მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ პასუხობს "ქართული ოცნება" აშშ-ის მწვავე კრიტიკას - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებენ
როგორ პასუხობს "ქართული ოცნება" აშშ-ის მწვავე კრიტიკას - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებენ

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ "ცალ­კე­უ­ლი ჩი­ნოს­ნე­ბის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბის გამო“, ჩვე­ნი მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის სტრუქ­ტუ­რებს უმაღ­ლეს დო­ნე­ზე მი­ე­წო­დე­ბა და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის ნე­ბის­მი­ერ დი­ა­ლოგს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხის გარ­შე­მო მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მარ­თოს.

გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დღეს გავ­რცელ­და ჩვე­ნი მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვა 19 აპ­რი­ლის პო­ლი­ტი­კურ შე­თან­ხმე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და.

გვსურს, გა­მოვ­ხა­ტოთ ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მა სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მი­მართ და პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ გუნდთან შე­თან­ხმე­ბით, კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტოთ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ეხ­სე­ნე­ბა, ამა წლის მარ­ტში წარ­მო­ებ­და აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის ში­ნა­არ­სის გარ­შე­მო. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი ჩვენ - ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა უშუ­ა­ლოდ შე­ვა­თან­ხმეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან. კერ­ძოდ, შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, უნდა "და­პა­უ­ზე­ბუ­ლი­ყო“ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შერ­ჩე­ვის მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი, უნდა გა­და­სინ­ჯუ­ლი­ყო შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის საკ­ვან­ძო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შეც­ვლი­ლი კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და­მა­ტე­ბით კან­დი­და­ტებს უნდა მის­ცე­მო­დათ გა­ნა­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი.

მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას, ხაზი გა­ეს­ვა იმ ფაქტს, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აზრი აღარ და­ე­კარ­გე­ბო­და მო­სა­მარ­თლე­თა შერ­ჩე­ვის მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მოქ­მედ შე­მად­გენ­ლო­ბას პრო­ცე­დუ­რის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მო­და!

აღ­ნიშ­ნუ­ლი ზე­პი­რი შე­თან­ხმე­ბა ზედ­მი­წევ­ნით აი­სა­ხა კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის მიერ 31 მარტს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის პირ­ვე­ლად პრო­ექ­ტში, რომ­ლის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ჯერ კი­დევ დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რამ­დე, მარ­ტში და­ი­წყო და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ინი­ცი­ა­ტი­ვის წე­სით 24 მარტს წა­რუდ­გი­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 31 მარტს, რო­დე­საც კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის პირ­ვან­დე­ლი პრო­ექ­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ გა­ა­კე­თა სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ­ჩევ­ნებ­თან და სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის გა­რე­შეც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და.

სწო­რედ ამ და­პი­რე­ბი­სა და კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნა და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სი და "სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ“ ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი აპ­რილ­ში სამი მოს­მე­ნით მი­ი­ღო.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი ზედ­მი­წევ­ნით ასა­ხავს ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის ყვე­ლა საკ­ვან­ძო რე­კო­მენ­და­ცი­ას: და­ი­ნერ­გა კენ­ჭისყ­რის სრუ­ლი ღი­ა­ო­ბა და სა­ჯა­რო­ო­ბა; შე­მო­ღე­ბულ იქნა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მიერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ქუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მი­ღე­ბის წესი; შე­მო­ღე­ბულ იქნა საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ოთხმა­გი გა­სა­ჩივ­რე­ბის წესი.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­იგ­ზავ­ნა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­ში, რო­მელ­საც არ­ცერთ ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ პუნ­ქტთან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვი­თა­რი შე­ნიშ­ვნა არ წარ­მო­უდ­გე­ნია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა პი­რო­ბა 19 აპ­რი­ლამ­დე უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და, 31 მარტს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ტექ­სტი 19 აპ­რილს ხელ­მო­წე­რილ შე­თან­ხმე­ბა­ში უც­ვლე­ლი სა­ხით დარ­ჩა. ამ და სხვა მსგავ­სი გა­რე­მო­ე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი, რო­მელ­თა­გან მი­ვი­ღეთ თხოვ­ნა, 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა­ზე და­მა­ტე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე მოგ­ვე­წე­რა ხელი, რათა და­ზუს­ტე­ბებს და­მა­ტე­ბი­თი პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ გა­მო­ეწ­ვია, დო­კუ­მენ­ტში არ­სე­ბუ­ლი უზუს­ტო­ბე­ბი კი აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში დაგ­ვე­ზუს­ტე­ბი­ნა. ჩვენ პარტნი­ო­რე­ბის აღ­ნიშ­ნულ თხოვ­ნას ან­გა­რი­ში გა­ვუ­წი­ეთ. სწო­რედ ამ ზე­პი­რი შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გი იყო, მა­გა­ლი­თად, რომ ოთხთვი­ა­ნი ჩი­ხის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­ქა­ნიზ­მი სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში ოთხკ­ვი­რი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მით შე­იც­ვა­ლა.

