კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც 7 ივლისს ტყიბულში ნაცნობი სანადირო თოფით დაჭრა, დაკავებულია მისი მეგობარიც, რომლის მანქანითაც დამნაშავე მიიმალა
თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც 7 ივლისს ტყიბულში ნაცნობი სანადირო თოფით დაჭრა, დაკავებულია მისი მეგობარიც, რომლის მანქანითაც დამნაშავე მიიმალა

პო­ლი­ცი­ამ ტყი­ბულ­ში მომ­ხდარ დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი თბი­ლის­ში და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტყი­ბუ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი კ.რ. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 7 ივ­ლისს, ტყი­ბულ­ში, გე­ლა­თის ქუ­ჩა­ზე, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გამო მომ­ხდა­რი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ, ნაც­ნო­ბი - 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ფ. სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით დაჭ­რა. ამის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მე­გობ­რის - 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ს.-ს მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მან­ქა­ნით მი­ი­მა­ლა.

დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, კ.რ. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, თბი­ლის­ში, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს. კ.რ.-ის მე­გო­ბა­რი - ზ.ს. კი, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ის მიერ მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ტყი­ბულ­ში იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი.

კ.რ.-ს ბრა­ლად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 11-დან 14 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც 7 ივლისს ტყიბულში ნაცნობი სანადირო თოფით დაჭრა, დაკავებულია მისი მეგობარიც, რომლის მანქანითაც დამნაშავე მიიმალა

თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც 7 ივლისს ტყიბულში ნაცნობი სანადირო თოფით დაჭრა, დაკავებულია მისი მეგობარიც, რომლის მანქანითაც დამნაშავე მიიმალა

პოლიციამ ტყიბულში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი თბილისში დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.რ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, ტყიბულში, გელათის ქუჩაზე, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ნაცნობი - 1987 წელს დაბადებული ა.ფ. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. ამის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მეგობრის - 1974 წელს დაბადებული ზ.ს.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.რ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში, ბრალდებულის სახით დააკავეს. კ.რ.-ის მეგობარი - ზ.ს. კი, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პოლიციის მიერ მომხდარიდან მალევე, ტყიბულში იქნა დაკავებული.

კ.რ.-ს ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება. აღნიშნული დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ერთ-ერთი ბანკის ბათუმის ფილიალის მენეჯერმა 6 წლის განმავლობაში ბანკის კუთვნილი 3 მლნ-ზე მეტი ლარი მიითვისა - დამნაშავე დაკავებულია

ფოთში ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი "მეტადონის პროგრამაში" ჩართული პირებისთვის განკუთვნილ წამალს ყიდდა

26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა კლინიკაში გარდაიცვალა - "ექიმებმა მითხრეს, რომ თავში სისხლჩაქცევები ჰქონდა"