საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევამ ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს" - ევროკომისია
"საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევამ ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს" - ევროკომისია

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არის და­კარ­გუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ჭეშ­მა­რი­ტი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი რე­ფორ­მის მი­მართ თა­ვი­სი ერ­თგუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის­თვის. ეს მოვ­ლე­ნე­ბი სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, - ამის შე­სა­ხებ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კო­მი­სი­ის პრესს­პი­კე­რის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ამა­ვე გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნის და­წყე­ბამ­დე მათი შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სის გა­და­ხედ­ვა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ასე­ვე არის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის მოქ­მე­დი პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მაკ­რო-ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მე­ო­რე ტრან­შის გა­მო­ყო­ფის შე­თან­ხმე­ბუ­ლი წი­ნა­პი­რო­ბა, რო­მელ­ზეც ამ ნა­ბი­ჯ­მა შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს.

„ორ­შა­ბათს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მხა­რი და­უ­ჭი­რა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ექვს მო­სა­მარ­თლეს, მი­უ­ხე­და­ვად ევ­რო­კავ­ში­რის მო­წო­დე­ბი­სა, მომ­ხდა­რი­ყო და­ნიშ­ვნის პრო­ცეს­ში პა­უ­ზის გა­კე­თე­ბა და ამ პრო­ცე­სის გა­და­ხედ­ვა ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­საყ­ვა­ნად. ეუ­თოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ოფის­მა (ODIHR) ახ­ლა­ხან თა­ვის შუ­ა­ლე­დურ ან­გა­რიშ­ში შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნის პრო­ცე­სის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­სა და თა­ნას­წო­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

და­ნიშ­ვნე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის საკ­ვან­ძო დე­ბუ­ლე­ბებს, რო­მელ­თა თა­ნახ­მად, უნდა გა­კეთ­დეს პა­უ­ზა ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სრუ­ლად შეს­რულ­დეს ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია და ზო­გა­დად გა­ი­ზარ­დოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ხა­რის­ხი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი, ინ­კლუ­ზი­უ­რი და ყვე­ლა პარ­ტი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­ფორ­მის პრო­ცეს­ში.

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნის და­წყე­ბამ­დე მათი შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სის გა­და­ხედ­ვა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ასე­ვე არის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის მოქ­მე­დი პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მაკ­რო-ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მე­ო­რე ტრან­შის გა­მო­ყო­ფის შე­თან­ხმე­ბუ­ლი წი­ნა­პი­რო­ბა, რო­მელ­ზეც ამ ნა­ბი­ჯ­მა შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს.

ამი­ტომ ეს კენ­ჭისყრა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არის და­კარ­გუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ჭეშ­მა­რი­ტი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი რე­ფორ­მის მი­მართ თა­ვი­სი ერ­თგუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის­თვის. ეს მოვ­ლე­ნე­ბი სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

ევ­რო­კავ­ში­რი ღიაა შემ­დგო­მი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე, რათა გა­ნი­ხი­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის რე­ფორ­მა და მო­მა­ვა­ლი ქმე­დე­ბე­ბი ამ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის მაკ­რო-ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის კონ­ტექ­სტში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ევ­რო­კო­მი­სი­ის პრესს­პი­კე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

exla
5

ეხლა გამოვარდებიან რუსეთუმე ქოცტროლები და დაიწყებენ ხელები შორს ბოროტო იმპერიალისტებო საბჭოთა საქართველოსგან. როგორც ადრე კომუნისტების დროს წერდნენ ხოლმე იზვესტიაში და სხვა გაზეტებში руки прочь от советской власти ეხლა რუკი პროჩ ატ სოვეტსკოი გრუზინკოი ვლასტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევამ ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს" - ევროკომისია

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევამ ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს" - ევროკომისია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული.

ამავე განცხადების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

„ორშაბათს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვს მოსამართლეს, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა, მომხდარიყო დანიშვნის პროცესში პაუზის გაკეთება და ამ პროცესის გადახედვა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით.

დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად, უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

ამიტომ ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია.

ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე, რათა განიხილოს სასამართლო სისტემის რეფორმა და მომავალი ქმედებები ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში“, - აღნიშნულია ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაში.

პარლამენტთან დაკავებული "ლელოს" წევრები, გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?!" - შალვა პაპუაშვილი

"გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში" - რა განცხადებას არვცელებს სალომე ზურაბიშვილი