მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოვიდზე ტესტი დადებითია და შეხვედრას ვერ დავესწრები..." - რას ამბობს შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრაზე ზურაბ ჯაფარიძე
"კოვიდზე ტესტი დადებითია და შეხვედრას ვერ დავესწრები..." - რას ამბობს შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრაზე ზურაბ ჯაფარიძე

„გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ ლი­დე­რის ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ევ­რო­კავ­ში­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა არას­წო­რი იქ­ნე­ბა და მათი მხრი­დან სა­ჭი­როა და­ფიქ­სი­რებ­დეს, რომ „ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლომ გა­და­უხ­ვია ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გეზს“.

ამის შე­სა­ხებ ჯა­ფა­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბის გამო ბა­თუმ­ში ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტთან შარლ მი­შელ­თან შეხ­ვედ­რას ვერ და­ეს­წრე­ბა.

„პრე­ზი­დენტ მი­შელ­თან შეხ­ვედ­რას ვერ ვეს­წრე­ბი. შეხ­ვედ­რა­ზე დას­წრე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა იყო PCR ტეს­ტი. გუ­შინ დამ­ტეს­ტეს და დღეს მი­თხრეს, რომ პა­სუ­ხი და­დე­ბი­თია. არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არც მქო­ნია, არც მაქვს, მაგ­რამ გა­სა­გე­ბია, რომ შეხ­ვედ­რა­ზე ვერ მოვ­ხვდე­ბი.

რის თქმას ვა­პი­რებ­დი შეხ­ვედ­რა­ზე:

მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­კავ­ში­რის შე­ფა­სე­ბით, „ოც­ნე­ბამ“ და­არ­ღვია 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის, მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, ყვე­ლა­ზე პრინ­ცი­პუ­ლი მუხ­ლი - მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ნა­წი­ლი, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ევ­რო­კავ­ში­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა business as usual, იქ­ნე­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რად არას­წო­რი.

ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან სა­ჭი­როა დი­აგ­ნო­ზის სა­ჯა­როდ და ზუს­ტად და­ფიქ­სი­რე­ბა, ყო­ველ­გვა­რი ზედ­მე­ტი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბი­სა და ენის მო­ჩლე­ქის გა­რე­შე - რომ „ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლომ გა­და­უხ­ვია ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გეზს.

არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ამ გზავ­ნი­ლის გა­გო­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წი­ლის­თვის, რო­მელ­საც, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მა­ინც სჯე­რა, რომ „ოც­ნე­ბა“ პრო­და­სავ­ლუ­რი ძა­ლაა.

ასე­ვე, „ოც­ნე­ბამ“ უნდა გა­და­ი­ხა­დოს პო­ლი­ტი­კუ­რი ფასი ევ­რო­კავ­ში­რის და აშშ-ს „გა­დაგ­დე­ბის­თვის“. სხვა შემ­თხვე­ვა­ში „ოც­ნე­ბა“ კი­დევ უფრო გა­თავ­ხედ­დე­ბა. ასე­თი ფასი შე­იძ­ლე­ბა იყოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი. და­სა­სან­ქცი­რე­ბე­ლი ხალ­ხის ნაკ­ლე­ბო­ბას არ გან­ვიც­დით.

ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ნა­ბი­ჯი პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის მხრი­დან, მათ შო­რის მცდე­ლო­ბა, ხე­ლახ­ლა დაჯ­დეს ოპო­ზი­ცია მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, ისე, რომ „ოც­ნე­ბას“ წინა „გა­დაგ­დე­ბის­თვის“ არ ჰქონ­დეს გა­დახ­დი­ლი სა­თა­ნა­დო ფასი, იქ­ნე­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რი შეც­დო­მა, კი­დევ უფრო გა­ა­ვე­ლუ­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ ძა­ლას და ბევ­რად უფრო ღრმა კრი­ზის­ში ჩა­აგ­დებს ქვე­ყა­ნას“, - წერს ჯა­ფა­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zura
10

ძალიან კარგი

Ძუკუ
11

Ჯაფარიძე არა გასიევია ევ თავგასიებული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"კოვიდზე ტესტი დადებითია და შეხვედრას ვერ დავესწრები..." - რას ამბობს შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრაზე ზურაბ ჯაფარიძე

"კოვიდზე ტესტი დადებითია და შეხვედრას ვერ დავესწრები..." - რას ამბობს შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრაზე ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმების დარღვევის შემდეგ ხელისუფლებასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელება არასწორი იქნება და მათი მხრიდან საჭიროა დაფიქსირებდეს, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკურ გეზს“.

ამის შესახებ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის დადასტურების გამო ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრას ვერ დაესწრება.

„პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრას ვერ ვესწრები. შეხვედრაზე დასწრების წინაპირობა იყო PCR ტესტი. გუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს, რომ პასუხი დადებითია. არანაირი სიმპტომი არც მქონია, არც მაქვს, მაგრამ გასაგებია, რომ შეხვედრაზე ვერ მოვხვდები.

რის თქმას ვაპირებდი შეხვედრაზე:

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შეფასებით, „ოცნებამ“ დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების, მათივე შეფასებით, ყველაზე პრინციპული მუხლი - მართლმსაჯულების ნაწილი, ამ ხელისუფლებასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელება business as usual, იქნება ფუნდამენტურად არასწორი.

ევროკავშირის მხრიდან საჭიროა დიაგნოზის საჯაროდ და ზუსტად დაფიქსირება, ყოველგვარი ზედმეტი დიპლომატიურობისა და ენის მოჩლექის გარეშე - რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკურ გეზს.

არც მეტი, არც ნაკლები, ამ გზავნილის გაგონება მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სჯერა, რომ „ოცნება“ პროდასავლური ძალაა.

ასევე, „ოცნებამ“ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირის და აშშ-ს „გადაგდებისთვის“. სხვა შემთხვევაში „ოცნება“ კიდევ უფრო გათავხედდება. ასეთი ფასი შეიძლება იყოს ინდივიდუალური სანქციები. დასასანქცირებელი ხალხის ნაკლებობას არ განვიცდით.

ნებისმიერი სხვა ნაბიჯი პრეზიდენტ მიშელის მხრიდან, მათ შორის მცდელობა, ხელახლა დაჯდეს ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან, ისე, რომ „ოცნებას“ წინა „გადაგდებისთვის“ არ ჰქონდეს გადახდილი სათანადო ფასი, იქნება ფუნდამენტური შეცდომა, კიდევ უფრო გააველურებს ხელისუფლებაში მყოფ ძალას და ბევრად უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდებს ქვეყანას“, - წერს ჯაფარიძე.

"აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნა, რამაც ასე შეაწუხა ვლადიმერ ზელენსკი, არანაირად არ ეხება საქართველოს ტერიტორიას" - დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია - როგორია ამ წუთებში ვითარება ადგილზე