მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტი მომიყვა ბატონ მიშელთან შეხვედრის შესახებ, რამდენად გაოგნებული იყო..." - რას ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ
"პრეზიდენტი მომიყვა ბატონ მიშელთან შეხვედრის შესახებ, რამდენად გაოგნებული იყო..." - რას ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

"პრე­ზი­დენ­ტი თა­ვად მო­მიყ­ვა, ბა­ტონ მი­შელ­თან შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნად გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო და რამ­დე­ნად აინ­ტე­რე­სებ­და რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი იმა­ზე, რაც მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე ისა­უბ­რა.

"ქალ­ბა­ტონ პრე­ზი­დენ­ტთან სა­უ­ბა­რი გვქონ­და შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე და მას აინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რი იყო ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მო­ვუ­ყე­ვი "გირ­ჩის“ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, თუ რას ნიშ­ნავს ეს ჩვენ­თვის და გვგო­ნია, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ჩვენ გვქონ­და კრი­ზი­სი და ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც არის, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, ეს ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩოა, ვინ­და­ი­დან არ გვყავ­და არ­ცერ­თი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­საც ვენ­დო­ბო­დით, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა კი შე­ას­რუ­ლეს ეს როლი.

დღეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უმ­ცი­რე­სო­ბა, ანუ ის 10% დაგ­ვა­იგ­ნო­რა და ამა­ვე დროს, არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ის, რომ მე მას­თან კი არ მქონ­და კონ­ტრაქ­ტი, არა­მედ კონ­ტრაქ­ტი მქონ­და შუ­ა­მავ­ლებ­თან, ანუ ევ­რო­კავ­შირ­თან და ამე­რი­კას­თან. მე ამას ასე ვუ­ყუ­რებ და ეს მო­ვუ­ყე­ვი ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს. მკი­თხა, რო­გო­რია ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­ჩევ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით და ვუ­თხა­რი, რომ არ­ჩევ­ნებ­თან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და ჩვენ, ვიდ­რე კო­ბა­ხი­ძის ეს გან­ცხა­დე­ბა იქ­ნე­ბო­და.

ბუ­ნებ­რი­ვია, სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, მაგ­რამ რო­გორც მე შე­ვამ­ჩნიე, თვი­თონ პრე­ზი­დენ­ტი, ამ სა­უბ­რე­ბით, რაც ჩემ­თან ჰქონ­და და ალ­ბათ, სხვებ­თა­ნაც ექ­ნე­ბა, თა­ვად ყა­ლიბ­დე­ბა სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ა­ზე და ჩემ­თვის პო­ზი­ცია არ უთ­ქვამს“, - აცხა­დებს მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხვდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურამი
1

პლანს თავს თუ დაანებებს მაგარი პოლიტიკოსი იქნება.

Giusha3232
2

როდის უნდა მორჩეთ წყლის ნაყვას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პრეზიდენტი მომიყვა ბატონ მიშელთან შეხვედრის შესახებ, რამდენად გაოგნებული იყო..." - რას ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

"პრეზიდენტი მომიყვა ბატონ მიშელთან შეხვედრის შესახებ, რამდენად გაოგნებული იყო..." - რას ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

"პრეზიდენტი თავად მომიყვა, ბატონ მიშელთან შეხვედრის შესახებ, რამდენად გაოგნებული იყო და რამდენად აინტერესებდა რეალური მიზეზები იმაზე, რაც მოხდა საქართველოში", - ამის შესახებ "გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ზურაბიშვილთან მიშელის დოკუმენტზე ისაუბრა.

"ქალბატონ პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მას აინტერესებდა, როგორი იყო ჩვენი დამოკიდებულება. მოვუყევი "გირჩის“ დამოკიდებულება, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენთვის და გვგონია, რომ ქალბატონი სალომესთვის საინტერესო იყო ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ გვქონდა კრიზისი და ფაქტობრივად, მიშელის შეთანხმება, რომელიც არის, თავისი შინაარსით, ეს ჩვენი კონსტიტუციური ჩარჩოა, ვინდაიდან არ გვყავდა არცერთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენდობოდით, ამ ადამიანებმა კი შეასრულეს ეს როლი.

დღეს, ფაქტობრივად, "ქართულმა ოცნებამ“ უმცირესობა, ანუ ის 10% დაგვაიგნორა და ამავე დროს, არ გაითვალისწინა ის, რომ მე მასთან კი არ მქონდა კონტრაქტი, არამედ კონტრაქტი მქონდა შუამავლებთან, ანუ ევროკავშირთან და ამერიკასთან. მე ამას ასე ვუყურებ და ეს მოვუყევი ქალბატონ სალომეს. მკითხა, როგორია ჩვენი დამოკიდებულება არჩევნებთან მიმართებით და ვუთხარი, რომ არჩევნებთან სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ, ვიდრე კობახიძის ეს განცხადება იქნებოდა.

ბუნებრივია, სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ როგორც მე შევამჩნიე, თვითონ პრეზიდენტი, ამ საუბრებით, რაც ჩემთან ჰქონდა და ალბათ, სხვებთანაც ექნება, თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციაზე და ჩემთვის პოზიცია არ უთქვამს“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.