მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია კახეთში, წინანდალში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
როგორია კახეთში, წინანდალში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

კა­ხეთ­ში, წი­ნან­დალ­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას დაჭ­რი­ლი ორი პირი თე­ლა­ვის ამ­ბა­რაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, 29 წლის და 46 წლის მა­მა­კა­ცე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ მო­მენ­ტის­თვის სტა­ბი­ლუ­რია და მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

მკურ­ნა­ლი ექი­მის თქმით, 49 წლის მა­მა­კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით მძი­მეა და კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა, ხოლო 29 წლის მა­მა­კა­ცი მალე გა­ე­წე­რე­ბა.

„შე­მო­ვი­და თვით­დი­ნე­ბით ორი პა­ცი­ენ­ტი. ერთს აღე­ნიშ­ნე­ბო­და მარ­ცხე­ნა ბარ­ძა­ყის ზემო მე­სა­მედ­ში, უკა­ნა ზე­და­პირ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა. მოხ­და მისი ქი­რურ­გი­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია გა­ნაგ­რძობს სტა­ცი­ო­ნა­ლურ მკურ­ნა­ლო­ბას.

მე­ო­რე პა­ცი­ენ­ტი, 29 წლის მა­მა­კა­ცი, თვით­დი­ნე­ბით შე­მო­ვი­და, აქვს სახ­სარ­ში გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა, მოხ­და ჭრი­ლო­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა. სტა­ბი­ლუ­რია მდგო­მა­რე­ო­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­ცი­ენ­ტი გა­ე­წე­რე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით დაკ­ვირ­ვე­ბის ქვე­შაა და ალ­ბათ დი­ლის­თვის გა­ე­წე­რე­ბა.

ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ქი­რურ­გმა რატი ტუ­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, კა­ხეთ­ში, თე­ლა­ვის სო­ფელ წი­ნან­და­ლალ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლია სამი პირი, მათ შო­რის არის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა, ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა მომ­ხდარ ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით, რაც ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორია კახეთში, წინანდალში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

როგორია კახეთში, წინანდალში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

კახეთში, წინანდალში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი ორი პირი თელავის ამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, 29 წლის და 46 წლის მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მკურნალი ექიმის თქმით, 49 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და კლინიკაში რჩება, ხოლო 29 წლის მამაკაცი მალე გაეწერება.

„შემოვიდა თვითდინებით ორი პაციენტი. ერთს აღენიშნებოდა მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედში, უკანა ზედაპირზე, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. მოხდა მისი ქირურგიული დამუშავება. მდგომარეობა სტაბილურია განაგრძობს სტაციონალურ მკურნალობას.

მეორე პაციენტი, 29 წლის მამაკაცი, თვითდინებით შემოვიდა, აქვს სახსარში გამჭოლი ჭრილობა, მოხდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება. სტაბილურია მდგომარეობა. სავარაუდოდ, პაციენტი გაეწერება. ჯერჯერობით დაკვირვების ქვეშაა და ალბათ დილისთვის გაეწერება.

ამ მომენტისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ქირურგმა რატი ტურაშვილმა.

ცნობისთვის, კახეთში, თელავის სოფელ წინანდალალში მკვლელობა მოხდა. მოკლულია სამი პირი, მათ შორის არის ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.