საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაფრად არ მიღირს სიცოცხლე თუ ასე სათითაოდ დაგვიხოცავენ ადამიანებს... მეგობრებო, ბოლომდე უნდა დავდგეთ, მეც თქვენთან ერთად დავდგები" - სააკაშვილი
"არაფრად არ მიღირს სიცოცხლე თუ ასე სათითაოდ დაგვიხოცავენ ადამიანებს... მეგობრებო, ბოლომდე უნდა დავდგეთ, მეც თქვენთან ერთად დავდგები" - სააკაშვილი

მე­გობ­რე­ბო, ბო­ლომ­დე უნდა დავ­დგეთ, მეც თქვენ­თან ერ­თად ბო­ლომ­დე დავ­დგე­ბი, არაფ­რად არ მი­ღირს სი­ცო­ცხლე თუ სა­ქარ­თვე­ლო აღარ იარ­სებს და თუ ასე დაგ­ვი­ხო­ცა­ვენ სა­თი­თა­ოდ ადა­მი­ა­ნებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვი­დეო მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, რი­თაც „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს, ახლა, ან გა­იღ­ვი­ძებს სა­ქარ­თვე­ლო, ან სა­ქარ­თვე­ლო რო­გორც ქვე­ყა­ნა გაქ­რე­ბა.

ამას­თან, ის მო­უ­წო­დებს მხარ­დამ­ჭე­რებს, რომ ქარ­თუ­ლი მე­დი­ის გვერ­დით დად­გნენ.

„ლექ­სოს სიკ­ვდილ­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც ხდე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო არის პირ­და­პირ სა­ექ­სპე­რი­მენ­ტო მო­ე­და­ნი რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის და ფინ­თი გო­ი­მე­ბი­ვით აგ­დე­ბენ ხან ერთ ჯგუფს მო­სახ­ლე­ო­ბის, ხან მე­ო­რე ჯგუფს. ეს თე­მე­ბი, რომ ევ­რო­პა არის გარ­ყვნი­ლე­ბა და უბე­დუ­რე­ბა - სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლე, ის თე­მე­ბი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამის პრო­პა­გან­დი­რე­ბას ახ­დე­ნენ - ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი აშუ­ქე­ბენ იმას, რაც არის, ის თე­მე­ბი,რომ ის სის­ხლი­ა­ნი ცხრა წელი, რო­მე­ლიც ასე­ვე ფინ­თი გო­ი­ო­მე­ბი­ვით ჭა­მეთ ძა­ლი­ან ბევ­რმა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ნუთუ ვერ ხვდე­ბით, რომ არის ის რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ამ­დე­ნი წელი ხმა­რო­ბენ, ამ­დენ ქვე­ყა­ნა­ში.

პუ­ტინ­მა პი­რა­დად გა­მო­ა­ცხა­და, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა არის მათი მთა­ვა­რი ია­რა­ღი და სამ­წუ­ხა­როდ, იმ პი­რო­ბებ­ში, როცა მე ვარ ამ ეკ­ლე­სი­ის შვი­ლი და ძა­ლი­ან ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი მა­მაო გვყავს, პირ­და­პირ ჰყავთ აგენ­ტუ­რა.

ან სა­ქარ­თვე­ლო გა­იღ­ვი­ძებს, ან სა­ქარ­თვე­ლო რო­გორც ქვე­ყა­ნა გაქ­რე­ბა. მე მინ­და მო­ვუ­წო­დო ყვე­ლა ჩემს, ჩვენს მომ­ხრეს, დად­გეთ ქარ­თუ­ლი მე­დი­ის და ქარ­თუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ირ­გვლივ. იმი­ტომ, რომ ის რაც და­ე­მარ­თა ლექ­სოს, ეს შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვე­მარ­თოს თი­თო­ე­ულს. მე­გობ­რე­ბო ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვართ გა­დაყ­ვა­ნი­ლი გა­ნად­გუ­რე­ბის რე­ჟიმ­ში, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა იყე­ნებს იმას, რა­საც იყე­ნებს ბევრ სხვა ქვე­ყა­ან­ში და ყვე­ლა­ზე მე­ტად წარ­მა­ტე­ბით რა­ტომ­ღაც სა­ქარ­თვე­ლო­ში იყე­ნებს. ყვე­ლამ გა­მო­ვიღ­ვი­ძოთ და ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­ჭი­რო­ებს გა­დარ­ჩე­ნას იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნიც აღარ იქ­ნე­ბა მისი გა­დამ­რჩე­ნე­ლი, ან გა­იქ­ცე­ვა ქვეყ­ნი­დან ან ყვე­ლას და­ხო­ცა­ვენ. მე­გობ­რე­ბო ბო­ლომ­დე უნდა დავ­დგეთ, მეც თქვენ­თან ერ­თად ბო­ლომ­დე დავ­დგე­ბი, არაფ­რად არ მი­ღირს სი­ცო­ცხლე თუ სა­ქარ­თვე­ლო აღარ იარ­სებს და თუ ასე დაგ­ვი­ხო­ცა­ვენ სა­თი­თა­ოდ ადა­მი­ა­ნებს, აბა თქვენ იცით, თქვე­ნი იმე­დი მაქვს“, - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რი ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ლისს, თბი­ლი­სი პრა­ი­დის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის გა­შუ­ქე­ბის დროს, ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცია „სირ­ცხვი­ლი­ას“ ოფის­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ 1“-ის ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს, ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის, ძა­ლა­დო­ბი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით დევ­ნის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­კა­ვე­ბუ­ლია 4 პირი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
130

შენი ყველა ნაძირლობა ქოცებმა კარგად აითვისეს და გაითავისეს . ნაძირლებო რა შენ და რა ბიძინა

მამუკა
59

სანამ ეს და ამის დამქაშები არ გასამართლდებიან და რეალურად ყველა იმ სასატიკეზე პასუხს არ აგებენ რაც მათ ჩაიდინეს და კიდევ სჩადიან მანამ ქვეყანა არ დალაგდება, ყველა რომ ვამაყობთ დავითის დროინდელი საქართველოთი, პირველი რაც აღმაშენებელმა გააკეთა იყო ის რომ მოიშორა შინაური მტრები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ქვეყანამ გაძლიერება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არაფრად არ მიღირს სიცოცხლე თუ ასე სათითაოდ დაგვიხოცავენ ადამიანებს... მეგობრებო, ბოლომდე უნდა დავდგეთ, მეც თქვენთან ერთად დავდგები" - სააკაშვილი

"არაფრად არ მიღირს სიცოცხლე თუ ასე სათითაოდ დაგვიხოცავენ ადამიანებს... მეგობრებო, ბოლომდე უნდა დავდგეთ, მეც თქვენთან ერთად დავდგები" - სააკაშვილი

მეგობრებო, ბოლომდე უნდა დავდგეთ, მეც თქვენთან ერთად ბოლომდე დავდგები, არაფრად არ მიღირს სიცოცხლე თუ საქართველო აღარ იარსებს და თუ ასე დაგვიხოცავენ სათითაოდ ადამიანებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რითაც „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, ახლა, ან გაიღვიძებს საქართველო, ან საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება.

ამასთან, ის მოუწოდებს მხარდამჭერებს, რომ ქართული მედიის გვერდით დადგნენ.

„ლექსოს სიკვდილზე და ყველაფერზე, რაც ხდება - საქართველო არის პირდაპირ საექსპერიმენტო მოედანი რუსული ჰიბრიდული ომის და ფინთი გოიმებივით აგდებენ ხან ერთ ჯგუფს მოსახლეობის, ხან მეორე ჯგუფს. ეს თემები, რომ ევროპა არის გარყვნილება და უბედურება - სრული სისულელე, ის თემები, რომ ჟურნალისტები ამის პროპაგანდირებას ახდენენ - ჟურნალისტები აშუქებენ იმას, რაც არის, ის თემები,რომ ის სისხლიანი ცხრა წელი, რომელიც ასევე ფინთი გოიომებივით ჭამეთ ძალიან ბევრმა - ეს ყველაფერი ნუთუ ვერ ხვდებით, რომ არის ის რუსული ჰიბრიდული ტექნოლოგიები, რომლებსაც ამდენი წელი ხმარობენ, ამდენ ქვეყანაში.

პუტინმა პირადად გამოაცხადა, რომ მართლმადიდებლობა არის მათი მთავარი იარაღი და სამწუხაროდ, იმ პირობებში, როცა მე ვარ ამ ეკლესიის შვილი და ძალიან ბევრი ღირსეული მამაო გვყავს, პირდაპირ ჰყავთ აგენტურა.

ან საქართველო გაიღვიძებს, ან საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩემს, ჩვენს მომხრეს, დადგეთ ქართული მედიის და ქართული თავისუფლების ირგვლივ. იმიტომ, რომ ის რაც დაემართა ლექსოს, ეს შეიძლება დაგვემართოს თითოეულს. მეგობრებო ჩვეულებრივად ვართ გადაყვანილი განადგურების რეჟიმში, ჩვეულებრივად ოკუპანტი ქვეყანა იყენებს იმას, რასაც იყენებს ბევრ სხვა ქვეყაანში და ყველაზე მეტად წარმატებით რატომღაც საქართველოში იყენებს. ყველამ გამოვიღვიძოთ და ვთქვათ, რომ საქართველო საჭიროებს გადარჩენას იმიტომ, რომ ადამიანიც აღარ იქნება მისი გადამრჩენელი, ან გაიქცევა ქვეყნიდან ან ყველას დახოცავენ. მეგობრებო ბოლომდე უნდა დავდგეთ, მეც თქვენთან ერთად ბოლომდე დავდგები, არაფრად არ მიღირს სიცოცხლე თუ საქართველო აღარ იარსებს და თუ ასე დაგვიხოცავენ სათითაოდ ადამიანებს, აბა თქვენ იცით, თქვენი იმედი მაქვს“, - აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

"საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე" - რას წერს მამუკა ხაზარაძე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"