საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკლესიის სათავეში მყოფი გარკვეული ჯგუფები აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე. არსებობს დიდი ეჭვი, რომ ისინი პრორუსულად განწყობილი ჯგუფებია" - ექსპერტი
"ეკლესიის სათავეში მყოფი გარკვეული ჯგუფები აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე. არსებობს დიდი ეჭვი, რომ ისინი პრორუსულად განწყობილი ჯგუფებია" - ექსპერტი

ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში 5 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნე­ბი მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლიო მე­დი­ის გან­ხილ­ვის თე­მად იქცა. "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, კარ­გა ხნის წინ და­ა­ნონსდა, თუმ­ცა რა­დი­კა­ლურ-ძა­ლა­დობ­რივ­მა ჯგუ­ფებ­მაც მზა­დე­ბა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ასე­ვე კარ­გა ხნით ადრე და­ი­წყეს. შე­სა­ბა­მი­სად, მათი მოქ­მე­დე­ბე­ბიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გახ­ლდათ. რაც ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნედ მა­ს­მე­დი­ის მუ­შა­კე­ბი იქ­ცნენ - და­შავ­და 50-ზე მეტი ჩვე­ნი კო­ლე­გა, მათ შო­რის მძი­მედ და­შავ­დნენ "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ორი ოპე­რა­ტო­რი და ფო­ტოგ­რა­ფი. მო­ძა­ლა­დე­ე­ბის თავ­დას­ხმი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა "ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რი ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვა. სა­ბო­ლო­ოდ რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის კონ­ტრაქ­ცია ან­ტი­და­სავ­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბად იქცა, სა­დაც ცხა­დად გა­მოჩ­ნდა რუ­სუ­ლი ხელი. ვინ მო­ი­გო მომ­ხდა­რით და რა ბედი ელის ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ულ კურსს? - ამ კი­თხვით მივ­მარ­თეთ ექ­სპერტ სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძეს და მომ­ხდა­რის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ:

- ნება მო­მე­ცით სა­უ­ბა­რი სამ­ძიმ­რით და­ვი­წყო. გი­სამ­ძიმ­რებთ თქვენ, ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ეს დიდი ტრა­გე­დი­აა. გა­მო­ძი­ე­ბა ისე უნდა წა­რი­მარ­თოს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეჭ­ვე­ბი არ დარ­ჩეს, რად­გან პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვე­ბი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მღელ­ვა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რაც ქვე­ყა­ნას აზა­რა­ლებს. საკ­მა­რი­სია, ამ ქვე­ყა­ნა­ში ში­შით სი­ა­რუ­ლი შე­ღე­ბი­ლი თმის, პირ­სინ­გი­სა თუ ტა­ტუს გამო, ადა­მი­ა­ნე­ბის ქუ­ჩა­ში დევ­ნა, სას­წრა­ფოდ უნდა აღიკ­ვე­თოს და ეს არის მთავ­რო­ბის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. თუ დრო­უ­ლად არ მო­უვ­ლი­ან ამას, მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა შე­იც­ვა­ლოს.

მე­დი­ა­ზე თავ­დას­ხმა პირ­და­პი­რი დარ­ტყმაა დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე. თქვენ ხართ, პრაქ­ტი­კუ­ლად, ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტი ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ვე­რა­ფერს ვი­ზამთ, რაც უნდა ვიყ­ვი­როთ, რად­გან ჩვე­ნი ხმა უთ­ქვე­ნოდ ვერ­სად მი­აღ­წევს. ახლა რაც შე­ე­ხე­ბა, პარ­ლა­მენ­ტთან ჩა­ტა­რე­ბულ აქ­ცი­ას. ნა­ხეთ, ვინ გა­მო­ა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნა? - ნიკა გვა­რა­მი­ამ... უფრო დიდი ცი­ნიზ­მი არა­ფე­რი მგო­ნია, რო­დე­საც ამას პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ის რე­ვან­შის­ტუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, ეს ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 5 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნებ­ზე მთავ­რო­ბის პა­სუ­ხი იყო დი­ლე­ტან­ტუ­რი და ყოვ­ლად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი. ვთქვათ, გა­დად­გნენ ბა­ტო­ნე­ბი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და გო­მე­ლა­უ­რი, ვინ უნდა მო­ვიდ­ნენ მათ ად­გი­ლას? რა­ღა­ცის შეც­ვლა რომ მო­ინ­დო­მო, ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ხომ უნდა არ­სე­ბობ­დეს? ვინ­მეს სჯე­რა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბას უმ­ცი­რე­სო­ბას ჩა­ა­ბა­რებს? ჩემი აზ­რით, ეს ყოვ­ლად ფუჭი და არა­რე­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბია. ჯო­ბია ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ უმ­კაც­რე­სად და­ი­სა­ჯონ არა მარ­ტო ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი, არა­მედ ამ ყვე­ლა­ფე­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბიც. რაც უნდა აღ­მოჩ­ნდეს ამ ახალ­გაზ­რდა კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, თუნ­დაც ზე­დო­ზი­რე­ბა, რის დამ­ტკი­ცე­ბა­საც ცდი­ლობს შსს, მთა­ვა­რი მი­ზე­ზია ის უმო­წყა­ლო ცემა, რა­მაც ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა და­მარ­თოს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნუ ჰგო­ნია, ამ ვერ­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­იხ­სნის...

რაც შე­ე­ხე­ბა 5 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნე­ბის ზო­გად შე­ფა­სე­ბას, შექ­სპი­რის ცნო­ბილ პი­ე­სას გა­ვიხ­სე­ნებ, იმ ეპი­ზოდს, რო­დე­საც ჰამ­ლე­ტი ამ­ბობს, რა­ღაც დალ­პა და­ნი­ის სა­მე­ფო­შიო... დიახ, სა­მე­ფო, სა­დაც რა­ღაც დალ­პა, სა­ბო­ლო­ოდ შიდა კონ­ფლიქ­ტებს გა­დაჰ­ყვა, შე­დე­გად კი ის ნორ­ვე­გი­ელ­მა ფორ­ტინბ­რას­მა დიდი ჯა­რი­სა და ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე აიღო.

სა­ხელ­მწი­ფოს ყო­ველ­თვის შიდა კონ­ფლიქ­ტე­ბი ასუს­ტებს. ჩვე­ნი მტე­რი ამით სარ­გებ­ლობს და ძვე­ლე­ბუ­რად ცდი­ლობს მე­ტად დაგ­ვა­სუს­ტოს. ეს არ არის მხო­ლოდ ჩვე­ნი დრო­ის პრობ­ლე­მა. სამ­წუ­ხა­როდ, ამის­თვის ის იყე­ნებს ინ­სტი­ტუტს, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის და­ნა­წევ­რე­ბის კი არა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სიმ­ბო­ლო უნდა იყოს.

2004 წელს სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ი­სა და აკა­დე­მი­ის 24-მა სტუ­დენ­ტმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ღია წე­რი­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ იმ­ჟა­მად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სთხო­ვა მე­დი­ას, რომ წე­რი­ლი არ გა­ეხ­მა­უ­რე­ბი­ნათ და შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მე­ბი, რა­ზეც სტუ­დენ­ტე­ბი წერ­დნენ, უყუ­რა­დღე­ბოდ დარ­ჩა. არა­და, ეს იყო სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ახალ­გაზ­რდე­ბის გუ­ლის­ტკი­ვი­ლით და­წე­რი­ლი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებ­და, თუ რა ხდე­ბო­და ჩვენს ეკ­ლე­სი­ა­ში იმ­ჟა­მად, რომ ყუ­რა­დღე­ბა­მი­საქ­ცე­ვი იყო მო­ძღვარ­თა ნა­წი­ლის უვი­ცო­ბა, მრევ­ლის ნა­წი­ლის მლიქ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლიც არ კი­თხუ­ლობს სა­ხა­რე­ბას და ტლუდ მის­დევს რა­ღაც რჩე­ვებს. ასე­ვე ლა­პა­რა­კი იყო კო­რუფ­ცი­ულ საფრ­თხე­ებ­ზეც ეკ­ლე­სი­ა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, მაქვს პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა რო­გორც ეკ­ლე­სი­ის ყოვ­ლად უწიგ­ნურ მსა­ხურ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, ასე­ვე მი­ნა­ხავს იმგვა­რი ვი­თა­რე­ბაც, რაც ბუ­ნებ­რი­ვად აღ­მიძ­რავ­და კო­რუფ­ცი­ის არ­სე­ბო­ბის ეჭვს. მა­გა­ლი­თად, მი­ნა­ხავს ერთ-ერთი მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის პირი, რო­მე­ლიც ახლა ხში­რად ლა­პა­რა­კობს ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით, რო­გორ მას­პინ­ძლობ­და რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მი­ა­ცი­ლებ­და მათ ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე ად­გი­ლას უძ­ვირ­ფა­სე­სი მან­ქა­ნით და თან დაჰ­ყვე­ბო­და ასე­ვე ძვირ­ფა­სი ჯი­პე­ბის­გან შემ­დგა­რი დაც­ვის ეს­კორ­ტი. თუმ­ცა, იმავდრო­უ­ლად, მი­ნა­ხავს მო­ნა­ზო­ნი, რო­მე­ლიც 47 კი­ლო­მეტრს გა­დი­ო­და ტვირ­თით ხელ­ში, რათა ერთ-ერთ მო­ნას­ტერ­ში საკ­ვე­ბი ჩა­ე­ტა­ნა. ის­მის კი­თხვა, პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი იერ­არ­ქე­ბის­თვის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის შე­ძე­ნის ფული თუ აქვს სა­პატ­რი­არ­ქოს, მარ­თლა პა­ტი­ო­სა­ნი, გულ­წრფე­ლად მორ­წმუ­ნე ბერ-მო­ნაზვნე­ბის­თვის ცო­ტა­ო­დე­ნი თან­ხა რა­ტომ არ ემე­ტე­ბა, რათა ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში ფე­ხით მა­ინც არ ია­რონ?! ასე­თი უთა­ნას­წო­რო­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში ქმნის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო პრე­ცე­დენ­ტებს. დღეს, რო­დე­საც ცოტა და­სუს­ტდა ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი, ეკ­ლე­სია ძა­ლი­ან მძი­მე გზას გა­დის. უკვე ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ ეკ­ლე­სი­ის სა­თა­ვე­ში მყო­ფი გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი აცხა­დე­ბენ პრე­ტენ­ზი­ას ქვეყ­ნის მარ­თვა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბობს დიდი ეჭვი, რომ ისი­ნი პრო­რუ­სუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ჯგუ­ფე­ბია. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zlatan straianovich
38

Ver vxvdebi ra shuashia prorusuli da ruseti saertod??? 

ექსპერტო თვალჭრელუძევ!
43

ზუსტად თქვენა ხართ--პრორუსული, რადგან გონება რუსეთის იქით არ მიგდით და ქვეყნის პრობლემას ვერ ხედავთ, რომ---ლიბერალიზმი ანგრევს მსოფლიოს და მის ფასეულობებს მიწასთან ასწორებს, რა დროს რუსეთია ადამიანო, როცა აშშ-ს ელჩი---ანუ გუბერნატორი განაგებს ჩვენს ქვეყანას და ლგბდ-ს ფასეულობებს გახვევს თავზე და ხმაც არ უნდა ამოვიღოთ??

თვალჭრელიძევ---ალბათ გყავთ შვილიშვილები და ცოტა ხანში სქესშეცვლილს და რუსთაველზე, სოდომის ცოდვით მოკოტრიალეს რომ ნახავ, მიხვდები, რისთვის იბრძოდა ეკლესია.

გთხივთ, არ დაბლოკოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ეკლესიის სათავეში მყოფი გარკვეული ჯგუფები აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე. არსებობს დიდი ეჭვი, რომ ისინი პრორუსულად განწყობილი ჯგუფებია" - ექსპერტი

"ეკლესიის სათავეში მყოფი გარკვეული ჯგუფები აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე. არსებობს დიდი ეჭვი, რომ ისინი პრორუსულად განწყობილი ჯგუფებია" - ექსპერტი

ჩვენს დედაქალაქში 5 ივლისის მოვლენები მთელი კვირის განმავლობაში მსოფლიო მედიის განხილვის თემად იქცა. "თბილისი პრაიდის" ღონისძიება, რომელიც კვირეულის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო, კარგა ხნის წინ დაანონსდა, თუმცა რადიკალურ-ძალადობრივმა ჯგუფებმაც მზადება, როგორც აღმოჩნდა, ასევე კარგა ხნით ადრე დაიწყეს. შესაბამისად, მათი მოქმედებებიც ორგანიზებული გახლდათ. რაც ყველაზე მოულოდნელი იყო, თავდასხმის სამიზნედ მასმედიის მუშაკები იქცნენ - დაშავდა 50-ზე მეტი ჩვენი კოლეგა, მათ შორის მძიმედ დაშავდნენ "პალიტრამედიის" ორი ოპერატორი და ფოტოგრაფი. მოძალადეების თავდასხმიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა "ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა. საბოლოოდ რადიკალური ჯგუფების კონტრაქცია ანტიდასავლურ ღონისძიებად იქცა, სადაც ცხადად გამოჩნდა რუსული ხელი. ვინ მოიგო მომხდარით და რა ბედი ელის ქვეყნის განვითარების დემოკრატიულ კურსს? - ამ კითხვით მივმართეთ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს და მომხდარის შეფასება ვთხოვეთ:

- ნება მომეცით საუბარი სამძიმრით დავიწყო. გისამძიმრებთ თქვენ, ოჯახსა და ახლობლებს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს დიდი ტრაგედიაა. გამოძიება ისე უნდა წარიმართოს, რომ საზოგადოებას ეჭვები არ დარჩეს, რადგან პასუხგაუცემელი კითხვები დაუსრულებელი მღელვარების საფუძველი იქნება, რაც ქვეყანას აზარალებს. საკმარისია, ამ ქვეყანაში შიშით სიარული შეღებილი თმის, პირსინგისა თუ ტატუს გამო, ადამიანების ქუჩაში დევნა, სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს და ეს არის მთავრობის გასაკეთებელი. თუ დროულად არ მოუვლიან ამას, მაშინ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

მედიაზე თავდასხმა პირდაპირი დარტყმაა დემოკრატიაზე. თქვენ ხართ, პრაქტიკულად, ერთადერთი გარანტი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა. პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რიგითი ადამიანები ვერაფერს ვიზამთ, რაც უნდა ვიყვიროთ, რადგან ჩვენი ხმა უთქვენოდ ვერსად მიაღწევს. ახლა რაც შეეხება, პარლამენტთან ჩატარებულ აქციას. ნახეთ, ვინ გამოაცხადა ღარიბაშვილის მთავრობის გადადგომის მოთხოვნა? - ნიკა გვარამიამ... უფრო დიდი ცინიზმი არაფერი მგონია, როდესაც ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. უდიდესი ტრაგედიის რევანშისტული ძალების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია, ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისის მოვლენებზე მთავრობის პასუხი იყო დილეტანტური და ყოვლად არაადეკვატური. ვთქვათ, გადადგნენ ბატონები ღარიბაშვილი და გომელაური, ვინ უნდა მოვიდნენ მათ ადგილას? რაღაცის შეცვლა რომ მოინდომო, ალტერნატივა ხომ უნდა არსებობდეს? ვინმეს სჯერა, რომ "ქართული ოცნება" პარლამენტში უმრავლესობას უმცირესობას ჩააბარებს? ჩემი აზრით, ეს ყოვლად ფუჭი და არარეალური მოთხოვნებია. ჯობია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ უმკაცრესად დაისაჯონ არა მარტო ძალადობაში მონაწილე პირები, არამედ ამ ყველაფერის ორგანიზატორებიც. რაც უნდა აღმოჩნდეს ამ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი, თუნდაც ზედოზირება, რის დამტკიცებასაც ცდილობს შსს, მთავარი მიზეზია ის უმოწყალო ცემა, რამაც ადამიანს შეიძლება ფსიქოლოგიური და ნერვული აშლილობა დამართოს. ხელისუფლებას ნუ ჰგონია, ამ ვერსიის განვითარებით პასუხისმგებლობას მოიხსნის...

რაც შეეხება 5 ივლისის მოვლენების ზოგად შეფასებას, შექსპირის ცნობილ პიესას გავიხსენებ, იმ ეპიზოდს, როდესაც ჰამლეტი ამბობს, რაღაც დალპა დანიის სამეფოშიო... დიახ, სამეფო, სადაც რაღაც დალპა, საბოლოოდ შიდა კონფლიქტებს გადაჰყვა, შედეგად კი ის ნორვეგიელმა ფორტინბრასმა დიდი ჯარისა და ძალისხმევის გარეშე აიღო.

სახელმწიფოს ყოველთვის შიდა კონფლიქტები ასუსტებს. ჩვენი მტერი ამით სარგებლობს და ძველებურად ცდილობს მეტად დაგვასუსტოს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი დროის პრობლემა. სამწუხაროდ, ამისთვის ის იყენებს ინსტიტუტს, რომელიც ქვეყნის დანაწევრების კი არა, გაერთიანების სიმბოლო უნდა იყოს.

2004 წელს სასულიერო სემინარიისა და აკადემიის 24-მა სტუდენტმა გამოაქვეყნა ღია წერილი. ცნობილია, რომ იმჟამად მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა მედიას, რომ წერილი არ გაეხმაურებინათ და შესაბამისად, პრობლემები, რაზეც სტუდენტები წერდნენ, უყურადღებოდ დარჩა. არადა, ეს იყო საღად მოაზროვნე ახალგაზრდების გულისტკივილით დაწერილი წერილი, რომელიც აჩვენებდა, თუ რა ხდებოდა ჩვენს ეკლესიაში იმჟამად, რომ ყურადღებამისაქცევი იყო მოძღვართა ნაწილის უვიცობა, მრევლის ნაწილის მლიქვნელობა, რომელიც არ კითხულობს სახარებას და ტლუდ მისდევს რაღაც რჩევებს. ასევე ლაპარაკი იყო კორუფციულ საფრთხეებზეც ეკლესიაში. სამწუხაროდ, მაქვს პირადი გამოცდილება როგორც ეკლესიის ყოვლად უწიგნურ მსახურთან ურთიერთობის, ასევე მინახავს იმგვარი ვითარებაც, რაც ბუნებრივად აღმიძრავდა კორუფციის არსებობის ეჭვს. მაგალითად, მინახავს ერთ-ერთი მაღალი იერარქიის პირი, რომელიც ახლა ხშირად ლაპარაკობს ეკლესიის სახელით, როგორ მასპინძლობდა რუსული ეკლესიის წარმომადგენლებს, მიაცილებდა მათ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას უძვირფასესი მანქანით და თან დაჰყვებოდა ასევე ძვირფასი ჯიპებისგან შემდგარი დაცვის ესკორტი. თუმცა, იმავდროულად, მინახავს მონაზონი, რომელიც 47 კილომეტრს გადიოდა ტვირთით ხელში, რათა ერთ-ერთ მონასტერში საკვები ჩაეტანა. ისმის კითხვა, პრივილეგირებული იერარქებისთვის ძვირად ღირებული მანქანების შეძენის ფული თუ აქვს საპატრიარქოს, მართლა პატიოსანი, გულწრფელად მორწმუნე ბერ-მონაზვნებისთვის ცოტაოდენი თანხა რატომ არ ემეტება, რათა ურთულეს პირობებში ფეხით მაინც არ იარონ?! ასეთი უთანასწორობა ეკლესიაში ქმნის ძალიან სახიფათო პრეცედენტებს. დღეს, როდესაც ცოტა დასუსტდა ჩვენი პატრიარქი, ეკლესია ძალიან მძიმე გზას გადის. უკვე ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეკლესიის სათავეში მყოფი გარკვეული ჯგუფები აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე. სამწუხაროდ, არსებობს დიდი ეჭვი, რომ ისინი პრორუსულად განწყობილი ჯგუფებია. გააგრძელეთ კითხვა