საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვშლით ანგარიშებს, რომელსაც მართავს უშუალოდ “თალიბანი“, ვკრძალავთ მათ ქებას, მხარდაჭერას..." - Facebook-ის განცხადება
"ვშლით ანგარიშებს, რომელსაც მართავს უშუალოდ “თალიბანი“, ვკრძალავთ მათ ქებას, მხარდაჭერას..." - Facebook-ის განცხადება

Facebook ადას­ტუ­რებს, რომ თა­ლი­ბან­თან და­კავ­ში­რე­ბულ კონ­ტენტს დაბ­ლო­კავს.

Facebook-ი აცხა­დებს, რომ “თა­ლი­ბანს“ და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა ში­ნა­არ­სის მხარ­დამ­ჭერ კონ­ტენტს, მის პლატ­ფორ­მებ­ზე დაბ­ლო­კავს, რად­გან ის ჯგუფს ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად მი­იჩ­ნევს.

კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბით, მას ჰყავს ავ­ღა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუ­ფი, რათა კონ­ტენტს თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღონ.

“თა­ლი­ბა­ნი“ აშშ - ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სან­ქცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რის გა­მოც ჩვე­ნი სერ­ვი­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მათ ავუკ­რძა­ლეთ. ის სა­ში­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სი­ა­შია შეყ­ვა­ნი­ლი. ვშლით ან­გა­რი­შებს, რო­მელ­საც მარ­თავს უშუ­ა­ლოდ “თა­ლი­ბა­ნი“, ვკრძა­ლავთ მათ ქე­ბას, მხარ­და­ჭე­რას და პრე­ზენ­ტა­ცი­ას".

ასე­ვე გვყავს ავ­ღა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც მშობ­ლი­ურ ენა­ზე სა­უბ­რო­ბენ და იცი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­ტექ­სტი, რაც გვეხ­მა­რე­ბა გა­მო­ვავ­ლი­ნოთ პლატ­ფორ­მა­ზე წა­მოჭ­რი­ლი სა­კი­თხე­ბი“, - გა­ნუ­ცხა­და BBC- ს "ფე­ის­ბუ­ქის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გი­გან­ტის გან­ცხა­დე­ბით, იგი ით­ვა­ლის­წი­ნებს "სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სან­დო­ო­ბის" პრი­ცი­პებს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბით იღებს.

Facebook -მა ხაზი გა­უს­ვა, რომ პო­ლი­ტი­კა ვრცელ­დე­ბა მის ყვე­ლა პლატ­ფორ­მა­ზე, მათ შო­რის მის ფლაგ­მა­ნურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე: Instagram- სა და WhatsApp- ზე. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ცნო­ბე­ბი, რომ თა­ლი­ბე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის WhatsApp - ის გა­მო­ყე­ნე­ბას მა­ინც ახერ­ხე­ბენ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასო­ბით ათა­სი მიმ­დევ­რის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის, ავ­ღა­ნეთ­ზე კონ­ტრო­ლის აღე­ბი­სას, “თა­ლი­ბან­მა“ Twitter გა­მო­ი­ყე­ნა.

თა­ვად Twitter - ის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, პლატ­ფორ­მა არ გა­ა­შუ­ქებს ჯგუ­ფებს, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ ტე­რო­რიზმს ან ძა­ლა­დო­ბენ მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პო­ზი­ცი­ე­ბის გა­და­ხედ­ვა იგეგ­მე­ბა. წყა­რო

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
0

ვაი ქვენს პატრონს

სახელი
0

ორმაგი სტანდარტი, აქამდე სად იყავით? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვშლით ანგარიშებს, რომელსაც მართავს უშუალოდ “თალიბანი“, ვკრძალავთ მათ ქებას, მხარდაჭერას..." - Facebook-ის განცხადება

"ვშლით ანგარიშებს, რომელსაც მართავს უშუალოდ “თალიბანი“, ვკრძალავთ მათ ქებას, მხარდაჭერას..." - Facebook-ის განცხადება

Facebook ადასტურებს, რომ თალიბანთან დაკავშირებულ კონტენტს დაბლოკავს.

Facebook-ი აცხადებს, რომ “თალიბანს“ და მასთან დაკავშირებულ ყველა შინაარსის მხარდამჭერ კონტენტს, მის პლატფორმებზე დაბლოკავს, რადგან ის ჯგუფს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

კომპანიის განცხადებით, მას ჰყავს ავღანელი ექსპერტების ჯგუფი, რათა კონტენტს თვალყური ადევნონ და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.

“თალიბანი“ აშშ - ის კანონმდებლობით, სანქცირებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, რის გამოც ჩვენი სერვისების გამოყენება მათ ავუკრძალეთ. ის საშიში ორგანიზაციების სიაშია შეყვანილი. ვშლით ანგარიშებს, რომელსაც მართავს უშუალოდ “თალიბანი“, ვკრძალავთ მათ ქებას, მხარდაჭერას და პრეზენტაციას".

ასევე გვყავს ავღანელი ექსპერტების ჯგუფი, რომლებიც მშობლიურ ენაზე საუბრობენ და იციან ადგილობრივი კონტექსტი, რაც გვეხმარება გამოვავლინოთ პლატფორმაზე წამოჭრილი საკითხები“, - განუცხადა BBC- ს "ფეისბუქის" წარმომადგენელმა.

სოციალური მედიის გიგანტის განცხადებით, იგი ითვალისწინებს "საერთაშორისო საზოგადოების სანდოობის" პრიციპებს და გადაწყვეტილებებს ამ კრიტერიუმებით იღებს.

Facebook -მა ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკა ვრცელდება მის ყველა პლატფორმაზე, მათ შორის მის ფლაგმანურ სოციალურ ქსელებზე: Instagram- სა და WhatsApp- ზე. თუმცა, არსებობს ცნობები, რომ თალიბები კომუნიკაციისთვის WhatsApp - ის გამოყენებას მაინც ახერხებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ასობით ათასი მიმდევრის ინფორმირებისთვის, ავღანეთზე კონტროლის აღებისას, “თალიბანმა“ Twitter გამოიყენა.

თავად Twitter - ის წარმომადგენლის განცხადებით, პლატფორმა არ გააშუქებს ჯგუფებს, რომლებიც ხელს უწყობენ ტერორიზმს ან ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე და ამ მიმართულებით პოზიციების გადახედვა იგეგმება. წყარო

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა