მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აწარმოებდა თუ არა სააკაშვილი ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთთან აგვისტოს ომის დროს?! - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი
აწარმოებდა თუ არა სააკაშვილი ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთთან აგვისტოს ომის დროს?! - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

"კვი­რის პა­ლიტ­რის" ბლო­გი

2008 წლის "აგ­ვის­ტოს ომის" უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი ასე­უ­ლო­ბით და­ღუ­პუ­ლი, ათი ათა­სო­ბით დევ­ნი­ლი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბი და და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბია. მ. სა­ა­კაშ­ვი­ლი ად­რეც აცხა­დებ­და და ამ­ჟა­მა­დაც იმა­ვე აზ­რზეა, რომ რუ­სე­თი წლე­ბის მან­ძილ­ზე ემ­ზა­დე­ბო­და ამ ომის­თვის და "აგ­ვის­ტოს ომის" თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ლო­გი­კუ­რია: თუ მტერ-მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ომის­თვის მზა­დე­ბის შე­სა­ხებ უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია გაქვს, შენც უნდა მო­ემ­ზა­დო ამის­თვის და - არა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო ძა­ლით. ფაქ­ტია, რომ ომის და­წყე­ბამ­დე და მის შემ­დე­გაც ჩვენ "სა­ინ­ფორ­მა­ციო ომიც" წა­ვა­გეთ და დავ­მარ­ცხდით "დიპ­ლო­მა­ტი­ურ ომ­შიც".

ადეკ­ვა­ტურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წი­ნას­წარ ექ­ნე­ბო­და გათ­ვლი­ლი რუ­სე­თის პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტე­ბი და სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან შე­თან­ხმე­ბით მო­ამ­ზა­დებ­და სა­პა­სუ­ხო მოქ­მე­დე­ბე­ბის სი­ტუ­ა­ცი­ურ მო­დე­ლებს. ერთ-ერთ შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცი­ად რო­კის გვი­რა­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სე­თის 58-ე არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბის შე­მოს­ვლა უნდა გან­ხი­ლუ­ლი­ყო. რა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იქ­ნე­ბო­და რუ­სე­თის ეს პრო­ვო­კა­ცია და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა (ეს რომ რუ­სეთს დი­დად არ ანაღ­ვლებ­და, ამას ქვე­მოთ ვნა­ხავთ) და რა პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პი­რა­დად ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი იღებ­და და იღებს. რით და­ვიმ­სა­ხუ­რეთ ეს "დიდი სიყ­ვა­რუ­ლი", ეს ცალ­კე სა­უბ­რის თე­მაა. ამი­ტომ რუ­სე­თის პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ყო­ფი­ლი­ყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლი, მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პორ­ტრე­ტი და პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ პრე­ზი­დენ­ტთან.

2006 წლი­დან გა­მო­იკ­ვე­თა რუ­სე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ახა­ლი ტენ­დენ­ცია - მისი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი უფრო გა­ცხად­და, უფრო აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და და ელ­ცი­ნი­სა და "ად­რინ­დე­ლი პუ­ტი­ნის" პე­რი­ო­დის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი "სი­მორ­ცხვე" და­კარ­გა. რუ­სე­თი უკვე აღარ თა­მა­შობ­და ცხვრის ქურ­ქში გახ­ვე­უ­ლი მგლის როლს. ეს მას აღარ სჭირ­დე­ბო­და. მის ქმე­დე­ბებ­ში მგლურ­მა ინ­სტინ­ქტმა იმ­ძლავ­რა და მოჩ­ვე­ნე­ბი­თი წე­სი­ე­რე­ბა რა­ღად უნ­დო­და? მსოფ­ლიო არე­ნა­ზე ის უკვე ღიად აცხა­დებ­და - "მსურს, ამ რე­გი­ონ­ში ჩემი სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი და­ვა­ფიქ­სი­რო, მსურს, ამა და ამ ქვე­ყა­ნა­ში მყავ­დეს მო­კავ­ში­რე (რე­ა­ლუ­რად მა­რი­ო­ნე­ტი - ბ.ა.) ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ამას მი­ვაღ­წევ ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა (იგუ­ლის­ხმე­ბა: ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, სამ­ხედ­რო, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და ა.შ. - ბ.ა.) ღია თუ ფა­რუ­ლი ბერ­კე­ტით". სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი რუ­სე­თის­თვის ფიქ­ცი­ად იქცა. "აგ­ვის­ტოს ომი" არ იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი და წლე­ბის მან­ძილ­ზე (გან­სა­კუთ­რე­ბით 2006 წლის და­სა­წყი­სი­დან) ეს ერ­თგვარ "გა­მო­ცხა­დე­ბულ ომის ქრო­ნი­კად" იქცა: ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნელ ომზე სა­უბ­რობ­დნენ მოს­კოვ­ში, ვა­შინგტონ­ში, თბი­ლის­ში და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნე­ბის დე­და­ქა­ლა­ქებ­ში. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, თან­მიმ­დევ­რუ­ლად ცდი­ლობ­და აშშ-ისა და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბის დარ­წმუ­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ო­მარ მზა­დე­ბა­სა და მი­ლი­ტა­რის­ტულ მიზ­ნებ­ში. პირ­და­პირ ვთქვათ: მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი (რომ­ლე­ბიც სულ რა­ღაც ორი-სამი წლის მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ ქუ­ჩი­დან კომ­ფორ­ტულ კა­ბი­ნე­ტებ­ში, გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ დიდი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და უფრო დიდი - ამ­ბი­ცი­ე­ბით) სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბელ­ნი იყ­ვნენ, რო­გორც კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით, ასე­ვე - პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით. მათ­თვის სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი სა­კუ­თა­რი "კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან" იწყე­ბო­და და მთავ­რდე­ბო­და. აქ პი­რად მა­გა­ლითს მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის­გან იღებ­დნენ. განა რუ­სე­თის პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­გან მუდ­მი­ვად გა­წა­მე­ბულ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას იმის ფუ­ფუ­ნე­ბა აქვს, რომ ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უმ­თავ­რეს რგო­ლებ­ში (ჯარი, უშიშ­რო­ე­ბა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი) ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ჰყავ­დეს?

კად­რე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი ცვლა მ. სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რად ხუშ­ტუ­რებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თი უამ­რა­ვია, თუმ­ცა სა­უბ­რის თე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მხო­ლოდ ერ­თზე შევ­ჩერ­დეთ. 2004-2008 წლის აგ­ვის­ტომ­დე რუ­სეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩე­ბი იყ­ვნენ: ზუ­რაბ აბა­ში­ძე (რო­მე­ლიც მ. სა­ა­კაშ­ვილ­მა გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის­თა­ნა­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა), კოტე კე­მუ­ლა­რია, ვა­ლე­რი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ჩუ­ბი­ნიშ­ვი­ლი და ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი. იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­თა­ნაც ყვე­ლა­ზე მეტი პრობ­ლე­მა გაქვს, ელ­ჩე­ბის ასე­თი სწრა­ფად ცვლა პრე­ზი­დენ­ტის არა­სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა­ზე (რბი­ლად, რომ ვთქვათ) მი­უ­თი­თებს. ამ პი­რო­ბებ­ში სა­ელ­ჩოს მუ­შა­ო­ბის რა ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი? რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ნიშ­ნავ­და ან ათა­ვი­სუფ­ლებ­და მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ნის­ტრებ­სა და ელ­ჩებს, ეს, ალ­ბათ, მხო­ლოდ მან იცის. ვის­თან უხ­დე­ბო­დათ მოს­კოვ­ში ღია და ფა­რუ­ლი ბრძო­ლა ახ­ლად­გა­მომ­ცხვარ ქარ­თველ "დიპ­ლო­მა­ტებს"? ტყუ­ი­ლის თქმის რუს "მგლებ­თან": ივა­ნოვ­თან, ლავ­როვ­თან, კა­რა­სინ­თან, პო­პოვ­თან და ა.შ. WikiLeaks-მა ბევ­რი დო­კუ­მენ­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნდა სა­ქარ­თვე­ლო­ზე. კერ­ძოდ, სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბი ასა­ხავ­და ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის (სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩე­ბის - ჯონ ტეფ­ტის და ჯონ ბა­სის, ასე­ვე, რუ­სეთ­ში აშშ-ის ელ­ჩის - უი­ლი­ამ ბერნ­სის) მი­მო­წე­რას სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტთან, ასე­ვე, 2006-2008 წლებ­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტებ­თან მათი შეხ­ვედ­რე­ბის ან­გა­რი­შებს.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რის, 2005-2008 წლის მა­ი­სამ­დე რუ­სეთ­ში აშშ-ის ელ­ჩის - უი­ლი­ამ ბერნ­სის დო­კუ­მენ­ტე­ბის გაც­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც WikiLeaks-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 2006 წლის ივ­ლის­ში უ. ბერნსმა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში გაგ­ზავ­ნა და­შიფ­რუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, სა­დაც ამ­გვა­რად აღ­წერს რუ­სეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩთან - ირაკ­ლი ჩუ­ბი­ნიშ­ვილ­თან გა­მარ­თუ­ლი სა­უბ­რის ში­ნა­არსს:

"ჩუ­ბი­ნიშ­ვილ­მა გაგ­ვაც­ნო ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ მე­რაბ ან­თა­ძემ ... 19 ივ­ლისს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე დე­ნი­სოვ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, მდგო­მა­რე­ო­ბის გან­მუხ­ტის­თვის, შეს­თა­ვა­ზა მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის შექ­მნის­თვის, ეს იდეა რუ­სეთ­მა წა­მო­ა­ყე­ნა (13 ივ­ნისს სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და პუ­ტინს, რომ ამის­თვის შე­სა­ფე­რი­სი მო­მენ­ტი ჯერ არ დამ­დგა­რი­ყო). ან­თა­ძე და დე­ნი­სო­ვი ასე­ვე შე­თან­ხმდნენ, რომ 7 სექ­ტემ­ბერს მხა­რე­ე­ბი და­ი­წყე­ბენ კონ­სულ­ტა­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში შეს­ვლის სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ" .

უი­ლი­ამ ბერნ­სი

რა საფრ­თხე იმა­ლე­ბო­და "ერ­თობ­ლი­ვი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის (ატც)" შექ­მნის მიღ­მა? რუ­სე­თი ცდი­ლობ­და, სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი (რომ­ლე­ბიც, სი­მარ­თლე რომ ვთქვათ, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­თა და პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის დო­ნით გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის საბ­ჭო­თა გად­მო­ნაშ­თი იყო) გა­ცი­ლე­ბით მო­ბი­ლუ­რი და ეფექ­ტი­ა­ნი სტრუქ­ტუ­რით ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა. ბა­ზე­ბის გაყ­ვა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მე-20 მუხ­ლში, ერთი შე­ხედ­ვით, უმ­ნიშ­ვნე­ლო, მაგ­რამ ჩვენ­თვის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის შეც­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რი იყო. კერ­ძოდ: მხა­რე­ე­ბი იღებ­დნენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ მუ­შა­ო­ბა ერ­თობ­ლი­ვი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის შექ­მნის კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­ზე. შერ­ჩე­უ­ლი იყო სა­ვა­რა­უ­დო ტე­რი­ტო­რი­აც - ბა­თუმ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბაზა, რად­გა­ნაც რუ­სე­თის­თვის იქი­დან უფრო იოლი იქ­ნე­ბო­და ოპე­რა­ტი­ულ-აგენ­ტუ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბის წარ­მო­ე­ბა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე - თურ­ქე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. ერ­თობ­ლი­ვი ატც-ის შექ­მნით რუ­სეთს სურ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ექ­მნა ეს-ვი-ერ - ეფ-ეს-ბეს ფი­ლი­ა­ლი და უფრო ეფექ­ტი­ა­ნი გა­ე­ხა­და ოპე­რა­ტი­ულ-აგენ­ტუ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბა. თა­ნაც "ფი­ლი­ა­ლის" შე­ნახ­ვის ხარ­ჯე­ბიც შე­უმ­ცირ­დე­ბო­და, რად­გა­ნაც ამ, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დი "ერ­თობ­ლი­ვი სა­წარ­მოს" და­ფი­ნან­სე­ბა ჩვენც მოგ­ვიხ­დე­ბო­და. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო "სრუ­ლი ციკ­ლის" სპეც­სამ­სა­ხუ­რის ახა­ლი სტრუქ­ტუ­რის შექ­მნა, რო­მე­ლიც გა­ა­ერ­თი­ა­ნებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას ოპე­რა­ტი­უ­ლი-ტექ­ნი­კუ­რი მე­თო­დე­ბით, მის ანა­ლიზ­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. გა­მოც­დილ რუს ანა­ლი­ტი­კო­სებ­თან და მზვე­რა­ვებ­თან ერ­თად იქ სა­დაზ­ვერ­ვო-დი­ვერ­სი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის "ასე­ბიც" იქ­ნე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ თუ ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ებს იმის­და მი­ხედ­ვით ჩა­ა­ტა­რებ­დნენ, თუ რა ბრძა­ნე­ბა ექ­ნე­ბო­დათ მოს­კო­ვი­დან.

ფაქ­ტია, რომ რუ­სეთს სურ­და, ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი იდე­ე­ბით ახა­ლი სა­დაზ­ვერ­ვო-დი­ვერ­სი­უ­ლი საბ­რძო­ლო და­ნა­ყო­ფის შექ­მნის მცდე­ლო­ბა შე­ე­ნიღ­ბა და ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის "კო­მუფ­ლი­ა­ჟით" მზვე­რა­ვე­ბი ჩა­მო­ეყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში. თით­ქოს ისე გვაკ­ლდა მათი აგენ­ტუ­რა! სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში შეს­ვლის სა­კი­თხის გან­ხილ­ვაც (გა­სა­გე­ბია, რას მო­ი­თხოვ­და რუ­სე­თი) უდი­დე­სი დათ­მო­ბა იყო რუ­სე­თი­სად­მი. სა­პა­სუ­ხოდ რას მი­ი­ღებ­და სა­ქარ­თვე­ლო? 2006 წლის პირ­ველ ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გელა ბეჟუ­აშ­ვი­ლი შეხ­ვდა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­როვს და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან იგორ ივა­ნოვს. მე­ო­რე დღეს ის რუ­სეთ­ში აშშ-ის ელჩ უი­ლი­ამ ბერნსს ეწ­ვია და წინა დღის სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი გა­აც­ნო.

"რუ­სე­თის მხა­რემ პირ­და­პირ გა­ნუ­ცხა­და ბეჟუ­აშ­ვილს: ისი­ნი ეჭ­ვო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო აპი­რებს სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ში და თუ მსგავ­სი რამ მოხ­დე­ბო­და, რუ­სე­თი სამ­ხედ­რო ძა­ლით უპა­სუ­ხებ­და სა­ქარ­თვე­ლოს და ამ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სეთს ნაკ­ლე­ბად ანაღ­ვლებ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია. ივა­ნოვ­მა გა­ნუ­ცხა­და ბეჟუ­აშ­ვილს, რომ რუ­სე­თი არ ენ­დო­ბა ქარ­თულ მხა­რეს და გა­რან­ტი­ე­ბი მო­ი­თხო­ვა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე, ხოლო კი­თხვა, იყო თუ არა ბეჟუ­აშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი გა­რან­ტია მათ­თვის, ივა­ნოვ­მა უპა­სუ­ხა -არა. ბერნსმა გა­ნუ­ცხა­და ბეჟუ­აშ­ვილს, რომ რუ­სე­ბი არ ხუმ­რობ­დნენ და სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იქ­ნე­ბა უფრო მე­ტად მომ­გე­ბი­ა­ნი ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვი­სო", - აც­ნო­ბებ­და ბერნ­სი ვა­შინგტონს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზერა თვალიანი
0

კაია

ციცინო
6

ლუკაშენკოსთან გარიგება ჯობია,სულ ცინცხალია ცხელ ცხელი,პუტინის გამომცხვარი. გადარეულა ევროკავშირი და ამერიკა,რა შანსიანი ყოფილა ოცნებაო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

აწარმოებდა თუ არა სააკაშვილი ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთთან აგვისტოს ომის დროს?! - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

აწარმოებდა თუ არა სააკაშვილი ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთთან აგვისტოს ომის დროს?! - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

"კვირის პალიტრის" ბლოგი

2008 წლის "აგვისტოს ომის" უმძიმესი შედეგი ასეულობით დაღუპული, ათი ათასობით დევნილი, განადგურებული სოფლები და დაკარგული ტერიტორიებია. მ. სააკაშვილი ადრეც აცხადებდა და ამჟამადაც იმავე აზრზეა, რომ რუსეთი წლების მანძილზე ემზადებოდა ამ ომისთვის და "აგვისტოს ომის" თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ლოგიკურია: თუ მტერ-მოწინააღმდეგის ომისთვის მზადების შესახებ უტყუარი ინფორმაცია გაქვს, შენც უნდა მოემზადო ამისთვის და - არა მხოლოდ სამხედრო ძალით. ფაქტია, რომ ომის დაწყებამდე და მის შემდეგაც ჩვენ "საინფორმაციო ომიც" წავაგეთ და დავმარცხდით "დიპლომატიურ ომშიც".

ადეკვატურ ხელისუფლებას წინასწარ ექნებოდა გათვლილი რუსეთის პროვოკაციების შესაძლო ვარიანტები და სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებით მოამზადებდა საპასუხო მოქმედებების სიტუაციურ მოდელებს. ერთ-ერთ შესაძლო პროვოკაციად როკის გვირაბით საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის 58-ე არმიის ნაწილების შემოსვლა უნდა განხილულიყო. რა საფრთხის შემცველი იქნებოდა რუსეთის ეს პროვოკაცია და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა (ეს რომ რუსეთს დიდად არ ანაღვლებდა, ამას ქვემოთ ვნახავთ) და რა პასუხი უნდა გაეცა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას? სხვადასხვა წყაროებით დასტურდება, რომ საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას პირადად ვლადიმერ პუტინი იღებდა და იღებს. რით დავიმსახურეთ ეს "დიდი სიყვარული", ეს ცალკე საუბრის თემაა. ამიტომ რუსეთის პროვოკაციების შეფასებისას აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული პუტინის მმართველობის სტილი, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი და პირადი დამოკიდებულება საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტთან.

2006 წლიდან გამოიკვეთა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი ტენდენცია - მისი გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო გაცხადდა, უფრო აგრესიული გახდა და ელცინისა და "ადრინდელი პუტინის" პერიოდისთვის დამახასიათებელი "სიმორცხვე" დაკარგა. რუსეთი უკვე აღარ თამაშობდა ცხვრის ქურქში გახვეული მგლის როლს. ეს მას აღარ სჭირდებოდა. მის ქმედებებში მგლურმა ინსტინქტმა იმძლავრა და მოჩვენებითი წესიერება რაღად უნდოდა? მსოფლიო არენაზე ის უკვე ღიად აცხადებდა - "მსურს, ამ რეგიონში ჩემი სტრატეგიული ინტერესები დავაფიქსირო, მსურს, ამა და ამ ქვეყანაში მყავდეს მოკავშირე (რეალურად მარიონეტი - ბ.ა.) ხელისუფლება. ამას მივაღწევ ჩემს ხელთ არსებული ყველა (იგულისხმება: ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, სპეცსამსახურების და ა.შ. - ბ.ა.) ღია თუ ფარული ბერკეტით". საერთაშორისო სამართალი რუსეთისთვის ფიქციად იქცა. "აგვისტოს ომი" არ იყო მოულოდნელი და წლების მანძილზე (განსაკუთრებით 2006 წლის დასაწყისიდან) ეს ერთგვარ "გამოცხადებულ ომის ქრონიკად" იქცა: ცხინვალის რეგიონში მოსალოდნელ ომზე საუბრობდნენ მოსკოვში, ვაშინგტონში, თბილისში და ევროპის სხვა ქვეყნების დედაქალაქებში. რუსეთის ხელისუფლება დიპლომატიური გზების გამოყენებით, თანმიმდევრულად ცდილობდა აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების დარწმუნებას საქართველოს საომარ მზადებასა და მილიტარისტულ მიზნებში. პირდაპირ ვთქვათ: მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები (რომლებიც სულ რაღაც ორი-სამი წლის მოსულები იყვნენ ქუჩიდან კომფორტულ კაბინეტებში, გამოირჩეოდნენ დიდი არაპროფესიონალიზმით და უფრო დიდი - ამბიციებით) სრულიად მოუმზადებელნი იყვნენ, როგორც კვალიფიკაციით, ასევე - პიროვნული თვისებებით. მათთვის სამშობლოს სიყვარული საკუთარი "კომფორტის ზონიდან" იწყებოდა და მთავრდებოდა. აქ პირად მაგალითს მაშინდელი პრეზიდენტისგან იღებდნენ. განა რუსეთის პროვოკაციებისგან მუდმივად გაწამებულ პატარა ქვეყანას იმის ფუფუნება აქვს, რომ ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს რგოლებში (ჯარი, უშიშროება და დიპლომატიური სამსახური) ხელმძღვანელ თანამდებობებზე არაპროფესიონალები ჰყავდეს?

კადრების სისტემატური ცვლა მ. სააკაშვილის პირად ხუშტურებზე იყო დამოკიდებული. მაგალითი უამრავია, თუმცა საუბრის თემიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთზე შევჩერდეთ. 2004-2008 წლის აგვისტომდე რუსეთში საქართველოს ელჩები იყვნენ: ზურაბ აბაშიძე (რომელიც მ. სააკაშვილმა გაპრეზიდენტებისთანავე გაათავისუფლა), კოტე კემულარია, ვალერი ჩეჩელაშვილი, ირაკლი ჩუბინიშვილი და ეროსი კიწმარიშვილი. იმ ქვეყანაში, რომელთანაც ყველაზე მეტი პრობლემა გაქვს, ელჩების ასეთი სწრაფად ცვლა პრეზიდენტის არასერიოზულობაზე (რბილად, რომ ვთქვათ) მიუთითებს. ამ პირობებში საელჩოს მუშაობის რა ეფექტიანობაზე შეიძლება საუბარი? რა კრიტერიუმებით ნიშნავდა ან ათავისუფლებდა მაშინდელი პრეზიდენტი მინისტრებსა და ელჩებს, ეს, ალბათ, მხოლოდ მან იცის. ვისთან უხდებოდათ მოსკოვში ღია და ფარული ბრძოლა ახლადგამომცხვარ ქართველ "დიპლომატებს"? ტყუილის თქმის რუს "მგლებთან": ივანოვთან, ლავროვთან, კარასინთან, პოპოვთან და ა.შ. WikiLeaks-მა ბევრი დოკუმენტი გამოაქვეყნდა საქართველოზე. კერძოდ, საიდუმლო მასალები ასახავდა ამერიკელი დიპლომატების (საქართველოში აშშ-ის ელჩების - ჯონ ტეფტის და ჯონ ბასის, ასევე, რუსეთში აშშ-ის ელჩის - უილიამ ბერნსის) მიმოწერას სახელმწიფო დეპარტამენტთან, ასევე, 2006-2008 წლებში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებთან მათი შეხვედრების ანგარიშებს.

განსაკუთრებით საინტერესოა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ამჟამინდელი დირექტორის, 2005-2008 წლის მაისამდე რუსეთში აშშ-ის ელჩის - უილიამ ბერნსის დოკუმენტების გაცნობა, რომლებიც WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. 2006 წლის ივლისში უ. ბერნსმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნა დაშიფრული შეტყობინება, სადაც ამგვარად აღწერს რუსეთში საქართველოს ელჩთან - ირაკლი ჩუბინიშვილთან გამართული საუბრის შინაარსს:

"ჩუბინიშვილმა გაგვაცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ ... 19 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დენისოვთან შეხვედრაზე, მდგომარეობის განმუხტისთვის, შესთავაზა მუშაობის დაწყება ანტიტერორისტული ცენტრის შექმნისთვის, ეს იდეა რუსეთმა წამოაყენა (13 ივნისს სააკაშვილმა განუცხადა პუტინს, რომ ამისთვის შესაფერისი მომენტი ჯერ არ დამდგარიყო). ანთაძე და დენისოვი ასევე შეთანხმდნენ, რომ 7 სექტემბერს მხარეები დაიწყებენ კონსულტაციებს საქართველოს ნატოში შესვლის სურვილის შესახებ" .

უილიამ ბერნსი

რა საფრთხე იმალებოდა "ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის (ატც)" შექმნის მიღმა? რუსეთი ცდილობდა, სამხედრო ბაზები (რომლებიც, სიმართლე რომ ვთქვათ, აღჭურვილობითა და პირადი შემადგენლობის მომზადების დონით გასული საუკუნის საბჭოთა გადმონაშთი იყო) გაცილებით მობილური და ეფექტიანი სტრუქტურით ჩაენაცვლებინა. ბაზების გაყვანის ხელშეკრულების მე-20 მუხლში, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენთვის რეალური საფრთხის შეცველი ჩანაწერი იყო. კერძოდ: მხარეები იღებდნენ ვალდებულებას, გაეგრძელებინათ მუშაობა ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის კონკრეტულ საკითხებზე. შერჩეული იყო სავარაუდო ტერიტორიაც - ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზა, რადგანაც რუსეთისთვის იქიდან უფრო იოლი იქნებოდა ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის წარმოება, როგორც საქართველოს, ისე - თურქეთის წინააღმდეგ. ერთობლივი ატც-ის შექმნით რუსეთს სურდა, საქართველოს ტერიტორიაზე შეექმნა ეს-ვი-ერ - ეფ-ეს-ბეს ფილიალი და უფრო ეფექტიანი გაეხადა ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა. თანაც "ფილიალის" შენახვის ხარჯებიც შეუმცირდებოდა, რადგანაც ამ, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი "ერთობლივი საწარმოს" დაფინანსება ჩვენც მოგვიხდებოდა. გათვალისწინებული იყო "სრული ციკლის" სპეცსამსახურის ახალი სტრუქტურის შექმნა, რომელიც გააერთიანებდა ინფორმაციის მოპოვებას ოპერატიული-ტექნიკური მეთოდებით, მის ანალიზსა და რეალიზაციას. გამოცდილ რუს ანალიტიკოსებთან და მზვერავებთან ერთად იქ სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების "ასებიც" იქნებოდნენ, რომლებიც ანტიტერორისტულ თუ ტერორისტულ ოპერაციებს იმისდა მიხედვით ჩაატარებდნენ, თუ რა ბრძანება ექნებოდათ მოსკოვიდან.

ფაქტია, რომ რუსეთს სურდა, ტერორიზმთან ბრძოლის კეთილშობილური იდეებით ახალი სადაზვერვო-დივერსიული საბრძოლო დანაყოფის შექმნის მცდელობა შეენიღბა და ანტიტერორისტული ცენტრის სპეციალისტების "კომუფლიაჟით" მზვერავები ჩამოეყვანა საქართველოში. თითქოს ისე გვაკლდა მათი აგენტურა! საქართველოს ნატოში შესვლის საკითხის განხილვაც (გასაგებია, რას მოითხოვდა რუსეთი) უდიდესი დათმობა იყო რუსეთისადმი. საპასუხოდ რას მიიღებდა საქართველო? 2006 წლის პირველ ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და უშიშროების საბჭოს მდივან იგორ ივანოვს. მეორე დღეს ის რუსეთში აშშ-ის ელჩ უილიამ ბერნსს ეწვია და წინა დღის საუბრის შინაარსი გააცნო.

"რუსეთის მხარემ პირდაპირ განუცხადა ბეჟუაშვილს: ისინი ეჭვობენ, რომ საქართველო აპირებს სამხედრო მოქმედებების ჩატარებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და თუ მსგავსი რამ მოხდებოდა, რუსეთი სამხედრო ძალით უპასუხებდა საქართველოს და ამ შემთხვევაში რუსეთს ნაკლებად ანაღვლებდა საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია. ივანოვმა განუცხადა ბეჟუაშვილს, რომ რუსეთი არ ენდობა ქართულ მხარეს და გარანტიები მოითხოვა უმაღლეს დონეზე, ხოლო კითხვა, იყო თუ არა ბეჟუაშვილის სიტყვები გარანტია მათთვის, ივანოვმა უპასუხა -არა. ბერნსმა განუცხადა ბეჟუაშვილს, რომ რუსები არ ხუმრობდნენ და სიმშვიდის შენარჩუნება იქნება უფრო მეტად მომგებიანი ქართული მხარისთვისო", - აცნობებდა ბერნსი ვაშინგტონს. წაიკითხეთ სრულად