პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

18

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:26-ზე, მთვარე სასწორში გადავა 07:34-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმცირესი ზომის სიმსივნის აღმოჩენა უკვე შესაძლებელია
უმცირესი ზომის სიმსივნის აღმოჩენა უკვე შესაძლებელია

ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ინო­ვა­ცი­ე­ბის ავან­გარ­დში!

პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, აზი­ა­სა და პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, ციფ­რუ­ლი პო­ზიტ­რო­ნულ-ემი­სი­უ­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი - PET/CT ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში და­ინ­სტა­ლირ­და. სი­ახ­ლეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ონ­კო­ლო­გე­ბი უკვე აფა­სე­ბენ, რო­გორც კი­ბოს­თან ბრძო­ლა­ში კი­დევ ერთ, წინ გა­დად­გმულ ნა­ბიჯს. ახლა კი, უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით, თუ რი­თია გა­მორ­ჩე­უ­ლი ეს და­ნად­გა­რი და რა­ტომ ით­ვლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნის გან­სა­კუთ­რე­ბულ მიღ­წე­ვად.

რა არის პო­ზიტ­რო­ნულ–ემი­სი­უ­რი ტო­მოგ­რა­ფი (PET/CT)?

პეტ/კტ ბირ­თვუ­ლი მე­დი­ცი­ნის ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის მე­თო­დია, ჰიბ­რი­დუ­ლი კვლე­ვაა, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს პო­ზიტ­რო­ნულ–ემი­სი­ურ და კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ას. ამ მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ჯა­მე­ბით კი, სიმ­სივ­ნის ზუს­ტი მდე­ბა­რე­ო­ბა და წარ­მო­ნაქ­მნის მე­ტა­ბო­ლიზ­მი ვლინ­დე­ბა. Philips Vereos digital PET/CT აპა­რატ­მა გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე აღი­ა­რე­ბა გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მო­ი­პო­ვა. იგი მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი სრუ­ლად ციფ­რუ­ლი სკა­ნე­რია. სხვა ანა­ლო­გურ აპა­რა­ტებ­თან შე­და­რე­ბით კი, ციფ­რუ­ლი PET/CT:

  • გა­მო­ირ­ჩე­ვა ფო­ტო­ნის ციფ­რუ­ლი დათ­ვლის ტექ­ნო­ლო­გი­ით. არე­გის­ტრი­რებს ყვე­ლა უნი­კა­ლურ ფო­ტონს, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს უჯრედ­ში იზო­ტო­პის დაშ­ლის შე­დე­გად;
  • გაზ­რდი­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბის ხარ­ჯზე გვაძ­ლევს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მა­ღალ ხა­რისხს;
  • გვაძ­ლევს წარ­მო­ნაქ­მნის ზუს­ტი აღ­წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბას;
  • ავ­ლენს ისე­თი უმ­ცი­რე­სი ზო­მის სიმ­სივ­ნურ კე­რებ­საც კი, რომ­ლე­ბიც 2-3 მმ-ს არ აღე­მა­ტე­ბა და ვერ დად­გინ­დე­ბო­და „ანა­ლო­გუ­რი“ , ანუ ძვე­ლი თა­ო­ბის პეტ აპა­რა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით;
  • მო­იხ­მარს იზო­ტო­პის ნაკ­ლებ დო­ზას, შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბად მგრძნო­ბი­ა­რეა მისი ნა­ხე­ვარ­დაშ­ლის მი­მართ და პა­ცი­ენ­ტი იღებს უმ­ცი­რეს სხი­ვურ დატ­ვირ­თვას;
  • კვლე­ვა ტარ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტის­თვის მი­ნი­მა­ლურ დრო­ში.

ძვე­ლი თა­ო­ბის , „ანა­ლო­გუ­რი“ და­ნად­გა­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას შე­უძ­ლია მი­ლი­მეტ­რუ­ლი სი­ზუს­ტით, ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში არ­სე­ბუ­ლი ისე­თი მცი­რე ზო­მის კი­ბოს უჯრე­დი­სა თუ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მე­ტას­ტა­ზე­ბის და­ნახ­ვა და ზუს­ტი მდე­ბა­რე­ო­ბის გან­სა­ზღვრა, რომ­ლე­ბიც არ ჩანს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის, მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი და სხვა რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის დროს.თა­ვად, კომ­პა­ნია Philips-ის შე­ფა­სე­ბით, ეს არის აპა­რა­ტი, რომ­ლის გამ­ჭრი­ახ თვალ­საც მი­ლი­მეტ­რუ­ლი ზო­მის წარ­მო­ნაქ­მნიც კი არ გა­მო­ე­პა­რე­ბა! ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პეტ/კტ კვლე­ვა, ონ­კო­ლო­გი­ურ შემ­თხვე­ვა­თა 36%-ში, მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კას ცვლის!

სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა

ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრს სრულ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს ემო­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გრე­ი­დის ჰოს­პიტ­ლის ბირ­თვუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი რა­გუ­ვერ ჰალ­კა­რი (Raghuveer K. Halkar). ჩვენს კლი­ნი­კა­ში ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტთა მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მით. თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა გა­ნი­ხი­ლე­ბა ონ­კო­კონ­სი­ლი­უმ­ზე, ე.წ. Tumor Board-ის მიერ, ერ­თობ­ლი­ვი მსჯე­ლო­ბი­სა და დის­კუ­სი­ის შე­დე­გად. უშუ­ა­ლოდ კვლე­ვას კი, ბირ­თვუ­ლი მე­დი­ცი­ნის ექიმ-სპე­ცი­ა­ლის­ტი შო­რე­ნა ესი­აშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა იწყე­ბა აქ

ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ მცხოვ­რებ ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტებს აძ­ლევს უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ჩა­ი­ტა­რონ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი კვლე­ვა. პო­ზიტ­რო­ნულ-ემი­სი­უ­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფის გა­რე­შე, ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბით­ვის ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზის დას­მა და მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კის გან­სა­ზღვრა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია! ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან ერ­თად კი­ბოს და­მარ­ცხე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია!

ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მი­სა­მარ­თია: ქ. თბი­ლი­სი, დი­ღო­მი, ჩა­ჩა­ვას ქ. N7

სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი: 2 02 25 25; 577 119 119

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
1

ფასი?

მოქალაქე
0

მართლაც კარგი აპარატია და საუკეთესო კლინიკა, ძალიან მზრუნველი პერსონალით

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს
ავტორი:

უმცირესი ზომის სიმსივნის აღმოჩენა უკვე შესაძლებელია

უმცირესი ზომის სიმსივნის აღმოჩენა უკვე შესაძლებელია

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ინოვაციების ავანგარდში!

პირველად საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ციფრული პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი - PET/CT ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინსტალირდა. სიახლეს პროფესიონალი ონკოლოგები უკვე აფასებენ, როგორც კიბოსთან ბრძოლაში კიდევ ერთ, წინ გადადგმულ ნაბიჯს. ახლა კი, უფრო დაწვრილებით, თუ რითია გამორჩეული ეს დანადგარი და რატომ ითვლება თანამედროვე მსოფლიო მედიცინის განსაკუთრებულ მიღწევად.

რა არის პოზიტრონულ–ემისიური ტომოგრაფი (PET/CT)?

პეტ/კტ ბირთვული მედიცინის ფუნქციონალური დიაგნოსტირების მეთოდია, ჰიბრიდული კვლევაა, რომელიც აერთიანებს პოზიტრონულ–ემისიურ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას. ამ მონაცემების შეჯამებით კი, სიმსივნის ზუსტი მდებარეობა და წარმონაქმნის მეტაბოლიზმი ვლინდება. Philips Vereos digital PET/CT აპარატმა გლობალურ ბაზარზე აღიარება გამოჩენისთანავე მოიპოვა. იგი მსოფლიოში პირველი და ერთადერთი სრულად ციფრული სკანერია. სხვა ანალოგურ აპარატებთან შედარებით კი, ციფრული PET/CT:

  • გამოირჩევა ფოტონის ციფრული დათვლის ტექნოლოგიით. არეგისტრირებს ყველა უნიკალურ ფოტონს, რომელიც არსებობს უჯრედში იზოტოპის დაშლის შედეგად;
  • გაზრდილი მგრძნობელობის ხარჯზე გვაძლევს გამოსახულების მაღალ ხარისხს;
  • გვაძლევს წარმონაქმნის ზუსტი აღწერის საშუალებას;
  • ავლენს ისეთი უმცირესი ზომის სიმსივნურ კერებსაც კი, რომლებიც 2-3 მმ-ს არ აღემატება და ვერ დადგინდებოდა „ანალოგური“ , ანუ ძველი თაობის პეტ აპარატის საშუალებით;
  • მოიხმარს იზოტოპის ნაკლებ დოზას, შესაბამისად, ნაკლებად მგრძნობიარეა მისი ნახევარდაშლის მიმართ და პაციენტი იღებს უმცირეს სხივურ დატვირთვას;
  • კვლევა ტარდება პაციენტისთვის მინიმალურ დროში.

ძველი თაობის , „ანალოგური“ დანადგარებისგან განსხვავებით, მას შეუძლია მილიმეტრული სიზუსტით, ადამიანის სხეულის ნებისმიერ წერტილში არსებული ისეთი მცირე ზომის კიბოს უჯრედისა თუ გავრცელებული მეტასტაზების დანახვა და ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა, რომლებიც არ ჩანს კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული და სხვა რადიოლოგიური გამოკვლევების დროს.თავად, კომპანია Philips-ის შეფასებით, ეს არის აპარატი, რომლის გამჭრიახ თვალსაც მილიმეტრული ზომის წარმონაქმნიც კი არ გამოეპარება! ასევე, აღსანიშნავია, რომ პეტ/კტ კვლევა, ონკოლოგიურ შემთხვევათა 36%-ში, მკურნალობის ტაქტიკას ცვლის!

საერთაშორისო მხარდაჭერა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ემორის უნივერსიტეტის გრეიდის ჰოსპიტლის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი რაგუვერ ჰალკარი (Raghuveer K. Halkar). ჩვენს კლინიკაში ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის მეთოდი განისაზღვრება მულტიდისციპლინური მიდგომით. თითოეული პაციენტის შემთხვევა განიხილება ონკოკონსილიუმზე, ე.წ. Tumor Board-ის მიერ, ერთობლივი მსჯელობისა და დისკუსიის შედეგად. უშუალოდ კვლევას კი, ბირთვული მედიცინის ექიმ-სპეციალისტი შორენა ესიაშვილი ხელმძღვანელობს.

კვალიფიციური მკურნალობა იწყება აქ

ქირურგიის ეროვნული ცენტრი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაიტარონ უმაღლესი ხარისხის, უმნიშვნელოვანესი დიაგნოსტიკური კვლევა. პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფის გარეშე, ონკოპაციენტებითვის ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა წარმოუდგენელია! ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან ერთად კიბოს დამარცხება შესაძლებელია!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართია: ქ. თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქ. N7

საკონტაქტო ნომერი: 2 02 25 25; 577 119 119

R