ლი­დუ­რი კონ­ტრი­ბუ­ცია იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში შე­ი­ტანს. სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ექ­ტში, ჩვენს მკვლევ­რებ­თან ერ­თად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და მარ­თვის სის­ტე­მე­ბის ფა­კულ­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რე­ბი, მა­გის­ტრან­ტე­ბი და დოქ­ტო­რან­ტე­ბიც აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვე­რის­ტე­ტის ბირ­თვუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის ცენ­ტრი რამ­დე­ნი­მე წე­ლია აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს CERN-ის IPPOG კო­ლა­ბო­რა­ცი­ას­თან. გარ­და ამი­სა, ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ტრა­დი­ცი­უ­ლად­მას­პინ­ძლობს CERN-ის მას­ტერკლა­სებს. IPPOG კო­ლა­ბო­რა­ცი­ას და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რუ­ნი­ვერ­სი­ტეტს სა­ერ­თო მი­ზა­ნი გა­აჩ­ნი­ათ - ეს არის მსოფ­ლიო ახალ­გაზ­რდებ­ში მეც­ნი­ე­რე­ბის,ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ინ­ჟი­ნე­რი­ის, ფი­ზი­კი­სა და მა­თე­მა­ტი­კის მი­მართ ინ­ტე­რე­სის გაღ­რმა­ვე­ბა, რა­საც ხელს უწყობს წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტი“, - აღ­ნიშ­ნა რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვე­რის­ტე­ტის ბირ­თვუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის ცენ­ტრი 2017 წლი­დან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს IPPOG კო­ლა­ბო­რა­ცი­ას­თან, რომ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წევ­რი ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლო ახ­ლა­ხან გახ­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კოგნიტურ პროგრამულ აპლიკაციებს უახლესიტექნოლოგიებით დაამუშავებს, აღნიშნულის ბაზაზე კი ბირთვული კვლევების ევროპულიორგანიზაციის (CERN) მასტერკლასების ჩატარების ახალი მეთოდოლოგია შეიქმნება, რაცსაქართველოს მხრიდან მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში და საუნივერსიტეტო განათლებისსისტემაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება. ორმხრივი გადაწყვეტილება მემორანდუმით განმტკიცდა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და CERN-ის IPPOG (International Particle Physics Outreach Group) კოლაბორაციის თავმჯდომარეებმა, პროფესორებმა სტივენ გოლდფარბმა და პედრო აბრუმ მოაწერეს ხელი.

კოგნიტური პროგრამული აპლიკაციები საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ბირთვულიინჟინერიის ცენტრში დამუშავდება, ხოლო მათ ბაზაზე შექმნილი პროგრამულ-მეთოდური რესურსი, სამომავლოდ, მსოფლიო მასშტაბით, CERN-თან დაკავშირებულ უნივერსიტეტებსა დასაგანმანათლებლო ქსელებში გავრცელდება და დაინერგება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძისგანცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულორგანიზაციას შორის სამეცნიერო კოლაბორაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს და თვისობრივადახალი მიმართულებებით შეივსოს. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ CERN-ი საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს და თავის სრულფასოვანპარტნიორად მოიაზრებს.

„მნიშვნელოვანია, რომ CERN-თან ჩვენი უნივერსიტეტის წარმატებული კოლაბორაციის კიდევერთი ნათელი დადასტურება დღევანდელი მემორანდუმის ხელმოწერაა, რომელიც ახალგაზრდათაობების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად IPPOG-ის მასტერკლასების ახალიმეთოდოლოგიის შექმნას ითვალისწინებს. სწორედ მასტერკლასების ჩატარების ამ ახალიმეთოდოლოგიის შესაქმნელად ჩვენი უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, კოგნიტურ პროგრამულ აპლიკაციებს დაამუშავებს, რასაც შემდგომში განახლებული მეთოდოლოგია დაეფუძნება. პროცესს უხელმძღვანელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი, რომელიც CERN/IPPOG-ში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელია.

პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პირადად მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მიერ. ეს სოლიდური კონტრიბუცია იქნება, რომელსაც საქართველო საერთაშორისოსაგანმანათლებლო სისტემაში შეიტანს. საპასუხისმგებლო პროექტში, ჩვენს მკვლევრებთან ერთად, უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტებიც აქტიურად იქნებიან ჩართული.

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრი რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს CERN-ის IPPOG კოლაბორაციასთან. გარდა ამისა, ჩვენი უნივერსიტეტი ტრადიციულადმასპინძლობს CERN-ის მასტერკლასებს. IPPOG კოლაბორაციას და საქართველოს ტექნიკურუნივერსიტეტს საერთო მიზანი გააჩნიათ - ეს არის მსოფლიო ახალგაზრდებში მეცნიერების,ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართ ინტერესის გაღრმავება, რასაც ხელს უწყობს წარმოდგენილი პროექტი“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრი 2017 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს IPPOG კოლაბორაციასთან, რომლის ოფიციალური წევრი ქვეყანა საქართველო ახლახან გახდა.