საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს, "ამოიჩარა" თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით - დინჯი კაცია, არ ვიცი, რატომ აცეტდა" - ელისაშვილი
"დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს, "ამოიჩარა" თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით - დინჯი კაცია, არ ვიცი, რატომ აცეტდა" - ელისაშვილი

აშ­კა­რად, დე­პუ­ტატ პა­პუ­აშ­ვილს და­ა­ვი­წყდა, რომ მან­და­ტუ­რად არ მუ­შა­ობს და დე­პუ­ტა­ტია - რა მუხ­ლი და­არ­ღვია არ ვიცი, მაგ­რამ დინ­ჯი კა­ცია პა­პუ­აშ­ვი­ლი და ეგრე რა­ტომ აცეტ­და, არ ვიცი, - ამის შე­სა­ხებ „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გუ­შინ­დელ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, გუ­შინ ყვე­ლამ და­კარ­გა სახე.

„ერ­თა­დერ­თი, რაც ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი იყო, იყო ის ბა­ნე­რე­ბი, რო­მე­ლიც მე­დი­ამ გად­მო­კი­და. მე­დი­ას აქვს უფ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტოს პრო­ტეს­ტი და­ღუ­პუ­ლი ოპე­რა­ტო­რის გამო, დარ­ბე­ვის გამო, რო­მე­ლიც 5 ივ­ლისს მოხ­და, მაგ­რამ რაც გუ­შინ მოხ­და სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, ორი­ვე მხრი­დან ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ჯერ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ შეხ­ტე­ბი­ან სკა­მებ­ზე, მა­გი­დებ­ზე, ყი­რა­ზე გა­და­დი­ან, მერე აშ­კა­რად დე­პუ­ტატ პა­პუ­აშ­ვილს და­ა­ვი­წყდა, რომ მან­და­ტუ­რად არ მუ­შა­ობს და დე­პუ­ტა­ტია, ამო­ი­ჩა­რა ეს თინა ბო­კუ­ჩა­ვა იღ­ლი­ა­ში და ათ­რია აქეთ-იქით და ჩა­ი­შა­ლა სხდო­მა. ეს არის მი­უ­ღე­ბე­ლი. მე პი­რა­დად, კვი­რა დღეს მო­ვე­დი, რომ მო­მეს­მი­ნა გო­მე­ლა­უ­რის­თვის და კი­თხვე­ბი და­მეს­ვა, რაც მე პი­რა­დად და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აწუ­ხებს. ჯერ პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბის მერე, მინ­დო­და მე­ო­რე მო­მეს­მი­ნა - „წა­ვე­დი, გა­დავ­დე­ქი, რად­გან 5 ივ­ლისს ვერ გა­ვარ­თვი თავი ვი­თა­რე­ბის კონ­ტროლ­სო“, მაგ­რამ ვინ აცა­ლა, და­ი­წყო და და­ი­წყო ეს ის­ტე­რი­კა. პარ­ლა­მენ­ტი არ არის ცირ­კი, პარ­ლა­მენ­ტში უნდა ვი­მუ­შა­ოთ. კი ბა­ტო­ნო, პრო­ტეს­ტიც გა­მოვ­ხა­ტოთ, მაგ­რამ ზღვა­რი აქვს ყვე­ლა­ფერს. არ ვიცი პა­პუ­აშ­ვილ­მა რა მუხ­ლი და­არ­ღვია და რო­გორ, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნუ­რად იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­ნა­ხა­ვი, თან დინ­ჯი კა­ცია პა­პუ­აშ­ვი­ლი და ეგრე რა­ტომ აცეტ­და, არ ვიცი,“ - გა­ნაც­და­ხა ელი­საშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ლა­მენ­ტში, შს მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის სი­ტყვით გა­მოს­ვლის და­წყე­ბი­სას, ოპო­ზი­ცი­ის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბულ პრო­ტესტს უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. ად­გი­ლი ჰქონ­და შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­საც. კერ­ძოდ, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა თინა ბო­კუ­ჩა­ვამ სპი­კე­რა­ტის­თვის გან­კუთ­ვნილ ად­გილ­ზე ას­ვლა სცა­და, თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ის ფაქ­ტობ­რი­ვად, ხელ­ში აიყ­ვა­ნა და ად­გი­ლი­დან ასე გა­მო­იყ­ვა­ნა. აღ­ნიშ­ნულს ბო­კუ­ჩა­ვა­სა და პა­პუ­აშ­ვილს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოჰ­ყვა.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დომინგო
0

აუ ეს მზე რომ სხვაზე რამეს ამბობს

უტრუხუნე
49

აუუუ, ეს რომ სხვაზე იტყვის ცეტიაო, აცეტდაო. ისე, თავის თავს რომ გვერდიდან შეხედოს, თუმცა ამბიციური სიბეცის სენი ამასაც აწუხებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს, "ამოიჩარა" თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით - დინჯი კაცია, არ ვიცი, რატომ აცეტდა" - ელისაშვილი

"დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს, "ამოიჩარა" თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით - დინჯი კაცია, არ ვიცი, რატომ აცეტდა" - ელისაშვილი

აშკარად, დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს და დეპუტატია - რა მუხლი დაარღვია არ ვიცი, მაგრამ დინჯი კაცია პაპუაშვილი და ეგრე რატომ აცეტდა, არ ვიცი, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ ყველამ დაკარგა სახე.

„ერთადერთი, რაც ჩემთვის მისაღები იყო, იყო ის ბანერები, რომელიც მედიამ გადმოკიდა. მედიას აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი დაღუპული ოპერატორის გამო, დარბევის გამო, რომელიც 5 ივლისს მოხდა, მაგრამ რაც გუშინ მოხდა სხდომათა დარბაზში, ორივე მხრიდან ჩემთვის მიუღებელია. ჯერ „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეხტებიან სკამებზე, მაგიდებზე, ყირაზე გადადიან, მერე აშკარად დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს და დეპუტატია, ამოიჩარა ეს თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით და ჩაიშალა სხდომა. ეს არის მიუღებელი. მე პირადად, კვირა დღეს მოვედი, რომ მომესმინა გომელაურისთვის და კითხვები დამესვა, რაც მე პირადად და საზოგადოებას აწუხებს. ჯერ პირველი წინადადების მერე, მინდოდა მეორე მომესმინა - „წავედი, გადავდექი, რადგან 5 ივლისს ვერ გავართვი თავი ვითარების კონტროლსო“, მაგრამ ვინ აცალა, დაიწყო და დაიწყო ეს ისტერიკა. პარლამენტი არ არის ცირკი, პარლამენტში უნდა ვიმუშაოთ. კი ბატონო, პროტესტიც გამოვხატოთ, მაგრამ ზღვარი აქვს ყველაფერს. არ ვიცი პაპუაშვილმა რა მუხლი დაარღვია და როგორ, მაგრამ ადამიანურად იყო ძალიან რთული სანახავი, თან დინჯი კაცია პაპუაშვილი და ეგრე რატომ აცეტდა, არ ვიცი,“ - განაცდახა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.