მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შეიძლება ქვეყანაში მუდმივად ერთი პარტია იყოს..." - პრეზიდენტის ხმაურიანი განცხადება კოალიციურ მთავრობაზე და ექსპერტთა შეფასებები
"არ შეიძლება ქვეყანაში მუდმივად ერთი პარტია იყოს..." - პრეზიდენტის ხმაურიანი განცხადება კოალიციურ მთავრობაზე და ექსპერტთა შეფასებები

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა, ეს თემა მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი გახ­და. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დღეს ამ თე­მის გან­ხილ­ვას აბ­სურ­დუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ, ვი­ნა­ი­დან მათი მო­საზ­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბის არა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ არ­სე­ბობს. ასეა თუ ისე, ამას მო­რი­გი, თუ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­და­წყვეტს. „დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვის უნდა, რომ ძვე­ლი ძალა დაბ­რუნ­დეს, გა­მო­სა­ვა­ლია ვცა­დოთ ის, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა ახა­ლი, უჩ­ვე­უ­ლო - კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა, კო­ა­ლი­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია და არ შე­იძ­ლე­ბა მუდ­მი­ვად ქვე­ყა­ნა­ში ერთი პარ­ტია იყოს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა "შა­ბა­თის ქრო­ნი­კას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში და ხაზი გა­უს­ვა იმას, რომ მას ამ სა­კი­თხზე უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ზი­ცია აქვს და „დი­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ მი­ცუ­რავს“.

„ერ­თპარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა ავ­ნებს ყვე­ლა­ფერს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ის არა­სო­დეს იქ­ნე­ბა, - ასე უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე კახა კუ­ჭა­ვა­მაც, რომ­ლის თქმი­თაც, თა­ვი­სუფ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ 2024 წლის შემ­დეგ კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო. - პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვიქ­ნე­ბი, თუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე, ასე გა­დავ­წყვი­ტო კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა იქ­ნე­ბა თუ არა, ნამ­დვი­ლად არ არის მარ­თა­ლი, ფაქ­ტი ერ­თია, ამას სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა გა­და­წყვეტს“.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ ვიცე-სპი­კერს, გია ვოლ­სკი დღე­ვან­დელ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ა­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ხე­დავს და ვერც იმის შანსს, რომ კონ­კრე­ტულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა ან ზნე იც­ვა­ლონ ან - ფერი.

“სა­ქარ­თვე­ლო­ში, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა საკ­მა­ოდ და­ბა­ლია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმე­დად უნდა დავ­რჩეთ, რომ ზუს­ტად ისეთ პარ­ტი­ებს შე­არ­ჩე­ვენ, რო­მელ­თა ინ­ტე­ლექ­ტი, პა­თო­სი, ენერ­გია სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებ­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ჩემი სკეპ­ტი­ციზ­მი და­მარ­ცხდე­ბა. დღე­ვან­დელ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ა­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ვხე­დავ. იმე­დი მაქვს, 2024 წელი გარ­დამ­ტე­ხი წელი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გია ვოლ­სკიმ.

პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე იწო­ნებს, პრე­ზი­დენ­ტი თან­და­თან და­მო­უ­კი­დე­ბელ და ნე­იტ­რა­ლურ მო­თა­მა­შედ რომ ყა­ლიბ­დე­ბა, ხოლო მისი გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ ამ­ბობს, რომ კარ­გია კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა, მაგ­რამ ეს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­წყდე­ბა და არა იმის მი­ხედ­ვით, ვის რა სურს. ხე­ლოვ­ნუ­რი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა კი არას­წო­რია და არც არაფ­რის მომ­ტა­ნი.