ამ­რი­გად, ზედ­მი­წევ­ნით შეს­რულ­და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის ყვე­ლა პი­რო­ბა: ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "თავი შე­ი­კა­ვა“ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ძვე­ლი წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გან­წე­სე­ბის­გან; სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან შე­ჯე­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ "და­ა­პა­უ­ზა“ გა­სა­უბ­რე­ბის პრო­ცე­სი; პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ზედ­მი­წევ­ნით ასა­ხავს ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის სა­მი­ვე საკ­ვან­ძო რე­კო­მენ­და­ცი­ას; ახალ­მა კა­ნონ­მა და­მა­ტე­ბით კან­დი­და­ტებ­საც მის­ცა გა­ნა­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნი­სა და შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ცე­დუ­რე­ბი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის, კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად წა­რი­მარ­თა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს აკის­რებ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ემოქ­მე­და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად და აერ­ჩია უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი.

აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ზედ­მი­წევ­ნით გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის 2019 წლის რე­კო­მენ­და­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ერთი ნა­ხე­ვა­რი მე­ცხრე, ხოლო მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი - მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის მიერ უნდა არ­ჩე­უ­ლი­ყო. მა­ნამ­დე, გა­ტარ­და ე.წ. პირ­ვე­ლი, მე­ო­რე, მე­სა­მე და მე­ო­თხე ტალ­ღის რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. გა­ტარ­და სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მა და ჩა­მო­ყა­ლიბ­და სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თა­ვის ახა­ლი რე­დაქ­ცია, რო­მელ­მაც ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის­გან ასე­ვე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო.

ამ ფონ­ზე, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ ცალ­კე­უ­ლი ჩი­ნოს­ნე­ბის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბის გამო, ჩვე­ნი მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის სტრუქ­ტუ­რებს უმაღ­ლეს დო­ნე­ზე მი­ე­წო­დე­ბა და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის ნე­ბის­მი­ერ დი­ა­ლოგს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხის გარ­შე­მო მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მარ­თოს.

პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ში­ნა­არ­სის შე­სა­ხებ მუდ­მი­ვად ვაწ­ვდი­დით დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას სამ­თავ­რო­ბო გუნდსა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი ზედ­მი­წევ­ნით იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ და მათ სწო­რედ ამ დე­ტა­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბას­თან შე­ერ­თე­ბის შე­სა­ხებ. შე­სა­ბა­მი­სად, გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის­თვის გა­საკ­ვი­რი და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია გან­ცხა­დე­ბე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ­დე­ბა.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ 2012 წლი­დან თვი­სებ­რი­ვად გარ­დაქ­მნა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა. სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის რეპ­რე­სი­უ­ლი მან­ქა­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი რგო­ლი იყო, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ იყო ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დევ­ნა­ში, ბიზ­ნე­სის რე­კეტ­სა და უამ­რავ სხვა სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულ­ში, დღეს დგას სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სამ­სა­ხურ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი პროგ­რე­სი გა­მო­ხა­ტუ­ლია რო­გორც სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ისე მა­ღალ­რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის რე­ი­ტინ­გე­ბით. თუმ­ცა, გვეს­მის, რომ სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბა მუდ­მივ გან­მტკი­ცე­ბას მო­ი­თხოვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ გა­მოვ­ხა­ტეთ მზა­ო­ბა სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის გაგ­რძე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამ ამო­ცა­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შემ­დგო­მი გან­მტკი­ცე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ამო­ცა­ნაა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის გაგ­რძე­ლე­ბა არის არა მხო­ლოდ 19 აპ­რი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის, არა­მედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლიც.

მზად ვართ, ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის ში­ნა­არ­სი და მისი შეს­რუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ბა, რაც სა­ბო­ლო­ოდ ნა­თელს მო­ფენს სი­მარ­თლეს.

და­სას­რულს, მად­ლო­ბას ვუხ­დით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, ამე­რი­კელ ხალ­ხს, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს და პი­რა­დად ენ­ტო­ნი ბლინ­კენს სა­ქარ­თვე­ლოს და მისი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის ძლი­ე­რი და მრა­ვალ­მხრი­ვი მხარ­და­ჭე­რის­თვის“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 71 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 69 წლის
0

კარგია, რომ კელი დეგნანსა და ირაკლი კობახიძეს შორის საერთოდ რომ დამყარდა ურთიერთობა, რომელიც აქამდე გაფუჭებული ტელეფონივით იყო.

ვისურვებდი, რომ ეს კონტაქტი რომელიც ჯერჯერობით ხორციელდება მედიის საშუალებით ახლო მომავალში გადაიზარდოს საქმიან პირად ურთიერთობებში.

ასე აჯობებს ჩვენი ქვეყნისათვის.

ვახო
69

რას ბოდავს ეს ცოდვილი რაას.შენ ვინ შეგიშალა ხელი სწორი ინფირმაციის მიწოდებაში?ან ამერიკას და ევროპას რად უნდა შენი ან ვიღაცის მიწოდებული ინფორმაცია,უთქვენოდ იციან აქ რაც ხდება.ასე რომ თავს ნუ იგდებ სასაცილო მდგომარეობაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ პასუხობს "ქართული ოცნება" აშშ-ის მწვავე კრიტიკას - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებენ

როგორ პასუხობს "ქართული ოცნება" აშშ-ის მწვავე კრიტიკას - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის მონაწილეები ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემაშფოთებელია, რომ "ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო“, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს გავრცელდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლეების არჩევა 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა.

გვსურს, გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა სახელმწიფო მდივნის მიმართ და პარტიის პოლიტიკურ გუნდთან შეთანხმებით, კიდევ ერთხელ განვმარტოთ საპარლამენტო უმრავლესობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველი.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ამა წლის მარტში წარმოებდა აქტიური მოლაპარაკებები 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის გარშემო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პუნქტები ჩვენ - ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა უშუალოდ შევათანხმეთ საერთაშორისო პარტნიორებთან. კერძოდ, შეთანხმების თანახმად, უნდა "დაპაუზებულიყო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარე პროცესი, უნდა გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი.

მოლაპარაკებების წარმოებისას, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმების მიხედვით მოქმედების შემთხვევაში, აზრი აღარ დაეკარგებოდა მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას პროცედურის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა მიეცემოდა!

აღნიშნული ზეპირი შეთანხმება ზედმიწევნით აისახა კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებულ პოლიტიკური შეთანხმების პირველად პროექტში, რომლის შესაბამისად მოქმედება "ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ დოკუმენტის ხელმოწერამდე, მარტში დაიწყო და საქართველოს პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი ინიციატივის წესით 24 მარტს წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, როდესაც კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა და პოლიტიკური შეთანხმების პირვანდელი პროექტი გამოაქვეყნა, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთა საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნება“ არჩევნებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განახორციელებდა.

სწორედ ამ დაპირებისა და კრისტიან დანიელსონის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ ბოლომდე მიიყვანა დაწყებული პროცესი და "საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები აპრილში სამი მოსმენით მიიღო.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის ყველა საკვანძო რეკომენდაციას: დაინერგა კენჭისყრის სრული ღიაობა და საჯაროობა; შემოღებულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების ქულების შესაბამისად მიღების წესი; შემოღებულ იქნა საბჭოს გადაწყვეტილებების ოთხმაგი გასაჩივრების წესი.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, რომელსაც არცერთ ზემოაღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით არავითარი შენიშვნა არ წარმოუდგენია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა, 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში უცვლელი სახით დარჩა. ამ და სხვა მსგავსი გარემოებების თაობაზე "ქართულმა ოცნებამ“ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაგან მივიღეთ თხოვნა, 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოგვეწერა ხელი, რათა დაზუსტებებს დამატებითი პოლიტიკური გართულებები არ გამოეწვია, დოკუმენტში არსებული უზუსტობები კი აღსრულების პროცესში დაგვეზუსტებინა. ჩვენ პარტნიორების აღნიშნულ თხოვნას ანგარიში გავუწიეთ. სწორედ ამ ზეპირი შეთანხმების შედეგი იყო, მაგალითად, რომ ოთხთვიანი ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი საარჩევნო კოდექსში ოთხკვირიანი მექანიზმით შეიცვალა.

ამრიგად, ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა: ხელისუფლებამ "თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან; საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ "დააპაუზა“ გასაუბრების პროცესი; პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას; ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.

შესაბამისად, პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა.

აღნიშნული გარემოება საქართველოს პარლამენტს აკისრებდა ვალდებულებას, ემოქმედა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 2019 წლის რეკომენდაცია, რომლის თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ერთი ნახევარი მეცხრე, ხოლო მეორე ნახევარი - მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ უნდა არჩეულიყო. მანამდე, გატარდა ე.წ. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ტალღის რეფორმები, რომლებმაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა. გატარდა საკონსტიტუციო რეფორმა და ჩამოყალიბდა სასამართლო ხელისუფლების თავის ახალი რედაქცია, რომელმაც ვენეციის კომისიისგან ასევე მაღალი შეფასება მიიღო.

ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს.

პოლიტიკური მოლაპარაკებების მსვლელობისას, მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით დეტალურ ინფორმაციას სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრი ზედმიწევნით იყო ინფორმირებული დოკუმენტის დეტალების შესახებ და მათ სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან შეერთების შესახებ. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება.

"ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან თვისებრივად გარდაქმნა სასამართლო სისტემა. სისტემა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი რგოლი იყო, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების დევნაში, ბიზნესის რეკეტსა და უამრავ სხვა სისტემურ დანაშაულში, დღეს დგას სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურში. აღნიშნული ფუნდამენტური პროგრესი გამოხატულია როგორც სტატისტიკური მონაცემებით, ისე მაღალრეპუტაციული საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებით. თუმცა, გვესმის, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა მუდმივ განმტკიცებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა სასამართლო რეფორმის გაგრძელებასთან დაკავშირებით და ამ ამოცანას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვახორციელებთ. სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ამოცანაა. შეგახსენებთ, რომ აქედან გამომდინარე, სასამართლო რეფორმის გაგრძელება არის არა მხოლოდ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების, არამედ "ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილიც.

მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარება, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს.

დასასრულს, მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, სახელმწიფო დეპარტამენტს და პირადად ენტონი ბლინკენს საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი და მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.