ჩვენი ჯარი ოქტომბერში არის დასაცავი. თუ მათ ჩვენ დაგვიცვეს 2008 წელს, დაეცნენ ჩვენი გულისთვის, ახლა, ოქტომბერში თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა და რეფერენდუმზე უარი უნდა უთხრას ხელისუფლებას, რომელსაც კრემლი, როგორც უწყება მთავარ მოკავშირედ განიხილავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ აქამდე საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობდა რუსეთის გზავნილის გაღრმავებას, რომ სამხედრო აგრესია საქართველომ დაიწყო.
„ეს არის ძალიან მძიმე დღე, როდესაც ჩვენ გვიწევს ჩვენი დაღუპული გმირების საფლავებზე მოსვლა და პატივის მიგება, მაგრამ ამავე დროს საქართველოს თითოეული მოქალაქე არ შეიძლება სიამაყით არ აღივსოს და ეს სიამაყე არის ის, რომ ჩვენი სამშობლო ჩვენმა გმირებმა დაიცვეს და გააკეთეს ყველაფერი, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი თაობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი კვლავ ყოფილიყო დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.
ახლა, დღეს რაც ხდება არის ის, რომ ჩვენი ჯარი ოქტომბერში არის დასაცავი. თუ მათ ჩვენ დაგვიცვეს 2008 წელს, დაეცნენ ჩვენი გულისთვის, ახლა, ოქტომბერში თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა და რეფერენდუმზე უარი უნდა უთხრას იმ ხელისუფლებას, რომელსაც მაგალითად, კრემლი როგორც უწყება განიხილავს მთავარ მოკავშირედ. 8 და 7 აგვისტოს განსხვავება არის ძალიან დიდი. სამწუხაროა, რომ აქამდე საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობდა რუსეთის გზავნილის გაღრმავებას, რომ საქართველომ დაიწყო სამხედრო აგრესია. ეს არის უპატიებელი განზრახვა საქართველოს ხელისუფლების. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ივანიშვილის, კალაძის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები. ამიტომ ჩვენ ოქტომბერში უნდა დავიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძეს ქალო ჯარმა კი დაიცვა 2008 ში ქვეყანა ოღონდ თქვენმა მთავარსარდალმა მიატოვა ჯარი შუა გზაზე და სხვებს რომ სწამებთ რუსეთუმობას აბა გვერდზე მოიხედე რამდენი რუსეთუმე გიდგას გვერდით შენი ყოფილი პრეზიდენტის თამადობით და მასეთ ზეხერებს არ ჭამს ერი
თქვენ, ნაცებს, ხელი გაქვთ მოწერილი საბუთზე, რომლითაც აღიარეთ, რომ დაიწყეთ ომი 2008-ში