საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ კახა კალაძე გაერთო სხვა კონკურენტების შეურაცხყოფით, შეიძლება ელექტორატი მელიასკენ გადაიხაროს" - როგორ აფასებენ ექსპერტები მერობის კანდიდატების შანსებს?
"თუ კახა კალაძე გაერთო სხვა კონკურენტების შეურაცხყოფით, შეიძლება ელექტორატი მელიასკენ გადაიხაროს" - როგორ აფასებენ ექსპერტები მერობის კანდიდატების შანსებს?

მე­ო­რე ტუ­რის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლია, თუ კახა კა­ლა­ძე ძა­ლი­ან გა­ერ­თო სხვა კონ­კუ­რენ­ტე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით, შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნად გა­აბ­რა­ზოს სხვა პარ­ტი­ე­ბის ელექ­ტო­რა­ტი, რომ მე­ლი­ას­კენ გა­და­ი­ხა­რონ, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი, გია ხუ­ხაშ­ვი­ლი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ოპო­ზი­ცი­ის ერთი ნა­წი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ მე­რო­ბის კან­დი­და­ტი თბი­ლის­ში ნიკა მე­ლია იქ­ნე­ბა, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტი ელე­ნე ხოშ­ტა­რია, ხოლო ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ვიცე მე­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, აღ­ნიშ­ნუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი 2021 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში, ფი­ნალ­ში გავ­ლენ, თუმ­ცა ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს ფი­ნა­ლი.

"ამ არ­ჩევ­ნე­ბის ამო­ცა­ნა იმ­დე­ნად არ უკავ­შირ­დე­ბა მე­რის პო­ზი­ცი­ას, რამ­დე­ნა­დაც სა­ვა­რა­უ­დო რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას. რაც შე­ე­ხე­ბა მათ შან­სებს, ისი­ნი ფი­ნალ­ში არი­ან, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით ფი­ნალ­ში გავ­ლენ. ეს ფი­ნა­ლი რო­გორ დას­რულ­დე­ბა ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. თავს შე­ვი­კა­ვებ­დი პროგ­ნო­ზე­ბის­გან, დი­ნა­მი­კა­ში უნდა გან­ვი­ხი­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი, ბევ­რი ფაქ­ტო­რია შე­მო­სუ­ლი, იგი­ვე კო­ვიდ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, ჩვენ არ ვი­ცით, ოქ­ტომ­ბრის­თვის რა ვი­თა­რე­ბა გვექ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, ვხე­დავთ, რომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ლო­კა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაა. გა­სა­გე­ბია, რომ კა­ლა­ძე ერთი შე­ხედ­ვით ფა­ვო­რი­ტად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი დეგ­რა­დი­რებს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბია, ამან შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი როლი ითა­მა­შოს. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რას იზამს გი­ორ­გი გა­ხა­რია. თუ გა­ხა­რი­ამ, თა­ვი­სი ფა­ლა­ვა­ნი შე­მო­იყ­ვა­ნა ამ თა­მაშ­ში, ეს კო­ნი­ექ­ტუ­რას სე­რი­ო­ზუ­ლად შეც­ვლის. მე­ო­რე ტური გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა, მე­ო­რე ტურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პე­რი­პე­ტი­ე­ბიც უფრო ნაკ­ლე­ბად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გახ­დე­ბა.

ალ­ბათ, ბევ­რი კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა. „ლელო“ და „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ არ შე­უ­ერ­თდა ამ ოპო­ზი­ცი­ურ ერ­თო­ბას. ისი­ნიც ალ­ბათ, წა­რად­გე­ნენ კან­დი­და­ტებს. ეს იმუ­შა­ვებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ისი­ნი ძი­რი­თა­დად მა­ინც კა­ლა­ძეს წა­არ­თმე­ვენ ხმებს, შე­სა­ბა­მი­სად, მე­ო­რე ტუ­რის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლია, მხა­რე­ე­ბის მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლია პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ, თა­მა­შ­გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბის ელექ­ტო­რა­ტის მო­ზიდ­ვას რო­მე­ლი მხა­რე შეძ­ლებს. კამ­პა­ნი­აც რო­გორც ერთი, ისე მე­ო­რე მხრი­დან უნდა იყოს უფრო მე­ო­რე ტურ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე პირ­ველ­ზე.

თუ კახა კა­ლა­ძე ძა­ლი­ან გა­ერ­თო სხვა კონ­კუ­რენ­ტე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფით, ვხე­დავთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უჭირს თა­ვი­სი კონ­კუ­რენ­ტე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა და სი­ძულ­ვი­ლის ენით ელა­პა­რა­კე­ბა, შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნად გა­აბ­რა­ზოს სხვა პარ­ტი­ე­ბის ელექ­ტო­რა­ტი, რომ მე­ლი­ას­კენ გა­და­ი­ხა­რონ, ან პი­რი­ქით მოხ­დეს. ბევ­რი ფაქ­ტო­რია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი.

ალ­ბათ, გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს კახა კა­ლა­ძეს, რაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურსს, გარ­კვე­ულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს და მატ­რი­ცას, „ან­ტი­მი­შას“ გუ­ლის­ხმობს“, - აღ­ნიშ­ნავს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ნიკა მე­ლი­ას და „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ მხარ­და­ჭე­რა, მე­ლი­ას პი­რა­დი რე­ი­ტინ­გის მი­უ­ხე­და­ვად, არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი, რომ მათ კა­ლა­ძის­თვის მო­გე­ბა შეძ­ლონ.

რო­გორც ძა­ბი­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, არ­ჩევ­ნებ­ზე ოპო­ზი­ცის მხრი­დან ნიკა მე­ლი­ას კან­დი­და­ტო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მხო­ლოდ „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ შო­რის იქ­ნე­ბა, რა შემ­თხვე­ვა­შიც ამომ­რჩე­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მმარ­თვე­ლი გუნ­დის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­ღებს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, ვინც კი დღე­ვან­დელ ოპო­ზი­ცი­ა­შია. ასე­თია მე­ლი­აც და ხოშ­ტა­რი­აც. ჯა­ფა­რი­ძის რე­ი­ტინ­გი ნამ­დვი­ლად არ ვიცი.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ კან­დი­და­ტე­ბის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, ჩემი აზ­რით, ზო­გა­დად ოპო­ზი­ცი­ას არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­სა და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს შო­რის და ამის მი­ხედ­ვით ემოქ­მე­დათ. კონ­კუ­რენ­ტე­ბი, რა თქმა უნდა, არი­ან, მაგ­რამ არ მგო­ნია, რომ მათ შეძ­ლონ კა­ლა­ძის და­მარ­ცხე­ბა.

მე­ლი­ას და „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ მხარ­და­ჭე­რა, მე­ლი­ას პი­რა­დი რე­ი­ტინ­გის მი­უ­ხე­და­ვად, არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ მათ შეძ­ლონ კა­ლა­ძის­თვის მო­გე­ბა. ალ­ბათ, იქ­ნე­ბა მე­ო­რე ტური. მაგ­რამ ის, რომ ეს გუნ­დი შეძ­ლებს კა­ლა­ძის და­მარ­ცხე­ბას, მე­ეჭ­ვე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ამას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­მო­ი­ყე­ნებს ისევ და ისევ იმ თე­ზი­სის გა­სა­თა­მა­შებ­ლად, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი“ მო­დი­ან, როცა და­პი­რის­პი­რე­ბა რჩე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლებ­სა“ და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ შო­რის, ამომ­რჩე­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ძი­რი­თა­დად ღე­ბუ­ლობს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­სარ­გებ­ლოდ.

ბო­ლოს ეს იყო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს - მთლი­ან­მა ოპო­ზი­ცი­ა­მაც კი ვერ შეძ­ლო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კან­დი­და­ტის და­მარ­ცხე­ბა. თუმ­ცა ობი­ექ­ტუ­რად, მა­შინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი, შე­საძ­ლოა, უფრო ძლი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო, ვიდ­რე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“,- გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

კი­თხვა­ზე, ოპო­ზი­ცი­ის­თვის ხომ არ აჯო­ბებ­და, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ ნაკ­ლე­ბად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ერ­თო კან­დი­და­ტი წა­რედ­გი­ნა, ძა­ბი­რა­ძე ამ­ბობს, რომ „ეს ვა­რი­ან­ტი ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და“.

"ლე­ლომ“ გარ­კვე­ულ­წი­ლად სცა­და კი­დეც სა­ერ­თო, აპო­ლი­ტი­კურ კან­დი­დატ­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ასე­თი კა­ნი­და­ტის მო­ძებ­ნა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ამას­თან, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ სუ­ლაც არ უნდა სა­და­ა­ვე­ე­ბი გა­უშ­ვას ხე­ლი­დან. არის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­აც - ნიკა მე­ლია თუ სჭირ­დე­ბათ იმის­თვის, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­გოს, მა­შინ ის მარ­ცხდე­ბა, მაგ­რამ თუ ნიკა მე­ლი­ას გა­ნი­ხი­ლა­ვენ, არა რო­გორც მხო­ლოდ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლეს, არა­მედ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღის ამ­გო­რე­ბელს, მა­შინ კი, ნიკა მე­ლია უნდა ყო­ფი­ლი­ყო. იმა­შია საქ­მე, თუ რა გან­ზრახ­ვა აქვს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და რო­გორ ხე­დავს თა­ვის პერ­სპექ­ტი­ვას. გუ­შინ სა­ო­ცა­რი გა­მოს­ვლა ჰქონ­და ნიკა მე­ლი­ას - მე ჯერ არ მი­ნა­ხავს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობ­დეს - საკ­რე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა ჩემი უფ­რო­სი და შე­მა­მოწ­მებს. ვინ­მე უფ­როსს და მა­კონ­ტრო­ლე­ბელს ეძებ­დეს, ასე­თი რამ არ გა­მი­გია. ასე­თი აბ­სურ­დუ­ლი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა.

ვფიქ­რობ ოპო­ზი­ცი­ამ მთლი­ა­ნო­ბა­ში არას­წო­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, რად­გან მგო­ნია, რომ ოპო­ზი­ცი­ას უნდა ემუ­შა­ვა არა იმა­ზე, ვინ იქ­ნე­ბო­და მერი ან საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, არა­მედ იმა­ზე, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ 43% არ აეღო. ერ­თდრო­უ­ლად თან ქა­ლა­ქის­თვის იბ­რძო­ლოს და თან 43%-ზე იმუ­შა­ვოს, ოპო­ზი­ცი­ას რე­სურ­სი ნამ­დვი­ლად არ გა­აჩ­ნია. თუ ისი­ნი უარს იტყოდ­ნენ მე­რო­ბის კან­დი­და­ტებ­ზე, მა­შინ ოპო­ზი­ცია იქ­ნე­ბო­და ერ­თი­ა­ნი და ექ­ნე­ბო­დათ სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი მთელ ოპო­ზი­ცი­ა­ში. მგო­ნია, რომ თუ რა­ღაც ექ­სტრა­ორ­დი­ნა­ლუ­რი არ მოხ­და, პირ­ველ ტურ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დეს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ კა­ლა­ძე გა­ი­მარ­ჯვებს“,- გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში ოპო­ზი­ცი­ის ერთი ნა­წი­ლის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ნიკა მე­ლია, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტი ელე­ნე ხოშ­ტა­რია იქ­ნე­ბა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე კი ვიცე-მე­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
126

კახა კალაძე არის უალტერნატივო მერობის კანდიდატი.როგორ შეიძლება მელიას,ხოშტარიას და ჯაფარიძის არჩევა დასახელებულ თანამდებობებზე?ეს იქნება კატასტროფა თბილისი და თბილისელებისთვის.თუ გვინდა,რომ თბილისი იყოს საოცნებო ქალაქი,უნდა ავირჩიოთ კალაძე. კი

dima
77

კახის მიერ შეურაცხყოფილი ერთი ადამიანი მაინც დამისახელეთ, ,,ექსპერტებო,,!(((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თუ კახა კალაძე გაერთო სხვა კონკურენტების შეურაცხყოფით, შეიძლება ელექტორატი მელიასკენ გადაიხაროს" - როგორ აფასებენ ექსპერტები მერობის კანდიდატების შანსებს?

"თუ კახა კალაძე გაერთო სხვა კონკურენტების შეურაცხყოფით, შეიძლება ელექტორატი მელიასკენ გადაიხაროს" - როგორ აფასებენ ექსპერტები მერობის კანდიდატების შანსებს?

მეორე ტურის ალბათობა მაღალია, თუ კახა კალაძე ძალიან გაერთო სხვა კონკურენტების შეურაცხყოფით, შეიძლება იმდენად გააბრაზოს სხვა პარტიების ელექტორატი, რომ მელიასკენ გადაიხარონ, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური ექსპერტი, გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ოპოზიციის ერთი ნაწილის გადაწყვეტილებას, რომ მერობის კანდიდატი თბილისში ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, ხოლო ზურაბ ჯაფარიძე ვიცე მერად განიხილება.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, აღნიშნული კანდიდატები 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, ფინალში გავლენ, თუმცა ძნელი სათქმელია, როგორი იქნება ეს ფინალი.

"ამ არჩევნების ამოცანა იმდენად არ უკავშირდება მერის პოზიციას, რამდენადაც სავარაუდო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. რაც შეეხება მათ შანსებს, ისინი ფინალში არიან, მაღალი ალბათობით ფინალში გავლენ. ეს ფინალი როგორ დასრულდება ძნელი სათქმელია. თავს შევიკავებდი პროგნოზებისგან, დინამიკაში უნდა განვიხილოთ ყველაფერი, ბევრი ფაქტორია შემოსული, იგივე კოვიდთან დაკავშირებული ვითარების ზემოქმედება ამ ყველაფერზე, ჩვენ არ ვიცით, ოქტომბრისთვის რა ვითარება გვექნება. გარდა ამისა, ვხედავთ, რომ ძალიან სერიოზული ლოკალური დაპირისპირებაა. გასაგებია, რომ კალაძე ერთი შეხედვით ფავორიტად გამოიყურება. იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების პოზიციები დეგრადირებს ყველა მიმართულებით, სერიოზული სახელმწიფოებრივი პრობლემებია, ამან შეიძლება თავისი როლი ითამაშოს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რას იზამს გიორგი გახარია. თუ გახარიამ, თავისი ფალავანი შემოიყვანა ამ თამაშში, ეს კონიექტურას სერიოზულად შეცვლის. მეორე ტური გარდაუვალი იქნება, მეორე ტურთან დაკავშირებული პერიპეტიებიც უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი გახდება.

ალბათ, ბევრი კანდიდატი იქნება. „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ შეუერთდა ამ ოპოზიციურ ერთობას. ისინიც ალბათ, წარადგენენ კანდიდატებს. ეს იმუშავებს ხელისუფლების წინააღმდეგ. ისინი ძირითადად მაინც კალაძეს წაართმევენ ხმებს, შესაბამისად, მეორე ტურის ალბათობა მაღალია, მხარეების მთავარი საფიქრალია პირველი ტურის შემდეგ, თამაშგარეთ დარჩენილი კანდიდატების ელექტორატის მოზიდვას რომელი მხარე შეძლებს. კამპანიაც როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან უნდა იყოს უფრო მეორე ტურზე ორიენტირებული, ვიდრე პირველზე.

თუ კახა კალაძე ძალიან გაერთო სხვა კონკურენტების ნეგატიური შეურაცხყოფით, ვხედავთ, რომ ხელისუფლებას არ უჭირს თავისი კონკურენტების შეურაცხყოფა და სიძულვილის ენით ელაპარაკება, შეიძლება იმდენად გააბრაზოს სხვა პარტიების ელექტორატი, რომ მელიასკენ გადაიხარონ, ან პირიქით მოხდეს. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

ალბათ, გარკვეული უპირატესობა აქვს კახა კალაძეს, რაც ადმინისტრაციულ რესურსს, გარკვეულ ტექნოლოგიებს და მატრიცას, „ანტიმიშას“ გულისხმობს“, - აღნიშნავს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას და „ნაციონალების“ მხარდაჭერა, მელიას პირადი რეიტინგის მიუხედავად, არ იქნება საკმარისი, რომ მათ კალაძისთვის მოგება შეძლონ.

როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, არჩევნებზე ოპოზიცის მხრიდან ნიკა მელიას კანდიდატობის შემთხვევაში დაპირისპირება მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და "ნაციონალურ მოძრაობას“ შორის იქნება, რა შემთხვევაშიც ამომრჩეველი გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის სასარგებლოდ მიიღებს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ“, შეიძლება ითქვას, ყველაზე რეიტინგული კანდიდატები დაასახელა, ვინც კი დღევანდელ ოპოზიციაშია. ასეთია მელიაც და ხოშტარიაც. ჯაფარიძის რეიტინგი ნამდვილად არ ვიცი.

რაც შეეხება ამ კანდიდატების კონკურენტუნარიანობას, ჩემი აზრით, ზოგადად ოპოზიციას არჩევანი უნდა გაეკეთებინა ადგილობრივ არჩევნებსა და რიგგარეშე არჩევნებს შორის და ამის მიხედვით ემოქმედათ. კონკურენტები, რა თქმა უნდა, არიან, მაგრამ არ მგონია, რომ მათ შეძლონ კალაძის დამარცხება.

მელიას და „ნაციონალების“ მხარდაჭერა, მელიას პირადი რეიტინგის მიუხედავად, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მათ შეძლონ კალაძისთვის მოგება. ალბათ, იქნება მეორე ტური. მაგრამ ის, რომ ეს გუნდი შეძლებს კალაძის დამარცხებას, მეეჭვება. ყოველ შემთხვევაში ამას „ქართული ოცნება“ გამოიყენებს ისევ და ისევ იმ თეზისის გასათამაშებლად, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალები“ მოდიან, როცა დაპირისპირება რჩება „ნაციონალებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, ამომრჩეველი გადაწყვეტილებას ძირითადად ღებულობს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

ბოლოს ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს - მთლიანმა ოპოზიციამაც კი ვერ შეძლო „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხება. თუმცა ობიექტურად, მაშინდელი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, შესაძლოა, უფრო ძლიერი ყოფილიყო, ვიდრე „ქართული ოცნების“,- განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, ოპოზიციისთვის ხომ არ აჯობებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნაკლებად დაკავშირებული საერთო კანდიდატი წარედგინა, ძაბირაძე ამბობს, რომ „ეს ვარიანტი ყველაზე უკეთესი იქნებოდა“.

"ლელომ“ გარკვეულწილად სცადა კიდეც საერთო, აპოლიტიკურ კანდიდატზე საუბარი, მაგრამ ასეთი კანიდატის მოძებნა საკმაოდ რთულია. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობას“ სულაც არ უნდა სადაავეები გაუშვას ხელიდან. არის კიდევ რამდენიმე ვერსიაც - ნიკა მელია თუ სჭირდებათ იმისთვის, რომ არჩევნები მოიგოს, მაშინ ის მარცხდება, მაგრამ თუ ნიკა მელიას განიხილავენ, არა როგორც მხოლოდ არჩევნებში მონაწილეს, არამედ არჩევნების შემდგომ პერიოდში მოსალოდნელი საპროტესტო ტალღის ამგორებელს, მაშინ კი, ნიკა მელია უნდა ყოფილიყო. იმაშია საქმე, თუ რა განზრახვა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და როგორ ხედავს თავის პერსპექტივას. გუშინ საოცარი გამოსვლა ჰქონდა ნიკა მელიას - მე ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელიც ამბობდეს - საკრებულო იქნება ჩემი უფროსი და შემამოწმებს. ვინმე უფროსს და მაკონტროლებელს ეძებდეს, ასეთი რამ არ გამიგია. ასეთი აბსურდული რაღაცები ხდება.

ვფიქრობ ოპოზიციამ მთლიანობაში არასწორი ნაბიჯი გადადგა, რადგან მგონია, რომ ოპოზიციას უნდა ემუშავა არა იმაზე, ვინ იქნებოდა მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე, არამედ იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ 43% არ აეღო. ერთდროულად თან ქალაქისთვის იბრძოლოს და თან 43%-ზე იმუშავოს, ოპოზიციას რესურსი ნამდვილად არ გააჩნია. თუ ისინი უარს იტყოდნენ მერობის კანდიდატებზე, მაშინ ოპოზიცია იქნებოდა ერთიანი და ექნებოდათ საერთო ინტერესი მთელ ოპოზიციაში. მგონია, რომ თუ რაღაც ექსტრაორდინალური არ მოხდა, პირველ ტურში შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ კალაძე გაიმარჯვებს“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ზურაბ ჯაფარიძე კი ვიცე-მერად განიხილება.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციის და მედიის წინააღმდეგ მიმართული პლაკატები "ქართული ოცნების“ რაიონულ ოფისებში იყო განაწილებული და იქიდან არიგებდნენ

"მოსახლეობას, რომელსაც ფინანსური რესურსები დღეს არ ჰყოფნიდა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად, ამ პროგრამით მნიშვნელოვან შეღავათს მივცემთ", - ლევან დავითაშვილი

"არველაძეს ძალიან გაუჭირდება ბრძოლა კალაძესთანაც და მელიასთანაც" - ექსპერტი