მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური აღმოჩენა ასპინძაში - რას მიაკვლიეს არქეოლოგებმა
უნიკალური აღმოჩენა ასპინძაში - რას მიაკვლიეს არქეოლოგებმა

ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სო­ფელ ჭო­ბა­რეთ­თან სა­ტიკ­ნეს გო­რა­ზე არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ადრე ბრინ­ჯა­ოს, გვი­ან ბრინ­ჯა­ოს, ადრე რკი­ნის და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ტე­რა­სუ­ლი ნა­მო­სახ­ლა­რი ტე­რა­სუ­ლი ტი­პის და­სახ­ლე­ბა და ქვის ნა­გე­ბო­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ას­პინ­ძის მე­რია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­მო­ჩე­ნა უნი­კა­ლუ­რია, არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არა­მედ ადრე ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის ტრანსკავ­კა­სი­უ­რი კულ­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბის მთე­ლი არე­ა­ლი­სათ­ვის და წარ­მო­ად­გენს იმ­დრო­ინ­დე­ლი მხატ­ვრუ­ლი და გრა­ფი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუშს.

„ადრე ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის ნა­სახ­ლა­რი 2008 წელს, ას­პინ­ძა-ახალ­ცი­ხის მა­გის­ტრა­ლუ­რი გაზ­სა­დე­ნის გაყ­ვა­ნის დროს აღ­მოჩ­ნდა.

ქრის­ტე­შო­ბამ­დე 3500-3000 წლის წი­ნან­დე­ლი და დღე­ვან­დე­ლი­დან 5000-5500 წლის ნა­სახ­ლა­რის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა მუ­ზე­უმ­მა და მელ-ბურ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა არ­ქე­ო­ლო­გე­ბის - კახი კა­ხი­ა­ნი­სა და ან­ტო­ნიო სა­გო­ნას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ერ­თობ­ლი­ვად და­ი­წყეს.

არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი და სა­მუ­შა­ო­ე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად სე­ზო­ნუ­რად დღემ­დე 2009 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. არ­ქე­ო­ლო­გი­ურ სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ავ­სტრა­ლი­ის საფ­რან­გე­თის, მელ­ბურ­გი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი ღე­ბუ­ლო­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ჭო­ბა­რე­თის ად­რებ­რინ­ჯა­ოს ხა­ნის ტე­რა­სუ­ლი ნა­მო­სახ­ლა­რი იმ დრო­ის ერთ-ერთი დიდი და უნი­კა­ლუ­რი და­სახ­ლე­ბაა, თა­ვი­სი ქვის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­თა და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლით. დღე­ვან­დე­ლი არას­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი სიგ­რძე და­სავ­ლეთ-აღ­მო­სავ­ლე­თის ხაზ­ზე 450 მ. ხოლო, სამ­ხრეთ-ჩრდი­ლო­ე­თის ხაზ­ზე 250 მეტ­რია.

არ­ქე­ო­ლო­გე­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს მტკვარ არაქ­სის კულ­ტუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თი­ხის ჭურ­ჭე­ლი, ქვის უძ­ვე­ლე­სი ხელ­საფ­ქვა­ვე­ბი და ლი­თო­ნის ჩა­მო­სას­ხმე­ლი თი­ხის ყა­ლი­ბი, ნა­მო­სახ­ლარ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კე­რა­მი­კუ­ლი ნა­წარ­მია აღ­მო­ჩე­ნი­ლი; მათ შო­რის, რამ­დე­ნი­მე ჭურ­ჭლის ფორ­მა და შემ­კო­ბა, რე­ლი­ე­ფუ­რი და ამო­ღა­რუ­ლი სა­ხე­ე­ბით - მათ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ფრინ­ვე­ლე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი, აბ­სტრაქ­ტუ­ლი არ­სე­ბე­ბი, სპი­რა­ლე­ბი.

აღ­მო­ჩე­ნა უნი­კა­ლუ­რია, არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არა­მედ ადრე ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის ტრანსკავ­კა­სი­უ­რი კულ­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბის მთე­ლი არე­ა­ლი­სათ­ვის და წარ­მო­ად­გენს იმ­დრო­ინ­დე­ლი მხატ­ვრუ­ლი და გრა­ფი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუშს. გარ­და ჭურ­ჭლი­სა, ნა­გე­ბო­ბებ­ში ნა­პოვ­ნია თი­ხის წრი­უ­ლი, ფარ­თო­ბორ­ტი­ა­ნი კე­რე­ბი და სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი სადგრე­ბი, რო­მელ­თა ნა­წი­ლი ნა­ლი­სებ­რი ფორ­მი­საა, ხოლო ერთი მათ­გა­ნი ხა­რის ქან­და­კე­ბას წარ­მო­ად­გენს. აღ­მო­ჩე­ნა წარ­მო­ად­გენს იმ­დრო­ინ­დე­ლი მხატ­ვრუ­ლი და გრა­ფი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუშს.

მიმ­დი­ნა­რე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი ცხად­ყოფს, რომ სო­ფელ ჭო­ბა­რეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა და მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა. ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია 5300 წლის წი­ნან­დე­ლი ოთხი ჯი­შის ხორ­ბლის მარ­ცვლე­ბის, პა­ლი­ნო­ლო­გი­უ­რი მტვრის, ნამ­გლის კა­ჟის ჩა­სარ­თე­ბის, ხელ­საფ­ქვა­ვე­ბის, მსხვილ­ფე­ხა და წვრილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვის ძვლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. ასე­ვე, ნა­პოვ­ნია სპი­ლენ­ძის ჩა­მო­სას­ხმე­ლი ყა­ლი­ბი და სპი­ლენ­ძის ნივ­თე­ბი, რო­მე­ლიც მე­ტყვე­ლებს იმ­დრო­ინ­დე­ლი კულ­ტუ­რი­სა და ლი­თო­ნის და­მუ­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ.

მიმ­დი­ნა­რე 2021 წელი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლია არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვე­ლე­ვე­ბის ნა­მო­სახ­ლა­რის გავ­რცე­ლე­ბის და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გეგ­მა­რე­ბის შეს­წავ­ლის მხრივ. ერთ-ერთ ტე­რა­სა­ზე, ად­რებ­რინ­ჯა­ოს ხა­ნის, 5300 წლის წი­ნან­დე­ლი, შვი­დი ნა­გე­ბო­ბა იქნა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ერთ-ერთ მათ­გან­ში, რო­მე­ლიც სხვა ნა­გე­ბო­ბებ­თან შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მი­საა, ია­ტა­კის დო­ნე­ზე, უკვე აღ­მოჩ­ნდა თი­ხის 19 ჭურ­ჭლი. ამ­დე­ნად, ზო­მით უფრო დიდ სხვა ნა­გე­ბო­ბებ­შიც, არა­ნაკ­ლებ უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ძეგლ­ზე მდე­ბა­რე მე­ო­რე ბორ­ცვის და­სავ­ლეთ კი­დეს­თან, აღ­მო­ა­ჩი­ნეს ყორ­ღა­ნუ­ლი სა­მარ­ხი. ქვაყ­რილ­ში აღ­მოჩ­ნდა ბე­დე­ნუ­რი კულ­ტუ­რის (ქრის­ტეს შო­ბამ­დე 25-ე სა­უ­კუ­ნე) ორ­ნა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი კე­რა­მი­კა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დის ყორ­ღა­ნის აღ­მო­ჩე­ნა მეს­ხეთ­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა. ჭო­ბა­რე­თის ად­რებ­რინ­ჯა­ოს ხა­ნის ნა­მო­სახ­ლა­რი თა­ვი­სი დრო­ის ერთ-ერთი დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძეგლია, რაც ასე­ვე დას­ტურ­დე­ბა ჯე­რო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო გა­მოხ­მა­უ­რე­ბი­თა და ძეგლი­სად­მი არ­სე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით.

მიმ­დი­ნა­რე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ად­გილ­ზე მო­ი­ნა­ხუ­ლეს ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა როს­ტომ მაგ­რაქ­ვე­ლი­ძემ და მო­ად­გი­ლემ ლე­ვან ბე­რი­ძემ", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამველა
0

ველოდებით აზერების პრეტენზიებს ამ ღმოჩენის მისაკუთრების მიზნით. 

ალექს
2

მაგ ორნამენტებს დააკვირდით , თვლისა და სადამწერლო ნიშნები არ იყოს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

უნიკალური აღმოჩენა ასპინძაში - რას მიაკვლიეს არქეოლოგებმა

უნიკალური აღმოჩენა ასპინძაში - რას მიაკვლიეს არქეოლოგებმა

ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭობარეთთან სატიკნეს გორაზე არქეოლოგებმა ადრე ბრინჯაოს, გვიან ბრინჯაოს, ადრე რკინის და შუა საუკუნეების ტერასული ნამოსახლარი ტერასული ტიპის დასახლება და ქვის ნაგებობები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ასპინძის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღმოჩენა უნიკალურია, არამარტო საქართველოსთვის, არამედ ადრე ბრინჯაოს ხანის ტრანსკავკასიური კულტურის გავრცელების მთელი არეალისათვის და წარმოადგენს იმდროინდელი მხატვრული და გრაფიკული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს.

„ადრე ბრინჯაოს ხანის ნასახლარი 2008 წელს, ასპინძა-ახალციხის მაგისტრალური გაზსადენის გაყვანის დროს აღმოჩნდა.

ქრისტეშობამდე 3500-3000 წლის წინანდელი და დღევანდელიდან 5000-5500 წლის ნასახლარის არქეოლოგიური კვლევა 2012 წელს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და მელ-ბურნის უნივერსიტეტმა არქეოლოგების - კახი კახიანისა და ანტონიო საგონას ხელმძღვანელობით ერთობლივად დაიწყეს.

არქეოლოგიური კვლევები და სამუშაოები ყოველწლიურად სეზონურად დღემდე 2009 წლიდან მიმდინარეობს. არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობას ავსტრალიის საფრანგეთის, მელბურგისა და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები ღებულობენ.

საქართველოს მასშტაბით ჭობარეთის ადრებრინჯაოს ხანის ტერასული ნამოსახლარი იმ დროის ერთ-ერთი დიდი და უნიკალური დასახლებაა, თავისი ქვის არქიტექტურითა და არქეოლოგიური მასალით. დღევანდელი არასრული მონაცემებით, მისი სიგრძე დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზზე 450 მ. ხოლო, სამხრეთ-ჩრდილოეთის ხაზზე 250 მეტრია.

არქეოლოგემა გამოავლინეს მტკვარ არაქსის კულტურისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი თიხის ჭურჭელი, ქვის უძველესი ხელსაფქვავები და ლითონის ჩამოსასხმელი თიხის ყალიბი, ნამოსახლარზე სხვადასხვა სახის, მრავალფეროვანი კერამიკული ნაწარმია აღმოჩენილი; მათ შორის, რამდენიმე ჭურჭლის ფორმა და შემკობა, რელიეფური და ამოღარული სახეებით - მათზე გამოსახული ფრინველები, ცხოველები, აბსტრაქტული არსებები, სპირალები.

აღმოჩენა უნიკალურია, არამარტო საქართველოსთვის, არამედ ადრე ბრინჯაოს ხანის ტრანსკავკასიური კულტურის გავრცელების მთელი არეალისათვის და წარმოადგენს იმდროინდელი მხატვრული და გრაფიკული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს. გარდა ჭურჭლისა, ნაგებობებში ნაპოვნია თიხის წრიული, ფართობორტიანი კერები და სხვადასხვაგვარი სადგრები, რომელთა ნაწილი ნალისებრი ფორმისაა, ხოლო ერთი მათგანი ხარის ქანდაკებას წარმოადგენს. აღმოჩენა წარმოადგენს იმდროინდელი მხატვრული და გრაფიკული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს.

მიმდინარე არქეოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ სოფელ ჭობარეთში განვითარებული ყოფილა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. ამის დამადასტურებელია 5300 წლის წინანდელი ოთხი ჯიშის ხორბლის მარცვლების, პალინოლოგიური მტვრის, ნამგლის კაჟის ჩასართების, ხელსაფქვავების, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ძვლების აღმოჩენა. ასევე, ნაპოვნია სპილენძის ჩამოსასხმელი ყალიბი და სპილენძის ნივთები, რომელიც მეტყველებს იმდროინდელი კულტურისა და ლითონის დამუშავების შესახებ.

მიმდინარე 2021 წელი ყველაზე წარმატებულია არქეოლოგიური კველევების ნამოსახლარის გავრცელების და არქიტექტურული გეგმარების შესწავლის მხრივ. ერთ-ერთ ტერასაზე, ადრებრინჯაოს ხანის, 5300 წლის წინანდელი, შვიდი ნაგებობა იქნა გამოვლენილი. ერთ-ერთ მათგანში, რომელიც სხვა ნაგებობებთან შედარებით მცირე ზომისაა, იატაკის დონეზე, უკვე აღმოჩნდა თიხის 19 ჭურჭლი. ამდენად, ზომით უფრო დიდ სხვა ნაგებობებშიც, არანაკლებ უნიკალური აღმოჩენებია მოსალოდნელი.

ძეგლზე მდებარე მეორე ბორცვის დასავლეთ კიდესთან, აღმოაჩინეს ყორღანული სამარხი. ქვაყრილში აღმოჩნდა ბედენური კულტურის (ქრისტეს შობამდე 25-ე საუკუნე) ორნამენტირებული კერამიკა.

აღნიშნული პერიოდის ყორღანის აღმოჩენა მესხეთში პირველი შემთხვევაა. ჭობარეთის ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი თავისი დროის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ძეგლია, რაც ასევე დასტურდება ჯეროვანი საერთაშორისო სამეცნიერო გამოხმაურებითა და ძეგლისადმი არსებული ინტერესით.

მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები ადგილზე მოინახულეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ და მოადგილემ ლევან ბერიძემ", - ნათქვამია ინფორმაციაში.