მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა - რომელი ადგილები შევიდა სიაში
საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა - რომელი ადგილები შევიდა სიაში

სა­ქარ­თვე­ლოს 4 და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია UNESCO-ს მსოფ­ლიო ბუ­ნებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­ვი­და. ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბია - კოლ­ხე­თი­სა და მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კე­ბი, ასე­ვე კინ­ტრი­ში­სა და ქო­ბუ­ლე­თის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი.

ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ორ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

"მინ­და, ჩვე­ნი ქვეყ­ნის თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს მი­ვუ­ლო­ცო. სა­ქარ­თვე­ლოს 4 და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია - კოლ­ხე­თი­სა და მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კე­ბი და კინ­ტრი­ში­სა და ქო­ბუ­ლე­თის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, UNESCO-ს მსოფ­ლიო ბუ­ნებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­ვი­და.

ეს არ არის მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის, შავი ზღვის აუ­ზის­თვის, ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა; სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით რუ­კა­ზე, რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც უნი­კა­ლუ­რი ბუ­ნე­ბა აქვს, რაც არ არის მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს კუთ­ვნი­ლე­ბა, ეს არის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც UNESCO-მ და­ა­დას­ტუ­რა.

2019 წლი­დან და­ვი­წყეთ ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა. აქ, ჩვენს სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სი წვლი­ლი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და იუ­ნეს­კოს­თან, და სა­ბო­ლო­ოდ, დღეს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც:

"სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს ოთხ და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ას: მტი­რა­ლა­სა და კოლ­ხე­თის ეროვ­ნულ პარ­კებ­სა და კინ­ტრი­ში­სა და ქო­ბუ­ლე­თის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებს UNESCO-ს მსოფ­ლიო ბუ­ნებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნაა არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის­თვის, არა­მედ რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით.

UNESCO-ს მსოფ­ლიო ბუ­ნებ­რივ მემ­კვიდ­რე­ო­ბად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, წარ­მო­ად­გენს კავ­კა­სი­ის ეკო-რე­გი­ო­ნი­სა და შავი ზღვის აუ­ზის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ნა­წილს.და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის­თვის მსოფ­ლიო ბუ­ნებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლოს ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდას, ეკო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას, ვი­ზი­ტო­რე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას და მათი რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას.მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, მსოფ­ლიო ბუ­ნებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სი მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სულ რა­ღაც 213 უბანს, მათ შო­რის: ამა­ზო­ნის ტყეს, გრანდ კა­ნი­ო­ნის ეროვ­ნულ პარკს, იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ეროვ­ნულ პარკს, მთა ეტ­ნას, შვე­ი­ცა­რი­ის ალ­პებს", - წერს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

მთა­ვა­რი ფოტო: მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
0

შესანიშნავი ამბავი არის. გილოცავთ ყველას! 

ბექა
0
კარგა ხანია რაც ამ საინფორმაციო საიტს ვსტუმრობ, თუმცა ესედონ სასიამოვნო და ამაღელვებელი ინფორმაცია არასოდეს მიხილავს. ვულუცავ ყველა ბუნები ქომაგს ამ დიდებულ ფაქტს, ეს საწინდარი იყო საქართელოს უნიკალური ბუნებისათვის.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა - რომელი ადგილები შევიდა სიაში

საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა - რომელი ადგილები შევიდა სიაში

საქართველოს 4 დაცული ტერიტორია UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა. ეს ტერიტორიებია - კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები, ასევე კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები.

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

"მინდა, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მივულოცო. საქართველოს 4 დაცული ტერიტორია - კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის, შავი ზღვის აუზისთვის, ეს არის საერთაშორისო აღიარება; საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა, რომელსაც უნიკალური ბუნება აქვს, რაც არ არის მხოლოდ საქართველოს კუთვნილება, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი, რაც UNESCO-მ დაადასტურა.

2019 წლიდან დავიწყეთ ამ ნომინაციაზე მუშაობა. აქ, ჩვენს სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა სამინისტროსი წვლილი, რომელიც მუშაობდა იუნესკოსთან, და საბოლოოდ, დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში წერს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც:

"საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით.

UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობად დასახელებული ტერიტორიები, წარმოადგენს კავკასიის ეკო-რეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და მათი რაოდენობის ზრდას.მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული აქვს სულ რაღაც 213 უბანს, მათ შორის: ამაზონის ტყეს, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპებს", - წერს პრემიერ-მინისტრი.

მთავარი ფოტო: მტირალას ეროვნული პარკი