მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანაში უნდა დასრულდეს ეს პრივილეგირებული კასტა, კორუფციული საკითხები... ყველას უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები" - გიორგი გახარია
"ქვეყანაში უნდა დასრულდეს ეს პრივილეგირებული კასტა, კორუფციული საკითხები... ყველას უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები" - გიორგი გახარია

ჩვენ არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ არ ვართ და არ ვიქ­ნე­ბით, ეს არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ამ ქვეყ­ნის­თვის - უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა რომ დაგ­პირ­დეთ, რომ ხვალ ყვე­ლა­ფე­რი ჯა­დოს­ნუ­რად გა­მოს­წორ­დე­ბა, მაგ­რამ გპირ­დე­ბით, რომ ტყუ­ი­ლი არ იქ­ნე­ბა და ჩვენ გვერ­დით ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა სუფ­თა, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ხალ­ხი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს ფოთ­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც პარ­ტი­ის ოფი­სი გახ­სნა.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს უპირ­ვე­ლე­სად წეს­რი­გი სჭირ­დე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა და გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბით თუ უმი­ზე­ზოდ მი­ტინ­გე­ბი უნდა დას­რულ­დეს.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა, იმი­ტომ რომ ჩვენ ვხსნით ფოთ­ში ჩვე­ნი პარ­ტი­ის - „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ პირ­ველ ოფისს. ფოთ­ში, ისე­ვე რო­გორც და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თველ­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მაა, რომ­ლის მო­საგ­ვა­რებ­ლად ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ პირ­ველ რიგ­ში, გვჭირ­დე­ბა წეს­რი­გი - ეს ქა­ო­სი უნდა დამ­თავ­რდეს - ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რი გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბით თუ უმი­ზე­ზოდ მი­ტინ­გე­ბი, ქუ­ჩა­ში სი­ა­რუ­ლი და ბევ­რი რამ.

ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს უნდა ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა წყნარ, მშვიდ, თა­ნა­ბარ გა­რე­მო­ში ღირ­სე­უ­ლად, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად იშ­რო­მონ და არ­ჩი­ნონ თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბი. ფოთს ძა­ლი­ან დიდი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს და უნდა ჰქონ­დეს. ბევ­რი რამ გა­კეთ­და, მაგ­რამ კი­დევ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ფო­თის გან­ვი­თა­რე­ბა, რა თქმა უნდა, პირ­და­პირ უნდა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პორტთან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პორ­ტი ახლა ფარ­თოვ­დე­ბა. ამას ბევ­რი შრო­მა დას­ჭირ­და, რომ პორ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბის შე­თან­ხმე­ბა რო­გორ­ღაც მიღ­წე­უ­ლი­ყო, მე იმე­დი მაქვს, რომ ეს პრო­ექ­ტი ბო­ლომ­დე მივა, იმი­ტომ, რომ ფოთი უნდა გან­ვი­თარ­დეს რო­გორც სა­ზღვაო-სატ­რან­სპორ­ტო-სა­ჰა­ე­რო ლო­გის­ტი­კუ­რი ცენ­ტრი. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ფიქ­როთ ფო­თის აე­რო­პორტზე სატ­ვირ­თო ნა­წილ­ში, იმი­ტომ, რომ ტვირ­თე­ბი ფო­თის­თვის არის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ერ­თოდ, უნდა ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რომ ჩვე­ნი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მარ­თვა ცოტა შე­იც­ვა­ლოს, ცოტა უფრო დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ის­კენ წა­ვი­დეს და ად­გილ­ზე წყდე­ბო­დეს ბევ­რი რამ. ფოთი ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლია, თუმ­ცა ქა­ლაქ­ში ბევ­რი რამ არ რჩე­ბა და ეს არის გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად უნდა გა­ვა­კე­თოთ, ბევ­რი რა­მაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

პირ­ვე­ლი რიგ­ში, კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, ჩვენ არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ არ ვართ და არ ვიქ­ნე­ბით - ეს არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ამ ქვეყ­ნის­თვის. ჩვენ უნდა ვი­ყოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს, ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის და ფო­თის მო­მავ­ლის­თვის, ვიშ­რო­მოთ - ეს ერთი, მე­ო­რე ამ ქვე­ყა­ნა­ში უნდა დას­რულ­დეს ეს პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი კას­ტა, ყვე­ლას უნდა გვქონ­დეს თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბი, თა­ნა­ბა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, უნდა დას­რულ­დეს ეს კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი და, რა თქმა უნდა, მაქ­სი­მა­ლუ­რად გზა უნდა გა­ვუხ­სნათ ახალ­გაზ­რდებს. ახალ­გაზ­რდე­ბი და კი­დევ ერთხელ ახალ­გაზ­რდე­ბი! ამ ხალ­ხის ხელ­შია ჩვე­ნი მო­მავ­ლის ცვლი­ლე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ წყნა­რად, მშვი­დად, ყვე­ლა­ნა­ი­რი ის­ტე­რი­კის, ლან­ძღვა-გი­ნე­ბის გა­რე­შე, ჩვენ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ საქ­მი­ა­ნად, ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მით. ჯერ უნდა გავ­ხსნათ პარ­ტი­ის ოფი­სი, შემ­დეგ უნდა მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნებ­ში, შემ­დეგ უნდა გა­ვი­მარ­ჯვოთ ამ არ­ჩევ­ნებ­ში და შემ­დგომ ადა­მი­ა­ნებს უნდა შე­ვუს­რუ­ლოთ უნდა ყვე­ლა ის და­პი­რე­ბა, რო­მელ­საც გავ­ცემთ. მძი­მე და ცუდი ის არის, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ამ ქა­ლაქ­შიც და ამ ქვე­ყა­ნა­შიც მე არ მე­გუ­ლე­ბა და არ ვიცი და­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­ცე­მუ­ლი არ არის. ყვე­ლა და­პი­რე­ბა უკვე გა­ცე­მუ­ლია დიდი ხა­ნია, ერ­თა­დერ­თი რაც ახლა გა­სა­კე­თე­ბე­ლია - უნდა ვიშ­რო­მოთ - ჩვენ ამის­თვის მზად ვართ, ჩვენ ეს ვი­ცით, ჩვენ ეს გაგ­ვი­კე­თე­ბია. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად გვეს­მის ყო­ველ­დღი­უ­რი, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი შრო­მის ფასი, იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა წა­ვი­დეს წინ. ამას გა­ვა­კე­თებთ და ამას ვაჩ­ვე­ნებთ ყვე­ლას, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რო შენს ქვე­ყა­ნას, შენს რე­გი­ონს, შენს ქა­ლაქს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ისე, რომ შენი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ კმა­ყო­ფი­ლი და მათი ჩარ­თუ­ლო­ბაც ყო­ველ­დღი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში იყოს მა­ღა­ლი. ეს არის ის, რო­გორც ჩვენ ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვალს ვუ­ყუ­რებთ და ეს არის რო­გორც ჩვენ ვა­პი­რებთ შრო­მას ფო­თის, სა­მეგ­რე­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. მად­ლო­ბა, რომ აქ ხართ და იცო­დეთ, რომ, რა თქმა უნდა, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, რომ ვი­ღა­ცამ ან მე დაგ­პირ­დეთ, რომ ხვალ ყვე­ლა­ფე­რი ასე ჯა­დოს­ნუ­რად გა­მოს­წორ­დე­ბა, მაგ­რამ ერთ რა­მეს დაგ­პირ­დე­ბით, რომ ტყუ­ი­ლი არ იქ­ნე­ბა და ჩვენ გვერ­დით ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა სუფ­თა, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი, მშრო­მე­ლი ხალ­ხი - ამას დაგ­პირ­დე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯოყოლა
3

კომუნიზმი ჰოპიზონტზე

ვახო
32

ერთხელ კიდევ გენდობი და მოგცემ ხმას არჩევნებზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ქვეყანაში უნდა დასრულდეს ეს პრივილეგირებული კასტა, კორუფციული საკითხები... ყველას უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები" - გიორგი გახარია

"ქვეყანაში უნდა დასრულდეს ეს პრივილეგირებული კასტა, კორუფციული საკითხები... ყველას უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები" - გიორგი გახარია

ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ და არ ვიქნებით, ეს არის აუცილებელი ამ ქვეყნისთვის - უპასუხისმგებლობა იქნება რომ დაგპირდეთ, რომ ხვალ ყველაფერი ჯადოსნურად გამოსწორდება, მაგრამ გპირდებით, რომ ტყუილი არ იქნება და ჩვენ გვერდით ყოველთვის იქნება სუფთა, კეთილსინდისიერი ხალხი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა, სადაც პარტიის ოფისი გახსნა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველოს უპირველესად წესრიგი სჭირდება და ქვეყანაში ერთმანეთის ლანძღვა-გინება და გაურკვეველი მიზეზებით თუ უმიზეზოდ მიტინგები უნდა დასრულდეს.

„მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ ჩვენ ვხსნით ფოთში ჩვენი პარტიის - „საქართველოსთვის“ პირველ ოფისს. ფოთში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველში, ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში, გვჭირდება წესრიგი - ეს ქაოსი უნდა დამთავრდეს - ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ყოველდღიური გაურკვეველი მიზეზებით თუ უმიზეზოდ მიტინგები, ქუჩაში სიარული და ბევრი რამ.

ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა წყნარ, მშვიდ, თანაბარ გარემოში ღირსეულად, კეთილსინდისიერად იშრომონ და არჩინონ თავიანთი ოჯახები. ფოთს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს და უნდა ჰქონდეს. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ფოთის განვითარება, რა თქმა უნდა, პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული პორტთან. მოგეხსენებათ, რომ პორტი ახლა ფართოვდება. ამას ბევრი შრომა დასჭირდა, რომ პორტის გაფართოების შეთანხმება როგორღაც მიღწეულიყო, მე იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი ბოლომდე მივა, იმიტომ, რომ ფოთი უნდა განვითარდეს როგორც საზღვაო-სატრანსპორტო-საჰაერო ლოგისტიკური ცენტრი. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ფოთის აეროპორტზე სატვირთო ნაწილში, იმიტომ, რომ ტვირთები ფოთისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საერთოდ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი რეგიონალური მართვა ცოტა შეიცვალოს, ცოტა უფრო დეცენტრალიზაციისკენ წავიდეს და ადგილზე წყდებოდეს ბევრი რამ. ფოთი ქართული ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილია, თუმცა ქალაქში ბევრი რამ არ რჩება და ეს არის გამოსასწორებელი. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, ბევრი რამაა გასაკეთებელი.

პირველი რიგში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ და არ ვიქნებით - ეს არის აუცილებელი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი რეგიონის და ფოთის მომავლისთვის, ვიშრომოთ - ეს ერთი, მეორე ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ეს პრივილეგირებული კასტა, ყველას უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები, თანაბარი ურთიერთობები, უნდა დასრულდეს ეს კორუფციული საკითხები და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გზა უნდა გავუხსნათ ახალგაზრდებს. ახალგაზრდები და კიდევ ერთხელ ახალგაზრდები! ამ ხალხის ხელშია ჩვენი მომავლის ცვლილება. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ისტერიკის, ლანძღვა-გინების გარეშე, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საქმიანად, ყოველდღიური შრომით. ჯერ უნდა გავხსნათ პარტიის ოფისი, შემდეგ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, შემდეგ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და შემდგომ ადამიანებს უნდა შევუსრულოთ უნდა ყველა ის დაპირება, რომელსაც გავცემთ. მძიმე და ცუდი ის არის, რომ სამწუხაროდ, ამ ქალაქშიც და ამ ქვეყანაშიც მე არ მეგულება და არ ვიცი დაპირება, რომელიც გაცემული არ არის. ყველა დაპირება უკვე გაცემულია დიდი ხანია, ერთადერთი რაც ახლა გასაკეთებელია - უნდა ვიშრომოთ - ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ეს გაგვიკეთებია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ყოველდღიური, კეთილსინდისიერი შრომის ფასი, იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. ამას გავაკეთებთ და ამას ვაჩვენებთ ყველას, როგორ შეიძლება ემსახურო შენს ქვეყანას, შენს რეგიონს, შენს ქალაქს კეთილსინდისიერად ისე, რომ შენი მოქალაქეები იყვნენ კმაყოფილი და მათი ჩართულობაც ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იყოს მაღალი. ეს არის ის, როგორც ჩვენ ამ ქვეყნის მომავალს ვუყურებთ და ეს არის როგორც ჩვენ ვაპირებთ შრომას ფოთის, სამეგრელოს, საქართველოს განვითარებისთვის. მადლობა, რომ აქ ხართ და იცოდეთ, რომ, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლობა იქნება, რომ ვიღაცამ ან მე დაგპირდეთ, რომ ხვალ ყველაფერი ასე ჯადოსნურად გამოსწორდება, მაგრამ ერთ რამეს დაგპირდებით, რომ ტყუილი არ იქნება და ჩვენ გვერდით ყოველთვის იქნება სუფთა, კეთილსინდისიერი, მშრომელი ხალხი - ამას დაგპირდებით“, - განაცხადა გახარიამ.

"პრემიერი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში... გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეებში ვერ ვნახეთ ძლიერი ლიდერობა" - კელი დეგნანი

"მტერსაც, ოკუპანტსაც უნდა ველაპარაკოთ - პრაგმატულად, ცივი გონებით" - გიორგი გახარია რუსეთთან ურთიერთობებზე

"ეს იყო იმედგაცრუების დღე საქართველოსთვის..." - როგორ ეხმაურება კელი დეგნანი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს?