ძალიან კარგად ხდება პაციენტების მართვა აჭარაში და საწოლფონდის მობილიზაცია არის მაქსიმალური, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრები გაიმართა კლინიკურ ჯგუფთან და სასტუმროებთან, რისი მიზანიც პაციენტების ბრუნვის გაუმჯობესებაა.
„დღეს ჩვენ აჭარაში ვიმყოფებით და შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოზე ჩართვა აჭარის ტერიტორიიდან მოხდა. აჭარაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ვიზიტის მიზეზიც გამომდინარეობს აქედან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კარგად ხდება პაციენტების მართვა აჭარაში და საწოლფონდის მობილიზაცია არის მაქსიმალური. ჩემი და ჩემი მოადგილის მხრიდან დამატებით გაიმართება შეხვედრები კლინიკურ ჯგუფთან, რისი მიზანიცაა პაციენტების ბრუნვის გაუმჯობესება და ასევე ჩვენ გვექნება შეხვედრები სასტუმრო „სექტორთან“ ვინაიდან, ამოცანა და მიზანი არის, რომ მოხდეს პაციენტების დროული გაწერა და გადაყვანა მათი საავადმყოფოებიდან სასტუმროებში, სადაც არიან ასევე ექიმები.
დღესდღეობით აჭარას მობილიზებული სასტუმრო სივრცეებისთვის ჰყავს 200-მდე ექიმი და 300-მდე ექთანი. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მაქსიმალური დაჩქარება პაციენტების ბრუნვის და მსგავსი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, რათა არ მოხდეს არც ერთი პაციენტის დატოვება ყურადღების გარეშე.
დღეის მდგომარეობით ჩვენ ვმართავთ 48 ათასამდე აქტიურ შემთხვევას. მათგან 38 ათასი შემთხვევა იმართება ბინაზე ოჯახის ექიმების მხრიდან და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება გაფართოება ოჯახის ექიმების ქსელის. აქტიურად ემატება ყოველდღიურ რეჟიმში 40-მდე ადამიანი იმისათვის, რომ არ იყოს შეფერხება პაციენტების მომსახურებაში. მობილიზებულია 8 000-მდე საწოლი. ეს არის ის ნიშნული, რაც შეგვეძლო ჰოსპიტალურ სექტორში გაგვეკეთებინა. ამ ეტაპზე სრულიად საქართველოს მასშტაბით თავისუფალია 500-მდე საწოლი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ᲨეზᲦუდვები დროზე რომ მიეᲦოᲗ ასეᲗ დᲦეᲨი არ აᲦმიᲩნდებოდა ჯანდაცვის სამინისტრო...მაგრამ სად გვყავს ნორმალურად და საᲦად მოაზროვნე მინისტრები....უბრალოდ ყველფერს Თავი რომ დავანებოᲗ პირბადის ტარების მოხსნა როგორ ᲨეიᲫლებოდა...ზაფხულᲨი Თან როცა დავდივაᲗ მოკლე სახელოებიᲗ და ნახევრად ᲨიᲨვლები...როგორ ᲨეიᲫლებოდა პირიდან ბადეების მოხსნა...გავგცეს ამაზე პასუხი..Შედეგი სახეზეა
5000 შემთხვევიდან 750 ს ჰოსპიტალიზაცია ჭირდება, დღეში თავისუფლდება 500 საწოლი დაახლოებით, სხვაობა გვაქვს 250 პლიუსში, ეგ თავისუფალი დარჩენილი 500 საწოლი 2 დღეში შეივსება და მერე რას აპირებთ? საქალაქო ტრანსპორტი და ტაშფანდური ათი დღის წინ უნდა გაგეჩერებინათ მაგრამ მოდელირებაში ერთი წესიერი მრჩეველიც არ გყავთ ვატყობ