მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ვწუხვარ, რომ ღარიბაშვილის უკარგესმა შვილებმა იდარდეს... მაგრამ ბატონო ირაკლი, ეს ჩემი შვილი სად შემოგისკუპებიათ" - რას წერს ჟორჟოლიანი?
"ძალიან ვწუხვარ, რომ ღარიბაშვილის უკარგესმა შვილებმა იდარდეს... მაგრამ ბატონო ირაკლი, ეს ჩემი შვილი სად შემოგისკუპებიათ" - რას წერს ჟორჟოლიანი?

დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით დღეს პლა­კა­ტე­ბი გა­მოჩ­ნდა წარ­წე­რით - "არა ნა­ცებს, არა ბო­რო­ტე­ბას". ბა­ნე­რებ­ზე გა­მო­სა­ხულ­ნი არი­ან: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ნიკა გვა­რა­მია, ნო­დარ მე­ლა­ძე, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, გიგა მა­ქა­რაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი თა­ბა­გა­რი. პლა­კატ­ზე ასე­ვე გა­მო­სა­ხუ­ლია ცი­სარ­ტყე­ლა.

ერთ-ერთი პლა­კატ­ზე კი, რო­მელ­ზეც შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის წარ­წე­რაა: "მკვლე­ლი რუ­რუ­ას მცვე­ლე­ბი", სხვებ­თან ერ­თად გა­მო­სა­ხუ­ლია ჟურ­ნა­ლისტ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ა­ლი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე. სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და პრე­მი­ერს მი­მარ­თავს.

"და­ვი­წყებ ბო­დი­შით. ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის უკარ­გეს­მა შვი­ლებ­მა იდარ­დეს და ინერ­ვი­უ­ლეს. გან­სა­კუთ­რე­ბით ვი­დარ­დე ან­დრი­ა­ზე, რო­მე­ლიც პა­ტა­რაა.

არას­რულ­წლო­ვან ბავ­შვებს არ უნდა ეხე­ბო­დეს მშობ­ლის, ბა­ბუ­ის, ბი­ძის პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ტა­ლი­ე­ბი და ჩემ­გან, პერ­სო­ნა­ლუ­რი ბო­დი­ში მათ. მაგ­რამ ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, ეს რა პო­ლი­ტი­კუ­რი ენაა, ან რა სუ­რა­თე­ბია და შემ­თხვე­ვით ამ ადა­მი­ა­ნებ­საც ხომ არ ჰყავთ შვი­ლე­ბი, სის­ხლის ფერ­ში გახ­ვე­ულ მშობ­ლებს რომ და­ი­ნა­ხა­ვენ ყველ­გან, ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით. ან, ეს ჩემი შვი­ლი სად შე­მო­გის­კუ­პე­ბი­ათ. ასე ფიქ­რობთ არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, რო­მელ­საც სი­ცო­ცხლით სავ­სე ქა­ლა­ქი ჰქვია?

თუ, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ამომ­რჩევ­ლის­თვის სის­ხლს აა­ნონ­სებთ?! იმე­დია ეს ყვე­ლა­ფე­რი ქა­ლა­ქი­დან გაქ­რე­ბა. მგო­ნია, რომ თქვე­ნი­ვე მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ამას არ მო­გი­წო­ნებთ, სხვა­ნა­ი­რად გა­მო­დის სის­ხლით სავ­სე ქა­ლა­ქი. და იმე­დია, აღა­რა­ვის შვი­ლი აღარ და­ის­ტრე­სე­ბა მშობ­ლის გამო", - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
178

მაქარაშვილი მომენატრა, ნეტავ რამე ხომ არ უჭირს

21
5

შენი ქალიშვილიც მათზე ნაკლები არ არის. ძალიან გატლეკილია და თავხედი. თავხედობით გინდათ გაზის გაკაფვა პოლიტიკაში. ეს ყველაფერი არის ამაზრზენი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ძალიან ვწუხვარ, რომ ღარიბაშვილის უკარგესმა შვილებმა იდარდეს... მაგრამ ბატონო ირაკლი, ეს ჩემი შვილი სად შემოგისკუპებიათ" - რას წერს ჟორჟოლიანი?

"ძალიან ვწუხვარ, რომ ღარიბაშვილის უკარგესმა შვილებმა იდარდეს... მაგრამ ბატონო ირაკლი, ეს ჩემი შვილი სად შემოგისკუპებიათ" - რას წერს ჟორჟოლიანი?

დედაქალაქის მასშტაბით დღეს პლაკატები გამოჩნდა წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას". ბანერებზე გამოსახულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, დავით კეზერაშვილი, გიგა მაქარაშვილი და გიორგი თაბაგარი. პლაკატზე ასევე გამოსახულია ცისარტყელა.

ერთ-ერთი პლაკატზე კი, რომელზეც შემდეგი შინაარსის წარწერაა: "მკვლელი რურუას მცველები", სხვებთან ერთად გამოსახულია ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოალიანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე. სწორედ აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება ჟურნალისტი სოციალურ ქსელში და პრემიერს მიმართავს.

"დავიწყებ ბოდიშით. ძალიან, ძალიან ვწუხვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უკარგესმა შვილებმა იდარდეს და ინერვიულეს. განსაკუთრებით ვიდარდე ანდრიაზე, რომელიც პატარაა.

არასრულწლოვან ბავშვებს არ უნდა ეხებოდეს მშობლის, ბაბუის, ბიძის პოლიტიკური ბატალიები და ჩემგან, პერსონალური ბოდიში მათ. მაგრამ ბატონო ირაკლი, ეს რა პოლიტიკური ენაა, ან რა სურათებია და შემთხვევით ამ ადამიანებსაც ხომ არ ჰყავთ შვილები, სისხლის ფერში გახვეულ მშობლებს რომ დაინახავენ ყველგან, ქალაქის მასშტაბით. ან, ეს ჩემი შვილი სად შემოგისკუპებიათ. ასე ფიქრობთ არჩევნების ჩატარებას, რომელსაც სიცოცხლით სავსე ქალაქი ჰქვია?

თუ, ნაციონალების ამომრჩევლისთვის სისხლს აანონსებთ?! იმედია ეს ყველაფერი ქალაქიდან გაქრება. მგონია, რომ თქვენივე მერობის კანდიდატი ამას არ მოგიწონებთ, სხვანაირად გამოდის სისხლით სავსე ქალაქი. და იმედია, აღარავის შვილი აღარ დაისტრესება მშობლის გამო", - წერს ჟორჟოლიანი.