პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის დროს მას არ გასჩენია განცდა, რომ სუს-ი უსმენდა, თუმცა „გამორიცხული არაფერია“. აღნიშნულის შესახებ გახარიამ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა იმის თაობაზე, რამდენად გამორიცხავს, რომ პრემიერობის დროს მას უსმენდნენ.
ამასთან, მისი თქმით, ამორალობის მაჩვენებელია პირადი ცხოვრებით შანტაჟი.
„თქვენ, თუ გულისხმობთ იმ ჩანაწერებს, რომელიც თურმე, რომელიღაც ტელევიზიაში გაუშვეს, ამაზე თუ გინდათ სერიოზულად ვისაუბრო, პირველი, ვინც უნდა ჩაერთოს საგამოძიებო ორგანოებია, რომლებმაც უნდა გვითხრან, რა არის ეს.
როდესაც მითხრეს, რომ ჩანაწერი გაჯერებული იყო პირადი ცხოვრების რაღაც მომენტებით, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ჩვეულებრივი სიბინძურის და ამორალობის მაჩვენებელია.
ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანში უნდა დასრულდეს პირადი ცხოვრებით შანტაჟი, რომელსაც ასევე „ქართული ოცენება“ 2012 წლიდან ებრძოდა“, - აღნიშნავს გახარია.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს. კერძოდ, 1-ელ აგვისტოს, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიამ წაიკითხა, როგორც თავად აღნიშნა, სუს-დან მოპოვებული კრებსი. გვარამიას ინფორმაციით, ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე.
ჰაა, ვერან, შენიც არ გადმოყვეს, გეშინია, ხოო!
ივანიშვილს აჯობებს იმას აფერისტობაც არ შეუძლია ეს უფრო მრავალფეროვანია გაგვართობს