მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, როგორ გადანაწილდებოდა ამომრჩეველთა ხმები "ოცნებას", "ნაცმოძრაობას", გახარიასა და სხვა პარტიებს შორის - IRI-ის კვლევის შედეგები
მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, როგორ გადანაწილდებოდა ამომრჩეველთა ხმები "ოცნებას", "ნაცმოძრაობას", გახარიასა და სხვა პარტიებს შორის - IRI-ის კვლევის შედეგები

„სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის", (IRI) ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, მო­მა­ვალ კვი­რას რომ არ­ჩევ­ნე­ბი იყოს, გა­მო­კი­თხულ­თა 26% ხმას „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მის­ცემ­და, 14% „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, 9 % კი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ პარ­ტი­ებს, შე­კი­თხვა­ზე: რო­მელ პარ­ტი­ას მის­ცემ­დით ხმას მო­მა­ვალ კვი­რას რომ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­დეს, ხმე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­და: "შრო­მის პარ­ტია - შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი" -3%; "გირ­ჩი, მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა - ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე" - 2%; "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი" - გი­ორ­გი ვა­შა­ძე - 2%; "ლელო - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე" - 2%, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" - 2%; "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი" - 2%; "ერი- ლე­ვან ვა­სა­ძე" - 1%; "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო - გიგა ბო­კე­რია" - 1%; "ხალ­ხის­თვის - ანა დო­ლი­ძე" - 1%; "დროა" - ელე­ნე ხოშ­ტა­რია 1%; "გირ­ჩი" - 1%; სხვა პარ­ტი­ე­ბი - 1%. პა­სუ­ხი "არ ვიცი" აირ­ჩია - 20%-მა, პა­სუხზე უარი გა­ნა­ცხა­და -7%-მა.

კვლე­ვა ჩა­ტარ­და 2021 წლის 15-30 ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში "სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის" კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის სა­ხე­ლით, ბალ­ტი­ის კვლე­ვე­ბი­სა და გე­ლა­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის დოქ­ტო­რი რასა ალი­შა­უს­კი­ნეს მიერ, სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და „IPM“- ის მიერ. მო­ნა­ცე­მე­ბი შეგ­როვ­და სტრა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მრა­ვალ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს გზით. შერ­ჩე­ვა მო­ი­ცავ­და სა­არ­ჩევ­ნო ხმის უფ­ლე­ბი­სა და ასა­კის მქო­ნე 1500 რეს­პონ­დენტს. მო­ნა­ცე­მე­ბი შე­წო­ნილ იქნა ასა­კის, სქე­სის, რე­გი­ო­ნი­სა და და­სახ­ლე­ბის ზო­მის შე­სა­ბა­მი­სად. ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი წარ­მო­ად­გენს +/- 2.5 %, გა­მო­პა­სუ­ხე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - 74 %. კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით, აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მეშ­ვე­ო­ბით.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
3

რა სისულელეა, ეს ნაც-სექტის ოცნებაა...

რეალობა სულ სხვაა, (მე პირადად ოცნების მხარდამჭერი არა ვარ) რეალობა მინიმუმ 50%-ზე მეტი ოცნებისაა! 

ეს რატომ იცით?..

ნაც-სექტის დამსახურებაა ოცნება რომ ძლიერია...

აი რეალობა ეს არის, ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს!

ბაჩო
0

როდემდე უნდა გვყავდეს ასეთი იდიოტი ოპოზიცია. რა უხარიათ? რატომ უნდათ ვადამდელი არჩევნები? რომ დავუშვათ ეს ციფრები რეალურია, დღეს რომ არჩევნები იყოს პარლამენტში შევა ოცნება, გახარია და ნაცები. იგივე კონფიგურაცია იქნება რაც ოქტობრის არჩევნებში მინუს წვრილი პარტიები

რატომ ითხოვენ ასე თავგამოდებით ვადამდელ არჩევნებს არ მესმის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, როგორ გადანაწილდებოდა ამომრჩეველთა ხმები "ოცნებას", "ნაცმოძრაობას", გახარიასა და სხვა პარტიებს შორის - IRI-ის კვლევის შედეგები

მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, როგორ გადანაწილდებოდა ამომრჩეველთა ხმები "ოცნებას", "ნაცმოძრაობას", გახარიასა და სხვა პარტიებს შორის - IRI-ის კვლევის შედეგები

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის", (IRI) ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს, ხმები ასე გადანაწილდა: "შრომის პარტია - შალვა ნათელაშვილი" -3%; "გირჩი, მეტი თავისუფლება - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე" - 2%; "სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე - 2%; "ლელო - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე" - 2%, "პატრიოტთა ალიანსი" - 2%; "მოქალაქეები" - 2%; "ერი- ლევან ვასაძე" - 1%; "ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია" - 1%; "ხალხისთვის - ანა დოლიძე" - 1%; "დროა" - ელენე ხოშტარია 1%; "გირჩი" - 1%; სხვა პარტიები - 1%. პასუხი "არ ვიცი" აირჩია - 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა -7%-მა.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.