მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კითხვაზე, რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 51% არც ერთი პარტიას ასახელებს - კვლევის შედეგები
კითხვაზე, რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 51% არც ერთი პარტიას ასახელებს - კვლევის შედეგები

„ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის“ კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ იცის ან არ ასა­ხე­ლებს იმ პარ­ტი­ას, რო­მე­ლიც მის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს დგას. მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 30%-მა და­ა­სა­ხე­ლა კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტია.

კი­თხვა­ზე, რო­მე­ლი პარ­ტია დგას თქვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს, გა­მო­კი­თხულ­თა 51%-მა არ­ცერ­თი პარ­ტია არ და­ა­სა­ხე­ლა. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­კი­თხულ­თა 18%-მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და­ა­სა­ხე­ლა, ხოლო „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ 6%-მა. გა­მო­კი­თხულ­თა 6%-მა სხვა პარ­ტი­ე­ბი და­ა­სა­ხე­ლეს. ამა­ვე კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­კი­თხულ­თა 10%-მა არ იცის, ხოლო 9%-მა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ გას­ცა.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, იმ ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც სა­ვა­რა­უ­დოდ მი­ი­ღე­ბენ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 61%-ს შე­ად­გენს.

კი­თხვა­ზე, რო­მე­ლი პარ­ტია დგას თქვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს, 61%-დან, ვინც სა­ვა­რა­უ­დოდ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს, 24% „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ასა­ხე­ლებს, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას-7%, სხვა პარ­ტი­ებს-7%, 45%- არ­ცერთ პარ­ტი­ას არ ასა­ხე­ლებს, ხოლო 9%-მა არ იცის.

„ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი­სა“ და CRRC-სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი იმ­დე­ნად და­ბა­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­საც­ნო­ბად ვერ გა­მოდ­გე­ბა. მათი გან­მარ­ტე­ბით, ამ გა­მო­კი­თხვი­სა და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბის ბედი გა­და­უ­წყვე­ტე­ლი ამომ­რჩევ­ლის ქცე­ვა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

NDI-ის გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა 52% მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას ცუ­დად აფა­სებს, 36% და­დე­ბი­თად, 9% აცხა­დებს, რომ არ იცის, ხოლო 3% პა­სუხზე უარს აცხა­დებს.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რო­გორ უმკლავ­დე­ბა მთავ­რო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას, გა­მო­კი­თხულ­თა 53% და­დე­ბი­თად აფა­სებს, ხოლო უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს გა­მო­კი­თხულ­თა 37%.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა 13-25 ივ­ლი­სის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 2,016 სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, ქვეყ­ნის სრულ­წლო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის ჩა­ტარ­და (ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მოკ­ლე­ბით). გა­მო­კი­თხვის სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი არის +/- 1.3 პრო­ცენ­ტი. რეს­პონ­დენ­ტე­ბი შემ­თხვე­ვით ნო­მერ­ზე და­რეკ­ვის მე­თო­დით შე­ირჩნენ. NDI-ის კვლე­ვე­ბი ფი­ნანსდე­ბა დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბის სა­გა­რეო, თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ოფი­სის კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბის ფონ­დის მიერ. კვლე­ვებს ატა­რებს CRRC სა­ქარ­თვე­ლო.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
4

როგორ შეიძლება იმ კვლევაზე სეროზულად მსჯელობა და ნდობა, რომლის გამოკითხულთა ნახევარზე მეტი პასუხს თავს არიდებს???

ოპელაო
4

ოცნება იქნება კიდევ ასე 35-40 წელი, ხალხი იქნება კმაყოფილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

კითხვაზე, რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 51% არც ერთი პარტიას ასახელებს - კვლევის შედეგები

კითხვაზე, რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 51% არც ერთი პარტიას ასახელებს - კვლევის შედეგები

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მოსახლეობის მხოლოდ 30%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 51%-მა არცერთი პარტია არ დაასახელა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 18%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 6%-მა. გამოკითხულთა 6%-მა სხვა პარტიები დაასახელეს. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 10%-მა არ იცის, ხოლო 9%-მა კითხვაზე პასუხი არ გასცა.

კვლევის მიხედვით, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც სავარაუდოდ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას 61%-ს შეადგენს.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 61%-დან, ვინც სავარაუდოდ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, 24% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, „ნაციონალურ მოძრაობას-7%, სხვა პარტიებს-7%, 45%- არცერთ პარტიას არ ასახელებს, ხოლო 9%-მა არ იცის.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. მათი განმარტებით, ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

NDI-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% დადებითად, 9% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 3% პასუხზე უარს აცხადებს.

რაც შეეხება კითხვას, როგორ უმკლავდება მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 53% დადებითად აფასებს, ხოლო უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 37%.

აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. კვლევებს ატარებს CRRC საქართველო.