საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალებს სკოლებსა და სამსახურებში მისვლა უკვე აუკრძალეს, თუმცა "თალიბანი" ამჯერად შედარებით რბილია" - ავღანელი ჟურნალისტი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ადგილზე მყოფ ქართველებზე
"ქალებს სკოლებსა და სამსახურებში მისვლა უკვე აუკრძალეს, თუმცა "თალიბანი" ამჯერად შედარებით რბილია" - ავღანელი ჟურნალისტი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ადგილზე მყოფ ქართველებზე

"თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან მი­რე­კა­ვენ - რა ხდე­ბა ქა­ბულ­ში... მე აქ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­მო­ვე­დი, სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით. წლე­ბია, დო­კუ­მენ­ტურ ჟურ­ნა­ლის­ტურ მა­სა­ლებს ვამ­ზა­დებ ავ­ღა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე. ამი­ტომ ეს პრო­ცე­სე­ბი დი­დად არ გამ­კვირ­ვე­ბია, გა­მიკ­ვირ­და ის, ასე სწრა­ფად რო­გორ და რა­ტომ მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი", - წერს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ავ­ღა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ნა­ჯი­ბუ­ლა ქუ­რა­ი­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პი­რად გვერ­დზე.

მან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, "თა­ლი­ბა­ნის" წევ­რებ­თან ერ­თად ამე­რი­კის სა­ლე­ჩოს წინ გა­და­ღე­ბუ­ლი სელ­ფი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რა­საც მისი მე­გობ­რე­ბის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ავ­ღა­ნელ ჟურ­ნა­ლისტს წერ­დნენ, რა უნ­დო­და "იმ ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად" და რა­ტომ ჰქონ­და ასე­თი კმა­ყო­ფი­ლი სახე.

AMBEBI.GE ნა­ჯი­ბუ­ლა ქუ­რა­იშს და­უ­კავ­შირ­და და სთხო­ვა, ად­გილ­ზე მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­ე­წო­დე­ბი­ნა.

"ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი, გარ­და იმი­სა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით, 25-მდე ქარ­თვე­ლი, ასე­ვე გერ­მა­ნე­ლე­ბი, პო­ლო­ნე­ლე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი აე­რო­პორ­ტი­დან ორი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით უსაფრ­თხოდ არი­ან. არ ვიცი, სიმ­შვი­დის სა­ფუძ­ველს რამ­დე­ნად იძ­ლე­ვა, მაგ­რამ "თა­ლი­ბა­ნი" ამ­ჯე­რად შე­და­რე­ბით რბი­ლია. არა­ვის აქვს იმე­დი, რომ ისი­ნი შურს არ იძი­ე­ბენ, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, ნაკ­ლე­ბად იყ­ვნენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ყვე­ლაფ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე. მით უფრო, რომ თით­ქმის უბ­რძოლ­ვე­ლად აი­ღეს მთე­ლი ქვე­ყა­ნა.

გარ­და­უ­ვა­ლია, რომ ქვე­ყა­ნა შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბით ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დე­ბა. ქა­ლებს გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბას წა­არ­თმე­ვენ. ვიცი, რომ ქა­ლებს სკო­ლებ­სა და სამ­სა­ხუ­რებ­ში მის­ვლა აუკ­რძა­ლეს, ამ ეტაპ­ზე სი­ტყვი­ე­რად, უბ­რა­ლოდ სახ­ლში და­აბ­რუ­ნეს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მათი სა­ხალ­ხოდ გაწ­კეპლვა შე­ეძ­ლოთ... ადრე ასე ხდე­ბო­და. ქა­ლე­ბის მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ სიკ­ვდი­ლით დას­ჯიდ­ნენ.

ამ­ჯე­რად, მათ ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბაც და­უ­ტო­ვეს, ოღონდ მარ­ტო არა, ოჯა­ხის წევრ მა­მა­კაც­თან ერ­თად, ისე, რო­გორც დღემ­დე პრო­ვინ­ცი­ებ­ში იყო. მხო­ლოდ ქა­ბულ­ში ჰქონ­დათ ქა­ლებს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, და­ნარ­ჩენ პრო­ვინ­ცი­ებ­ში, მათ­თვის ბევ­რი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ისე­ვე რო­გორც სხვა სფე­რო­ში. ამა­ზე ალ­ბათ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ილა­პა­რა­კე­ბენ", - ამ­ბობს ავ­ღა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

კი­თხვა­ზე, რა იქ­ნე­ბა ხვალ? - ის ვა­რა­უ­დობს, რომ ახლა მთა­ვა­რია, უცხო­ე­ლებ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ტო­ვონ ქვე­ყა­ნა.

"ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ­დენ­წლი­ა­ნი უწყვე­ტი კო­ლო­სა­რუ­ლი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ შეძ­ლო სა­ხელ­მწი­ფოს ღერ­ძის შექ­მნაც კი. ყველ­გან კო­რუფ­ცია იყო. ად­გი­ლობ­რი­ვებს მათ მი­მართ იმ­ხე­ლა აგ­რე­სია ჰქონ­დათ, რომ ისევ "თა­ლი­ბა­ნი" არ­ჩი­ეს. ამი­ტო­მაც მი­ვიდ­ნენ ქა­ბუ­ლამ­დე ასე სწრა­ფად და მშვი­დად. ყვე­ლა­ფე­რი თან­და­თან გა­ირ­კვე­ვა, მთა­ვა­რია, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ნაკ­ლე­ბად და­ზა­რალ­დეს. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დია - ცოტა ხან­ში "თა­ლი­ბებ­შიც" უნდა ვე­ლო­დოთ გან­ხეთ­ქი­ლე­ბას. მათ შო­რის უკვე არის აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა ბევრ რა­მე­ში. ახლა სხვა პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია".

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ "თა­ლი­ბან­მა" ავ­ღა­ნეთ­ში ომი დას­რუ­ლე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და მას შემ­დეგ, რაც დე­და­ქა­ლა­ქი ქა­ბუ­ლი აიღო და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა აშ­რაფ ღა­ნიმ ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. ქა­ბუ­ლის ქუ­ჩებ­ში თა­ლი­ბე­ბი პატ­რუ­ლი­რე­ბენ. ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ სა­კუ­თა­რი დიპ­ლო­მა­ტე­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ავ­ღა­ნე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია და­ი­წყო. ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტში ასო­ბით ავ­ღა­ნე­ლია თავ­შეყ­რი­ლი და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობს, რის გა­მოც აე­რო­პორ­ტში ქა­ო­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა შექ­მნი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
0

ავღანელებმა დაიმსახურეს ასეთი ხელისუფლება და ჰყავდეთ.

beso
0

სტატუს ქუო-ს ეგებ ასეც სჯობდეს კიდეც, რადგან ეს მათი სამყაროა, რომელიც გენეზისში უნდა შეიცვალოს და არა ხელოვნურად. ვირუსი მუტირებს შე კაცო და ეგებ უმჯობესია ფარსებისა და მონღოლების ერთობლივმა მუტაციამ თავად განიცადოს მუტირება, მსოფლიო ისე შეიცვლება მალე, რომ ისინიც იძულებული იქნება თავად შეცლალონ თავიანთი თავი. აღდგომა და ხვალეო, ხოლო ამერიკელებს და სხვას ეს გარედან ფულიდ მოეხდინა არც ეფექტიანია და არც ამის ფული დევს მაგიდაზე. საკმაოზე დიდი თანხა დაიხარჯა ავღანეთში. კარგია, რომ რაც გააკეთეს იმის დაუნგრევლად იქცევიან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ქალებს სკოლებსა და სამსახურებში მისვლა უკვე აუკრძალეს, თუმცა "თალიბანი" ამჯერად შედარებით რბილია" - ავღანელი ჟურნალისტი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ადგილზე მყოფ ქართველებზე

"ქალებს სკოლებსა და სამსახურებში მისვლა უკვე აუკრძალეს, თუმცა "თალიბანი" ამჯერად შედარებით რბილია" - ავღანელი ჟურნალისტი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ადგილზე მყოფ ქართველებზე

"თითქმის მთელი მსოფლიოდან მირეკავენ - რა ხდება ქაბულში... მე აქ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი, სამუშაო ვიზიტით. წლებია, დოკუმენტურ ჟურნალისტურ მასალებს ვამზადებ ავღანეთში მიმდინარე მოვლენებზე. ამიტომ ეს პროცესები დიდად არ გამკვირვებია, გამიკვირდა ის, ასე სწრაფად როგორ და რატომ მოხდა ყველაფერი", - წერს დამოუკიდებელი ავღანელი ჟურნალისტი, ნაჯიბულა ქურაიში სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

მან რამდენიმე საათის წინ, "თალიბანის" წევრებთან ერთად ამერიკის სალეჩოს წინ გადაღებული სელფი გამოაქვეყნა, რასაც მისი მეგობრების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ავღანელ ჟურნალისტს წერდნენ, რა უნდოდა "იმ ცხოველებთან ერთად" და რატომ ჰქონდა ასეთი კმაყოფილი სახე.

AMBEBI.GE ნაჯიბულა ქურაიშს დაუკავშირდა და სთხოვა, ადგილზე მყოფი ქართველების შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინა.

"ბევრი არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ დაახლოებით, 25-მდე ქართველი, ასევე გერმანელები, პოლონელები და უკრაინელები აეროპორტიდან ორი კილომეტრის დაშორებით უსაფრთხოდ არიან. არ ვიცი, სიმშვიდის საფუძველს რამდენად იძლევა, მაგრამ "თალიბანი" ამჯერად შედარებით რბილია. არავის აქვს იმედი, რომ ისინი შურს არ იძიებენ, მაგრამ შესაძლოა, ნაკლებად იყვნენ ორიენტირებული ყველაფრის განადგურებაზე. მით უფრო, რომ თითქმის უბრძოლველად აიღეს მთელი ქვეყანა.

გარდაუვალია, რომ ქვეყანა შარიათის კანონებით ცხოვრებას დაუბრუნდება. ქალებს განათლების უფლებას წაართმევენ. ვიცი, რომ ქალებს სკოლებსა და სამსახურებში მისვლა აუკრძალეს, ამ ეტაპზე სიტყვიერად, უბრალოდ სახლში დააბრუნეს. სხვა შემთხვევაში, მათი სახალხოდ გაწკეპლვა შეეძლოთ... ადრე ასე ხდებოდა. ქალების მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში, მათ სიკვდილით დასჯიდნენ.

ამჯერად, მათ ქუჩაში გამოსვლის უფლებაც დაუტოვეს, ოღონდ მარტო არა, ოჯახის წევრ მამაკაცთან ერთად, ისე, როგორც დღემდე პროვინციებში იყო. მხოლოდ ქაბულში ჰქონდათ ქალებს თავისუფლება, დანარჩენ პროვინციებში, მათთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. ისევე როგორც სხვა სფეროში. ამაზე ალბათ ადგილობრივები ილაპარაკებენ", - ამბობს ავღანელი ჟურნალისტი ჩვენთან საუბარში.

კითხვაზე, რა იქნება ხვალ? - ის ვარაუდობს, რომ ახლა მთავარია, უცხოელებმა მშვიდობიანად დატოვონ ქვეყანა.

"ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამდენწლიანი უწყვეტი კოლოსარული ფინანსური დახმარების მიუხედავად, ვერ შეძლო სახელმწიფოს ღერძის შექმნაც კი. ყველგან კორუფცია იყო. ადგილობრივებს მათ მიმართ იმხელა აგრესია ჰქონდათ, რომ ისევ "თალიბანი" არჩიეს. ამიტომაც მივიდნენ ქაბულამდე ასე სწრაფად და მშვიდად. ყველაფერი თანდათან გაირკვევა, მთავარია, მშვიდობიანი მოსახლეობა ნაკლებად დაზარალდეს. დანარჩენი ყველაფერი ცხადია - ცოტა ხანში "თალიბებშიც" უნდა ველოდოთ განხეთქილებას. მათ შორის უკვე არის აზრთა სხვადასხვაობა ბევრ რამეში. ახლა სხვა პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია".

შეგახსენებთ, გუშინ "თალიბანმა" ავღანეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც დედაქალაქი ქაბული აიღო და ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ქაბულის ქუჩებში თალიბები პატრულირებენ. ბევრმა ქვეყანამ საკუთარი დიპლომატების, მოქალაქეებისა და ადგილობრივი ავღანელი თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო. ქაბულის აეროპორტში ასობით ავღანელია თავშეყრილი და ქვეყნის დატოვებას ცდილობს, რის გამოც აეროპორტში ქაოტური მდგომარეობაა შექმნილი.