ავტორი:

UFC -ის მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა საქართველოში მასტერკლასი ჩაატარეს

UFC -ის მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა საქართველოში მასტერკლასი ჩაატარეს

2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი ნახევრად მსუბუქ წონაში და მსოფლიოს ქამრის მფლობელი ალჟამაინ ანტონიო სტერლინგი და მსოფლიოში UFC-ის ცნობილი მებრძოლი ალექსანდრე ჯეი იაკვინტა ქართველი მებრძოლის, მსოფლიო ათეულში შესული, მერაბ დვალიშვილის მოწვევით საქართველოში იმყოფებიან. მათ თბილისში UFC - ის ქართული კლუბის "Warriors Tbilisi-ს’’ ბაზაზე საჩვენებელი მასტერკლასი ჩაატარეს.

ალჟამაინ ანტონიო სტერლინგი: ,,მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ის UFC -ის მსოფლიო ოქტაგონზე ძლიერი და ბევრი კარგი მებრძოლით არის წარმოდგენილი და ამ მიმართულებით ქვეყანას კარგი პერსპექტივები აქვს. თავად საქართველო ხომ საოცარი ქვეყანაა, უგემრიელესი საჭმელებით და კარგი ღვინით, მოსიყვარულე ადამიანებით’’.

მერაბ დვალიშვილი: ,,საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოსვლა ძალიან დიდი სტიმულია UFC-ის ქართველი მებრძოლებისთვის, მათი მხრიდან დაინტერესება კი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ საკმაოდ ძლიერად ვართ წარმოდგენილი UFC-ის მსოფლიო ოქტაგონზე.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’, როგორც ქართული სპორტის აქტიური ქომაგი, აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერია. UFC -ის მსოფლიო ვარსკვლავებთან მასტერკლასში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მებრძოლმა არჩილ გოგოლაშვილმაც, რომელიც მრავალი ბრძოლის გამარჯვებული და პერსპექტიული მებრძოლია. არჩილ გოგოლაშვილს დასახული მიზნების მიღწევაში ,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ეხმარება.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ მომავალშიც გააგრძელებს ქართული სპორტის და UFC-ის დამწყები და პერსპექტიული მებრძოლების მხარდაჭერას.

NS

"ფაიზერის" 250 000 დოზა იქნება გამოტანილი სლოტად - გავხსნით 20-დღიანი ჯავშნების შესაძლებლობას - ტიკარაძის თქმით, საიტი გამართულად მუშაობს და შეფერხებას არ ელიან

"გთხოვთ, "ფაიზერის" მეორე დოზაზე რეგისტრაცია განახორციელოთ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად" - ჯანდაცვის მინისტრის მიმართვა

საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი