კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტ მარიამ იმნაძეს ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ გაცილება მოუწყვეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტ მარიამ იმნაძეს ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ გაცილება მოუწყვეს

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და­ვით გურ­გე­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის წევ­რს, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენტს მა­რი­ამ იმ­ნა­ძეს ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე სა­ას­პა­რე­ზოდ გაგმგზავ­რე­ბამ­დე შეხ­ვდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, შეხ­ვედ­რა სიმ­ბო­ლურ დატ­ვირ­თვას ატა­რებ­და და მიზ­ნად ისა­ხავ­და ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის წევ­რის, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტის მა­რი­ამ იმ­ნა­ძის ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე გა­სამ­გზავ­რებ­ლად გა­ცი­ლე­ბას. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლე­რი კარ­ლო კო­პა­ლი­ა­ნი, სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლი, სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი ირაკ­ლი გა­ბი­სო­ნია, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

შეხ­ვედ­რა­ზე რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის წევ­რს, სტუ­დენტ მა­რი­ამ იმ­ნა­ძეს ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შე­ბი­დან გა­მარ­ჯვე­ბით დაბ­რუ­ნე­ბა უსურ­ვა.

„პირ­ველ რიგ­ში, ჩვენს სტუ­დენტს, მა­რი­ამ იმ­ნა­ძეს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი წარ­მა­ტე­ბი­თა და გა­მარ­ჯვე­ბით დაბ­რუ­ნე­ბას ვუ­სურ­ვებთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ის ასა­ხე­ლებს თა­ვის ქვე­ყა­ნას. გვინ­და მა­რი­ამ­მა იცო­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს უდი­დე­სი სპორ­ტუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვს - ამ კედ­ლებ­ში არა­ერ­თი ოლიმ­პი­ე­ლი, მსოფ­ლიო და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი სწავ­ლობ­და და ახ­ლაც სწავ­ლობს. ტრა­დი­ცი­ე­ბი ახ­ლაც გრძელ­დე­ბა და მა­რი­ამ იმ­ნა­ძეც ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლო­ვან სპორ­ტსმე­ნებს შო­რი­საა. ყო­ვე­ლი თქვენ­გა­ნის წარ­მა­ტე­ბა მრა­ვალ­მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

რექ­ტო­რი ასე­ვე და­ინ­ტე­რე­სე­და, თუ რო­გორ არ­თმევს თავს ახალ­გაზ­რდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სა და რთუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბას. და­ვით გურ­გე­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­წყონ ხელი იმ წარ­მა­ტე­ბულ ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნებს, რომ­ლე­ბიც არი­ან ან გახ­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი. რექ­ტო­რის თქმით, საქ­მე ეხე­ბა მოქ­ნი­ლი სას­წავ­ლო გრა­ფი­კის შე­თა­ვა­ზე­ბა­სა და გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბას მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის მქო­ნე სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის წევ­რმა მა­რი­ამ იმ­ნა­ძემ გულ­თბი­ლი მი­ღე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­სა და შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

„ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ხა­რუ­ლოა ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე გამ­გზავ­რე­ბამ­დე ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შეხ­ვედ­რა, ეს მამ­ხნე­ვებს და გა­მარ­ჯვე­ბის სტი­მულს მიძ­ლი­ე­რებს. მად­ლო­ბა რექ­ტორს გულ­თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის, მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ეს შეხ­ვედ­რა მო­ა­წყო. წინ ძა­ლი­ან რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო შე­ჯიბ­რე­ბი გვე­ლის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით, ღირ­სე­უ­ლად იას­პა­რე­ზებს ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე“, - აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ იმ­ნა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი მა­რი­ამ იმ­ნა­ძე ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე 19 ივ­ლისს მი­ემ­გზავ­რე­ბა. ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ის 100-მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ცურ­ვა­ში იას­პა­რე­ზებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტ მარიამ იმნაძეს ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ გაცილება მოუწყვეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტ მარიამ იმნაძეს ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ გაცილება მოუწყვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრს, საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტს მარიამ იმნაძეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ გაგმგზავრებამდე შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა და მიზნად ისახავდა ოლიმპიური ნაკრების წევრის, უნივერსიტეტის სტუდენტის მარიამ იმნაძის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გასამგზავრებლად გაცილებას. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი, სოციალურ საკითხთა, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე რექტორმა დავით გურგენიძემ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრს, სტუდენტ მარიამ იმნაძეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებიდან გამარჯვებით დაბრუნება უსურვა.

„პირველ რიგში, ჩვენს სტუდენტს, მარიამ იმნაძეს ოლიმპიურ თამაშებიდან საქართველოში დიდი წარმატებითა და გამარჯვებით დაბრუნებას ვუსურვებთ. დარწმუნებული ვართ, ის ასახელებს თავის ქვეყანას. გვინდა მარიამმა იცოდეს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უდიდესი სპორტული ტრადიციები აქვს - ამ კედლებში არაერთი ოლიმპიელი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი სწავლობდა და ახლაც სწავლობს. ტრადიციები ახლაც გრძელდება და მარიამ იმნაძეც ჩვენი უნივერსიტეტის სახელოვან სპორტსმენებს შორისაა. ყოველი თქვენგანის წარმატება მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

რექტორი ასევე დაინტერესედა, თუ როგორ ართმევს თავს ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენი სასწავლო პროცესისა და რთული სპორტული კარიერის ერთმანეთთან შეთავსებას. დავით გურგენიძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი იმ წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც არიან ან გახდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. რექტორის თქმით, საქმე ეხება მოქნილი სასწავლო გრაფიკის შეთავაზებასა და გარკვეული შეღავათების დაწესებას მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სპორტსმენებისთვის.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა მარიამ იმნაძემ გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორსა და შეკრებილ საზოგადოებას.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებამდე ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა, ეს მამხნევებს და გამარჯვების სტიმულს მიძლიერებს. მადლობა რექტორს გულთბილი სიტყვებისთვის, მადლობა ყველას, ვინც ეს შეხვედრა მოაწყო. წინ ძალიან რთული და საპასუხისმგებლო შეჯიბრები გველის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრები, საქართველოს სახელით, ღირსეულად იასპარეზებს ტოკიოს ოლიმპიადაზე“, - აღნიშნა მარიამ იმნაძემ.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 19 ივლისს მიემგზავრება. ოლიმპიურ თამაშებზე ის 100-მეტრიან დისტანციაზე თავისუფალი სტილით ცურვაში იასპარეზებს.

R

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს

არემჯის საზაფხულო სკოლა 2021 იწყება

"არც ერთი პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს... ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე