პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაპუაშვილის თქმით, "ჩინოსანში", რომელმაც აშშ-ს "დამახინჯებული ინფორმაცია" მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა კელი დეგნანზე
პაპუაშვილის თქმით, "ჩინოსანში", რომელმაც აშშ-ს "დამახინჯებული ინფორმაცია" მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა კელი დეგნანზე

რო­მელ­მაც აშშ-ს „და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია“ მი­ა­წო­და, ქარ­თველს არ გუ­ლის­ხმო­ბენ, თუმ­ცა არ აკონ­კრე­ტებს, სა­უ­ბა­რია თუ არა კელი დეგ­ნან­ზე

პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი არ აკონ­კრე­ტებს, ვის ადა­ნა­შა­უ­ლებს მმარ­თვე­ლი გუნ­დი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის­თვის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ში, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ჩი­ნო­სა­ნი ქარ­თვე­ლი არ არის.

რო­გორც „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მმარ­თველ გუნდს არ უნდა მას რა­ი­მე რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს.

კი­თხვა­ზე: „გაქვთ თუ არა პრე­ტენ­ზი­ე­ბი და შე­ნიშ­ვნე­ბი ელ­ჩის მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და გუ­ლის­ხმობთ თუ არა კელი დეგ­ნანს „ჩი­ნო­სან­ში“, რო­მელ­მაც თქვე­ნი­ვე შე­ფა­სე­ბით და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და პარტნი­ო­რებს?“ - პა­პუ­აშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: "აქ, რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლი ჩი­ნო­სა­ნი არ იგუ­ლის­ხმე­ბა“.

„თუმ­ცა, ჩვენ ამ შემ­თხვე­ვა­ში თავს ვი­კა­ვებთ და­კონ­კრე­ტე­ბის­გან, ვი­ნა­ი­დან სა­კი­თხი ეხე­ბა ჩვენს პარტნი­ო­რებს, მათ იერ­არ­ქი­ას. არ გვინ­და რა­ი­მე რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი მათ მი­ვა­ყე­ნოთ. ამი­ტომ არ ვკონ­კრეტ­დე­ბით, გან­სხვა­ვე­ბით ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის­გან, იქ­ნე­ბა ეს ნიკა გვა­რა­მია, გიგა ბო­კე­რია, ნიკა მე­ლია რო­გორ უდი­ე­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ სხვა­დას­ხვა პარტნი­ო­რებს.

ვი­მე­ო­რებ, ქარ­თვე­ლი ჩი­ნო­სა­ნი აქ არ იგუ­ლის­ხმე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შიდა იერ­არ­ქი­ებს, თუ რო­გორ ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­წო­დე­ბა და­მა­ხინ­ჯე­ბით თუ და­მა­ხინ­ჯე­ბის გა­რე­შე, კონ­კრე­ტი­კა არ გვინ­და. თუმ­ცა, ჩვე­ნი აღ­ქმა არის, რომ და­მა­ხინ­ჯე­ბით აქვთ ინ­ფორ­მა­ცია მი­წო­დე­ბუ­ლი. ვფიქ­რობთ რომ ეს არის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ქცე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა­ში სა­სა­მარ­თლოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხს, რო­გორც პა­პუ­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ზედ­მი­წევ­ნით ას­რუ­ლებს.

„19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა­ში სა­სა­მარ­თლო­ზე არის ორი სა­კი­თხი - უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვა და სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მა, რა ორი სხვა­დას­ხვა სა­კი­თხია. სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მის ნა­წილ­ში ეს არის ერ­თწ­ლი­ა­ნი პრო­ცე­სი, რაც 2022 წლის გა­ზა­ფხუ­ლის­თვის უნდა დას­რულ­დეს. ხოლო უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვი­სას აქ სა­უ­ბა­რია ერთ რა­მე­ზე, რომ არ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ამ შე­თან­ხმე­ბა­ში წე­რია, რომ უნდა და­პა­უზ­დეს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი, შე­იც­ვა­ლოს კა­ნო­ნი, ხე­ლახ­ლა გა­იხ­სნას და დას­რულ­დეს, რაც სი­ტყვა­სი­ტყვით შეს­რულ­და. მარ­ტში პრო­ცე­სი და­პა­უზ­და, აპ­რილ­ში კა­ნო­ნი მი­ვი­ღეთ, გაგ­რძელ­და პრო­ცე­სი და დავ­ნიშ­ნეთ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი. სხვა რა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა? აქ არის და­უ­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­კი­თხე­ბის და­კავ­ში­რე­ბის პრობ­ლე­მა. სწო­რედ ამი­ტო­მაც გვაქვს ეჭვი, რომ და­მა­ხინ­ჯე­ბით მი­დის ინ­ფორ­მა­ცია. ამ­ბი­ცი­უ­რი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის ვა­დე­ბი გა­წე­რი­ლია 2022 წლის გა­ზა­ფხუ­ლამ­დე. 28 მო­სა­მარ­თლე უნდა იყოს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში და ბოლო და­ნიშ­ვნე­ბამ­დე 16 მო­სა­მარ­თლე იყო დარ­ჩე­ნი­ლი და ეს უნდა შევ­სე­ბუ­ლი­ყო“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე: შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მმარ­თვე­ლი გუნ­დი დათ­მო­ბა­ზე წა­ვი­დეს შარლ მი­შე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პა­პუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ შარლ მი­შე­ლი ბა­თუმ­ში სხვა მი­ზე­ზით ჩა­მო­დის.

