მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღემდე შვილებისთვის ქართული სახელების დარქმევა გვეკრძალება" - ქართულ სექტორზე სწავლა შეიძლება საინგილოს კიდევ ერთ სკოლაში გაუქმდეს
"დღემდე შვილებისთვის ქართული სახელების დარქმევა გვეკრძალება" -  ქართულ სექტორზე სწავლა შეიძლება საინგილოს კიდევ ერთ სკოლაში გაუქმდეს

სა­ინ­გი­ლო­ში (ის­ტო­რი­უ­ლი ჰე­რე­თი), ზა­ქა­თა­ლის რა­ი­ო­ნის დაბა ალი­ა­ბა­დის (ელი­სე­ნი) სკო­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ერ­თში შე­მორ­ჩე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რი გა­უქ­მე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე დგას. წლე­ვან­დე­ლი სექ­ტემ­ბრის­თვის ქარ­თულ მო­სამ­ზა­დე­ბელ კლას­ში არ­ცერ­თი ბავ­შვი არ ჰყავთ.

  • ცნო­ბის­თვის, დღეს სა­ინ­გი­ლოს შე­რე­ულ სკო­ლებ­ში ოთხგან არის ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რი (კა­ხის რა­ი­ონ­ში - კა­ხინ­გი­ლო, ზა­ქა­თა­ლის რა­ი­ონ­ში - ალი­ა­ბა­დი და მო­სუ­ლი, ბე­ლაქ­ნის რა­ი­ონ­ში - ითი­თა­ლა) და 6 ქარ­თუ­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლაა, კა­ხის რა­ი­ო­ნის მთლი­ა­ნად ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბით და­სახ­ლე­ბულ სოფ­ლებ­ში. სულ რო­გორც სკო­ლებ­ში, ისე ქარ­თულ სექ­ტორ­ზე 2500-მდე მოს­წავ­ლე ირი­ცხე­ბა. რე­გი­ო­ნის დაც­ლი­სა მიმ­დი­ნა­რე ასი­მი­ლა­ცი­ის პრო­ცე­სის გამო, სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა.

ინ­გი­ლო ქარ­თვე­ლე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით, ზა­ქა­თა­ლა-ბე­ლაქ­ნის გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­წი­ლის) ასი­მი­ლა­ცი­ის პრო­ცე­სი ბოლო 30 წე­ლია აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუ­ფალ­თა პერ­მა­ნენ­ტუ­ლი უყუ­რა­დღე­ბო­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რიგ შემ­თხვე­ვა­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბით, მალე შე­იძ­ლე­ბა ისე მოხ­დეს, რომ ამ კუ­თხე­ში ქარ­თუ­ლად სა­უბ­რი აღარ ის­მო­დეს.

ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რი დაბა ალი­ა­ბა­დის ოთხ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, თუმ­ცა ახლა მხო­ლოდ ერ­თშია და ისიც გა­უქ­მე­ბის პი­რა­საა. არა­და, დე­და­ე­ნა­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას ხომ გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ეროვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბის, ცნო­ბი­ე­რე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

თა­ვის დრო­ზე, სა­ინ­გი­ლოს იმ სოფ­ლებ­ში, სა­დაც ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი და­ი­ხუ­რა ან ვერ გა­იხ­სნა, დღეს მხო­ლოდ მო­ხუ­ცე­ბი თუ ლა­პა­რა­კო­ბენ ქარ­თუ­ლად.

ambebi.ge ად­გი­ლობ­რივ სკო­ლის პე­და­გოგს და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც მი­სი­ვე თხოვ­ნით არ ვა­სა­ხე­ლებთ:

ნუგ­ზარ ვ:

- ბოლო წლებ­ში მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, რომ ქარ­თუ­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კლა­სის­თვის ბავ­შვე­ბი არ გვყავს. მშობ­ლე­ბიც ისე­თე­ბი იყ­ვნენ, მათ­თან მის­ვლა-თხოვ­ნას აზრი არც ჰქონ­და. გვე­უბ­ნე­ბი­ან, - სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი ჩა­კე­ტი­ლია, თბი­ლის­ში ად­რინ­დე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ღა­ვა­თე­ბი აღარ გვაქვს, მერე აღე­ბულ დიპ­ლომ­საც ბა­ქო­ში არ გვიმ­ტკი­ცე­ბენ, მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე ვრჩე­ბით, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ქარ­თულ სექ­ტორ­ზე ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი არ გაქ­ვთო...

- ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი მარ­თლა არ გაქვთ?

- დიახ, არ გვაქვს და წლე­ბია ამას საშ­ვე­ლი არ და­ად­გა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე - 10- მე - 11 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი ერთ და იმა­ვე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით სწავ­ლო­ბენ. თბი­ლის­ში შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებ­ში ჩვე­ნი არა­ერ­თი თხოვ­ნა-მუ­და­რა უშე­დე­გოდ რჩე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს ვერ გად­მო­აქვს, ვერ გვა­მა­რა­გებს, ხოლო ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ზღვარ­ზე გა­და­ტა­ნის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. ვინ­მემ თუ ეს პარ­ტი­ზა­ნუ­ლად გა­ბე­და, მე­ბა­ჟე­ე­ბი არ­თმე­ვენ და წიგ­ნებს იქვე სა­ზღვარ­ზე გა­მო­ყო­ფილ სივ­რცე­ში აპა­ტიმ­რე­ბენ.

აქამ­დე ზა­ფხუ­ლო­ბით ბავ­შვე­ბი მა­ინც მიჰ­ყავ­დათ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ნა­კებ­ში, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გამო ესეც შე­წყვე­ტი­ლია. ხოლო სკო­ლა, რო­გორც გი­თხა­რით, წლე­ბია სრულ უპატ­რო­ნო­ბა­შია. წიგ­ნე­ბის გარ­და, ქარ­თუ­ლის პე­და­გო­გებს აღარ ახ­სოვთ ტრე­ნინ­გე­ბი რო­დის გა­ი­ა­რეს, ამ მხრივ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­მორ­ჩე­ნაა. უწყვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე მოს­წავ­ლეს რა უნდა გა­დას­ცე? აქ სკო­ლა ინარ­ჩუ­ნებ­და დღემ­დე ქარ­თულ სულს (კულ­ტუ­რის კე­რე­ბი აქ ისე­დაც ამო­ძირ­კვუ­ლია), ისიც სულს ღა­ფავს და მშვე­ლე­ლი არა­ვი­ნაა.

- შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სა­ვალს რაში ხე­დავთ?

- სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დრო­უ­ლად ყუ­რა­დღე­ბა უნდა მოგ­ვაქ­ცი­ოს, თო­რემ კა­ტას­ტრო­ფა გარ­და­უ­ვა­ლია. დაბა ალი­ა­ბად­ში ქარ­თუ­ლი სკო­ლის გა­დარ­ჩე­ნა-შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან აქ თუ გა­უქ­მდა, ხვალ და ზეგ სოფ­ლე­ბის - მო­სუ­ლის და ითი­თა­ლის (ბე­ლაქ­ნის რა­ი­ო­ნი) ჯე­რიც დად­გე­ბა. ჩვენ გა­რე­შე მა­თაც ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სექ­ტო­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ასე, ნელ-ნელა ვიქ­ნე­ბით მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბი­ვით (ენ­გი­ა­ნი, ძა­გე­მი, თას­მა­ლო, შო­თა­ვა­რი და ა.შ.), სა­დაც დღეს მხო­ლოდ მო­ხუ­ცებს ახ­სოვთ, რომ ოდეს­ღაც ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ.

ნუთუ ის მა­ინც არა­ვის ეს­მის, რომ სა­ინ­გი­ლო­ში ის­ტო­რი­უ­ლი ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა - გაძ­ლი­ე­რე­ბას უპირ­ვე­ლე­სად ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის ენი­ჭე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა? თან იმ ფონ­ზე, როცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­მო ქარ­თუ­ლის დი­ას­პო­რას არ­ცერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ყუ­რა­დღე­ბას არ აკ­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­სა­ვალს, თბი­ლის­ში სა­ინ­გი­ლოს ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თუ სა­მე­დი­ცი­ნო შე­ღა­ვა­თე­ბი უნდა აღ­დგეს, ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი რომ იყო დაშ­ვე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ას­თან სა­ინ­გი­ლოს სა­შე­ფო კო­მი­სია ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, რო­მელ­საც ბო­ლოს ნო­დარ ამაღ­ლო­ბე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მე­ებს აკე­თებ­და. ასე­თი ქმე­დი­თი კო­მი­სია ახ­ლაც სას­წრა­ფოდ აღ­სად­გე­ნია გარ­კვე­უ­ლი ფორ­მით, რად­გან სა­გა­რეო სა­მი­ნის­ტროს დი­ას­პო­რის დე­პარ­ტა­მენ­ტი, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, თა­ვის ფუნ­ქცი­ას სა­თა­ნა­დოდ ვერ ას­რუ­ლებს. უნდა შე­იქ­მნას დე­ტა­ლუ­რი პროგ­რა­მა კუ­თხეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში და სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით შეს­რულ­დეს, რათა შევ­ძლოთ მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა.

სა­ინ­გი­ლო­ში ქარ­თულ სკო­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეთ. წიგ­ნე­ბის, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის პრობ­ლე­მა საჩ­ქა­როდ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია, ბავ­შვს ქარ­თულ სექ­ტორ­ზე სას­წავ­ლად წიგ­ნი თუ არ ექ­ნე­ბა, რო­გორ მოვა? ად­გე­ბა და მივა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ან თუნ­დაც რუ­სულ სკო­ლა­ში; ისე­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თვე­ლე­ბის 80% რუ­სეთ­შია წა­სუ­ლი, ძი­რი­თა­დად ფი­ზი­კურ სა­მუ­შა­ო­ზე. სურ­ვი­ლი გვაქვს აღ­ვად­გი­ნოთ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის, სიმ­ღე­რის წრე­ე­ბი, რა­ზეც ასე­ვე ელე­მენ­ტა­რუ­ლი თა­ნად­გო­მა დაგ­ვჭირ­დე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ ად­გილ­ზე პე­და­გო­გებს და სი­ტყვა-სი­ტყვით ავუხ­სნით, რა და რო­გორ უნდა გა­კეთ­დეს დრო­უ­ლად.

იმა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ, რომ დღემ­დე შვი­ლე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბის დარ­ქმე­ვა გვეკ­რძა­ლე­ბა და თი­თო­ე­ულს ნამ­დვი­ლი ომი უწევს (სა­ელ­ჩოს ჩა­რე­ვა და ა.შ.) შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად. ამ დროს, აღარ გვახ­სოვს რო­დის იყო ბო­ლოს ჩა­მო­სუ­ლი ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია ზა­ქა­თა­ლა-ბე­ლაქ­ნის სოფ­ლებ­ში. მაქ­სი­მუმ კახ­ში მი­დი­ან ჩვენს და-ძმებ­თან, კარ­გია, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი­სა და დი­ას­პო­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას გეგ­მავს (შე­საძ­ლოა, ახა­ლი კა­ნო­ნიც მი­ი­ღონ), რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ახალ რე­ა­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა. აქვე გა­ნი­ხი­ლე­ბა ახა­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი დი­ას­პო­რას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბი­ან შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბი, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ სა­ინ­გი­ლო­ში ქარ­თულ სას­კო­ლო სექ­ტორ­ზე ბავ­შვე­ბი არ ჰყავთ, ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის ბოლო ფო­რუმ­ზე ღიად ით­ქვა, რომ ეს ად­გილ­ზე ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის ნაკ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბის შე­დე­გი­ცაა, რა­ზეც ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვიზ­რუ­ნოთ.

"აქ­ტი­უ­რო­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა, მყა­რად უნდა იდ­გნენ. როცა ითხო­ვენ, წიგ­ნე­ბიც ჩაგ­ვაქვს, რად­გან ასე­თი შე­თან­ხმე­ბა არ­სე­ბობს აზერ­ბა­ი­ჯან­თან. ასე, მა­გა­ლი­თად, 2014 წელ­ში ჩა­ვი­ტა­ნეთ. ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ე­ბიც შე­დი­ან, თუკი მო­თხოვ­ნაა. სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი გა­აქ­ტი­ურ­დეს, მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­თან­ხმდნენ და ერ­თად დაგ­ვე­ლა­პა­რა­კონ. სა­ერ­თო საქ­მე წყნა­რად უნდა გა­კეთ­დეს, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის გა­რე­შე. მარ­ტო მიშ­ვე­ლეს ძა­ხი­ლით საქ­მე არ გა­მო­ვა, სა­ელ­ჩო­საც უნდა მი­მარ­თონ. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე ამ­ბობს, რომ ჩემ­თვის არ მო­უ­მარ­თავთ, და რა იცით, რომ პრობ­ლე­მე­ბი აქ­ვთო. ამი­ტომ არ უნდა შე­ე­შინ­დეთ. აგერ რო­გორ ვუვ­ლით ჩვენს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს, სა­ინ­გი­ლო­შიც მო­ი­თხო­ვონ კუთ­ვნი­ლი უფ­ლე­ბე­ბი. ამის შემ­დეგ კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად გა­და­წყდე­ბა“, - ხაზ­გას­მით ით­ქვა დი­ას­პო­რის ფო­რუმ­ზე.

ამ ფონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დრო­უ­ლად უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რა ტი­პის ახა­ლი პო­ლი­ტი­კა აწარ­მო­ონ ჰე­რე­თის, იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ.

სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტრა­ტე­გი­ულ მე­გობ­რო­ბას ეჭვქვეშ არა­ვინ აყე­ნებს და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა პრობ­ლე­მე­ბი სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პარტნი­ო­რო­ბის კონ­ტექ­სტში უნდა გა­და­წყდეს.

ავ­ტო­რი: მე­რაბ ბე­რი­ძე

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
0

საინგილო არის კარე კახეთი, საინგილო არაა ჰერეთი, დაუბრუნდით რეალურ ისტორიას, ისტორიული ჰერეთი უფრო იქითაა თითქმის აზერბაიჯანის შუაგულამდე , ერთი პერიოდი მოიცავდა საინგილოს ტერიტორიას მაგრამ საინგილო-ჰერეთი არაა, საინგილოს( გარე კახეთსა) და ჰერეთს შორის საზღვარი გადიოდა გიშისწყალზე სადაც მდებარეობს ტყეტბა გულგულა, ეს არაა ის ტყეტბა რომელსაც იძახიან რომ თელავშიაო და სხვათაშორის ჩვენი ბევრი ცნობილი ისტორიკოსი ეთანხმება ამას, და ამის გამო აზერბაიჯანს პრეტენზია აქ არამარტო გარეჯზე, არამედ ბოდბეზე და თელავამდე იწვდის ხელს თუ უპრო შორს არა.

სერმინე
11

...ჰერეთისთვის და დანარჩენი საქართველოსთვის სად სცალიათ, ქვეყანას აშენებენ თავაანთვისა,როგორც ოთარ ჩხეიძე იტყოდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"დღემდე შვილებისთვის ქართული სახელების დარქმევა გვეკრძალება" - ქართულ სექტორზე სწავლა შეიძლება საინგილოს კიდევ ერთ სკოლაში გაუქმდეს

"დღემდე შვილებისთვის ქართული სახელების დარქმევა გვეკრძალება" -  ქართულ სექტორზე სწავლა შეიძლება საინგილოს კიდევ ერთ სკოლაში გაუქმდეს

საინგილოში (ისტორიული ჰერეთი), ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის (ელისენი) სკოლებიდან მხოლოდ ერთში შემორჩენილი ქართული სექტორი გაუქმების საფრთხის წინაშე დგას. წლევანდელი სექტემბრისთვის ქართულ მოსამზადებელ კლასში არცერთი ბავშვი არ ჰყავთ.

  • ცნობისთვის, დღეს საინგილოს შერეულ სკოლებში ოთხგან არის ქართული სექტორი (კახის რაიონში - კახინგილო, ზაქათალის რაიონში - ალიაბადი და მოსული, ბელაქნის რაიონში - ითითალა) და 6 ქართული საშუალო სკოლაა, კახის რაიონის მთლიანად ჩვენი თანამემამულეებით დასახლებულ სოფლებში. სულ როგორც სკოლებში, ისე ქართულ სექტორზე 2500-მდე მოსწავლე ირიცხება. რეგიონის დაცლისა მიმდინარე ასიმილაციის პროცესის გამო, სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება.

ინგილო ქართველების (განსაკუთრებით, ზაქათალა-ბელაქნის გამაჰმადიანებული ნაწილის) ასიმილაციის პროცესი ბოლო 30 წელია აქტიურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფალთა პერმანენტული უყურადღებობისა და ადგილობრივი აზერბაიჯანული ადმინისტრაციის რიგ შემთხვევაში მიზანმიმართული მოქმედებით, მალე შეიძლება ისე მოხდეს, რომ ამ კუთხეში ქართულად საუბრი აღარ ისმოდეს.

ქართული სექტორი დაბა ალიაბადის ოთხ საშუალო სკოლაში ფუნქციონირებდა, თუმცა ახლა მხოლოდ ერთშია და ისიც გაუქმების პირასაა. არადა, დედაენაზე განათლების მიღებას ხომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული თვითშეგნების, ცნობიერების შესანარჩუნებლად.

თავის დროზე, საინგილოს იმ სოფლებში, სადაც ქართული სკოლები დაიხურა ან ვერ გაიხსნა, დღეს მხოლოდ მოხუცები თუ ლაპარაკობენ ქართულად.

ambebi.ge ადგილობრივ სკოლის პედაგოგს დაუკავშირდა, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ:

ნუგზარ ვ:

- ბოლო წლებში მეორე შემთხვევაა, რომ ქართული მოსამზადებელი კლასისთვის ბავშვები არ გვყავს. მშობლებიც ისეთები იყვნენ, მათთან მისვლა-თხოვნას აზრი არც ჰქონდა. გვეუბნებიან, - სახელმწიფო საზღვარი ჩაკეტილია, თბილისში ადრინდელი საგანმანათლებლო შეღავათები აღარ გვაქვს, მერე აღებულ დიპლომსაც ბაქოში არ გვიმტკიცებენ, მიღებული განათლების მიუხედავად სამსახურის გარეშე ვრჩებით, ელემენტარულად, ქართულ სექტორზე ახალი სახელმძღვანელოები არ გაქვთო...

- ქართული სახელმძღვანელოები მართლა არ გაქვთ?

- დიახ, არ გვაქვს და წლებია ამას საშველი არ დაადგა. წარმოიდგინეთ, მე - 10- მე - 11 კლასის მოსწავლეები ერთ და იმავე სახელმძღვანელოებით სწავლობენ. თბილისში შესაბამის სტრუქტურებში ჩვენი არაერთი თხოვნა-მუდარა უშედეგოდ რჩება. სახელმწიფოს ვერ გადმოაქვს, ვერ გვამარაგებს, ხოლო ჩვენ მოქალაქეებს საზღვარზე გადატანის უფლება არ გვაქვს. ვინმემ თუ ეს პარტიზანულად გაბედა, მებაჟეები ართმევენ და წიგნებს იქვე საზღვარზე გამოყოფილ სივრცეში აპატიმრებენ.

აქამდე ზაფხულობით ბავშვები მაინც მიჰყავდათ საერთაშორისო ბანაკებში, ზღვის სანაპიროზე, კოვიდპანდემიის გამო ესეც შეწყვეტილია. ხოლო სკოლა, როგორც გითხარით, წლებია სრულ უპატრონობაშია. წიგნების გარდა, ქართულის პედაგოგებს აღარ ახსოვთ ტრენინგები როდის გაიარეს, ამ მხრივ ყველა მიმართულებით ჩამორჩენაა. უწყვეტი განვითარების გარეშე მოსწავლეს რა უნდა გადასცე? აქ სკოლა ინარჩუნებდა დღემდე ქართულ სულს (კულტურის კერები აქ ისედაც ამოძირკვულია), ისიც სულს ღაფავს და მშველელი არავინაა.

- შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს რაში ხედავთ?

- საქართველოს ხელისუფლებამ დროულად ყურადღება უნდა მოგვაქციოს, თორემ კატასტროფა გარდაუვალია. დაბა ალიაბადში ქართული სკოლის გადარჩენა-შენარჩუნებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ თუ გაუქმდა, ხვალ და ზეგ სოფლების - მოსულის და ითითალის (ბელაქნის რაიონი) ჯერიც დადგება. ჩვენ გარეშე მათაც ძალიან გაუჭირდებათ დროთა განმავლობაში სექტორების შენარჩუნება. ასე, ნელ-ნელა ვიქნებით მეზობელი სოფლებივით (ენგიანი, ძაგემი, თასმალო, შოთავარი და ა.შ.), სადაც დღეს მხოლოდ მოხუცებს ახსოვთ, რომ ოდესღაც ქართველები იყვნენ.

ნუთუ ის მაინც არავის ესმის, რომ საინგილოში ისტორიული ქართული დიასპორის შენარჩუნება - გაძლიერებას უპირველესად ქართული სახელმწიფო ინტერესებისთვის ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა? თან იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვემო ქართულის დიასპორას არცერთი მიმართულებით ყურადღებას არ აკლებს.

რაც შეეხება გამოსავალს, თბილისში საინგილოს ქართველებისთვის ელემენტარული საგანმანათლებლო თუ სამედიცინო შეღავათები უნდა აღდგეს, ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოყოლებული რომ იყო დაშვებული. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან საინგილოს საშეფო კომისია ფუნქციონირებდა, რომელსაც ბოლოს ნოდარ ამაღლობელი ხელმძღვანელობდა და საშვილიშვილო საქმეებს აკეთებდა. ასეთი ქმედითი კომისია ახლაც სასწრაფოდ აღსადგენია გარკვეული ფორმით, რადგან საგარეო სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტი, გასაგები მიზეზების გამო, თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს. უნდა შეიქმნას დეტალური პროგრამა კუთხესთან მიმართებაში და სწრაფი ნაბიჯებით შესრულდეს, რათა შევძლოთ მოახლოებული კატასტროფის თავიდან აცილება.

საინგილოში ქართულ სკოლებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ. წიგნების, სახელმძღვანელოების პრობლემა საჩქაროდ მოსაგვარებელია, ბავშვს ქართულ სექტორზე სასწავლად წიგნი თუ არ ექნება, როგორ მოვა? ადგება და მივა აზერბაიჯანულ ან თუნდაც რუსულ სკოლაში; ისედაც ადგილობრივი ქართველების 80% რუსეთშია წასული, ძირითადად ფიზიკურ სამუშაოზე. სურვილი გვაქვს აღვადგინოთ ქართული ცეკვის, სიმღერის წრეები, რაზეც ასევე ელემენტარული თანადგომა დაგვჭირდება. ბოლოს და ბოლოს, დაგვიკავშირდნენ ადგილზე პედაგოგებს და სიტყვა-სიტყვით ავუხსნით, რა და როგორ უნდა გაკეთდეს დროულად.

იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ დღემდე შვილებისთვის ქართული სახელების დარქმევა გვეკრძალება და თითოეულს ნამდვილი ომი უწევს (საელჩოს ჩარევა და ა.შ.) შედეგის მისაღწევად. ამ დროს, აღარ გვახსოვს როდის იყო ბოლოს ჩამოსული ქართული დელეგაცია ზაქათალა-ბელაქნის სოფლებში. მაქსიმუმ კახში მიდიან ჩვენს და-ძმებთან, კარგია, მაგრამ არასაკმარისი.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონში არსებითი ცვლილებების შეტანას გეგმავს (შესაძლოა, ახალი კანონიც მიიღონ), რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ახალ რეალობასთან შესაბამისობაში იქნება. აქვე განიხილება ახალი შეღავათები დიასპორასთან მიმართებაში. პროცესში ჩართული იქნებიან შესაბამისი უწყებები, აკადემიური წრეები, ასევე სამოქალაქო სექტორი.

რაც შეეხება იმას, რომ საინგილოში ქართულ სასკოლო სექტორზე ბავშვები არ ჰყავთ, ქართული დიასპორის ბოლო ფორუმზე ღიად ითქვა, რომ ეს ადგილზე ჩვენი თანამემამულეების ნაკლები აქტიურობის შედეგიცაა, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.

"აქტიურობის გარეშე არაფერი გამოვა, მყარად უნდა იდგნენ. როცა ითხოვენ, წიგნებიც ჩაგვაქვს, რადგან ასეთი შეთანხმება არსებობს აზერბაიჯანთან. ასე, მაგალითად, 2014 წელში ჩავიტანეთ. ქართული დელეგაციებიც შედიან, თუკი მოთხოვნაა. სამოქალაქო სექტორი გააქტიურდეს, მასწავლებლები შეთანხმდნენ და ერთად დაგველაპარაკონ. საერთო საქმე წყნარად უნდა გაკეთდეს, გაღიზიანების გარეშე. მარტო მიშველეს ძახილით საქმე არ გამოვა, საელჩოსაც უნდა მიმართონ. აზერბაიჯანული მხარე ამბობს, რომ ჩემთვის არ მოუმართავთ, და რა იცით, რომ პრობლემები აქვთო. ამიტომ არ უნდა შეეშინდეთ. აგერ როგორ ვუვლით ჩვენს აზერბაიჯანელებს, საინგილოშიც მოითხოვონ კუთვნილი უფლებები. ამის შემდეგ კონკრეტული პრობლემები კოორდინირებულად გადაწყდება“, - ხაზგასმით ითქვა დიასპორის ფორუმზე.

ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლება დროულად უნდა ჩამოყალიბდეს, რა ტიპის ახალი პოლიტიკა აწარმოონ ჰერეთის, იქ მცხოვრები ქართველების მიმართ.

საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ მეგობრობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს და თანამემამულეთა პრობლემები სწორედ აღნიშნული პარტნიორობის კონტექსტში უნდა გადაწყდეს.

ავტორი: მერაბ ბერიძე

"ამბობენ, რომ საშიშია... ინდურზე არანაკლებ საშიში" - თენგიზ ცერცვაძე "ლამბდა" შტამზე

იქნება თუ არა "ლოკდაუნი" და მკაცრი შეზღუდვები? - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე შეკითხვას

"რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი ის არის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა" - თენგიზ ცერცვაძე