სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურმე მთავრობის გადაყენების პროცედურა უნდა დავიწყოთ - ამ პროცედურისთვის საჭირო 76 ხმა ოპოზიციას არ გააჩნია" - ნინო ბურჯანაძე
"თურმე მთავრობის გადაყენების პროცედურა უნდა დავიწყოთ - ამ პროცედურისთვის საჭირო 76 ხმა ოპოზიციას არ გააჩნია" - ნინო ბურჯანაძე

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სუ­რა­თი იყო დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში - ვფიქ­რობ, რომ ამ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ კა­ტე­გო­რი­უ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რე­ა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პარ­ლა­მენ­ტში დარ­ჩეს, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ამ უნდა გა­მო­ას­წო­როს შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა და „პარ­ლა­მენ­ტში შე­ლა­გე­ბა, უკა­ნო­ნო პარ­ლა­მენ­ტის გაპ­რა­ვე­ბა“.

„წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სუ­რა­თი იყო დღეს, რა­საც ჩვენ ვხე­დავ­დით სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში. მე არ მახ­სოვს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ასე­თი კად­რე­ბი, რო­დე­საც მოქ­მედ პარ­ლა­მენ­ტა­რებს უბ­რა­ლოდ დარ­ბაზ­ში არ უშ­ვე­ბენ - ეს არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და მინ­და გი­თხრათ, რომ ეს ერთი მხრივ ალ­ბათ არის ლო­გი­კუ­რიც იმი­ტომ, რომ ოპო­ზი­ცი­ურ დე­პუ­ტა­ტებს იქ რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი არ ესაქ­მე­ბათ.

იმე­დია, რომ ახლა მა­ინც დარ­წმუნ­და დე­პუ­ტა­ტე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა, მათ შო­რის, ვინც ხელი მო­ა­წე­რა შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტს, რომ პარ­ლა­მენ­ტში არ არის დღეს ოპო­ზი­ცი­ის ად­გი­ლი და ეს არ არის პარ­ლა­მენ­ტი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ამ ნორ­მა­ლუ­რად იმუ­შა­ოს. ვფიქ­რობ, რომ ამ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ კა­ტე­გო­რი­უ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ჩემ­თვის, რე­ა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პარ­ლა­მენ­ტში დარ­ჩეს.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მეს­მო­და გან­ცხა­დე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თურ­მე უნ­დობ­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მი უნდა აა­მუ­შა­ონ. ეს გაგ­რძელ­დე­ბა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­ა­გო­რებს ამ კრი­ზისს და სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნებს, თურ­მე გა­და­ყე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რა უნდა და­ვი­წყოთ. აქ სა­ერ­თოდ ან უცო­დინ­რო­ბას­თან გვაქვს საქ­მე, ან შეგ­ნე­ბულ მო­ტყუ­ე­ბას­თან ადა­მი­ა­ნე­ბის იმი­ტომ, რომ გა­და­ყე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რის­თვის სა­ჭი­რო 76 ხმა ოპო­ზი­ცი­ას არ გა­აჩ­ნია, თურ­მე სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ე­ბი უნდა შევ­ქმნათ, ვინ გას­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დარ­ბე­ვა­ზე, ვინ ჩა­მო­ხია და რა­ტომ ჩა­მო­ხია ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა. უკაც­რა­ვად, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა უბ­რა­ლოდ და­ცინ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და იმე­დია, ოპო­ზი­ცი­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი გონს მოვა და მსგავ­სი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცა­რი­ე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა­ზე არ წავა იმი­ტომ, რომ ეს არის ან უცო­დინ­რო­ბა კონ­კრე­ტუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის მხრი­დან, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და სა­პარ­ლა­მენ­ტო პრო­ცე­სი, ან არის შეგ­ნე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა, რომ ნე­ბის­მი­ერ ფა­სად დარ­ჩნენ პარ­ლა­მენ­ტში სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, თუნ­დაც იმ ფა­სად, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს კრი­ზი­სი გა­და­ა­გო­როს.

მე პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ვარ და ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის პრო­ცე­დუ­რაც, გა­და­ყე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რაც, უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რაც. უნ­დობ­ლო­ბის პრო­ცე­დუ­რას რომ გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ვის წა­რად­გე­ნენ ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს და პროგ­რა­მას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამით ელა­პა­რა­კე­ბი­ან? ოპო­ზი­ცი­ამ პირ­ველ რიგ­ში თვი­თონ მი­ი­ღოს ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არის მი­სა­ღე­ბი და გა­მო­ას­წო­როს მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა და პარ­ლა­მენ­ტში შე­ლა­გე­ბა, უკა­ნო­ნო პარ­ლა­მენ­ტის „გაპ­რა­ვე­ბა“ და შემ­დეგ უფრო მეტი მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, რომ ხალ­ხს მო­ვუ­წო­დოთ, რომ გა­მო­ვიდ­ნენ გა­რეთ“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მან­ვე ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ ეს პირ­და­პირ მთავ­რო­ბის მიერ და­გეგ­მი­ლი და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია იყო და ყვე­ლა ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში იმას, რაც 5 ივ­ლისს თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მოხ­და, არა­ვინ აპა­ტი­ებ­და მთავ­რო­ბას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რაო?
1

ამზოროვნა ისევ "აბობოქრდა"? ))) მის პარტიაში მგონი მხოლოდ მისი ოჯახის წევრებიღა დარჩნენ.

)
1

მარტო შენ ყოფილხარ "რეალური ოპოზიციონერი" თუ არ მივიღებთ მხედველობაში იმას რომ 0.1% ის მოგროვებაც ვერ მოახერხე! :)))))))

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"თურმე მთავრობის გადაყენების პროცედურა უნდა დავიწყოთ - ამ პროცედურისთვის საჭირო 76 ხმა ოპოზიციას არ გააჩნია" - ნინო ბურჯანაძე

"თურმე მთავრობის გადაყენების პროცედურა უნდა დავიწყოთ - ამ პროცედურისთვის საჭირო 76 ხმა ოპოზიციას არ გააჩნია" - ნინო ბურჯანაძე

წარმოუდგენელი სურათი იყო დღეს საქართველოს პარლამენტში - ვფიქრობ, რომ ამ განვითარებული მოვლენების შემდეგ კატეგორიულად წარმოუდგენელია, რეალური ოპოზიციონერი პარლამენტში დარჩეს, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა გამოასწოროს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა და „პარლამენტში შელაგება, უკანონო პარლამენტის გაპრავება“.

„წარმოუდგენელი სურათი იყო დღეს, რასაც ჩვენ ვხედავდით საქართველოს პარლამენტში. მე არ მახსოვს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ასეთი კადრები, როდესაც მოქმედ პარლამენტარებს უბრალოდ დარბაზში არ უშვებენ - ეს არის წარმოუდგენელი და მინდა გითხრათ, რომ ეს ერთი მხრივ ალბათ არის ლოგიკურიც იმიტომ, რომ ოპოზიციურ დეპუტატებს იქ რეალურად არაფერი არ ესაქმებათ.

იმედია, რომ ახლა მაინც დარწმუნდა დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, რომ პარლამენტში არ არის დღეს ოპოზიციის ადგილი და ეს არ არის პარლამენტი, სადაც შეიძლება ოპოზიციამ ნორმალურად იმუშაოს. ვფიქრობ, რომ ამ განვითარებული მოვლენების შემდეგ კატეგორიულად წარმოუდგენელია ჩემთვის, რეალური ოპოზიციონერი პარლამენტში დარჩეს.

სიმართლე გითხრათ, ძალიან გაოცებული ვიყავი, როდესაც მესმოდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე უნდობლობის მექანიზმი უნდა აამუშაონ. ეს გაგრძელდება თვეების განმავლობაში, ხელისუფლება გადააგორებს ამ კრიზისს და სათავისოდ გამოიყენებს, თურმე გადაყენების პროცედურა უნდა დავიწყოთ. აქ საერთოდ ან უცოდინრობასთან გვაქვს საქმე, ან შეგნებულ მოტყუებასთან ადამიანების იმიტომ, რომ გადაყენების პროცედურისთვის საჭირო 76 ხმა ოპოზიციას არ გააჩნია, თურმე საგამოძიებო კომისიები უნდა შევქმნათ, ვინ გასცა განკარგულება ჟურნალისტების დარბევაზე, ვინ ჩამოხია და რატომ ჩამოხია ევროკავშირის დროშა. უკაცრავად, მაგრამ ეს იქნება უბრალოდ დაცინვა საზოგადოების და იმედია, ოპოზიციის უმეტესი ნაწილი გონს მოვა და მსგავსი, აბსოლუტურად ცარიელი ნაბიჯების გადადგმაზე არ წავა იმიტომ, რომ ეს არის ან უცოდინრობა კონკრეტული დეპუტატების მხრიდან, როგორ წარიმართება ეს პოლიტიკური პროცესი და საპარლამენტო პროცესი, ან არის შეგნებული მცდელობა, რომ ნებისმიერ ფასად დარჩნენ პარლამენტში საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად, თუნდაც იმ ფასად, რომ ხელისუფლებამ ეს კრიზისი გადააგოროს.

მე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვარ და ძალიან კარგად ვიცი საგამოძიებო კომისიის პროცედურაც, გადაყენების პროცედურაც, უნდობლობის გამოცხადების პროცედურაც. უნდობლობის პროცედურას რომ გამოაცხადებენ, პრემიერ-მინისტრს ვის წარადგენენ ძალიან მაინტერესებს და პროგრამას და ხელისუფლებას ამით ელაპარაკებიან? ოპოზიციამ პირველ რიგში თვითონ მიიღოს ის გადაწყვეტილება რა გადაწყვეტილებაც არის მისაღები და გამოასწოროს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა და პარლამენტში შელაგება, უკანონო პარლამენტის „გაპრავება“ და შემდეგ უფრო მეტი მორალური უფლება გვექნება, რომ ხალხს მოვუწოდოთ, რომ გამოვიდნენ გარეთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მანვე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს პირდაპირ მთავრობის მიერ დაგეგმილი და ჩატარებული სპეცოპერაცია იყო და ყველა ნებისმიერ ქვეყანაში იმას, რაც 5 ივლისს თბილისის ქუჩებში მოხდა, არავინ აპატიებდა მთავრობას.