კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს ბრალს დღეს წარუდგენენ
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს ბრალს დღეს წარუდგენენ

სამი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს, ყო­ფილ დე­პუ­ტატ ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­რედ­გი­ნე­ბა. ამ დრო­ის­თვის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი თე­ლა­ვის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­შია.

რო­გორც ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ად­ვო­კატ­მა მაგ­და კოტ­რი­კა­ძემ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რო­გორც ზვი­ა­და­უ­რი, ასე­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნე­ბენ. მი­სი­ვე თქმით, საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის და­წყე­ბამ­დე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ღიად სა­უ­ბა­რი სწორ პო­ზი­ცი­ად არ მი­აჩ­ნია.

„ამ ეტაპ­ზე ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი იყე­ნებს კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბულ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას. საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დაც­ვის მხა­რის სტრა­ტე­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ ვთვლი და არ მი­მაჩ­ნია სწორ პო­ზი­ცი­ად, მა­შინ რო­დე­საც მოწ­მე­ე­ბი სრუ­ლად არ არი­ან გა­მო­კი­თხულ­ნი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ღიად სა­უ­ბა­რი. ბრა­ლის წარ­დგე­ნა ჯერ არ მომ­ხდა­რა, ხვალ მოხ­დე­ბა ბრა­ლის წარ­დგე­ნა, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი იყე­ნებს დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა მაგ­და კოტ­რი­კა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, წი­ნან­დალ­ში სამი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი და­ა­კა­ვეს. იგი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა იმ მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, რო­მელ­მაც გას­რო­ლა მისი ძმის და რამ­დე­ნი­მე პი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ამას­თან, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამა­ვე ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით, რა­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა მოჰ­ყვა, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

შე­გახ­სე­ნებთ, წი­ნან­დალ­ში სამი ადა­მი­ა­ნი 16 აგ­ვის­ტოს მოკ­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქქ
1

წონაში დაიკელი ძველი მედალოსანი მაინც არ იყო. რას გავხარ

???
0

სამი ადამიანის მკველობის------რა, ძმაც მაგან მოკლა??? თუ ოცნებამ თვლის სისტემაც შეცვალა? რამდენია გარდაცვლილი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს ბრალს დღეს წარუდგენენ

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს ბრალს დღეს წარუდგენენ

სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. ამ დროისთვის ზურაბ ზვიადაური თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია.

როგორც ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განაცხადა, როგორც ზვიადაური, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ. მისივე თქმით, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე საჯარო სივრცეში ღიად საუბარი სწორ პოზიციად არ მიაჩნია.

„ამ ეტაპზე ორივე ბრალდებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე არ ვთვლი და არ მიმაჩნია სწორ პოზიციად, მაშინ როდესაც მოწმეები სრულად არ არიან გამოკითხულნი საჯარო სივრცეში ღიად საუბარი. ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა, ხვალ მოხდება ბრალის წარდგენა, მაგრამ ამ ეტაპზე ორივე ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას“, - აღნიშნა მაგდა კოტრიკაძემ.

ცნობისთვის, წინანდალში სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. იგი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.

ამასთან, სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯანგირაშვილი დააკავეს.

შეგახსენებთ, წინანდალში სამი ადამიანი 16 აგვისტოს მოკლეს.