მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპელობა ქართულ იდენტობაზე უარის თქმას არ ნიშნავს... ეს ის ნარატივია, რომელსაც ჩრდილოელი მეზობლები გვთავაზობენ" - გახარია
"ევროპელობა ქართულ იდენტობაზე უარის თქმას არ ნიშნავს... ეს ის ნარატივია, რომელსაც ჩრდილოელი მეზობლები გვთავაზობენ" - გახარია

რა თქმა უნდა, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია იყო და იქ­ნე­ბა „პრა­ი­დის“ წი­ნა­აღ­მდეგ - კი არ უნდა ვცე­მოთ ერ­თმა­ნე­თი, უნდა დავ­სხდეთ და ვი­სა­უბ­როთ, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, უმ­ცი­რე­სო­ბა იქ­ნე­ბა თუ უმ­რავ­ლე­სო­ბა, მათი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფომ მშვი­დო­ბი­ა­ნად უნდა და­იც­ვას.

„თუ ვინ­მეს ეგო­ნა, ვინ­მე გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი თუ უშ­ვებ­და, რომ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია რა­დი­კა­ლუ­რად არ იქ­ნე­ბო­და „პრა­ი­დის“ წი­ნა­აღ­მდე­გი, ამ ადა­მი­ანს წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, არც სა­ქარ­თვე­ლო­ზე და არც ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ა­ზე. რა თქმა უნდა, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია იყო და იქ­ნე­ბა „პრა­ი­დის“ წი­ნა­აღ­მდეგ, ესეც გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, ესეც მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით უნდა მოხ­დეს. ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია ვნა­ხეთ, პირ­ველ რიგ­ში, რითი და­ზი­ან­და, ამ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბით, პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო, პო­ლი­ცია და­ზი­ან­და. შე­უძ­ლე­ბე­ლია ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბით პო­ზი­ტუ­რი შე­დე­გის მიღ­წე­ვა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს ეს­მის ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას და პატ­რი­არ­ქს.

ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია, ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა „პრა­ი­დის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, ეს ნორ­მა­ლუ­რია, ისე­ვე რო­გორც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­ცუ­ლი უნდა იყოს, ვის­თვი­საც „პრა­ი­დის“ ასე­თი ფორ­მით ჩა­ტა­რე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია, ეს არის დე­მოკ­რა­ტია. კი არ უნდა ვცე­მოთ ერ­თმა­ნე­თი, უნდა დავ­სხდეთ და ვი­სა­უბ­როთ. უმ­ცი­რე­სო­ბა იქ­ნე­ბა თუ უმ­რავ­ლე­სო­ბა, მათი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფომ მშვი­დო­ბი­ა­ნად უნდა და­იც­ვას, არა ის, რომ გაგ­ვაფრ­თხი­ლოს, წა­ვი­დეს და ბუჩ­ქებ­ში და­ი­მა­ლოს“, - აღ­ნიშ­ნავს გა­ხა­რია.

მი­სი­ვე თქმით, ამ ყვე­ლაფ­რით, რაც ახლა, ბოლო 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა, თუ ვინ­მე ხე­ი­რობს და სარ­გებ­ლობს ჩვე­ნი მტე­რია, სხვა არა­ვინ.

„ვინ­მეს თუ გო­ნია, რომ ევ­რო­პე­ლო­ბა ნიშ­ნავს სა­კუ­თა­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის და ქარ­თულ იდენ­ტო­ბა­ზე უა­რის თქმას, ეს შეც­დო­მაა, გვა­ტყუ­ე­ბენ. ეს ის ნა­რა­ტი­ვია, რო­მელ­საც გვთა­ვა­ზო­ბენ ჩვე­ნი ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლე­ბი. ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი გა­დარ­ჩე­ნის გზა, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის გზა, ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის გზა, არის ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის დაც­ვით, ტრა­დი­ცი­ე­ბით წინ ევ­რო­პის­კენ და არა უკან წარ­სუ­ლის­კენ“,- აღ­ნიშ­ნავს გა­ხა­რია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მართალია
0

მართალია, მაგრამ პრაიდს ამოფარებულმა პროვოკატორებმა ზოგჯერ ხალხის ძალა უნდა დაინახონ.

fad
0

თქვენ არ იყავით შსს მინისტრი 2 წლის პრაიდის ჩატარების უსაფრთხოებაზე ხელები რო დაიბანეთ? თუ დემოკრატიის და თავისუფლების გამოხატვის მომხრე ხართ რატო გააკეთეთ ეს მაშინ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ევროპელობა ქართულ იდენტობაზე უარის თქმას არ ნიშნავს... ეს ის ნარატივია, რომელსაც ჩრდილოელი მეზობლები გვთავაზობენ" - გახარია

"ევროპელობა ქართულ იდენტობაზე უარის თქმას არ ნიშნავს... ეს ის ნარატივია, რომელსაც ჩრდილოელი მეზობლები გვთავაზობენ" - გახარია

რა თქმა უნდა, ქართული ეკლესია იყო და იქნება „პრაიდის“ წინააღმდეგ - კი არ უნდა ვცემოთ ერთმანეთი, უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, უმცირესობა იქნება თუ უმრავლესობა, მათი გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფომ მშვიდობიანად უნდა დაიცვას.

„თუ ვინმეს ეგონა, ვინმე გონიერი ადამიანი თუ უშვებდა, რომ ქართული ეკლესია რადიკალურად არ იქნებოდა „პრაიდის“ წინააღმდეგი, ამ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს, არც საქართველოზე და არც ქართულ ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, ქართული ეკლესია იყო და იქნება „პრაიდის“ წინააღმდეგ, ესეც გამოხატვის თავისუფლებაა, ესეც მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. ქართული ეკლესია ვნახეთ, პირველ რიგში, რითი დაზიანდა, ამ ფიზიკური ძალადობით, პირველ რიგში, ქართული ეკლესია, საზოგადოება, სახელმწიფო, პოლიცია დაზიანდა. შეუძლებელია ფიზიკური ძალადობით პოზიტური შედეგის მიღწევა. ყველაზე მეტად ეს ესმის ქართულ ეკლესიას და პატრიარქს.

ქართული ეკლესია, ყოველთვის იქნება „პრაიდის“ მოწინააღმდეგე, ეს ნორმალურია, ისევე როგორც ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომელთა გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, ვისთვისაც „პრაიდის“ ასეთი ფორმით ჩატარება მიუღებელია, ეს არის დემოკრატია. კი არ უნდა ვცემოთ ერთმანეთი, უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. უმცირესობა იქნება თუ უმრავლესობა, მათი გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფომ მშვიდობიანად უნდა დაიცვას, არა ის, რომ გაგვაფრთხილოს, წავიდეს და ბუჩქებში დაიმალოს“, - აღნიშნავს გახარია.

მისივე თქმით, ამ ყველაფრით, რაც ახლა, ბოლო 2 დღის განმავლობაში ხდება, თუ ვინმე ხეირობს და სარგებლობს ჩვენი მტერია, სხვა არავინ.

„ვინმეს თუ გონია, რომ ევროპელობა ნიშნავს საკუთარი ტრადიციების და ქართულ იდენტობაზე უარის თქმას, ეს შეცდომაა, გვატყუებენ. ეს ის ნარატივია, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები. ჩვენი ერთადერთი გადარჩენის გზა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზა, არის ჩვენი იდენტობის დაცვით, ტრადიციებით წინ ევროპისკენ და არა უკან წარსულისკენ“,- აღნიშნავს გახარია.

"ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ - ვაქცინები იმაზე მეტია, რაც საჭიროა" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ინფიცირების 2600 შემთხვევა საგანგაშოა... გთხოვთ, აიცერით, თუ მოქალაქეები მთავრობას მხარში არ დაუდგნენ, მარტო ვერაფერს გავწვდებით" - ღარიბაშვილი