ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. როგორც კლინიკის პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ტექნიკური ჯგუფი ადგილზე იმყოფება და პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, დატბორვას კლინიკის მუშაობაში ხელი არ შეუშლია.
"უხვი ნალექის გამო, ქალაქის სანიაღვრე არხები გადაიტვირთა, რამაც გამოიწვია რესპუბლიკური საავადმყოფოს 0 სართულზე (ტექნიკურ სივრცეში) სანიაღვრე წყლის შედინება. საავადმყოფოს ტექნიკური ჯგუფი მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე. მომხდარის გამო საავადმყოფოს მუშაობას შეფერხება არ ჰქონია. ვაგრძელებთ სრული დატვირთვით მუშაობას", - აცხადებენ პრესსამსახურში.
რა თქმა უნდა მიშას ბრალ---(თუმცა მოიცა წლებით არ ემთხვევა,,,არაუშავ,ვინმეს მაინც დაბრალდება)
მიშას დროს გარემონტებულ და აშენებულ შენობებში სახურავიდან ჩამოდიოდა, აქ კი დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ისე, რომ თქვენს ირონიაში სიმართლის მარცვალია. აეროპორტის გადახდილი სახურავიც გვახსოვს, დატბორილი ქუთაისის საოპერო თეატრიც და გუბეებიც თვით პარლამენტის შენობაში.