სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილსერვის ჯგუფის“ თანაშრომლების გაფიცვა უკანონოა - გარკვეულმა ჯგუფმა ხელი შეუშალა ადამიანებს, რომლებსაც სამსახურში დაბრუნება უნდოდათ" - ხმალაძე
"თბილსერვის ჯგუფის“ თანაშრომლების გაფიცვა უკანონოა - გარკვეულმა ჯგუფმა ხელი შეუშალა ადამიანებს, რომლებსაც სამსახურში დაბრუნება უნდოდათ" - ხმალაძე

თბი­ლი­სის ვიცე-მე­რის ირაკ­ლი ხმა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ თა­ნაშ­რომ­ლე­ბის გა­ფიც­ვა უკა­ნო­ნოა და ამ ყვე­ლაფ­რის უკან ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­ნან. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ თა­ნაშ­რომ­ლებს ანა­ზღა­უ­რე­ბა 20%-ით გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში გა­ე­ზარ­დათ და თუ იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, მათი ხელ­ფა­სი მო­მა­ვალ­შიც გა­იზ­რდე­ბა.

„ხელ­ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში­ვე მი­ვი­ღეთ 20%-იანი მა­ტე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს იყო იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში გა­აჩ­ნდა. ჩვენ ამ სა­კი­თხზე მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობთ არა მხო­ლოდ „თბილ­სერ­ვი­სის“, არა­მედ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კარ­გად გვეს­მის, რო­გო­რია დღეს ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ყო­ველ­თვის ვი­ღებთ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, რომ­ლე­ბიც ქა­ლაქს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ „თბილ­სერ­ვი­სის“ ად­მი­ნის­ტრა­ცია ამ სა­კი­თხებ­ზე მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს და კონ­რე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი უკვე არის, მა­ინც მოხ­და გა­ფიც­ვის პრო­ვო­ცი­რე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვთქვა, რომ ეს არის უკა­ნო­ნო გა­ფიც­ვა და არა­ნა­ი­რი პრო­ცე­დუ­რა, წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში არ მომ­ხდა­რა, რაც ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტია, უფრო მე­ტიც, გა­ფიც­ვის ფარ­გლებ­საც გას­ცდა მათი აქტი. ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ვინც სა­მუ­შა­ო­ზე დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებ­დნენ, გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან „ბუ­ლინ­გის“ მსხვერ­პლი გახ­დნენ, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გარ­კვე­ულ­მა ჯგუფ­მა ხელი შე­უ­შა­ლა ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბა უნ­დო­დათ და სა­მუ­შაო რე­ჟი­მის გა­ნახ­ლე­ბა. ამას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი მოყ­ვე­ბა. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი აქამ­დეც და ამის შემ­დე­გაც ყო­ველ­თვის იმუ­შა­ვებს იმის­თვის, რომ სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი შე­იქ­მნას, რო­გორც ანა­ზღა­უ­რე­ბის, ასე­ვე მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მხრივ“,- გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, თბი­ლი­სის მე­რია ყო­ველ­თვის მზად იყო და ახ­ლაც მზად არის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან შე­სახ­ვედ­რად.

რაც შე­ე­ხე­ბა სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­თხოვ­ნას, რომ ისი­ნი პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის გამო სამ­სა­ხუ­რი­დან არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ, ხმა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა.

„ნე­მის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად იქ­ნე­ბა. თუ იქ­ნე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან გა­და­მე­ტე­ბუ­ლი მათი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს, ამა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა, დღე­ვან­დე­ლი ფაქ­ტი ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნოა. მე არ შე­მიძ­ლია ამა­ზე წი­ნას­წარ რა­ი­მე დას­კვნე­ბი გა­ვა­კე­თო, ამას მოკ­ვლე­ვა სჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ი­ფიც­ნენ. და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით დად­გე­ნი­ლი პი­რო­ბე­ბი შეც­ვა­ლეს და ახლა გა­ცი­ლე­ბით რთულ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოორდინატორი მამიდა
3

შეხედე შენ ,კიდევ მოხვალთ საარჩევნო კარტოფილის მისაღებად,,,,მოუნდათ ხელფასის მომატება.აბა შეხედეთ მოზმაბიკელ და ნიგერიელ კოლეგებს რა ხელფასები აქვთ,,,

ელგუჯა
0

გაფიცვის უფლება არ ქონიათ თურმე.ხმა როგორ ამოიღესო.კონსტიტუციაში ჩაიხედე, გაბღენძილო ჩინოვნიკო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თბილსერვის ჯგუფის“ თანაშრომლების გაფიცვა უკანონოა - გარკვეულმა ჯგუფმა ხელი შეუშალა ადამიანებს, რომლებსაც სამსახურში დაბრუნება უნდოდათ" - ხმალაძე

"თბილსერვის ჯგუფის“ თანაშრომლების გაფიცვა უკანონოა - გარკვეულმა ჯგუფმა ხელი შეუშალა ადამიანებს, რომლებსაც სამსახურში დაბრუნება უნდოდათ" - ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, "თბილსერვის ჯგუფის“ თანაშრომლების გაფიცვა უკანონოა და ამ ყველაფრის უკან ცალკეული ადამიანები დგანან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "თბილსერვის ჯგუფის“ თანაშრომლებს ანაზღაურება 20%-ით გასული წლის დეკემბერში გაეზარდათ და თუ იქნება საშუალება, მათი ხელფასი მომავალშიც გაიზრდება.

„ხელფასებთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერშივე მივიღეთ 20%-იანი მატების გადაწყვეტილება. ეს იყო იმ შესაძლებლობების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მუნიციპალიტეტს კონკრეტულ მომენტში გააჩნდა. ჩვენ ამ საკითხზე მუდმივად ვმუშაობთ არა მხოლოდ „თბილსერვისის“, არამედ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურების მიმართულებით. კარგად გვესმის, როგორია დღეს ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას ჩვენი თანამშრომლების და იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომლებიც ქალაქს ემსახურებიან. იმის მიუხედავად, რომ „თბილსერვისის“ ადმინისტრაცია ამ საკითხებზე მუდმივად მუშაობს და კონრეტული შედეგები უკვე არის, მაინც მოხდა გაფიცვის პროვოცირება. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ეს არის უკანონო გაფიცვა და არანაირი პროცედურა, წინასწარი გაფრთხილება ამ შემთხვევაში არ მომხდარა, რაც ძალიან ცუდი ფაქტია, უფრო მეტიც, გაფიცვის ფარგლებსაც გასცდა მათი აქტი. ის თანამშრომლები, ვინც სამუშაოზე დაბრუნებას აპირებდნენ, გარკვეული ჯგუფების მხრიდან „ბულინგის“ მსხვერპლი გახდნენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. თანამშრომლების გარკვეულმა ჯგუფმა ხელი შეუშალა ადამიანებს, რომლებსაც სამსახურში დაბრუნება უნდოდათ და სამუშაო რეჟიმის განახლება. ამას ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი ზომები მოყვება. შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტი აქამდეც და ამის შემდეგაც ყოველთვის იმუშავებს იმისთვის, რომ სათანადო პირობები შეიქმნას, როგორც ანაზღაურების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მხრივ“,- განაცხადა ხმალაძემ.

მისი განმარტებით, თბილისის მერია ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზად არის თანამშრომლებთან შესახვედრად.

რაც შეეხება სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნას, რომ ისინი პროტესტის გამოხატვის გამო სამსახურიდან არ გაათავისუფლონ, ხმალაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში მოხდება.

„ნემისმიერი გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად იქნება. თუ იქნება თანამშრომლების მხრიდან გადამეტებული მათი სამსახურებრივი მოვალეობა, რომელიც შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს, ამაზე გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული, თუმცა, დღევანდელი ფაქტი ძალიან უსიამოვნოა. მე არ შემიძლია ამაზე წინასწარ რაიმე დასკვნები გავაკეთო, ამას მოკვლევა სჭირდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა გაცილებით რთულ პირობებში მუშაობენ.