„ბოლო დროს მარ­თლაც შე­იც­ვა­ლა პრე­ზი­დენ­ტის რი­ტო­რი­კა, ის უფრო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ნე­იტ­რა­ლუ­რი ხდე­ბა. მისი გან­ცხა­დე­ბე­ბიც, შე­სა­ბა­მი­სად, ერთი-ერ­თში არ იმე­ო­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბებს. ვფიქ­რობ, რომ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თა­ვი­სით გა­და­წყვი­ტა, ან მი­შელ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მი­ახ­ვედ­რეს და მის გა­მოს­ვლებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც გაჩ­ნდა. ვი­ტყო­დი, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბის დროს პრე­ზი­დენ­ტი სწო­რე­დაც რომ პო­ლი­ტი­კუ­რად ნე­იტ­რა­ლუ­რი უნდა იყოს და ერთი-ერ­თში არ უნდა იმე­ო­რებ­დეს არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და არც ოპო­ზი­ცი­ის ნა­რა­ტივს. პრე­ზი­დენტს უნდა ჰქონ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ზი­ცია, პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი­სად­მი მიდ­გო­მა უნდა იყოს თა­ნა­ბა­რი, ერთი სი­ტყვით, ნე­იტ­რა­ლურ პერ­სო­ნად უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. შე­იძ­ლე­ბა ის ცოტა გვი­ან მიხ­ვდა ამას, ან მი­ახ­ვედ­რეს, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ეს პრო­ცე­სი იწყე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­ა­ლი­ცი­ურ მმარ­თვე­ლო­ბას, ამას არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გან­სა­ზღვრავს. ხე­ლოვ­ნუ­რი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა არას­წო­რია და არც არაფ­რის მომ­ტა­ნი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ შე­ვარ­დნა­ძი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თით­ქმის ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში (დღე­ვან­დე­ლის ჩათ­ვლით), აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­წყის ეტაპ­ზე თით­ქმის კო­ა­ლი­ცი­უ­რი იყო. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ 1992-95 წლე­ბის პე­რი­ოდს, მა­ში­ნაც შე­ვარ­დნა­ძის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი მხო­ლოდ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლით არ იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. იქ იყ­ვნენ ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტე­ბიც, რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბიც, სა­ხალ­ხო ფრონ­ტიც... ანუ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა იყო დიდი, მაგ­რამ ეს არ იყო კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა. კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ შენ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გამო გე­კუთ­ვნის მან­და­ტი. რო­დე­საც მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ვერ აგ­რო­ვებს 50% +1, მა­შინ ჩნდე­ბა კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის არ­სე­ბო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. ძლი­ე­რი პარ­ტია ეც­დე­ბა, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით მი­ი­ღოს მთავ­რო­ბა (მი­ნის­ტრთა პორ­ტფე­ლებს ვგუ­ლის­ხმობ), ანუ 51%. ამი­ტომ არც მო­წო­დე­ბის დო­ნე­ზე და არც ვინ­მეს ნება-სურ­ვილ­ზე ეს არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

აქამ­დე ყვე­ლა მმარ­თველ პარ­ტი­ას ჰქონ­და 51%-ს +1, ან უფრო მეტი და ამი­ტო­მაც არ ყა­ლიბ­დე­ბა კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, პრე­ზი­დენ­ტმა რა გა­ნა­ცხა­და, თუ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი არ იქნა, სხვა პარ­ტი­ე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა იყოს თითო მი­ნის­ტრი, მაგ­რამ ეს არ იქ­ნე­ბა კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა. კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა ის არის, რომ თუ კო­ა­ლი­ცი­ას ერთ-ერთი ტო­ვებს, ის 50%-იანი ბა­რი­ე­რი ვარ­დე­ბა და ჩნდე­ბა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა, რომ ოპო­ზი­ცი­ას­თან ერ­თად შე­იქ­მნას ახა­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა.

თუ მმარ­თვე­ლი გუნ­დი, ან პარ­ტია, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მეტი მან­და­ტი აქვს, ამ საფრ­თხეს არ გრძნობს, თუ მას ისე­დაც აქვს 50%, მისი კე­თი­ლი ნე­ბაა, სხვა პარ­ტი­ი­დან მო­იყ­ვა­ნოს ვინ­მე და რა­ღა­ცის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნოს, არ მო­ე­წო­ნე­ბა და - გა­უშ­ვას. ამით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა, კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის დროს კი მუდ­მი­ვად ექ­ნე­ბა იმის ფიქ­რი, რომ ის თუ წა­ვი­და, უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ეშ­ლე­ბა და ახა­ლი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა და­ი­წყე­ბა. ეს არის მთე­ლი ანა­ტო­მია და კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის მთა­ვა­რი არსი.

სხვა შემ­თხვე­ვა­ში, დღეს რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ი­დან თითო-თითო მი­ნის­ტრი და­ნიშ­ნოს, ეს ფორ­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა, მაგ­რამ როცა მო­უნ­დე­ბა, მა­შინ გაყ­რის ყვე­ლას. ასე­თი რამ გა­კეთ­და, სხვა­თა შო­რის, 2012-16 წლებ­ში. მა­ში­ნაც კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა იყო - რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი, თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი და ა.შ. როცა მო­უნ­დათ, ისი­ნი არა მარ­ტო გა­ყა­რეს, მაგ. თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი და­ი­ჭი­რეს კი­დეც, მაგ­რამ ამით კო­ა­ლი­ცი­ას არა­ფე­რი და­უ­კარ­გავს - „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უმ­რავ­ლე­სო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და დღე­საც ინარ­ჩუ­ნებს.

კარ­გია კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა, მაგ­რამ ეს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­წყდე­ბა და არა იმის მი­ხედ­ვით, ვის რა სურს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად ამ 30 წლი­ა­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ­სე­ბო­ბი­სა, მა­ინც ერ­თპარ­ტი­უ­ლო­ბა­სა და ერ­თპი­როვ­ნუ­ლო­ბას არის მიჩ­ვე­უ­ლი. თუ იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი და სხვაგ­ვა­რი იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, მა­შინ არც ვოლ­სკის და არც არა­ვის კი­თხა­ვენ რა­მეს“.

ეხ­მი­ა­ნე­ბა რა პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას, პო­ლი­ტო­ლოგ ნიკა მეტ­რე­ველს არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­აჩ­ნია კო­ა­ლი­ცი­ურ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, ვი­ნა­ი­დან კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ არ­სე­ბობს.

„კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბე­ბი იქ­მნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბის ამომ­რჩე­ველ­თა ნე­ბის სრუ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მე­ო­რე - პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბის იდე­ო­ლო­გი­უ­რი თავ­სე­ბა­დო­ბით, მე­სა­მე - დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში პო­ლი­ტი­კა­ში არ­სე­ბობს მკაც­რი მო­რა­ლუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი ნორ­მე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად არც ერთი ეს ჩა­მოთ­ვლი­ლი წი­ნა­პი­რო­ბა არ არ­სე­ბობს.

პრე­ზი­დენ­ტი რო­დე­საც მსგავს გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, ის რო­გორც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, მკა­ფი­ოდ უნდა ასა­ხე­ლებ­დეს კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შე­საძ­ლო სუ­ბი­ექ­ტებს. და სა­ერ­თოდ, ყოვ­ლად არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა დღეს ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა, გა­მარ­ჯვე­ბულ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას უპ­რობ­ლე­მოდ აქვს და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა შტო და ვერ­ტი­კა­ლი იმი­ტომ, რომ ასე გა­და­წყვი­ტა მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ. მო­მა­ვალ­შიც ზუს­ტად ასე­ვე იქ­ნე­ბა, თუ გა­და­წყვეტს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მე­ო­თხე ვა­დი­თაც შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ამა­ში არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არა­ფე­რი იქ­ნე­ბა. ან რა უნდა ქნას ნე­ბის­მი­ერ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ, თუ ხალ­ხი მას კა­ნო­ნი­ე­რად მე­ო­თხედ, ან თუნ­დაც მე­ხუ­თედ აირ­ჩევს? უარი თქვას ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე?! აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლამ კარ­გად უნდა გა­ი­აზ­როს, რომ პო­ლი­ტი­კა დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხალ­ხის ნე­ბით წარ­მო­ებს და არა პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბის­თვის“.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იურისტი
0

ვერც პრეზიდენტი და ვერც სხვა ვერ გადაწყვეტს როგორი მთავრობა გვეყოლება ეს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ფიქრი იმაზეა საჭირო როგორ მივაღწიოთ ძალადობისგან დაცლილი დემოკრატიულ არჩევნების შდეგის მიღებას რომ შემდგომ ვრცერთმა ძალამ ვეღარ იფიქროს მანიპულაციებით და გაყალბდა გაყალბდას შემოგდებით ხალხის ნებაზე ხაზის გადასმა.ამისთვის პირველი პრობლემა მიუკერძოებელი პოლიტიკისგან დაცლილი ზეპარტიული მესამე სექტორის ჩამოყალიბება ასეთივე პროფესიული ცსკო-ს მოძიება და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვაა

natia
2

ხო ბაქიბუქობენ ვადამდელი არჩევნები არ იქნებაო , კარგით ბატონებო დავიცდით 2024 მდე მარა ხო უეჭველი კუალიციურრი მთავრობა მოვა 2024 ში ხოდა ეს ქოცების ბანდა ყველა უნდა დაიჭიროთ ყველა ციხეში წავა და იბაქიბუქონ მერე .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არ შეიძლება ქვეყანაში მუდმივად ერთი პარტია იყოს..." - პრეზიდენტის ხმაურიანი განცხადება კოალიციურ მთავრობაზე და ექსპერტთა შეფასებები

"არ შეიძლება ქვეყანაში მუდმივად ერთი პარტია იყოს..." - პრეზიდენტის ხმაურიანი განცხადება კოალიციურ მთავრობაზე და ექსპერტთა შეფასებები

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ისაუბრა, ეს თემა მსჯელობის საგანი გახდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს ამ თემის განხილვას აბსურდულად მიიჩნევენ, ვინაიდან მათი მოსაზრებით, საქართველოში კოალიციური მმართველობის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ასეა თუ ისე, ამას მორიგი, თუ რიგგარეშე არჩევნების შედეგები გადაწყვეტს. „დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში არავის უნდა, რომ ძველი ძალა დაბრუნდეს, გამოსავალია ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ახალი, უჩვეულო - კოალიციური მთავრობა, კოალიცია აუცილებელია და არ შეიძლება მუდმივად ქვეყანაში ერთი პარტია იყოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა "შაბათის ქრონიკასთან" ინტერვიუში და ხაზი გაუსვა იმას, რომ მას ამ საკითხზე უმრავლესობისგან დამოუკიდებელი პოზიცია აქვს და „დინების მიმართულებით არ მიცურავს“.

„ერთპარტიული მმართველობა ავნებს ყველაფერს და საქართველოში ის არასოდეს იქნება, - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამაც, რომლის თქმითაც, თავისუფლად შესაძლებელია, რომ 2024 წლის შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო. - პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ასე გადავწყვიტო კოალიციური მთავრობა იქნება თუ არა, ნამდვილად არ არის მართალი, ფაქტი ერთია, ამას საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს“.

რაც შეეხება პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკი დღევანდელ კონფიგურაციაში კოალიციური მთავრობის პერსპექტივას ვერ ხედავს და ვერც იმის შანსს, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ან ზნე იცვალონ ან - ფერი.

“საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებში პოლიტიკური კულტურა საკმაოდ დაბალია. საზოგადოების იმედად უნდა დავრჩეთ, რომ ზუსტად ისეთ პარტიებს შეარჩევენ, რომელთა ინტელექტი, პათოსი, ენერგია სახელმწიფოს ინტერესებზე იქნება ორიენტირებული და გამომდინარე აქედან, ჩემი სკეპტიციზმი დამარცხდება. დღევანდელ კონფიგურაციაში კოალიციური მთავრობის პერსპექტივას ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, 2024 წელი გარდამტეხი წელი იქნება", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე იწონებს, პრეზიდენტი თანდათან დამოუკიდებელ და ნეიტრალურ მოთამაშედ რომ ყალიბდება, ხოლო მისი განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ კარგია კოალიციური მთავრობა, მაგრამ ეს არჩევნების შედეგების მიხედვით გადაწყდება და არა იმის მიხედვით, ვის რა სურს. ხელოვნური კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება კი არასწორია და არც არაფრის მომტანი.

„ბოლო დროს მართლაც შეიცვალა პრეზიდენტის რიტორიკა, ის უფრო დამოუკიდებელი და ნეიტრალური ხდება. მისი განცხადებებიც, შესაბამისად, ერთი-ერთში არ იმეორებს ხელისუფლების განცხადებებს. ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილმა თავისით გადაწყვიტა, ან მიშელთან შეხვედრის შემდეგ მიახვედრეს და მის გამოსვლებში განსხვავებული ინფორმაციებიც გაჩნდა. ვიტყოდი, რომ საპარლამენტო მმართველობის დროს პრეზიდენტი სწორედაც რომ პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს და ერთი-ერთში არ უნდა იმეორებდეს არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის ნარატივს. პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი პოზიცია, პოლიტიკური სპექტრისადმი მიდგომა უნდა იყოს თანაბარი, ერთი სიტყვით, ნეიტრალურ პერსონად უნდა ჩამოყალიბდეს. შეიძლება ის ცოტა გვიან მიხვდა ამას, ან მიახვედრეს, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ეს პროცესი იწყება.

რაც შეეხება კოალიციურ მმართველობას, ამას არჩევნების შედეგები განსაზღვრავს. ხელოვნური კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება არასწორია და არც არაფრის მომტანი. შეგახსენებთ, რომ შევარდნაძიდან მოყოლებული, თითქმის ყველა ხელისუფლებაში (დღევანდელის ჩათვლით), აღმასრულებელი ხელისუფლება საწყის ეტაპზე თითქმის კოალიციური იყო. თუ გავითვალისწინებთ 1992-95 წლების პერიოდს, მაშინაც შევარდნაძის მინისტრთა კაბინეტი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალით არ იყო დაკომპლექტებული. იქ იყვნენ ეროვნულ დემოკრატებიც, რესპუბლიკელებიც, სახალხო ფრონტიც... ანუ წარმომადგენლობა იყო დიდი, მაგრამ ეს არ იყო კოალიციური მთავრობა. კოალიციური მთავრობა ნიშნავს იმას, რომ შენ არჩევნების შედეგების გამო გეკუთვნის მანდატი. როდესაც მთავარი პოლიტიკური ძალა ვერ აგროვებს 50% +1, მაშინ ჩნდება კოალიციური მთავრობის არსებობის აუცილებლობა. ძლიერი პარტია ეცდება, რომ მინიმალური დანაკარგებით მიიღოს მთავრობა (მინისტრთა პორტფელებს ვგულისხმობ), ანუ 51%. ამიტომ არც მოწოდების დონეზე და არც ვინმეს ნება-სურვილზე ეს არ არის დამოკიდებული.

აქამდე ყველა მმართველ პარტიას ჰქონდა 51%-ს +1, ან უფრო მეტი და ამიტომაც არ ყალიბდება კოალიციური მთავრობები. მიუხედავად იმისა, პრეზიდენტმა რა განაცხადა, თუ რიგგარეშე არჩევნები არ იქნა, სხვა პარტიებიდან შეიძლება იყოს თითო მინისტრი, მაგრამ ეს არ იქნება კოალიციური მთავრობა. კოალიციური მთავრობის ეფექტურობა ის არის, რომ თუ კოალიციას ერთ-ერთი ტოვებს, ის 50%-იანი ბარიერი ვარდება და ჩნდება ახალი გარემოება, რომ ოპოზიციასთან ერთად შეიქმნას ახალი კოალიციური მთავრობა.

თუ მმართველი გუნდი, ან პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი მანდატი აქვს, ამ საფრთხეს არ გრძნობს, თუ მას ისედაც აქვს 50%, მისი კეთილი ნებაა, სხვა პარტიიდან მოიყვანოს ვინმე და რაღაცის მინისტრად დანიშნოს, არ მოეწონება და - გაუშვას. ამით ხელისუფლება არ შეიცვლება, კოალიციური მთავრობის დროს კი მუდმივად ექნება იმის ფიქრი, რომ ის თუ წავიდა, უმრავლესობა დაეშლება და ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყება. ეს არის მთელი ანატომია და კოალიციური მთავრობის მთავარი არსი.

სხვა შემთხვევაში, დღეს რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ოპოზიციური პარტიიდან თითო-თითო მინისტრი დანიშნოს, ეს ფორმალურად იქნება კოალიციური მთავრობა, მაგრამ როცა მოუნდება, მაშინ გაყრის ყველას. ასეთი რამ გაკეთდა, სხვათა შორის, 2012-16 წლებში. მაშინაც კოალიციური მთავრობა იყო - რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები და ა.შ. როცა მოუნდათ, ისინი არა მარტო გაყარეს, მაგ. თავისუფალი დემოკრატები დაიჭირეს კიდეც, მაგრამ ამით კოალიციას არაფერი დაუკარგავს - „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა შეინარჩუნა და დღესაც ინარჩუნებს.

კარგია კოალიციური მთავრობა, მაგრამ ეს არჩევნების შედეგების მიხედვით გადაწყდება და არა იმის მიხედვით, ვის რა სურს. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება, მიუხედავად ამ 30 წლიანი დამოუკიდებელი არსებობისა, მაინც ერთპარტიულობასა და ერთპიროვნულობას არის მიჩვეული. თუ იქნება არჩევნები და სხვაგვარი იქნება არჩევნების შედეგები, მაშინ არც ვოლსკის და არც არავის კითხავენ რამეს“.

ეხმიანება რა პრეზიდენტის განცხადებას, პოლიტოლოგ ნიკა მეტრეველს არასერიოზულად მიაჩნია კოალიციურ მმართველობაზე საუბარი, ვინაიდან კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საქართველოში არანაირი წინაპირობა არ არსებობს.

„კოალიციური მთავრობები იქმნება პოლიტიკური სუბიექტების ამომრჩეველთა ნების სრული გათვალისწინებით. მეორე - პოლიტიკური სუბიექტების იდეოლოგიური თავსებადობით, მესამე - დემოკრატიულ საზოგადოებებში პოლიტიკაში არსებობს მკაცრი მორალური და იურიდიული ნორმები. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად არც ერთი ეს ჩამოთვლილი წინაპირობა არ არსებობს.

პრეზიდენტი როდესაც მსგავს განცხადებას აკეთებს, ის როგორც პასუხისმგებელი პოლიტიკოსი, მკაფიოდ უნდა ასახელებდეს კოალიციური მთავრობის შესაძლო სუბიექტებს. და საერთოდ, ყოვლად არასერიოზულად მეჩვენება დღეს ამ საკითხზე მსჯელობა, გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას უპრობლემოდ აქვს დაკომპლექტებული ხელისუფლების ყველა შტო და ვერტიკალი იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა მოსახლეობის უმრავლესობამ. მომავალშიც ზუსტად ასევე იქნება, თუ გადაწყვეტს ქართველი ხალხი „ქართული ოცნება“ მეოთხე ვადითაც შეიძლება იყოს გამარჯვებული და ამაში არადემოკრატიული არაფერი იქნება. ან რა უნდა ქნას ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ, თუ ხალხი მას კანონიერად მეოთხედ, ან თუნდაც მეხუთედ აირჩევს? უარი თქვას ძალაუფლებაზე?! აქედან გამომდინარე, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ პოლიტიკა დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხის ნებით წარმოებს და არა პოლიტიკური თამაშებისთვის“.