საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ გადავსებულ ურნებთან "სელფები" იღოს" - რა ხდებოდა თბილისში მეეზოვეების გაფიცვის შემდეგ (კალაძის ლაივი)
"არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ გადავსებულ ურნებთან "სელფები" იღოს" - რა ხდებოდა თბილისში მეეზოვეების გაფიცვის შემდეგ (კალაძის ლაივი)

გუ­შინ "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ი­ფიც­ნენ. და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით დად­გე­ნი­ლი პი­რო­ბე­ბი შეც­ვა­ლეს და ახლა გა­ცი­ლე­ბით რთულ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბენ.

"თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, და­ვით ფა­ჩუ­ლია ვა­რა­უ­დობს, რომ შე­საძ­ლოა, სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­ფიც­ვა ცალ­კე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ იყოს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მიმ­დი­ნა­რე­ობს ბი­უ­ჯე­ტის და­გეგ­მა­რე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლებს ხელ­ფა­სი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ეზ­რდე­ბათ.

მისი თქმით, ასე­ვე და­გეგ­მი­ლია შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ახა­ლი ტრან­სპორ­ტის შე­მოყ­ვა­ნა. დღის ბო­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ გა­ფი­ცუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლი სამ­სა­ხურს და­უბ­რუნ­და.

პა­რა­ლე­ლუ­რად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბო­და ფო­ტო­ე­ბი, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­ფიც­ვის შემ­დეგ.

დღის ბო­ლოს თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად გა­ვი­და დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე. "ლაივ ჩარ­თვა­ში" მან აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ფიც­ვის მცდე­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ჰქონ­და.

რო­გორც ის ამ­ბობს, მათი მხრი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ბუ­ლინ­გი, რომ­ლე­ბიც დღის ბო­ლოს სამ­სა­ხურს და­უბ­რუნ­და..

"ერთი რამ მინ­და იცო­დეთ, მარ­ტო ჩვენ რომ მოგ­ვი­წი­ოს მუ­შა­ო­ბა, ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ჩვე­ნი ქა­ლა­ქი იყოს სუფ­თა. მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, რომ მარ­ტო არ მოგ­ვი­წევს ამის გა­კე­თე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ვართ. პი­რა­დაც მეც და ყვე­ლა, ვინც აქ არის, მზად ვართ ამ ქა­ლაქს 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვემ­სა­ხუ­როთ. არა­ვის მივ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ სელ­ფე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი იღოს გა­დავ­სე­ბულ ურ­ნებ­თან" - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ფოტო: ჩემი ქა­ლა­ქი მკლავს

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Kutaiski
0

1 თვე იმუშავე მერე მანდ და თუ შენ მაგ ხელფასი გეყოფა ხმის ამომღეი არ ვართ არცერთი

 

მერს
0

ბატ კახი!!! ძაღლები! ძაღლები! აღარ მოგცემთ ხმას თუ არ მოგვაშორებთ ძაღლებს ქალაქის ცენტრიდან, საკრებლოსთან გუშინ ექვსი ტილიანი ძაღლი ძოხებივით ეყარნენ, არ გრცხვენიათ?! ?! ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ გადავსებულ ურნებთან "სელფები" იღოს" - რა ხდებოდა თბილისში მეეზოვეების გაფიცვის შემდეგ (კალაძის ლაივი)

"არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ გადავსებულ ურნებთან "სელფები" იღოს" - რა ხდებოდა თბილისში მეეზოვეების გაფიცვის შემდეგ (კალაძის ლაივი)

გუშინ "თბილსერვის ჯგუფის" სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა გაცილებით რთულ პირობებში მუშაობენ.

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილე, დავით ფაჩულია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სამსახურის თანამშრომლების გაფიცვა ცალკეული ჯგუფების მიერ იყოს ორგანიზებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს ბიუჯეტის დაგეგმარება და თანამშრომლებს ხელფასი აუცილებლად გაეზრდებათ.

მისი თქმით, ასევე დაგეგმილია შრომითი პირობების გაუმჯობესება და ახალი ტრანსპორტის შემოყვანა. დღის ბოლოს დედაქალაქის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამსახურს დაუბრუნდა.

პარალელურად სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ფოტოები, თუ როგორ გამოიყურებოდა ქალაქის ქუჩები "თბილსერვის ჯგუფის" სამსახურის თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ.

დღის ბოლოს თბილისის ქუჩებში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გავიდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. "ლაივ ჩართვაში" მან აღნიშნა, რომ გაფიცვის მცდელობა რამდენიმე ადამიანს ჰქონდა.

როგორც ის ამბობს, მათი მხრიდან მიმდინარეობდა იმ ადამიანების ბულინგი, რომლებიც დღის ბოლოს სამსახურს დაუბრუნდა..

"ერთი რამ მინდა იცოდეთ, მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა, ამ ადამიანებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა. მაგრამ გარწმუნებთ, რომ მარტო არ მოგვიწევს ამის გაკეთება, რადგან ძალიან ბევრი ვართ. პირადაც მეც და ყველა, ვინც აქ არის, მზად ვართ ამ ქალაქს 24 საათიან რეჟიმში ვემსახუროთ. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ სელფები და ვიდეოები იღოს გადავსებულ ურნებთან" - აღნიშნა კალაძემ.

ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს