მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰაერში სანქციების სუნი ტრიალებს - ადგნენ ეს შტერები და აშშ-ის ელჩს დასცხეს, თანაც როგორ?!" - რომან გოცირიძე
"ჰაერში სანქციების სუნი ტრიალებს - ადგნენ ეს შტერები და აშშ-ის ელჩს დასცხეს, თანაც როგორ?!" - რომან გოცირიძე

ად­გნენ ეს უგუ­ნუ­რი შტე­რე­ბი სხვა­ნა­ი­რად რო­გორ უნდა ვუ­წო­დო ამ პარ­ლა­მენ­ტის სა­მე­ულს და აშშ-ის ელჩს დას­ცხეს და თა­ნაც რო­გორ?! - ვი­ღაც ჩი­ნოვ­ნიკ­მა გა­ა­ფუ­ჭა ჩვენს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბაო, სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბაა, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის მიერ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, „ჩი­ნო­სან­ში“, რო­მელ­მაც აშშ-ს „და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია“ მი­ა­წო­და, ქარ­თველს არ გუ­ლის­ხმო­ბენ.

გო­ცი­რი­ძის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის უკან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დგას და ახლა უკვე „ერთი წვე­თი იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი ივა­ნიშ­ვი­ლის და­სან­ქცი­რე­ბი­სათ­ვის“.

“ფაქ­ტობ­რი­ვად სა­უ­ბა­რია სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზე და რე­ა­ლუ­რად ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დას­ჯა­ზე მი­დის სა­უ­ბა­რი. ად­გნენ ეს უგუ­ნუ­რი, შტე­რე­ბი სხვა­ნა­ი­რად რო­გორ უნდა ვუ­წო­დო ამ პარ­ლა­მენ­ტის სა­მე­ულს და აშშ-ის ელჩს და­ცხეს და თა­ნაც რო­გორ?! ვი­ღაც ჩი­ნოვ­ნიკ­მა გა­ა­ფუ­ჭა ჩვენს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბაო. სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბაა. ვინ ატყუ­ებს აშშ-ის მთავ­რო­ბას, ატყუ­ებს აშშ-ის ელჩი?! თურ­მე ამე­რი­კას არ აქვს ანა­ლი­ტი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რი. რბი­ლად, რომ ვთქვა ინ­ტერ­ნე­ტი­თა და სხვა წყა­რო­ე­ბით ინ­ტერ­ნე­ტის გა­და­მოწ­მე­ბა არ ხდე­ბა?! არ არ­სე­ბობს ევ­რო­კავ­ში­რი და ნა­ტოს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი და იქი­დან ინ­ფორ­მა­ცია არ მი­დის?! არ არ­სე­ბობს იქ ამე­რი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო?!

სა­ერ­თოდ ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი უსაქ­მუ­რე­ბი­საა! რომ ჰკი­თხოთ რას აკე­თებ-თქო?! გე­ტყვი­ან - არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კას ვე­წე­ვი­თო... რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი ერთი და იმა­ვე რა­ღაც აქვთ. ამათ ვინ ეკი­თხე­ბათ?! ეს ივა­ნიშ­ვი­ლის სქე­მაა. ან ღა­რი­ბაშ­ვილს ვინ ეკი­თხე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას, წას­ვლას? და­ი­ბა­რებს ივა­ნიშ­ვი­ლი და გა­აგ­დებს, რო­გორც ერთხელ გა­უ­კე­თა. ამათ არა­ვინ არა­ვის არ ეკი­თხე­ბა. სან­ქცია 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჯა­როდ არ უხ­სე­ნე­ბი­ათ. ივა­ნიშ­ვი­ლი გაბ­რაზ­და ამე­რი­კა­ზე! უკვე ერთი წვე­თი იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი ივა­ნიშ­ვი­ლის და­სან­ქცი­რე­ბი­სათ­ვის“, - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

ამას­თან, რო­მან გო­ცი­რი­ძის თქმით, ხში­რად სან­ქცი­ე­ბის მუ­ქა­რა უფრო ეფექ­ტი­ა­ნია.

"სან­ქცი­ე­ბის სუნი ტრი­ა­ლებს ჰა­ერ­ში. იქ­ნე­ბა თუ არა სან­ქცი­ე­ბი, რა­საც თქვენ ამ­ბობთ, ხში­რად სან­ქცი­ე­ბის მუ­ქა­რა უფრო ეფექ­ტი­ა­ნია, ვიდ­რე თა­ვად სან­ქცია", - აღ­ნიშ­ნა გო­ცი­რი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს.რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ „ცალ­კე­უ­ლი ჩი­ნოს­ნე­ბის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბის გამო“, ჩვე­ნი მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის სტრუქ­ტუ­რებს უმაღ­ლეს დო­ნე­ზე მი­ე­წო­დე­ბა და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის ნე­ბის­მი­ერ დი­ა­ლოგს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხის გარ­შე­მო მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მარ­თოს.

ამას­თან, „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ „ჩი­ნო­სან­ში“, რო­მელ­მაც აშშ-ს „და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია“ მი­ა­წო­და, ქარ­თველს არ გუ­ლის­ხმო­ბენ, თუმ­ცა არ აკონ­კრე­ტებს, სა­უ­ბა­რია თუ არა აშშ-ის ელჩ, კელი დეგ­ნან­ზე.

„ქარ­თვე­ლი ჩი­ნო­სა­ნი აქ [გან­ცხა­დე­ბა­ში] არ იგუ­ლის­ხმე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შიდა იერ­არ­ქი­ებს, თუ რო­გორ ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­წო­დე­ბა და­მა­ხინ­ჯე­ბით თუ და­მა­ხინ­ჯე­ბის გა­რე­შე, კონ­კრე­ტი­კა არ გვინ­და. თუმ­ცა, ჩვე­ნი აღ­ქმა არის, რომ და­მა­ხინ­ჯე­ბით აქვთ ინ­ფორ­მა­ცია მი­წო­დე­ბუ­ლი. ვფიქ­რობთ, რომ ეს არის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ქცე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და „დღის ნი­უს­რუმ­ში“ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
@
16

არადა რამდენი წელი არჩიეს პატარძალივით;)

temida
62

ეს რომ სხვას შტერს დაუძახებს..........

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჰაერში სანქციების სუნი ტრიალებს - ადგნენ ეს შტერები და აშშ-ის ელჩს დასცხეს, თანაც როგორ?!" - რომან გოცირიძე

"ჰაერში სანქციების სუნი ტრიალებს - ადგნენ ეს შტერები და აშშ-ის ელჩს დასცხეს, თანაც როგორ?!" - რომან გოცირიძე

ადგნენ ეს უგუნური შტერები სხვანაირად როგორ უნდა ვუწოდო ამ პარლამენტის სამეულს და აშშ-ის ელჩს დასცხეს და თანაც როგორ?! - ვიღაც ჩინოვნიკმა გააფუჭა ჩვენს შორის ურთიერთობაო, სამარცხვინო განცხადებაა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ჩინოსანში“, რომელმაც აშშ-ს „დამახინჯებული ინფორმაცია“ მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ.

გოცირიძის შეფასებით, აღნიშნულის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და ახლა უკვე „ერთი წვეთი იქნება საკმარისი ივანიშვილის დასანქცირებისათვის“.

“ფაქტობრივად საუბარია სანქციების დაწესებაზე და რეალურად ამ ხელისუფლების დასჯაზე მიდის საუბარი. ადგნენ ეს უგუნური, შტერები სხვანაირად როგორ უნდა ვუწოდო ამ პარლამენტის სამეულს და აშშ-ის ელჩს დაცხეს და თანაც როგორ?! ვიღაც ჩინოვნიკმა გააფუჭა ჩვენს შორის ურთიერთობაო. სამარცხვინო განცხადებაა. ვინ ატყუებს აშშ-ის მთავრობას, ატყუებს აშშ-ის ელჩი?! თურმე ამერიკას არ აქვს ანალიტიკური სამსახური. რბილად, რომ ვთქვა ინტერნეტითა და სხვა წყაროებით ინტერნეტის გადამოწმება არ ხდება?! არ არსებობს ევროკავშირი და ნატოს პარტნიორი ქვეყნები და იქიდან ინფორმაცია არ მიდის?! არ არსებობს იქ ამერიკაში საქართველოს საელჩო?!

საერთოდ ჩვენი დიპლომატიური კორპუსი უსაქმურებისაა! რომ ჰკითხოთ რას აკეთებ-თქო?! გეტყვიან - არაღიარების პოლიტიკას ვეწევითო... რამდენიმე წელიწადია აკვიატებული ერთი და იმავე რაღაც აქვთ. ამათ ვინ ეკითხებათ?! ეს ივანიშვილის სქემაა. ან ღარიბაშვილს ვინ ეკითხება ხელისუფლებაში მოსვლას, წასვლას? დაიბარებს ივანიშვილი და გააგდებს, როგორც ერთხელ გაუკეთა. ამათ არავინ არავის არ ეკითხება. სანქცია 30 წლის განმავლობაში საჯაროდ არ უხსენებიათ. ივანიშვილი გაბრაზდა ამერიკაზე! უკვე ერთი წვეთი იქნება საკმარისი ივანიშვილის დასანქცირებისათვის“, - განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძის თქმით, ხშირად სანქციების მუქარა უფრო ეფექტიანია.

"სანქციების სუნი ტრიალებს ჰაერში. იქნება თუ არა სანქციები, რასაც თქვენ ამბობთ, ხშირად სანქციების მუქარა უფრო ეფექტიანია, ვიდრე თავად სანქცია", - აღნიშნა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებმა ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა განცხადება გაავრცელეს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემაშფოთებელია, რომ „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო“, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს.

ამასთან, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ჩინოსანში“, რომელმაც აშშ-ს „დამახინჯებული ინფორმაცია“ მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანზე.

„ქართველი ჩინოსანი აქ [განცხადებაში] არ იგულისხმება. რაც შეეხება შიდა იერარქიებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციების მიწოდება დამახინჯებით თუ დამახინჯების გარეშე, კონკრეტიკა არ გვინდა. თუმცა, ჩვენი აღქმა არის, რომ დამახინჯებით აქვთ ინფორმაცია მიწოდებული. ვფიქრობთ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ქცევა“, - განაცხადა „დღის ნიუსრუმში“ შალვა პაპუაშვილმა.

"მეტი სიცოცხლე ყველა უბანში" - კახა კალაძის საარჩევნო სლოგანი და მერის უცნაური ხელწერა, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები დააბნია

"შემოვიღოთ დასჯის ისეთი ზომა, როგორიც სინგაპურშია: გაროზგვა, გაწკეპვლა - დეპუტატებს უნდა მოხვდეთ ერთ ადგილას როზგი" - რომან გოცირიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"