კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს 6 მოქალაქე, რომელიც ავღანეთში ამერიკულ კომპანიაში მუშაობდა, სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს 6 მოქალაქე, რომელიც ავღანეთში ამერიკულ კომპანიაში მუშაობდა, სამშობლოში დაბრუნდა

ავ­ღა­ნეთ­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს 6 მო­ქა­ლა­ქე უნ­გრუ­ლი ბორ­ტით სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გად­მოყ­ვა­ნა, უნ­გრულ მხა­რეს­თან ქარ­თუ­ლი მხა­რის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს აე­რო­პორ­ტში მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი, ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ხვთი­სი­აშ­ვი­ლი დახ­ვდნენ.

რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა გა­ნა­ცხა­და, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცია და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­ღა­ნეთ­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მოყ­ვა­ნის სა­კი­თხზე აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობს.

„სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ძა­ლის­ხმე­ვით, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს 6 მო­ქა­ლა­ქე ავ­ღა­ნე­თი­დან დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში, უსაფრ­თხოდ რა თქმა უნდა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ავ­ღა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სი­ტუ­ა­ცია არ არის პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი, რა­მაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სამ­შობ­ლო­ში ევა­კუ­ა­ცია, დრო­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბა. ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, რად­გან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი კვლავ იმ­ყო­ფე­ბა ავ­ღა­ნეთ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ყვე­ლა უწყე­ბას­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, რათა მოხ­დეს და­მა­ტე­ბი­თი ავი­ა­რე­ი­სე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სამ­შობ­ლო­ში უსაფრ­თხოდ დაბ­რუნ­დე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ილია დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში, კერ­ძო კონ­ტრაქ­ტით, ამე­რი­კულ კომ­პა­ნი­ა­ში იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უშბა
5

ახლაც ვერ გაიგეთ ვინ არიან იანკები, სხვის ფანდურზე ბუქნაობამ ასე იცის

კ. მ.
4

ისე მაინც მინდა გავიხსენო: ისტორიულად, სამწუხაროდ,ბოლო 300–400 წლის განმავლობაში ჩვენ, ქართველებს, ბევრი "გადაცდომა" გვაქვს ჩადენილი ამ პატიოსანი ხალხის წინააღმდეგ. ბოდიშის მოხდა არ გვაწყენდა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საქართველოს 6 მოქალაქე, რომელიც ავღანეთში ამერიკულ კომპანიაში მუშაობდა, სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს 6 მოქალაქე, რომელიც ავღანეთში ამერიკულ კომპანიაში მუშაობდა, სამშობლოში დაბრუნდა

ავღანეთში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქე უნგრული ბორტით საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა, უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს.

„საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან დაბრუნდა სამშობლოში, უსაფრთხოდ რა თქმა უნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოგეხსენებათ, ავღანეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სიტუაცია არ არის პროგნოზირებადი, რამაც აუცილებელი გახადა ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ევაკუაცია, დროულად დაბრუნება. ეს პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი კვლავ იმყოფება ავღანეთში, შესაბამისად, საქართველო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ყველა უწყებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოხდეს დამატებითი ავიარეისების ორგანიზება, რომლის საშუალებითაც უახლოეს პერიოდში ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში, კერძო კონტრაქტით, ამერიკულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები.