საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხნო, კოვიდი კლავს! შეეშვით ამ სიბნელეს და აიცერით! ვაჟაც ნანობდა, ნეტა ავცრილიყავიო..." - ლადო ვართანოვი
"ხალხნო, კოვიდი კლავს! შეეშვით ამ სიბნელეს და აიცერით! ვაჟაც ნანობდა, ნეტა ავცრილიყავიო..." - ლადო ვართანოვი

"მთა­ვა­რი არ­ხის" თა­ნამ­შრო­მე­ლი, ლადო ვარ­თა­ნო­ვი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ახ­ლობ­ლის შე­სა­ხებ წერს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს:

"სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ჩემს გვერ­დით ჩემი ასა­კის ბიჭი იწვა. გა­ვი­ცა­ნი, და­ვახ­ლოვ­დით, ბევ­რი სა­ერ­თო ნაც­ნო­ბი გვყავ­და. სულ ვეხ­მა­რე­ბო­დი, ექიმს ვე­ძახ­დი, ჟანგბა­დის და­რე­გუ­ლი­რე­ბა ვის­წავ­ლე და რო­გორც მე­ტყო­და იმ დო­ნე­ზე ვა­ყე­ნებ­დი. სულ ვამ­ხნე­ვებ­დი.

როცა მე გა­მომ­წე­რეს, მი­თხრა, უშე­ნოდ რა მეშ­ვე­ლე­ბაო, იყა­ვი რა ცოტა ხანს კი­დეო. მე ვუ­თხა­რი, შემ­პირ­დი, რომ მალე გა­მოხ­ვალ ამ ჯო­ჯო­ხე­თი­დან მეთ­ქი. კიო, გა­მო­ვალ, და­გი­რე­კავ და აღ­ვნიშ­ნოთ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბაო.

სულ ვუ­რე­კავ­დი, ვკი­თხუ­ლობ­დი.

დღეს, და­რეკ­ვა მინ­დო­და, თავი შე­ვი­კა­ვე, ფე­ის­ბუქ­ზე მის გვერ­დზე შე­ვე­დი და უბე­დუ­რე­ბა დამ­ხვდა, ვაჟა გუ­შინ გარ­დაც­ვლი­ლა. ისე ცუ­დად ვარ, ისე გან­ვიც­დი, ვერ აგიღ­წერთ.

ხალხნო, კო­ვი­დი კლავს! შე­ეშ­ვით ამ სიბ­ნე­ლეს და აი­ცე­რით! ვა­ჟაც ნა­ნობ­და, ნეტა ავცრი­ლი­ყა­ვიო, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრო სა­წყალ­მა.

გა­უფრ­თხილ­დით სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას და სხვებ­საც.

დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 50 ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა, ეს სა­ხუ­მა­რო არ არის, არა!".

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედი
3

მართლაც, სრული სიბნელეა აცრის ეჭვქვეშ დაყენება. შარშან, მთელი პანდემუუს განმავლობაში ვაქვინის შექმნას ვნატრობდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ 21-ე საუკუნის ადამიანი კიდევ ამდენად ბნელი იქნებოდა თავისი აზროვნებით. 

რატი
2

,,ნათელგონებიანებთან'' შეკითხვა მაქვს: როცა იძახით, ანტივაქსერები სხვის სიცოცხლეს უქმნით საფრთხესო, სხვაში ვის გულისხმობთ? თუ ვაქსერები აიცრებით, ესეიგი დაცულები ხართ და მაშინ რისი გეშინიათ? ვაქცინები საკმარისი რაოდენობითაა, ვაქცინაცია ყველა ასაკისთვის დაშვებულია და არავინ არავის არ უშლის. აქედან დასკვნა, ამ ისტერიას მიზანმიმართულად ჰყვებით. არ თქვათ, რომ ჩვენზე ზრუნავთ, ხომ ხვდებით, ზედმეტად არადამაჯერებელია. აქვე, ვაქცინა საცდელია და გამოცდები საველე პირობებში მოსახლეობაზე ტარდება, ჩვენ არ ვიცით მისი მოქმედება გრძელვადიან პერიოდში. სტატისტიკა კი ისე დგება, რომ მის მიმართ ნდობა ეჭვქვეშ არის, მითუმეტეს იმ ადამიანების მიერ შედგენილი, ვინც გამოირჩევიან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით და მოქმედებებით. ამიტომ ვისაც უნდა, აიცრას, არავინ აკავებს, მისი ნებაა. შტამების შექმნას შევეხები, 1 წელი გასული იყო, რაც ვირუსის შესახებ შევიტყვეთ და იგივე ბრიტანული ან ინდური შტამის გაჩენის შემდეგ რატომ არ მოხდა ამ ქვეყნების სრული ჩაკეტვა? რა აზრი აქვს კოვიდ-პასპორტს, თუ ვაქცინირებული მაინც ავადდება და კოვიდ-გადამტანია? თუნდაც ჩვენთან, როდესაც ივნისის თვის ბოლოს მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი 400-ზე მეტმა ტურისტმა შემოიტანა. რატომ არ დაიცვეს უსაფრთხოების ფაქტორი? როცა ვაქცინის მიმართ ამდენი შეკითხვაა, მთავრობის ეს ნაბიჯი დივერსიას ჰგავს, რომელიც მიმართულია ვაქცინრების იძულებისკენ და ეკონომიკაზე ზრუნვით მართლდება. მეორე შეკითხვა: თუ ვაქცინირებულს ვირუსი მაინც ემართება და მისი გადამტანიცაა, რატომ არ უნდა დავუშვათ ის მოცემულობა, რომ ვაქცინირებულის სხეულში არსებული ვირუსი კიდევ უფრო ძლიერ იმუნიტეტს შეიძენს და უფრო ძლიერ შტამს წარმოქმნის? მითუმეტეს, ყველა ქვეყნის მეცნიერი აღიარებს, რომ ამ ვირუსზე ცოტა რამ ვიცით. ამიტომ შეეშვით ჭკუის სწავლებას და საკუთარ თავს მიხედეთ. განვმეორდები, ვისაც უნდა, აიცრას, არავინ აკავებს და აცრებიც საკმარისი რაოდენობითაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ხალხნო, კოვიდი კლავს! შეეშვით ამ სიბნელეს და აიცერით! ვაჟაც ნანობდა, ნეტა ავცრილიყავიო..." - ლადო ვართანოვი

"ხალხნო, კოვიდი კლავს! შეეშვით ამ სიბნელეს და აიცერით! ვაჟაც ნანობდა, ნეტა ავცრილიყავიო..." - ლადო ვართანოვი

"მთავარი არხის" თანამშრომელი, ლადო ვართანოვი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კორონავირუსით გარდაცვლილი ახლობლის შესახებ წერს და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:

"საავადმყოფოში, ჩემს გვერდით ჩემი ასაკის ბიჭი იწვა. გავიცანი, დავახლოვდით, ბევრი საერთო ნაცნობი გვყავდა. სულ ვეხმარებოდი, ექიმს ვეძახდი, ჟანგბადის დარეგულირება ვისწავლე და როგორც მეტყოდა იმ დონეზე ვაყენებდი. სულ ვამხნევებდი.

როცა მე გამომწერეს, მითხრა, უშენოდ რა მეშველებაო, იყავი რა ცოტა ხანს კიდეო. მე ვუთხარი, შემპირდი, რომ მალე გამოხვალ ამ ჯოჯოხეთიდან მეთქი. კიო, გამოვალ, დაგირეკავ და აღვნიშნოთ გამოჯანმრთელებაო.

სულ ვურეკავდი, ვკითხულობდი.

დღეს, დარეკვა მინდოდა, თავი შევიკავე, ფეისბუქზე მის გვერდზე შევედი და უბედურება დამხვდა, ვაჟა გუშინ გარდაცვლილა. ისე ცუდად ვარ, ისე განვიცდი, ვერ აგიღწერთ.

ხალხნო, კოვიდი კლავს! შეეშვით ამ სიბნელეს და აიცერით! ვაჟაც ნანობდა, ნეტა ავცრილიყავიო, მაგრამ ვერ მოასწრო საწყალმა.

გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და სხვებსაც.

დღეში საშუალოდ 50 ადამიანი კვდება, ეს სახუმარო არ არის, არა!".