საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ სამინისტრო არ დათმობს, გამოდის, რომ ჩიხში ვართ" - "მწერალთა სახლის" დირექტორი არ გამორიცხავს, რომ პრემია "ლიტერა" აღარ ჩატარდეს
"თუ სამინისტრო არ დათმობს, გამოდის, რომ ჩიხში ვართ" - "მწერალთა სახლის" დირექტორი არ გამორიცხავს, რომ პრემია "ლიტერა" აღარ ჩატარდეს

"მწე­რალ­თა სახ­ლის“ დი­რექ­ტო­რი, ნატა ლო­მო­უ­რი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ შე­საძ­ლოა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „ლი­ტე­რა“ აღარ ჩა­ტარ­დეს, თუ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო დათ­მო­ბებ­ზე არ წავა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ლო­მო­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და, მისი არა ერთი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო და პი­რა­დად მი­ნის­ტრი კონ­ტაქ­ტზე ამ დრომ­დე არ გა­მო­დის.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, "მწე­რალ­თა სახ­ლი“ კი­დევ ერთხელ ეც­დე­ბა, რომ „ლი­ტე­რას“ კონ­კურ­სის­თვის ახა­ლი ჟი­უ­რი შე­არ­ჩი­ოს, რაც ლო­მო­უ­რის თქმით, რთუ­ლი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა.

"ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ ვე­ლო­დე­ბით კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­გან პა­სუხს რო­გორც ჩვენ, ასე­ვე მწერ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ღია წე­რი­ლით მი­მარ­თეს მი­ნისტრს. არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ ყო­ფი­ლა. არ ვიცი, რამ­დე­ნად არის დრო შე­იქ­მნას ახა­ლი ჟი­უ­რი და ამა­ზე ვინ და­თან­ხმდე­ბა. ცოტა ბუნ­დო­ვა­ნია უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბი. ვერ გე­ტყვით, გა­უქ­მდე­ბა თუ არა კონ­კურ­სი. დაშ­ვე­ბით ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა. თუ ჟი­უ­რი არ შედ­გა და მწერ­ლებ­მა წიგ­ნე­ბი გა­ი­ტა­ნეს, რო­გორ უნდა ჩა­ტარ­დეს?! ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. იმე­დი მაქვს, სა­მი­ნის­ტროს­თან კო­მუ­ნი­კა­ცია აღ­დგე­ბა და ისი­ნი დათ­მო­ბებ­ზე წა­მოვ­ლენ - გა­იწ­ვე­ვენ მათ მიერ და­ნიშ­ნულ წევ­რს. კონ­კურ­სის ჩაშ­ლა არის ყვე­ლა­ზე რა­დი­კა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ამას ჩვენ წინ უნდა აღ­ვუდ­გეთ და კონ­კურ­სი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. „ლი­ტე­რას“ ჩაშ­ლა "მწე­რალ­თა სახ­ლის­თვის" ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა. თუ სა­მი­ნის­ტრო არ დათ­მობს, გა­მო­დის, რომ ჩიხ­ში ვართ. თან ძა­ლი­ან მოკ­ლე დროა დარ­ჩე­ნი­ლი, 110 წიგ­ნია შე­მო­სუ­ლი და მო­ცუ­ლო­ბი­თი მა­სა­ლაა წა­სა­კი­თხი. და­ვი­წყებთ ჩვენ ახა­ლი ჟი­უ­რის შერ­ჩე­ვას, შე­ვეც­დე­ბით ამას, მაგ­რამ ზო­გა­დად რომ ვიცი რა გან­წყო­ბაა ლი­ტე­რა­ტო­რებ­ში, მწერ­ლებ­ში, არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ახა­ლი ჟი­უ­რი შე­იკ­რი­ბე­ბა.

ახლა ზუს­ტად ისიც არ ვი­ცით, რამ­დე­ნი მწე­რა­ლია თა­ნახ­მა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. ყო­ველ­დღე მა­ტუ­ლობს იმ მწერ­ლე­ბის რი­ცხვი, ვი­საც კონ­კურ­სი­დან სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­აქვს. სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­ზე და­ი­წე­რა ღია წე­რი­ლი, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ის ავ­ტო­რე­ბი აწე­რენ ხელს, ვისი წიგ­ნიც კონ­კურ­სის გრძელ სი­ა­ში მოხ­ვდა. ლო­გი­კუ­რად მგო­ნია, რომ თუ სა­მი­ნის­ტრო არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს მათ თხოვ­ნას, შე­საძ­ლოა, ეს მწერ­ლე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ იმ ავ­ტო­რე­ბის სიას, ვინც წიგ­ნებს გა­ი­ტანს. რო­გორც ვხე­დავ, ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მი­ნის­ტრო არ აპი­რებს ამ ღია წე­რილ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას“, - გა­ნა­ცხა­და ლო­მო­ურ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კურ­სის ჩა­სა­ტა­რე­ბელ თან­ხას, 50 ათას ლარს, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ „მწე­რალ­თა სახ­ლს“ კონ­კურ­სის ჩა­სა­ტა­რებ­ლად გა­და­უ­რი­ცხა, ლო­მო­უ­რი ამ­ბობს, რომ თან­ხა გა­ხარ­ჯუ­ლი არ არის. ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, თუ კონ­კურ­სი არ ჩა­ტარ­დე­ბა, „მწე­რალ­თა სახ­ლი“ აღ­ნიშ­ნულ თან­ხას სა­მი­ნის­ტროს და­უბ­რუ­ნებს.

გარ­და ამი­სა, ნატა ლო­მო­უ­რი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ამ­ბობს, რომ მის­თვის ისიც გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან ჟი­უ­რი­ში სა­კუ­თა­რი წევ­რის ჩას­მა მა­შინ, რო­დე­საც ეს აქამ­დე არას­დროს ყო­ფი­ლა.

ლო­მო­უ­რის თქმით, ეს ყვე­ლას­თვის სი­ახ­ლე იყო და სა­მი­ნის­ტროს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნია.

„რითი არის ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო, არა­ნა­ი­რი ახ­სნა ამა­ზე არ მიგ­ვი­ღია. პირ­და­პირ დაგ­ვი­დეს წინ ეს ბრძა­ნე­ბა. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბიც არ ყო­ფი­ლა. დიდი ხა­ნია ვცდი­ლობ სა­მი­ნის­ტროს­გან პა­სუ­ხის მი­ღე­ბას, მაგ­რამ ვერ მი­ვი­ღე“, - გა­ნა­ცხა­და ლო­მო­ურ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­საც და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა არ არის სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ეს სრუ­ლად „მწე­რალ­თა სახ­ლის“ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

"კონ­კურსს "ლი­ტე­რა" სრუ­ლად აორ­გა­ნი­ზებს და ატა­რებს „მწე­რალ­თა სახ­ლი“. კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო კონ­კურ­სში არა­ნა­ი­რად არ ერე­ვა და ამ კონ­კურსთან მხო­ლოდ ის შე­ხე­ბა აქვს, რომ ხუთ­კა­ცი­ან სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ა­ში ერთი არის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლად ასა­ხე­ლებს "მწე­რალ­თა სახ­ლი". გარ­და ამი­სა, სა­მი­ნის­ტროს მიერ „მწე­რალ­თა სახ­ლის­თვის“ სრუ­ლად გა­და­რი­ცხუ­ლია 50 000 ლარი, რაც კონ­კურ­სის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი თან­ხაა და ამ თან­ხას „მწე­რალ­თა სახ­ლი“ ასე­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­კარ­გავს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას - აპი­რებს თუ არა სა­მი­ნის­ტრო „ლი­ტე­რას“ კონ­კურ­სი­დან“ თა­ვის და­ნიშ­ნუ­ლი წევ­რის გაწ­ვე­ვას? - უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­სუ­ხი არ აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
6

მოვიდა 37 წელი და ახალი ლავრენტი პავლოვიჩი 

გადასახადების გადამხდელი
2

აი დარდი! სად მცალია მხატვრული ლიტერატურის საკითხავად. იმდენს ვმუშაობ, რომ ოჯახი ვარჩინო და გადასახადებიც ვიხადო, რომ თქვენისთანა უსაქმურებს პრემიები ვუხადო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თუ სამინისტრო არ დათმობს, გამოდის, რომ ჩიხში ვართ" - "მწერალთა სახლის" დირექტორი არ გამორიცხავს, რომ პრემია "ლიტერა" აღარ ჩატარდეს

"თუ სამინისტრო არ დათმობს, გამოდის, რომ ჩიხში ვართ" - "მწერალთა სახლის" დირექტორი არ გამორიცხავს, რომ პრემია "ლიტერა" აღარ ჩატარდეს

"მწერალთა სახლის“ დირექტორი, ნატა ლომოური არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ აღარ ჩატარდეს, თუ კულტურის სამინისტრო დათმობებზე არ წავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლომოურმა განუცხადა, მისი არა ერთი მცდელობის მიუხედავად კულტურის სამინისტრო და პირადად მინისტრი კონტაქტზე ამ დრომდე არ გამოდის.

მისივე განცხადებით, "მწერალთა სახლი“ კიდევ ერთხელ ეცდება, რომ „ლიტერას“ კონკურსისთვის ახალი ჟიური შეარჩიოს, რაც ლომოურის თქმით, რთული პროცესი იქნება.

"ჯერჯერობით ისევ ველოდებით კულტურის სამინისტროსგან პასუხს როგორც ჩვენ, ასევე მწერლები, რომლებმაც ღია წერილით მიმართეს მინისტრს. არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. არ ვიცი, რამდენად არის დრო შეიქმნას ახალი ჟიური და ამაზე ვინ დათანხმდება. ცოტა ბუნდოვანია უახლოესი დღეები. ვერ გეტყვით, გაუქმდება თუ არა კონკურსი. დაშვებით ყველაფერი შეიძლება. თუ ჟიური არ შედგა და მწერლებმა წიგნები გაიტანეს, როგორ უნდა ჩატარდეს?! ჯერჯერობით კონკურსის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იმედი მაქვს, სამინისტროსთან კომუნიკაცია აღდგება და ისინი დათმობებზე წამოვლენ - გაიწვევენ მათ მიერ დანიშნულ წევრს. კონკურსის ჩაშლა არის ყველაზე რადიკალური ღონისძიება, რაც შეიძლება მოხდეს. ამას ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ და კონკურსი შევინარჩუნოთ. „ლიტერას“ ჩაშლა "მწერალთა სახლისთვის" ძალიან მტკივნეული იქნება. თუ სამინისტრო არ დათმობს, გამოდის, რომ ჩიხში ვართ. თან ძალიან მოკლე დროა დარჩენილი, 110 წიგნია შემოსული და მოცულობითი მასალაა წასაკითხი. დავიწყებთ ჩვენ ახალი ჟიურის შერჩევას, შევეცდებით ამას, მაგრამ ზოგადად რომ ვიცი რა განწყობაა ლიტერატორებში, მწერლებში, არ ვარ დარწმუნებული, რომ ახალი ჟიური შეიკრიბება.

ახლა ზუსტად ისიც არ ვიცით, რამდენი მწერალია თანახმა კონკურსში მონაწილეობაზე. ყოველდღე მატულობს იმ მწერლების რიცხვი, ვისაც კონკურსიდან საკუთარი ნამუშევარი გააქვს. სამინისტროს სახელზე დაიწერა ღია წერილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი, ის ავტორები აწერენ ხელს, ვისი წიგნიც კონკურსის გრძელ სიაში მოხვდა. ლოგიკურად მგონია, რომ თუ სამინისტრო არ დააკმაყოფილებს მათ თხოვნას, შესაძლოა, ეს მწერლებიც შეუერთდნენ იმ ავტორების სიას, ვინც წიგნებს გაიტანს. როგორც ვხედავ, ჯერჯერობით სამინისტრო არ აპირებს ამ ღია წერილზე პასუხის გაცემას“, - განაცხადა ლომოურმა.

რაც შეეხება კონკურსის ჩასატარებელ თანხას, 50 ათას ლარს, რომელიც კულტურის სამინისტრომ „მწერალთა სახლს“ კონკურსის ჩასატარებლად გადაურიცხა, ლომოური ამბობს, რომ თანხა გახარჯული არ არის. ამასთან, მისივე თქმით, თუ კონკურსი არ ჩატარდება, „მწერალთა სახლი“ აღნიშნულ თანხას სამინისტროს დაუბრუნებს.

გარდა ამისა, ნატა ლომოური "ინტერპრესნიუსთან" ამბობს, რომ მისთვის ისიც გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო სამინისტროს მხრიდან ჟიურიში საკუთარი წევრის ჩასმა მაშინ, როდესაც ეს აქამდე არასდროს ყოფილა.

ლომოურის თქმით, ეს ყველასთვის სიახლე იყო და სამინისტროს ამასთან დაკავშირებით სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„რითი არის ეს განპირობებული, რატომ გახდა საჭირო, არანაირი ახსნა ამაზე არ მიგვიღია. პირდაპირ დაგვიდეს წინ ეს ბრძანება. კონსულტაციებიც არ ყოფილა. დიდი ხანია ვცდილობ სამინისტროსგან პასუხის მიღებას, მაგრამ ვერ მივიღე“, - განაცხადა ლომოურმა.

"ინტერპრესნიუსი“ კულტურის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ კონკურსის ჩატარება არ არის სამინისტროს უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა და ეს სრულად „მწერალთა სახლის“ პასუხისმგებლობაა.

"კონკურსს ,,ლიტერა" სრულად აორგანიზებს და ატარებს „მწერალთა სახლი“. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კონკურსში არანაირად არ ერევა და ამ კონკურსთან მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი არის სამინისტროს წარმომადგენელი. სხვა წარმომადგენლებს დამოუკიდებლად ასახელებს "მწერალთა სახლი". გარდა ამისა, სამინისტროს მიერ „მწერალთა სახლისთვის“ სრულად გადარიცხულია 50 000 ლარი, რაც კონკურსის ჩასატარებელი თანხაა და ამ თანხას „მწერალთა სახლი“ ასევე დამოუკიდებლად განკარგავს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება კითხვას - აპირებს თუ არა სამინისტრო „ლიტერას“ კონკურსიდან“ თავის დანიშნული წევრის გაწვევას? - უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი არ აქვთ.