„რაც შე­ე­ხე­ბა შარლ მი­შე­ლის ვი­ზიტს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა კონ­ტექ­სტშია. იცით, რომ ბა­თუმ­ში იმარ­თე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის.

მე­ო­რეს მხრივ, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კავ­ში­რი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს­თან 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ესეც თე­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მისი მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gg
18

მიკიბულ -მოკიბული დამთავრდეს?

მამუკა
17

ესენი ჯერ ლაპარაკობენ და მერე ფიქრობენ ეს რა ვთქვიო და იწყწბენ მერე შელამაზებას.ხო აბა რა დასასვენებლად ჩამოდის ის კაცი .რეებს ბოდიალობ თუ ძმა ხარ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პაპუაშვილის თქმით, "ჩინოსანში", რომელმაც აშშ-ს "დამახინჯებული ინფორმაცია" მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა კელი დეგნანზე

პაპუაშვილის თქმით, "ჩინოსანში", რომელმაც აშშ-ს "დამახინჯებული ინფორმაცია" მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა კელი დეგნანზე

რომელმაც აშშ-ს „დამახინჯებული ინფორმაცია“ მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა კელი დეგნანზე

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არ აკონკრეტებს, ვის ადანაშაულებს მმართველი გუნდი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისთვის დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებაში, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს ჩინოსანი ქართველი არ არის.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მმართველ გუნდს არ უნდა მას რაიმე რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

კითხვაზე: „გაქვთ თუ არა პრეტენზიები და შენიშვნები ელჩის მუშაობასთან დაკავშირებით და გულისხმობთ თუ არა კელი დეგნანს „ჩინოსანში“, რომელმაც თქვენივე შეფასებით დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა პარტნიორებს?“ - პაპუაშვილმა უპასუხა: "აქ, რა თქმა უნდა, ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება“.

„თუმცა, ჩვენ ამ შემთხვევაში თავს ვიკავებთ დაკონკრეტებისგან, ვინაიდან საკითხი ეხება ჩვენს პარტნიორებს, მათ იერარქიას. არ გვინდა რაიმე რეპუტაციული ზიანი მათ მივაყენოთ. ამიტომ არ ვკონკრეტდებით, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, იქნება ეს ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, ნიკა მელია როგორ უდიერად მოიხსენიებენ სხვადასხვა პარტნიორებს.

ვიმეორებ, ქართველი ჩინოსანი აქ არ იგულისხმება. რაც შეეხება შიდა იერარქიებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციების მიწოდება დამახინჯებით თუ დამახინჯების გარეშე, კონკრეტიკა არ გვინდა. თუმცა, ჩვენი აღქმა არის, რომ დამახინჯებით აქვთ ინფორმაცია მიწოდებული. ვფიქრობთ რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ქცევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებაში სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს, როგორც პაპუაშვილი განმარტავს, „ქართული ოცნება“ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებს.

„19 აპრილის შეთანხმებაში სასამართლოზე არის ორი საკითხი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლოს რეფორმა, რა ორი სხვადასხვა საკითხია. სასამართლოს რეფორმის ნაწილში ეს არის ერთწლიანი პროცესი, რაც 2022 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისას აქ საუბარია ერთ რამეზე, რომ არჩევის პროცედურა არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამ შეთანხმებაში წერია, რომ უნდა დაპაუზდეს მიმდინარე პროცესი, შეიცვალოს კანონი, ხელახლა გაიხსნას და დასრულდეს, რაც სიტყვასიტყვით შესრულდა. მარტში პროცესი დაპაუზდა, აპრილში კანონი მივიღეთ, გაგრძელდა პროცესი და დავნიშნეთ მოსამართლეები. სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა? აქ არის დაუკავშირებელი საკითხების დაკავშირების პრობლემა. სწორედ ამიტომაც გვაქვს ეჭვი, რომ დამახინჯებით მიდის ინფორმაცია. ამბიციური სასამართლო რეფორმის ვადები გაწერილია 2022 წლის გაზაფხულამდე. 28 მოსამართლე უნდა იყოს უზენაეს სასამართლოში და ბოლო დანიშვნებამდე 16 მოსამართლე იყო დარჩენილი და ეს უნდა შევსებულიყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა მმართველი გუნდი დათმობაზე წავიდეს შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის შემდეგ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, პაპუაშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელი ბათუმში სხვა მიზეზით ჩამოდის.

„რაც შეეხება შარლ მიშელის ვიზიტს, აბსოლუტურად სხვა კონტექსტშია. იცით, რომ ბათუმში იმართება საერთაშორისო კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების.

მეორეს მხრივ, მას განსაკუთრებული კავშირი აქვს საქართველოსთან 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე და ესეც თემატიზირებული იქნება მისი მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

"ჭიდაობის და დაუმორჩილებლობის აღკვეთა ძალადობა არ არის" - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი თინა ბოკუჩავასთან დაპირისპირებაზე

ვლადიმერ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან იმყოფება

"დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს, "ამოიჩარა" თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით - დინჯი კაცია, არ ვიცი, რატომ აცეტდა" - ელისაშვილი